ჩანახატები - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
Форум » ლიტერატურა » პროზა » ჩანახატები
ჩანახატები
nukriaДата: ხუთ, 30.04.2015, 01:13 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(წერილი მეგობარს)
***
როცა სამყაროს მოევლინები გზრდიან მშობლები და ყოველი წუთი გაახლოებს მათ სიყვარულთან...
ასევეა დედ-მამის-შვილები…ისინი, ან გხვდებიან, ან მერე მოევლინებიან ქვეყანას...მერე ვიზრდებით ერთმანეთის სიყვარულში და ეს უდიდესი წყალობაა უფლის…
მაგრამ ვინ ხარ შენ მეგობარო? სადღაც სხვა ოჯახსა და გარემოში გაზრდილი ადამიანი…ასე ლამაზად და უბრალოდ რომ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში და ნელ-ნელა შემოიტანე ანდამატივით გულზე მისამაგრებელი სითბო და სილაღე…
დიახ, სილაღეა შენთან… როცა ცხოვრება მის ტალღებში შეგიტყუებს და ათას პრობლემასთან ერთად დაქანცული დადიხარ, შენთან ხდება განწმენდა ყველა დარდისა…მიყუჩება ყველა ტკივილისა…
სხვანაირი, ენით აღუწერელი გარემოა შენს ირგვლივ…შენთან ბედნიერების სხვა საფეხურია, გაუმართლებელ სიყვარულზე ატირებული გულის მალამოა შენი არსებობა...
და მიდიოდა ცხოვრება ნელ-ნელა ერთმანეთის სიხარულსა და გაზიარებულ დარდ-ვარამში..შენთან ყველაფერი ადვილი იყო, საოცრად ადვილი…
ჩვენ ახლა შორს ვართ ერთმანეთისაგან...ასე გადაწყვიტა უფალმა…
როცა გემშვიდობებოდი, ვერც კი წარმომედგინა რა მეშველებოდა (გვეშველებოდა) უერთმანეთოდ…
დასაწყისში იყო ზარები, მოკითხვები, ცრემლები…
მერე ნელ-ნელა ცვდებოდა ადრე აფერადებული შეკითხვები…
რას შვები? რა არის ახალი…? ხომ კარგად ხარ?
მერე კითხვაც მინელდა…მინელდა, რადგან აზრი არ ჰქონდა…
და ახლიც აღარაფერი იყო…!
თითქოს რაღაც ჩადგა ჩვენს სივრცეში, რასაც სიცივე არ ჰქვია…რაღაც სხვა ჰქვია…სხვა, რისთვისაც დღემდე ვეძებ შესაფერ სიტყვას…
მაგრამ გულში ხომ ყველაფერი უცვლელია…
დავდივარ ასე და ხშირად წარსულისაკენ მომზირალს ჩვენი სიცილ-კისკისი ჩამესმის მუდამ…შენი სუნი არ იკარგება ჩემი შეგრძნებიდან…მეგობრებს ხომ სხვანაირი სუნი აქვთ…
და სწორედ ახლა, ცხოვრების ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფმა მივხვდი რატომ ვაგდივარ მიწაზე ასე ხშირად… თურმე შენი მხრები გამომცლია…მხრები, რომელსაც ასე ვეყრდნობოდი თურმე, მხრები რომელიც ცამდე მამაღლებდა, მიწაზე ყველაზე მეტად დაცემულ ქალს, და მაინც შენს მეგობარს...
და ვხვდები, ვითომდა სიხარულიან ჩემს დღეებს, როგორ აკლია შენი ღიმილის ფერი, შენი ხმა, შენი ხელების და გულის სითბო, რომ უზომოდ დიდმა სიცარიელემ დაიკავა შენი ადგილი... სიცარიელე, რომელსაც ვერ ავსებს ვერც ვერანაირი წინსვლა ცხოვრებისა, თუ შემოქმედებისა…
შენ ჩემი სულის უდიდესი ძალა ხარ…გთხოვ, ამ ძალას ნუ გამომაცლი…შემინდე სიშორის გამო გამეფებული დუმილი…ლექსისათვის დათმობილი მეტი დრო…შემინდე უგულისყურობა...
ამ ძალასაც შენი არსებობა მაძლევს, რადგან უშენოდ ნულის ტოლ-ფასი ვარ...
იხმიანე, იხმიანე ჩემში, რომ სადღაც დროში დავამარცხოთ ის რაღაც, რასაც აქამდე სახელი ვერ ვუპოვე (თ)…თუმცა, ვერც ამ უსახელო მდგომარეობამ გაწყვიტა ის ფერადი ბაფთა, რომლითაც ჩემს სულზე შეგაბნია უფალმა…
და მაინც, შემინდე უშენოდ რომ ვცხოვრობ, ისე თითქოს არაფერი მომხდარა…ეს გარეგნულად მხოლოდ…ამ გარეგნულად მშვიდ იერსაც გულში სამუდამოდ ჩასახლებული შენი სიყვარული მაძლევს..
დიახ, ეს შენ ხარ…შენ! სისხლით სხვავ და და სულივით ჩემო…♥
 
