ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი "ღალატი" - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
Форум » ლიტერატურა » პროზა » ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი "ღალატი"
ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი "ღალატი"
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:06 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ღალატი"
პროლოგი

მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!
და თავდაპირველად პროლოგი.
და თავდაპირველად ურჩხულისეული უვერტიურა_მონოლოგი.

ურჩხული: ბატონებო და ქალბატონებო!
მე ვარ ურჩხული, მუდმივი, მსოფლიო, კრებითი ბოროტება.
მსოფლიო მოფენილია ჩემი მსახურთა ლეგიონებით, თუმც უნდა ვაღიარო, დიდი არ
არის იმათი რიცხვი, ვინც ყრმობიდანვე, თვისი შინაგანი ბუნებით, გულით და
სულით, მოწადინებულია ჩემს ურჩხულისეულ სამსახურში ჩადგეს, მაგრამ არავის
ძალუძს ისე მარჟვედ და ლაზათიანად გამოიყენოს ადამიანთა ბუნების სისუსტენი,
როგორც მე_ურჩხულს. არადა ჩემდა სახეიროდ თქვენ_ადამიანებს სისუსტე მრავლად
გაქვთ, როგორც დაბადებით თანდაყოლილი, ასევე ცხოვრების მანძილზე
თანდათანობით შეძენილი; სწორედ ამიტომ ხდებით ჩემი მსახურნი, ხშირად
საკუთარი სურვილის წინააღმდეგაც:
გამეხებული პირწავარდნილი კარიერისტები;
შურიანობის სენით შეპყრობილნი;
ძუნწნი, ხარბნი და გაუმაძღარნი;
ღვარძლით და ბოღმით მცხოვრებნი;
ენისმიმტანნი და მაბეზღარნი, ჩივილის მოყვარულნი;
ისინი, ვისაც_რომ იტყვიან_ძალა ერჩის, ხოლო ის არ იციან, ეს ძალა, როგორ
გამოიყენონ, რას მოახმარონ;
ისინი, ვისაც საკუთარი მე_ს თვითგანმტკიცების საშუალებად სხვისი დაჩაგვრა
და დამცირება მიაჩნია;
ისინი, ვისაც გაფიქრებაც ვერ გაუბედავს, რომ კანონის ან საზოგადოებრივი
აზრის მიერ დაწესებული ყველა ნორმა შესაძლოა სულაც არ იყოს ჭეშმარიტად
მაღალზნეობრივი;
ისინი, ვინც საპირისპირო უკიდურესობაში ვარდება და კანონის ან
საზოგადოებრივი აზრის მიერ დაწესებულ ყოველგვარ ნორმას უგულებელყოფს ან
არად აგდებს.
ზემოჩამოთვლილნი მხოლოდ ჩემი ბრმა იარაღი, ჩემი რიგითი მსახურები
არიან. ხოლო ჩემი სამსახურის მოწინავე მოღვაწენი_პრინციპული, ენერგიული, თუმცა
შეზღუდული თვალსაწიერის ფანატიკოსები, სასტიკნი და შეშლილნი, ჟიუტად და
მეთოდურად სჩადიან ბოროტ საქმეებს, სჩადიან გულწრფელად, გულმოდგინედ და
ბეჟითად. მათ სიძნეელები არ აშინებთ, პირიქით, ძალას მატებთ, და_ყოველი
მომდევნო დაბრკოლების გადალახვის შემდეგ_მეტი თვითდაჟერებით განაგრძობენ
უანგარო მოღვაწეობას...
უანგარობა! მართლაცდა რა მშვენივრად Jღერს ეს სიტყვა, არაჱ! სხვადასხვა
დროის და ერის არა ერთ და ორ მწერალს მიუძღვნია ქებათა ქება უანგარობისადმი.
არადა რა იშვიათია უანგარობა ადამიანებში... ჩემი ურჩხულისეული სამსახურის
მოწინავე მოღვაწენი მართლაც უანგარონი არიან, თუმც ამაში ისინი მეტად გვიან
რწმუნდებიან; უანგარონი არიან, რადგან საბოლოოდ ისინი ჩემი მსახურებით ხეირს
ვერ პოულობენ. მე მათ ვიყენებ, ვხმარობ და შემდეგ სანაგვისაკენ მოვისვრი... მათი
ენერგიული მოღვაწეობის საბოლოო მონაგარია: ცოდვების ტვირთით დამძიმებულ,
სიცივით და ზიზღით გარემოცულ, სულიერად დაცარიელებულ კაცთა ბედი,
რომელთაც სიკვდილის შემდგომ ჟოჟოხეთი ელოდება...
მე არ მჭირდება გამუდმებით, შეუსვენებლივ მოქმედება. ჩემი ურჩხულისეული
ენერგიის წუთიერი აფეთქებებიც საკმარისია, რათა კარგა ხანს დავაბუდო მწუხარება
და ცრემლი. იმდენად უძლეველი ვარ, რომ გულახდილად შემიძლია გელაპარაკოთ,
ანდა ჩემი სუსტი მხარეები რად უნდა დავმალო... მაგის შნო და უნარი ვინ მოგცათ,
რომ მე_ურჩხულს შემებრძოლოთჱ! თუმცა შნო და უნარი რა სახსენებელია, თუ
ჩემთან შეჭიდების სურვილიც არა გაქვთ...
მე არც ისეთი შეუვალი და აუღებელი ციხესიმაგრე ვარ, როგორც თქვენ
გგონიათ... ჩემი ძლევამოსილების მთავარი მიზეზი სხვაა. მე_ურჩხული იმითაც ვარ
უძლეველი, რომ თქვენ_ადამიანებს არ გსურთ აღიაროთ ჩემი არსებობაც და მით
უმეტეს ის, რომ ფრიად ანგარიშგასაწევ ძალას წარმოვადგენ. არცაა გასაკვირი, ეგ
სიმართლე თუ ხმამაღლა ითქვა, ჩემზე უხერხულ მდგომარეობაში ხომ
თქვენ_ადამიანები აღმოჩნდებითჱ! ეს ხომ თქვენ_ადამიანებმა ააწყვეთ თქვენი
ცხოვრება, ურთიერთდამოკიდებულებები ისე, რომ საშუალება მომეცით თქვენს
ყოფაში ფეხი მომეკიდა. ხოლო მე ამქვეყნად ფეხი ისე მარჟვედ და მტკიცედ მოვიკიდე,
რომ შუაგულ დედამიწაში ფესვები გავიდგი, და მსოფლიოს უამრავი ტოტით
ვჩრდილავ...