nukriaДата: სამ, 23.06.2015, 01:18 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ადამიანის ფასი (იგავი)

ერთხელ ერთი ახალგაზრდა ბრძენ უხუცესთან მივიდა რჩევის საკითხად.

მან ჰკითხა მოხუცს:

– მოძღვარო, გარშემომყოფთაგან იმდენად დამცირებულად ვგრძნობ თავს, რომ არაფრის კეთების ხალისი აღარ მაქვს, ძალიან მოუხერხებელი და სულელი ვარ, შედეგად კი ყველაფერს რის გაკეთებასაც ვცდილობ – ცუდად გამომდის. რა ვქნა? როგორ მოვიქცე, რომ მეტად დამაფასონ?

მოხუცს არც კი შეუხედავს ახალგაზრდისათვის, ამოიოხრა და უთხრა:

– ძალიან ვწუხვარ ყმაწვილო, მინდა დაგეხმარო, მაგრამ მეც მაქვს ჩემი პრობლემა და ვერ გადამიჭრია. შენ რომ დამხმარებოდი იქნებ მეც შემეძლო შენთვის გამოსავალის პოვნა…

– დიდი სიამოვნებით – შესძახა ახალგაზრდამ.- მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი რასაც მთხოვ, ოღონდ ამ ყველაფრიდან თავი დამაღწევინე.

– ძალიან კარგი – გაუღიმა მოხუცმა. ხელიდან ბეჭედი მოიძრო მიაწოდა და უთხრა – შეჯექი ცხენზე და სოფლის ბაზრისკენ გაიქეცი – მინდა, რომ ეს ბეჭედი გამიყიდო რაც შეიძება მეტად მაგრამ არანაკლებ ერთ ოქროდ. თუ ნაკლები შემოგთავაზეს არაფრით არ დათანხმდე, რადგან ზუსტად ერთი ოქრო მჭირდება ჩემი ვალის დასაფარად.

ახალგაზრდამ დაუფიქრებლად გამოართვა ბეჭედი, ხელსახოცში გაახვია და იმედმოცემული მოხუცის ცხენზე ამხედრდა და დიდი სიჩქარით გაქუსლა ბაზრისკენ. როგორც კი მიაღწია ბაზარს, დაიწყო ბეჭდის შეთავაზება მოვაჭრეებისთვის. თავიდან დაინტერესდნენ და ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ რასაც იგი სთავაზობდა. მაგრამ როცა ფასზე მიდგა საქმე ყმაწვილმა კი განაცხადა, რომ არაფრით არ გაყიდიდა ერთ ოქროზე ნაკლებად – დაცინვა და დამცირება დაუწყეს. სხვები კი უფრო თავაზიანად მიუახლოვდნენ და რამდენიმე სპილენძის მონეტას სთავაზობდნენ ბეჭდის სანაცვლოდ. ყმაწვილი კი მტკიცედ იდგა უარზე. ერთმა ერთი ვერცხლის მონეტაც შეთავაზა, მაგრამ ყმაწვილის დაყოლიება ვერავინ შეძლო.