ენები, ერები, სახელმწიფოები, წესწყობილებები წარმოიქმნებოდნენ,
იცვლებოდნენ, ისპობოდნენ და მხოლოდ მე, ასაკით რამდენიმე ათასი წლისა, ისეთივე
ძლევამოსილი ვარ და ვიქნები, როგორიც ვიყავ.
მე_ურჩხული, მუდმივი, მსოფლიო, კრებითი ბოროტება.
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:07 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!
მაყურებელთა დარბაზი_პარტერიც და იარუსიც_განათებულია.
და მაყურებელთა დარბაზი_პარტერიც და იარუსიც_მაყურებლით სავსეა.
ხოლო სცენაზე ფარდა დაშვებულია.
და მაყურებელთა დარბაზში სინათლე ქრება.
ხოლო ფარდის იქით ჩოჩქოლია, ხმაური თანდათან მატულობს, ხმები მოისმის,
თითქოსდა ფრაზებსაც წარმოთქვამენ...
და აჰა, მაყურებელთათვის უჩინარი შეხლა_შემოხლა მთავრდება, და ფარდის
წინ, მკრთალად განათებულ ავანსცენაზე, მე_მასხარა გამოვდივარ, და მაყურებელთა
დარბაზს შევათვალიერებ, და თითქოსდა შემცბარი, ასე შევძახებ.
Mაესტრო, ლა მუსიცა, პერფავორე!”
და უჩინარი მაესტროსადმი ჩემი შეძახილის პასუხად თუ დასტურად მუსიკა
გაისმის, და მუსიკის ხმოვანება უფრო და უფრო მატულობს...
ხოლო მე ავანსცენიდან ჩემს სათქმელს წარმოვთქვამ.
ბატონებო და ქალბატონებო!
სამარადJამო, უსასრულო, და ყოვლისმომცველი დრო...
ხოლო ეგრეთ წოდებული აღმოსავლური კალენდრისა თორმეტი წელია.
მამლისა.
ძაღლის.
ტახის.
თაგვის.
ხარის.
ვეფხის.
კურდღლისა.
მფრინავი_დრაკონის (Drakon_volans).
გველის.
ცხენის.
ცხვრისა.
და მაიმუნის.
და აღმოსავლური კალენდრისა თორმეტივე წელი გასრულდება, და წელთა
ათვლა ხელახლა იწყება იგივე სახელწოდებებით და თანმიმდევრობით.
და აღმოსავლური კალენდრისა თორმეტი წლიდან 365_დღე_ღამიანი
არანაკიანი წლებია.
მამლისა. ძაღლის. ტახის. ხარის. ვეფხის. კურდღლისა. გველის. ცხენის.
ცხვრისა.
ხოლო აღმოსავლური კალენდრისა თორმეტი წლიდან 366_დღე_ღამიანი
ნაკიანი წლებია მხოლოდ.
თაგვის. მფრინავი_დრაკონის. მაიმუნის.
ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო ყოველი წლისა ასტრონომიულად უმნიშვნელოვანესი ოთხი თარიღია:
გაზაფხულის ბუნიობა ანუ დღეღამტოლობა; ზაფხულის მზებუდობა; შემოდგომისა
ბუნიობა ანუ დღეღამტოლობა; და ზამთრისა მზებუდობა.
და 365_დღე_ღამიან არანაკიან წლებთან შედარებით 366_დღე_ღამიან ნაკიან
წლებში ასტრონომიულად უმნიშვნელოვანესი ოთხივე თარიღი ერთი დღე_ღამით
ადრე უწევს.
ხოლო ყველა წელი_365 დღე_ღამიანი არანაკიანი წლებიც და 366_დღე_ღამიანი
ნაკიანი წლებიც_ასტრონომიული ნიშნებით განიყოფა თორმეტ ზოდიაქოდ, რომელთა
სახელწოდებებია: თხის_რქისა; მერწყულის; თევზების; ვერძის, და გაზაფხულის
ბუნიობა ვერძის ზოდიაქოს პირველი დღეა; კუროს; ტყუპის ანუ მარჩბივთა;
კირჩხიბის, და ზაფხულის მზებუდობის დღე კირჩხიბის ზოდიაქოს პირველი დღეა;
ლომის; ქალწულის; სასწორის, და შემოდგომისა ბუნიობა სასწორის ზოდიაქოს
პირველი დღეა; მორიელის ანუ ღრიანკლისა; და მშვილდოსნისა; და ისევ თხის_რქისა,
და ზამთრისა მზებუდობის დღე თხის_რქისა ზოდიაქოს პირველი დღეა...
ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო ახლა, აქ, უჩინარი მაესტროს ნება_სურვილით: ფარდა მაღლა იწევა, და სცენა
ნათდება.
და სცენის შუაში.
ბატონი მთხრობელი.
და ქალბატონი მთხრობელი.
და ორივეს მიკროფონი მოუმარჟვებია.
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:08 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბატონი მთხრობელი, და ქალბატონი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
საქართველო.
ისტორიულ_გეოგრაფიული მოკლე მიმოხილვა.
და საქართველოა: ივერია; და ლიხს_დასავლეთი.
ხოლო ივერიაა: ლიხს_აღმოსავლეთი; და მესხეთი.
ხოლო ლიხს_აღმოსავლეთია: ქართლი; და კახეთი.
და ქართლში, შიდა_ქართლში, სადაც მდინარე მტკვარს მარცხნიდან მდინარე
არაგვი შეერთვის_მდინარის მტკვრისა ორივე მხარეს, ხოლო მდინარის არაგვის
მარჟვენა მხარეს_საქართველოს თავდაპირველი დედაქალაქი და საქართველოს
სამეფოს თავდაპირველი სატახტო_ქალაქი მცხეთა.
და ქართლში, ქვემო_ქართლში, ტფილისის ქვაბულში მდინარის მტკვრისა
ერთი მონაკვეთი მოქცეულია, და ტფილისის ქვაბულის შუაგულს, მდინარის
მტკვრისა ორივე მხარეს_საქართველოს სამეფოს სატახტო_ქალაქი ტფილისი.
ხოლო მესხეთი იყო: სამცხე; და (ჩამოთვლა ანბანური თანმიმდევრობით):
ამიერტაო; არტაანი; აჭარა; გურია; ერუშეთი; თორთომი; თორი; იმიერტაო; კლარჟეთი;
კოლა; ოლთისი; პარხალი; სპერი; შავშეთი; ჭანეთი; ჟავახეთი.
ხოლო თავის დროზე მესხეთს გურია გამოეყო და ლიხს_დასავლეთს იგი
მიუერთდა.

ბ_ნი მთხრობელი, და ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

ბიბლიური, ძველი_აღთქმისა.
იობედ ბეთლემელი.
და იობედ ბეთლემელის პირმშო და მხოლოდშობილი ძე იესე ბეთლემელი.
და იესე ბეთლემელის ერთ_ერთი ძე, ფსალმუნთ_მთხზველი
წინასწარმეტყველი და ისრაელის ხელმწიფე დავითი.
და ფსალმუნთ_მთხზველის წინასწარმეტყველის და ისრაელის ხელმწიფისა
დავითის ერთ_ერთი ძე, ისრაელის ხელმწიფე ბრძენი სოლომონი...
ხოლო მათი დროით შორეული თუმცა პირდაპირი შთამომავლობა.
იობედიან_იესეიან_დავითიან_სოლომონიან ბაგრატიონთა საქართველოს და
ქართლის და კახეთის და ლიხს_დასავლეთის მეფეთა და სამეფო ტახტთა მემკვიდრე
უფლისწულთა და ბატონიშვილთა და უგანათლებულეს_თავადთა სამეფო დინასტია.
და იობედიან_იესეიან_დავითიან_სოლომონიან ბაგრატიონნი
განთქმულ_ყოფილან: მხნეობით, და სიბრძნე_ქველობით, და ქრისტიანული
სარწმუნოებისათვის თავდადებულებით, და ქვეყნისათვის თავდადებულებით...
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:09 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო მე დავძენ.
ჩვენი რომანისთვის ისტორიული ექსკურსები ანუ დროსა შინა წიაღსვლები არცაუცილებელია და არც სასურველია.
ჰოდა, დროა.
ჩვენი რომანის პროლოგს წერტილი დაესვას.
და იმ დროში_თუ დროებაში გადავინაცვლოთ, რა დროსაც ჩვენს რომანში
მოსათხრობი ამბები მოხდება...
პირველი ფრაგმენტი

ბ_ნი მთხრობელი, და ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
საქართველოს ქრისტიანულ_მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიისა
მეტრიკული წიგნებიდან ამონაწერი.
ლიხს_დასავლეთი, ქვემო_იმერეთი, და უფრო ზუსტად ქვემო_იმერეთის შუაგულს,
მდინარის რიონის პირას_ლიხს_დასავლეთის მთავარ_ქალაქი ქუთაისი.
ჟვარდაწერილი მეუღლენი.
იესე იობედის ძე ქაჟაია, დაბადებული აღმოსავლური კალენდრით ცხვრის წელსო,
და ასტრონომიული ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოშიო.
და მარიამ იოაკიმეს ასული მიქელაძე, დაბადებული აღმოსავლური კალენდრით
კურდღლის წელსო, და ასტრონომიული ნიშნებით ქალწულის ზოდიაქოშიო.
და მათ შესძენიათ და მოესწროთ ორი შვილი, ორი ძე.
მელქისედეკ იესეს ძე ქაჟაია, დაბადებული აღმოსავლური კალენდრით
მაიმუნის ნაკიან წელს, და ასტრონომიული ნიშნებით კირჩხიბის ზოდიაქოში,
ლიხს_დასავლეთის მთავარ_ქალაქ ქუთაისში.
და დავით იესეს ძე ქაჟაია, დაბადებული აღმოსავლური კალენდრით თაგვის
ნაკიან წელს, და ასტრონომიული ნიშნებით მორიელის ზოდიაქოში,
ლიხს_დასავლეთის მთავარ_ქალაქ ქუთაისში.
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:09 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბ_ნი მთხრობელი, და ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ივერია. ლიხს_აღმოსავლეთი. ქართლი. ქვემო_ქართლი. ტფილისის ქვაბული.
და ტფილისის ქვაბულში, მდინარის მტკვრისა ორივე მხარეს_თავის დროზე
საქართველოს სამეფოს სატახტო_ქალაქი და ივერიის მთავარ_ქალაქი ტფილისი.
და ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში.
მტკვრისა მარჟვენა მხარეს.
სამეფო_უბანში, ნარიყალის მთაზე, თავის დროზე იმ მთასა ზედა აღმართული
ნარიყალის ციხესიმაგრის შემორჩენილი გალავნისა ჩრდილოეთ კედელთან მდგომი,
თუ მტკვრისა დინების აღმა მზერას მიაპყრობთ, და თქვენს თვალწინ თითქოს
ხელისგულზე გაშლილ არე_მარეს დააცქერდებით.
ჩრდილოეთით_სამეფო_უბნისა და გარეთ_უბნისა და სოლოლაკის უბნისა
შესაყართან_თავისუფლებისა მოედანი.
და გარეთ_უბანი სამეფო_უბანს და სოლოლაკის და მთაწმინდისა და ვერის
უბნებს შემოუსარტყლავთ.
და კარგა ხანია ქალაქის ტფილისის შუაგულია ეგრეთ წოდებული
გარეთ_უბანი.
და ეგრეთ წოდებულ გარეთ_უბანში.
თავისუფლების მოედნიდან ჩრდილოეთის მიმართულებით შოთა
რუსთაველის სახელობის პროსპექტი შოთა რუსთაველის სახელობისვე მოედნამდე.
და თავისუფლების მოედნიდან ჩრდილოეთის მიმართულებითვე_შოთა
რუსთაველის სახელობის პროსპექტის საწყისი მონაკვეთის პარალელურად_მიხეილ
ტარიელის ძე ლორის_მელიქოვის სახელობის ქუჩა.
მიხეილ ტარიელის ძე ლორის_მელიქოვის სახელობის ქუჩა #1, თავის დროზე
ტფილისის ქრისტიანულ_მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია
პანსიონით... და თავისუფლების მოედნისაკენ ყოფილი სასულიერო სემინარიის
პანსიონით სამსართულიანი შენობისა ფასადი მიმართულია.
მიხეილ ტარიელის ძე ლორის_მელიქოვის სახელობის ქუჩა #5, ტფილისის
საჟარო_ბიბლიოთეკის პირველი და მეორე კორპუსები.
ხოლო ტფილისის საჟარო_ბიბლიოთეკის პირველი და მეორე კორპუსების
უკანა ყრუ კედელთან ყოვლად_წმიდისა სამებისა ეკლესია.
მიხეილ ტარიელის ძე ლორის_მელიქოვის სახელობის ქუჩა #7, ტფილისის
საჟარო_ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი.
შოთა რუსთაველის სახელობის პროსპექტი #7 / მიხეილ ტარიელის ძე
ლორის_მელიქოვის სახელობის ქუჩა #20, სასტუმრო `ორიენტი~.
შოთა რუსთაველის სახელობის პროსპექტი #10, ტფილისის ვაJთა კლასიკური
გიმნაზია.