დღის ბოლომდე დაჰყო ბაზარში, მაგრამ ვერაფრით მოახერხა ბეჭდის გაყიდვა. საღამოს მოწყენილი ნელი სვლით დაბრუნდა მოხუცის ქოხამდე და თავჩაღუნულმა მორიდებით უთხრა, რომ მისი ბეჭედი ნამდვილად არ ღირდა არც ერთი ოქრო და არც მისი ნახევარი, თან მოუყვა, რაც გადახდა ბაზარში. მოხუცმა გაიღიმა თმაზე ხელი მოუსვა ბიჭს და უთხრა – ნუ გეშინია, იმედი ჯერ არ არის დაკარგული და მეორე დილას დაიბარა თავის ქოხში.

დილით უთხრა მოხუცმა ახალგაზრდას – ეხლა აიღე ეს ბეჭედი კიდევ ერთხელ და ოქრომჭედელთან წადი, კითხე რამდენს გადაგიხდის, თუმცა რაც არ უნდა შემოგთავაზოს არაფრით არ დათანხმდე.

ბიჭი უკვე დინჯად გაემართა ოქრომჭედელთან და მოხუცის ბეჭედი აჩვენა. ოქრომჭედელმა გააპრიალა ბეჭედი და კარგა ხანი გულმოდგინედ აკვირდებოდა გამადიდებლით. ყმაწვილის სულმოუთქმელი ლოდინის შემდეგ ოქრომჭედელმა ამოხედა და ვაჭრული მაცდურობით უთხრა:

– თუ გეჩქარება გაყიდვა, ახლავე შემიძლია შემოგთავაზო 50 ოქრო ამ შენს ბეჭედში.

ყმაწვილს თვალები გაუბრწყინდა, მაგრამ მოხუცისგან დარიგებულმა მტკიცე უარი უთხრა და ხელი გაუწოდა და ბეჭდის დაბრუნება მოსთხოვა. ოქრომჭედელმა ბეჭედი მიაწოდა და უთხრა:

– თუ გეცოტავა კიდევ შემიძლია 10 ოქრო დაგიმატო – ბიჭი კი მტკიცე უარზე იდგა. ბეჭედი ხელში ჩაბღუჯა და გასასვლელისკენ გაეშურა, ოქრომჭედელი წამოდგა და გაეკიდა, მისძახოდა და უმატებდა და უმატებდა ფასს.

ბიჭმა მოჰკურცხლა – უნდოდა სასიხარულო ამბავი მიეტანა უხუცესი ბრძენისთვის. ქოხში დაუკაკუნებლად შეიჭრა და როგორც კი გააღო პირი მოხუცმა გააჩუმა.

დაჯექი – თქვა ბრძენმა, შემდეგ კი გაუღიმა და უთხრა – შვილო, შენ ხარ ამ ბეჭედივით, რატომ გინდა, რომ დაგაფასონ მათ, ვინც არ იციან ადამიანის ნამდვილი ფასი, რატომ არ ჰკითხავდი შენს ნამდვილ ფასეულობას იმას, ვინც ყველაზე კარგად იცნობს ადამიანს და იმას, თუ რა არის ადამიანში? იმას, ვინც საკუთარი სიცოცხლე გასწირა შენთვის?

ავტორი: ჯორჯ ბუკაი
თარგმანი: ალიკა ბერიკაშვილი
 
Форум » ლიტერატურა » პროზა » ჩანახატები
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა:

მოგესალმები Гость