ბ_ნი მთხრობელი, და ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
და ჩვენვე დავძენთ.
ყოველთვის.
და ყველგან.
გიმნაზიების მოსამზადებელ კლასში იღებენ მოსწავლეებს, რომლებსაც ახალი
სასწავლო წლისა დაწყებამდე ცხრა წელი შეუსრულდათ.
და გიმნაზიებში სწავლება ცხრაწლიანია: მოსამზადებელი კლასი, და პირველი_მერვე
კლასები.
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:11 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბ_ნი მთხრობელი, და ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
იესე იობედის ძე ქაჟაიასი და მისი ცოლ_შვილის ახალი ადგილსამყოფელი,
მათი ახალი საცხოვრებელი ადგილი.
ივერიის მთავარ_ქალაქი ტფილისი, მტკვრისა მარჟვენა მხარე, ეგრეთ წოდებული
გარეთ_უბანი, შოთა რუსთაველის სახელობის პროსპექტი #14, სამსართულიანი
სახლი, პირველ სართულზე სავაჭრო ობიექტები, მეორე და მესამე სართულებზე
ბინები, ხოლო ეზოსა შინა_ფოტო_გრაფიული ატელიე_სალონი, და ბინები.
და მათ იმ სახლის მეორე სართული_სავაჭრო ობიექტების
თავზე_დაუკავებიათ.

ბ_ნი მთხრობელი, და ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში, მტკვრისა მარჟვენა მხარეს, ეგრეთ წოდებულ
გარეთ_უბანთან და მთაწმინდის უბანთან ჩრდილო_დასავლეთით, შოთა
რუსთაველის სახელობის მოედანს იქით, ვერის უბანი.
ხოლო ვერის უბნისა შემდეგ.
ვარაზის_ხევს იქით ვაკის დასახლება.
ხოლო გმირთა მოედანს იქით საბურთალოს დასახლება.
და ვაკეში ტფილისის უნივერსიტეტის კორპუსებია.
ხოლო საბურთალოზე ტფილისის ტექნიკური უმაღლესი სკოლის კორპუსებია.ბ_ნი მთხრობელი, და ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
მელქისედეკ იესეს ძე ქაჟაია_ტფილისის ვაJთა კლასიკური გიმნაზიის
კურსდამთავრებული; და ტფილისის უნივერსიტეტის სიბრძნის_მეტყველების
ფაკულტეტის ბიბლიოლოგიის ანუ წიგნთმცოდნეობის განხრით
კურსდამთავრებული.
ხოლო დავით იესეს ძე ქაჟაია_ტფილისის ვაJთა კლასიკური გიმნაზიის
კურსდამთავრებული; და ტფილისის ტექნიკური უმაღლესი სკოლის სამშენებლო
ფაკულტეტის არქიტექტურის განხრით კურსდამთავრებული.

ბ_ნი მთხრობელი, და ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
აზიისა დასავლეთი: კურაიშების არაბული ტომი, და იმ ტომის მამამთავრისა
ჰაშიმის პირდაპირი შთამომავლობა ანუ ჰაშიმიდების საგვარეულო_სირიისა და
ერაყის და იორდანიისა სამეფო დინასტია.

ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო ზულფია აბდ ალ_ლაჰის ასული ჰაშიმიდი ივერიის მთავარ_ქალაქის
ტფილისის მკვიდრი გახლდათ.

ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

და ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში დავით იესეს ძე ქაჟაიას და ზულფია
აბდ ალ_ლაჰის ასულ ჰაშიმიდს უქორწინიათ.
და ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში დავით იესეს ძეს და ზულფია აბდ ალ_ლაჰის
ასულს ორი_სამი წელი ერთად უცხოვრიათ... არადა დავით იესეს ძე ზულფია აბდ
ალ_ლაჰის ასულს სწორედ_რომ მაშინ გაშორებია, როს იგი დაორსულებულა.

ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

და ამჟერად ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში დავით იესეს ძე ქაჟაიას
ერთმორწმუნესთან და თანამემამულესთან უქორწინია.
და დავით იესეს ძის ახლანდელი_თანამიმდევრობით მეორე მეუღლე ნათელა
ნიკოლოზის ასული გახლავთო.
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:12 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო დავით იესეს ძე ქაჟაიასი პირველმა მეუღლემ ზულფია აბდ ალ_ლაჰის ასულმა
ჰაშიმიდმა შვა ძე.
და დედამ მას დაარქვა მურვანი.
მასხარა: და მურვან დავითის ძე ქაჟაია დაიბადა აღმოსავლური კალენდრით
კურდღლისა წელს, ხოლო ქრისტიან_მართლმადიდებლების საეკლესიო კალენდრით
და საქართველოს ქრისტიანულ_მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიისა
კალენდრით იესო ქრისტეს შობისა საეკლესიო დიდი დღესასწაულის წინა
ორმოცდღიან მარხვისას, ხოლო უფრო ზუსტად ასტრონომიული ნიშნებით
მშვილდოსნისა ზოდიაქოს ბოლო დღეს_ზამთრის მზებუდობის დღისა ანუ
მშვილდოსნისა ზოდიაქოს მომდევნო თხის_რქისა ზოდიაქოს პირველი დღისა
წინადღეს, პარასკევს, ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში.

ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

და დავით იესეს ძე ქაჟაიასი ახლანდელმა_თანამიმდევრობით მეორე მეუღლემ
ნათელა ნიკოლოზის ასულმა შვა ძე.
და დედ_მამამ მას დაარქვა აბესალომი.
მასხარა: და აბესალომ დავითის ძე ქაჟაია დაიბადა აღმოსავლური კალენდრით
კურდღლის წლისა მომდევნო მფრინავი_დრაკონის ნაკიან წელს, და ასტრონომიული
ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოში, ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში.

ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო შემდგომ დავით იესეს ძე ქაჟაიას და მის
ახლანდელ_თანამიმდევრობით მეორე მეუღლე ნათელა ნიკოლოზის ასულს
შეეძინათ სამი შვილი, სამი ასული.
გუარანდუხტ დავითის ასული ქაჟაია.
ეკატერინე დავითის ასული ქაჟაია.
და მართა დავითის ასული ქაჟაია. თუმც იგი ოთხი წლისა გარდაიცვალა.

ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
და იყო და არა იყო რა, და იყო ერთი სახელმწიფო, რომელსაც მისმა
დამაარსებლებმა მაშრიყ_მაღრიბეთი დაარქვეს.
და მაშრიყ_მაღრიბეთის შემადგენლობაში იყო ას ერთი სახანო.
სპარსეთის ფედერაცია განიყოფა ოცდასამ მეტროპოლიურ სახანოდ.
ხოლო ეგრეთ წოდებული ნებაყოფლობით შემოერთებული ტერიტორიები
მოიცავდა_არც მეტი და არც ნაკლები_სამოცდათვრამეტ ეგრეთ წოდებულ
პერიფერიულ სახანოს.
და მაშრიყ_მაღრიბეთის მთავარ_ქალაქი და სპარსეთის ფედერაციის მთავარ_ქალაქი
იყოო ქალაქი ყაზვინი, რომელიც სპარსეთის ჩრდილო_დასავლეთშია, კერძოდ
თეირანის მეტროპოლიურ სახანოში, თეირანის, მაზანდარანის, და გილანის მეტრო-პოლიური სახანოების მიჟნასთან... თუმცა მაშრიყ_მაღრიბეთის
მესვეურებს მაშრიყ_მაღრიბეთის მთავარ_ქალაქის და სპარსეთისფედერაციის
მთავარ_ქალაქის მაღალი სტატუსი ქალაქ ყაზვინისთვის გაუუქმებიათ, და
მაშრიყ_მაღრიბეთის მთავარ_ქალაქად და სპარსეთის ფედერაციის მთავარ_ქალაქად
გამოუცხადებიათ ქალაქი ისპაჰანი, რომელიც სპარსეთის შუაგულსაა, მდინარის
ზენდურადის პირას, და მანამდე ისპაჰანისვე მეტროპოლიური სახანოს
მთავარ_ქალაქი იყო.
მასხარა: და მაშრიყ_მაღრიბეთის ყველა მეტროპოლიურ სახანოში და
ზოგიერთ ეგრეთ წოდებულ პერიფერიულ სახანოში მაშრიყ_მაღრიბეთის მესვეურთა
მიერ დანიშნული გენერალ_გუბერნატორები მბრძანებლობდნენ, ხოლო
მაშრიყ_მაღრიბეთის უმეტეს ეგრეთ წოდებულ პერიფერიულ სახანოს
მაშრიყ_მაღრიბეთის მესვეურთა მიერ დანიშნული გუბერნატორები განაგებდნენ.
და მაშრიყ_მაღრიბეთში ყველა გენერალ_გუბერნატორს საშტატო განაწესით
ჰყავდა ორი მოადგილე, ხოლო გუბერნატორებს თითო მოადგილე; და
გენერალ_გუბერნატორები და გუბერნატორები უფლებამოსილ იყვნენ თვითონვე
დაენიშნათ თავ_თავისი მოადგილეები ანუ ვიცე_გუბერნატორები.
და მაშრიყ_მაღრიბეთის ყველა მეტროპოლიური და პერიფერიული სახანო
განიყოფოდა მაზრებად. და გენერალ_გუბერნატორები და გუბერნატორები
თავ_თავის სახანოში თვითონვე ნიშნავდნენ მაზრების უფროსებს.

ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
და მაშრიყ_მაღრიბეთის ივერიის ეგრეთ წოდებულ პერიფერიულ სახანოში
გენერალ_გუბერნატორი მბრძანებლობდა.
ხოლო მაშრიყ_მაღრიბეთის ლიხს_დასავლეთის ეგრეთ წოდებულ
პერიფერიულ სახანოს გუბერნატორი განაგებდა.
და მაშრიყ_მაღრიბეთის ივერიის ეგრეთ წოდებული პერიფერიული სახანოა:
ლიხს_აღმოსავლეთი; და მესხეთის: სამცხე; თორი; ჟავახეთი.
ხოლო მაშრიყ_მაღრიბეთის ლიხს_დასავლეთის ეგრეთ წოდებული
პერიფერიული სახანოა: ლიხს_დასავლეთი; და მესხეთის: აჭარა.
მასხარა: ხოლო მე დავძენ.
ხოლო ოსმანთა სასულთნოსია: მესხეთის: ამიერტაო; არტაანი; ერუშეთი;
თორთომი; იმიერტაო; კლარჟეთი; კოლა; ოლთისი; პარხალი; სპერი; შავშეთი;
ჭანეთი.

ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
აღმოსავლური კალენდრით თაგვის ნაკიან წელს, ხოლო
ქრისტიან_მართლმადიდებლების საეკლესიო კალენდრით და საქართველოს
ქრისტიანულ_მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიისა კალენდრით შობის
წინა მარხვისას, მურვანს ცხრა წელი შეუსრულდა.
ხოლო აღმოსავლური კალენდრით თაგვის ნაკიანი წლისა მომდევნო ხარის
წელსასტრონომიული ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოში აბესალომს ცხრა წელი
შეუსრულდა.
ხოლო ასტრონომიული ნიშნებით ქალწულის ზოდიაქოში, ახალი სასწავლო
წლიდან, ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში, მტკვრისა მარჟვენა მხარეს, ეგრეთ
წოდებულ გარეთ_უბანში, შოთა რუსთაველის სახელობის პროსპექტი #10, ტფილი-
სის ვაJთა კლასიკური გიმნაზიის მოსამზადებელ კლასში მურვანი და აბესალომი
სწავლას ერთად შეუდგნენ...
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:13 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
აღმოსავლური კალენდრით მამლისა წელს, ხოლო
ქრისტიან_მართლმადიდებლების საეკლესიო კალენდრით და საქართველოს
ქრისტიანულ_მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიისა კალენდრით შობის
წინა მარხვისას, მურვანს თვრამეტი წელი შეუსრულდა.
ხოლო აღმოსავლური კალენდრით მამლის წლისა მომდევნო ძაღლის წელს.
ასტრონომიული ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოში მურვანმა და აბესალომმა
ტფილისის ვაJთა კლასიკური გიმნაზიის მერვე კლასი დაასრულეს, გიმნაზიაში
სწავლის სრული, ცხრაწლიანი კურსი გაიარეს.
და ასტრონომიული ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოშივე აბესალომს თვრამეტი
წელი შეუსრულდა.
ხოლო ასტრონომიული ნიშნებით ქალწულის ზოდიაქოში მურვანი
სახელმწიფო სამსახურში ჩადგა. და იგი მაშრიყ_მაღრიბეთის
ცენტრალური_კანცელარია_კომიტეტის წევრის_მაშრიყ_მაღრიბეთის ივერიის ეგრეთ
წოდებული პერიფერიული სახანოს გენერალ_გუბერნატორის
ადიუტანტ_რეფერენტად დანიშნეს.
და ასტრონომიული ნიშნებით ქალწულის ზოდიაქოშივე, ახალი სასწავლო
წლიდან, აბესალომი ტფილისის უნივერსიტეტის სიბრძნის_მეტყველების
ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლას შეუდგამასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო თავის დროზე.
დავით ვარდენის ძე იოსელიანი და მისი მეუღლე სოფიო სიმონის ასული
კინწურაშვილი.
და მათი ადგილსამყოფელი, მათი საცხოვრებელი ადგილი.
ლიხს_დასავლეთი, ქვემო_იმერეთი, მდინარის რიონის მარჟვენა
მხარეს_ლიხს_დასავლეთის მთავარ_ქალაქის ქუთაისის ჩრდილო_დასავლეთით შორიახლო დაბა_კურორტი წყალტუბო, ეგრეთ წოდებული გამოღმა_მთა, დავით
ვარდენის ძის მამაპაპეული კარ_მიდამო. Ы
და მათ შესძენიათ და მოესწროთ სამი შვილი, ერთი ასული და ორი ძე.
ნათელა დავითის ასული იოსელიანი.
ჟონდო დავითის ძე იოსელიანი, დაბადებული აღმოსავლური კალენდრით
ცხენის წელს, და ასტრონომიული ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოში.
და გივი დავითის ძე იოსელიანი.
და წყალტუბოს #1 საშუალო სკოლაში სამივე დედმამიშვილს უსწავლია...
თუმც აღმოსავლური კალენდრით ძაღლის წელს, და ასტრონომიული
ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოში, ჟონდოს თექვსმეტი წელი შესრულებია, და მას
იქაურობა დაუტოვებია.
და მისი ახალი ადგილსამყოფელი, მისი ახალი საცხოვრებელი ადგილი.
ივერიის მთავარ_ქალაქი ტფილისი, მტკვრისა მარცხენა მხარე, მიხაილ
სემიონის ძე ვორონცოვის სახელობის პროსპექტი #43 / გაბრიელ მკრტიჩის ძე
სუნდუკიანის სახელობის ქუჩა #2, ორსართულიანი სახლი, ღვინის სარდაფით,
პირველ სართულზე საყოფაცხოვრებო_მომსახურების ობიექტი, ხოლო მეორე
სართულზე, და ეზოსა შინა_ბინები.
და მას იმ სახლის მეორე სართულზე_საყოფაცხოვრებო_მომსახურების
ობიექტის თავზე_ერთ_ერთი ბინა დაუკავებია.
და ჟონდო დავითის ძე ავტოსატრანსპორტო საწარმოებში მუშაობდა.
და იგი ერთხანს ავტოსატრანსპორტო მსხვილი გაერთიანების
მთავარი_ინJინერი გახლდათ.
ხოლო აღმოსავლური კალენდრით თაგვის ნაკიან წელს, და ასტრონომიული
ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოში, მას ორმოცდაორი წელი შეუსრულდა.
და სწორედ_რომ მაშინ მან იმ საკმაოდ შემოსავლიან თანამდებობაზე თუ
ადგილზე უარი თქვა.
და მაშინვე მტკვრისა მარცხენა ნაპირთან, თვისი საცხოვრებლის
მახლობლადვე წისქვილი შეისყიდა.
ბ_ნი მთხრობელი: და ჟონდო დავითის ძეს ქართული კლასიკური ლიტერატურის
ძეგლებიდან_როგორც ძველი ისე ახალი დროის წიგნებიდან, და როგორც საეკლესიო
ისე საერო წიგნებიდან_გარკვეული ტენდენციის ციტატები გამოწვლილვით
ამოუკრეფია...
და მან იმ წისქვილის გარეთა კედლებზე ის ციტატები თვალსაჩინოდ გადაწერა.
თუმცა მან წისქვილის გარეთა კედლებზე ადამიანთა მოდგმისა და მათი ბუნებისა და
ზნე_ქცევის უფრორე გამკიცხავ და გამკილავ და აუგად მომხსენებელ ციტატებს თავი
მოუყარა.
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:15 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაგალითად, შოთა რუსთაველისეული.
`გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული Jამ_Jამად ყოველთა ჭირთა
მთმო, ლხინთა მნდომელი, გული ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,
ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!~
და თუმცა ჟონდო დავითის ძეს თურმე ჰუმანური მიზანი ჰქონდა... მაგრამ
მიზანი რჩება მიზნად, ხოლო წისქვილის კედლებიდან ციტატების ერთობლიობა
იმგვარად ზემოქმედებს, რომ მის წამკითხველთა უმრავლესობაში ალბათ არა
ჰუმანურ, არამედ სხვაგვარ და საპირისპირო რეაქციას გამოიწვევს...
მასხარა: ხოლო აღმოსავლური კალენდრით თაგვის ნაკიანი წლისა მომდევნო
ხარის წლისა მომდევნო ვეფხის წელს, და ასტრონომიული ნიშნებით ტყუპის
ზოდიაქოში, ჟონდო დავითის ძეს, კერძო მესაკუთრეს, წისქვილის პატრონს,
ორმოცდაოთხი წელი შეუსრულდა.
ქ_ნი მთხრობელი: ხოლო ჟონდო დავითის ძის მეუღლე ნინო მიტროფანეს
ასული მესხი გახლავთ.

მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო თავის დროზე.
კონსტანტინე ანტონის ძე იოსელიანი და მისი მეუღლე ალექსანდრა
კალისტრატეს ასული Jღენტი.
და მათი ადგილსამყოფელი, მათი საცხოვრებელი ადგილი.
ივერიის მთავარ_ქალაქი ტფილისი, მტკვრისა მარცხენა მხარე, მიხაილ
სემიონის ძე ვორონცოვის სახელობის პროსპექტი #35, ორსართულიანი სახლი
მანსარდით, პირველ სართულზე საყოფაცხოვრებო_მომსახურების ობიექტი, ხოლო
მეორე სართულზე, და მანსარდაში, და ეზოსა შინა_ბინები.
და მათ იმ სახლის მეორე სართული_საყოფაცხოვრებო_მომსახურების
ობიექტის თავზე_ეკავათ.
და მათ შესძენიათ ოთხი შვილი, ორი ასული და ორი ძე.
ელენე კონსტანტინეს ასული იოსელიანი, დაბადებული აღმოსავლური
კალენდრით ძაღლის წელს, და ასტრონომიული ნიშნებით ვერძის ზოდიაქოში.
ნათელა კონსტანტინეს ასული იოსელიანი.
იოანე კონსტანტინეს ძე იოსელიანი, დაბადებული აღმოსავლური კალენდრით
ვეფხის წელს, და ასტრონომიული ნიშნებით კირჩხიბის ზოდიაქოში.
და მერაბ კონსტანტინეს ძე იოსელიანი. თუმც იგი ექვსი თუ შვიდი წლისა
გარდაცვლილა.
ქ_ნი მთხრობელი: ელენე კონსტანტინეს ასული.
ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში, მტკვრისა მარჟვენა მხარეს, ეგრეთ
წოდებულ გარეთ_უბანში, შოთა რუსთაველის სახელობის პროსპექტი #17,
ტფილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეJისორო
ფაკულტეტის კურსდამთავრებული.
და ტფილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის
სარეJისორო და სამსახიობო ფაკულტეტების პედაგოგი, პროფესორი.
და თეატრალური რეJისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, სპექტაკლები
დაუდგამს: ტფილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში; ტფილისის შოთა
რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო თეატრ_სტუდიაში;
ტფილისის მეორე აკადემიურ თეატრში; შიდა_ქართლში, გორის გიორგი დავითის ძე
ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში; საქართველოს ექიმთა და
ბუნებისმეტყველთა საზოგადოების ტფილისის სანიტარული კულტურის თეატრში;
და ტფილისის შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ
დარბაზში.
ხოლო ნათელა კონსტანტინეს ასული.
ტფილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის
სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი, მომავალი მსახიობი, და_როგორც
ამბობენ_დიდი ნიჭისა, თუმც იგი ავად შეიქნა, და თვრამეტი თუ ცხრამეტი წლისა
გარდაცვლილა.
მასხარა: ხოლო იოანე კონსტანტინეს ძე.
ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში, მტკვრისა მარცხენა მხარეს, ტფილისის
ვაJთა მეორე გიმნაზიაში სწავლობდა...
ოთხჟერ მსჟავრდადებული განსაკუთრებით საშიში რეციდივისტი.
და აღმოსავლური კალენდრით გველის წელს: ასტრონომიული ნიშნებით
კირჩხიბის ზოდიაქოში იოანე კონსტანტინეს ძეს ოცდაცხრამეტი წელი შეუსრულდა;
ხოლო ასტრონომიული ნიშნებით სასწორის ზოდიაქოში იგი ივერიის მთავარ_ქალაქ
ტფილისში დაბრუნდა...
ხოლო აღმოსავლური კალენდრით გველის წლისა მომდევნო ცხენის წლისა
მომდევნო ცხვრისა წელს: ასტრონომიული ნიშნებით კირჩხიბის ზოდიაქოში იოანე
კონსტანტინეს ძეს ორმოცდაერთი წელი შეუსრულდა; ხოლო ასტრონომიული
ნიშნებით ლომის ზოდიაქოში მან ტფილისის შოთა რუსთაველის სახელობის
თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე მისაღები
საკონკურსო გამოცდები ჩააბარა; ხოლო ასტრონომიული ნიშნებით ქალწულის
ზოდიაქოში, ახალი სასწავლო წლიდან, იგი ტფილისის შოთა რუსთაველის
სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტის პირველ
კურსზე სწავლას შეუდგა...
და იოანე კონსტანტინეს ძე, დრამატურგი.
`სტუმარი~, განსჟა ორ_ნაწილად.
`შავი კატა~, დრამა ორ_ნაწილად.
,,Uლტიმა რატიო~, დრამა ორ_ნაწილად.
`ეთერიანი~, ტრაგედია_ზღაპარი ორ_ნაწილად.
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:16 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და `მასხარა~, თანამედროვე_ფარსი ორ_მოქმედებად.
ხოლო აღმოსავლური კალენდრით თაგვის ნაკიან წელს, და ასტრონომიული
ნიშნებით კირჩხიბის ზოდიაქოში: იოანე კონსტანტინეს ძეს მიეცა დიპლომი, რომ
ტფილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის
თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლის სრული, ხუთწლიანი კურსი გაიარა და
საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა შესაბამისი კვალიფიკაცია; და მას
ორმოცდაექვსი წელი შეუსრულდა.
ხოლო აღმოსავლური კალენდრით თაგვის ნაკიანი წლისა მომდევნო ხარის
წლისა მომდევნო ვეფხის წელს, და ასტრონომიული ნიშნებით კირჩხიბის
ზოდიაქოში, იოანე კონსტანტინეს ძეს, დრამატურგს, ტფილისის შოთა რუსთაველის
სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტის
კურსდამთავრებულს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, საქართველოს
თეატრალური მუზეუმის დირექტორის მოადგილეს სამეცნიერო დარგში, და
ტფილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრისა
და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო_კვლევითი სექტორის
სწავლულ_მდივანს, პროფესორს, ორმოცდარვა წელი შეუსრულდა.
ხოლო იოანე კონსტანტინეს ძისა სათეატრმცოდნეო შრომები.
`თეატრმცოდნე და დრამატურგი სერგი იოანეს ძე ამაღლობელი და
სოციალური ოპტიმიზმის თეატრი~.
`კომიზმი და ქართული კომედიის ნიღბები~.
`ჰერმენევტიკა და თეატრი~.
`თეატრმცოდნე დემეტრე სევერიანეს ძე ჟანელიძე~.
და `ნარკვევები და ესეები და რეცენზიები“.
ქ_ნი მთხრობელი: ხოლო იოანე კონსტანტინეს ძის მეუღლე სუსკია იოანეს
ასული ბოლქვაძე გახლავთ.
სუსკია იოანეს ასული_`კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც_იოანე
კონსტანტინეს ძის თქმითვე_დედისა და დისა არ იყოს, იმთავითვე ელოდა მას,
უმეტესწილად ან პატიმარს ან უგზო_უკვლოდ გადაკარგულს.~

მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო თავის დროზე რომაელებისა პონტიფექს_მაქსიმუსის და რომის
რესპუბლიკის პრეტორის და კონსულის და დიქტატორის და მათი
უდიდებულესობისა რომის პირველი იმპერატორის გაიუს იულიუს ცეზარის
საგანგებო_ბრძანებით დაკანონებული და შემოღებული კალენდარი.
ხოლო იესო ქრისტეს შობიდან ანუ ახალი ერისა 1582 წელს, ხოლო
აღმოსავლური კალენდრით ცხენის წელს, მათი უწმიდესობისა
ქრისტიან_კათოლიკეების მამამთავრისა დარომის პაპის გრეგორიუს XIII
ბონკომპანის საგანგებო_ბრძანებით დაკანონებული რეფორმირებული_კალენდარი.

ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო დაკანონებისას რეფორმირებული_კალენდრისა გაიუს იულიუს
ცეზარის დროინდელ კალენდარს ანუ ძველი სტილის კალენდარს
რეფორმირებული_კალენდარი ანუ ახლებური სტილის კალენდარი თარიღობრივად
10 დღე_ღამით უსწრებდა.
ხოლო იმ დროში_თუ დროებაში, რა დროსაც ჩვენს რომანში მოსათხრობი
ამბები ხდება, ამ ორ კალენდარს შორის თარიღობრივი სხვაობა 13 დღე_ღამეა.

მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!
აღმოსავლური კალენდრით ვეფხის წელი.
და ასტრონომიული ნიშნებით მშვილდოსნისა ზოდიაქო.
ბ_ნი მთხრობელი: ხოლო ქრისტიან_მართლმადიდებლების საეკლესიო
კალენდრით და საქართველოს ქრისტიანულ_მართლმადიდებლური ავტოკეფალური
ეკლესიისა კალენდრით შობის წინა მარხვა.
ძველი სტილით 6 დეკემბერი, ხუთშაბათი.
ანუ ახლებური სტილით 19 დეკემბერი, ხუთშაბათი.
მასხარა: და იმ დღეს, ახლებური სტილით 19 დეკემბერს, ხუთშაბათს, ივერიის
მთავარ_ქალაქ ტფილისში.
აბესალომი, ოცდაორ_ნახევარი წლისა, ტფილისის უნივერსიტეტის
სიბრძნის_მეტყველების ფაკულტეტის ბოლო, მეხუთე კურსის სტუდენტი.
მტკვრისა მარჟვენა მხარეს, ეგრეთ წოდებულ გარეთ_უბანში,
ყოვლად_წმიდისა სამებისა ეკლესიაში შევიდა... ხოლო ყოვლად_წმიდისა სამებისა
ეკლესიიდან გამოსულმა თავდაღმართ მტკვრისაკენ გასწია... ეგრეთ წოდებული
მშრალი ხიდი, და მის გაგრძელებაზე_მტკვარზე გადებული_მიხაილ სემიონის ძე
ვორონცოვის სახელობის ხიდი, და მტკვრისა მარცხენა მხარე, მიხაილ სემიონის ძე
ვორონცოვის სახელობისვე მოედანი, ხოლო იმ მოედნიდან ჩრდილოეთის
მიმართულებით_მტკვრისა მარცხენა სანაპიროს პარალელურად, თუმცა მტკვრისა
დინების საპირისპიროდ, მტკვრისა დინების აღმა_მიხაილ სემიონის ძე ვორონცოვის
სახელობისვე პროსპექტი... და მტკვრისა მარცხენა სანაპიროს, მტკვრისა დინების საპირისპიროდ, მტკვრისა დინების აღმა აუყვა... და ჟონდო დავითის ძისა
წისქვილთან მონუსხულივით შედგა...
აბესალომი: მაშ, წიგნებს იმიტომ კითხულობს, რომ ადამიანთა მოდგმის
უფრორე გამკიცხავი და გამკილავი და აუგად მომხსენებელი ციტატები
გამოწვლილვით ამოკრიფოს, და წისქვილის გარეთა კედლებზე ისინი თვალსაჩინოდ
გადაწეროს!ჱ...
მასხარა: ხოლო ჟონდო დავითის ძე იმ დროს თვისი წისქვილიდან გამოვიდა.

აბესალომი (ჟონდო დავითის ძეს მიმართავს): წიგნებიდან ადამიანთა
მოდგმაზე ამგვარი თვალსაზრისის ციტატების გამოწვლილვით ამოკრეფა, და
წისქვილის გარეთა კედლებზე მათი თვალსაჩინოდ გადაწერა, ნუთუ
აუცილებელია!ჱ
ჟონდო დავითის ძე: ამ ციტატების ავტორები ხომ ერის ჩინებული, ნიჭიერი
შვილები არიან...

მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!
აღმოსავლური კალენდრით ვეფხის წლისა მომდევნო კურდღლისა წელს.
ასტრონომიული ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოში ჟონდო დავითის ძეს
ორმოცდახუთი წელი შეუსრულდა.
და ასტრონომიული ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოშივე აბესალომს ოცდასამი
წელი შეუსრულდა.
ხოლო ასტრონომიული ნიშნებით კირჩხიბის ზოდიაქოში აბესალომს მიეცა
დიპლომი, რომ ტფილისის უნივერსიტეტის სიბრნძნის_მეტყველების ფაკულტეტზე
ფსიქოლოგიის განხრით სწავლის სრული, ხუთწლიანი კურსი გაიარა და საგამოცდო
კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა შესაბამისი კვალიფიკაცია.
და ასტრონომიული ნიშნებით კირჩხიბის ზოდიაქოშივე იოანე კონსტანტინეს
ძეს ორმოცდაცხრა წელი შეუსრულდა.
ხოლო ასტრონომიული ნიშნებით ქალწულის ზოდიაქოში, ძველი სტილით 19
აგვისტოს, ხოლო ახლებური სტილით შემოდგომისა პირველ დღეს_1 სექტემბერს,
ორშაბათს, ახალი სასწავლო წლიდან, აბესალომი ტფილისის უნივერსიტეტის
ასპირანტურაში სწავლას შეუდგა, ფსიქოლოგიის მაგისტრის და იურისპრუდენციის
ლიცენციატის სამეცნიერო ხარისხების ერთდროულად მაძიებელი შესატყვისი
სადისერტაციო შრომისათვის მასალების შეგროვებას შეუდგა, ხოლო ასპირანტურაში
სწავლების ხანგრძლივობა სამი სასწავლო წელია...
 
Форум » ლიტერატურა » პროზა » ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი "ღალატი"
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость