ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი "ღალატი" - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
Форум » ლიტერატურა » პროზა » ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი "ღალატი"
ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი "ღალატი"
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:18 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ქართული ფოლკლორული ეპოსი `ეთერიანი~.
და პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილის ლიბრეტო.
და ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილის `აბესალომ და ეთერი~, ოპერა
ოთხ_მოქმედებად.
მეფისა აბიოს და დედოფლისა ნათელას პირმშო ძე, სამეფო ტახტის მემკვიდრე
უფლისწული აბესალომი.
და მეფისა აბიოს ვეზირი მურვანი.

მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო იოანე კონსტანტინეს ძე.
„ეთერიანი“, ტრაგედია_ზღაპარი ორ_ნაწილად.
და ქართული ფოლკლორული ეპოსის `ეთერიანი~ ფაბულის იოანე
კონსტანტინეს ძის დრამატურგიული ინტერპრეტაცია_ვარიაცია თურმე სხვაგვარია,
თავისებურია.
და იოანე კონსტანტინეს ძის პიესაში თურმე: მეფე_ხელმწიფისა პირმშო ძენი,
ტყუპი ძმები, სამეფო ტახტის მემკვიდრე უფლისწული პირველშობილი აბესალომი
და ბატონიშვილი მურვანი, დიახ, ტყუპი ძმები, და თანაც ეგრეთ წოდებული
ერთკვერცხისეული ტყუპისცალები, და ამით განპირობებული ერთნაირი გენოტიპი,
და შესაბამისად გარეგნული სრული მსგავსება.
ქ_ნი მთხრობელი: და იოანე კონსტანტინეს ძის პიესაში თურმე: სწორედ_რომ
აბესალომის და მურვანის გარეგნული სრული მსგავსებით გამოწვეული
ეთერისეული საბედისწერო შეცდომის ფონზე გაშლილია სამიჟნურო_სამკუთხედის
ტრაგიკული ურთიერთობა, და მათდამი პიესის პერსონაJთა დამოკიდებულება...

ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ივერიის მთავარ_ქალაქი ტფილისი, მტკვრისა მარცხენა მხარე, ტფილისის
მეორე აკადემიური თეატრი.
იოანე კონსტანტინეს ძე.
`ეთერიანი~, ტრაგედია_ზღაპარი ორ_ნაწილად.
სპექტაკლის პრემიერა შედგა აღმოსავლური კალენდრით კურდღლისა წელს,
და ასტრონომიული ნიშნებით თევზების ზოდიაქოში, ძველი სტილით 16
თებერვალს, ხოლო ახლებური სტილით გაზაფხულის პირველ დღეს_1 მარტს,
შაბათს.
დამდგმელი რეJისორი ნინო იშხნელი.
მხატვარი თეიმურაზ სუმბათაშვილი.
კომპოზიტორი ფილიპე ღლონტი.
ქორეოგრაფი საქართველოს დამსახურებული არტისტი იური კიევეცკი.
რეJისორის თანაშემწე თეიმურაზ ფშეშინსკი.
მთავარი მოქმედი პირნი და შემსრულებელნი.
აბესალომი და მურვანი_ჟემალ მონიავა.
ეთერი_ნანა ჩიქვინიძე.
ქ_ნი მთხრობელი: სპექტაკლში მონაწილეობენ.
საქართველოს სახალხო არტისტი იაკობ ტრიპოლსკი, საქართველოს სახალხო
არტისტი ელენე ყიფშიძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი შოთა გაბელაია,
საქართველოს დამსახურებული არტისტი გიორგი გელოვანი, საქართველოს
დამსახურებული არტისტი გივი გოგუა, საქართველოს დამსახურებული არტისტი
ავთანდილ ვერულეიშვილი, საქართველოს დამსახურებული არტისტი გიორგი
ტატიშვილი, ალეკო ალავიძე, ამირან ბუაძე, ბონდო გოგინავა, გურამ ვახტანგიშვილი,
ვახტანგ თანდილაშვილი, ვაJა კვიტაიშვილი, კობა კობაიძე, თენგიზ კოშკაძე,
ავთანდილ მიქაძე, შოთა მშვენიერაძე, ვაJა ფირცხალაიშვილი, ნიკოლოზ წიკლაური,
გულიკო ემხვარი, ლია კაპანაძე, ლია პიტავა, მაია ტატიშვილი, ასმათ ტყაბლაძე, ნანა
ხარხელი.

აბესალომი: ივერიის მთავარ_ქალაქი ტფილისი, მტკვრისა მარცხენა მხარე,
ტფილისის მეორე აკადემიური თეატრი.
იოანე კონსტანტინეს ძე.
`ეთერიანი~, ტრაგედია_ზღაპარი ორ_ნაწილად.
დროოჱ!... სპექტაკლი პირველი ნახვისას ისე აღვიქვი, თითქოსდა ამბავი
წარმართულ ხანაში ხდება. თუმცა სპექტაკლის უკვე მეორე ნახვისას,
ისეთიPშთაბეჭდილება გამოვიტანე, რომ ამბავი შესაძლებელია მაინცდამაინც
წარმართულ ხანაში არც ხდებოდეს, მაგრამ პიესისეული_და შესატყვისად
სპექტაკლისეული_სახელმწიფოს ქვეშევრდომნი_მცხოვრებნი, მათი სოციალური
მრავალგვარობის მიუხედავად, რელიგიურად თანაბრად გაუნათლებელნი არიან, და
ამიტომაც იქაურობას კერპობა, გარეგნული ზერელე რიტუალობა და ფაქტობრივი
ათეიზმი მოსდებია, იერარქიული კიბის ყველა საფეხური საბნელეს შთაუნთქავს...
ხოლო თვით პიესა_მუდმივსაკაცობრიო ურთულეს ამოუწურავ კითხვებს
ეხმიანება: სიცოცხლე, არსებობა, სიყვარული, ყოფიერება, სახელმწიფოებრივი
ტირანია და პიროვნების თავისუფლება, სიბრძნე_ჭეშმარიტების ძიება_დაუფლების
ურწმენოდ ფუჭი მცდელობა, ამქვეყნიურ უკვდავებაზე აკვიატებული ფიქრი_ოცნება,
და უკვდავების ზღაპრული წყლისა იქნებ მიგნება, ქმედობა თუ
გულხელდაკრებილობა, ამაოებათა ამაოება, ყოფნა_არყოფნა, სიცოცხლე და
სიკვდილი თუ გარდაცვალება, სასოწარკვეთა თუმც იმედის კიაფიც...
ხოლო პიესისა_და სპექტაკლის_აპოთეოზი, მკითხველს_და
მაყურებლებს_თითქოსდა სამომავლო იმედს, ნათლისა პერსპექტივას გვიტოვებს,
არადა სპექტაკლს მაყურებელი ცოტა ჰყავს, თუმცა სპექტაკლის ყოველმხრივ
აღქმისათვის ეს უკეთესიცაა..
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:18 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!
აღმოსავლური კალენდრით კურდღლის წლისა მომდევნო
მფრინავი_დრაკონის ნაკიან წელს.
ასტრონომიული ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოში ჟონდო დავითის ძეს
ორმოცდაექვსი წელი შეუსრულდა.
და ასტრონომიული ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოშივე აბესალომს ოცდაოთხი
წელი შეუსრულდა.
ხოლო ასტრონომიული ნიშნებით კირჩხიბის ზოდიაქოში იოანე
კონსტანტინეს ძეს ორმოცდაათი წელი შეუსრულდა.

ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

და აღმოსავლური კალენდრით მფრინავი_დრაკონის ნაკიან წელსვე, ხოლო
ქრისტიან_მართლმადიდებლების საეკლესიო კალენდრით და საქართველოს
ქრისტიანულ_მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიისა კალენდრით შობის
წინა მარხვისას, მურვანს ოცდახუთი წელი შეუსრულდა.
ქ_ნი მთხრობელი: და იგი მაშრიყ_მაღრიბეთის ივერიის ეგრეთ წოდებული
პერიფერიული სახანოს ერთ_ერთი მაზრის უფროსად დააწინაურეს.
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:19 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეორე ფრაგმენტი

მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!
აღმოსავლური კალენდრით მფრინავი_დრაკონის ნაკიანი წლისა მომდევნო
გველის წელი.
და ასტრონომიული ნიშნებით მერწყულის ზოდიაქო, და ერთ დღესაც.
ქ_ნი მთხრობელი: და იმ დღეს, ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში, მტკვრისა
მარცხენა მხარეს, ტფილისის მეორე აკადემიურ თეატრში, იოანე კონსტანტინეს ძეს
აბესალომი შეხვდა.

აბესალომი (იოანე კონსტანტინეს ძეს მიმართავს): აქ, ამ თეატრში,
`ეთერიან~_ს, ტრაგედია_ზღაპარი ორ_ნაწილად, არა ერთხელ და არა ორჟერ
დავესწარი... და ქართული ფოლკლორული ეპოსის `ეთერიანი~ ფაბულის თქვენმა
დრამატურგიულმა ინტერპრეტაცია_ვარიაციამ ღრმად ჩამაფიქრა, და ჩემში
გარკვეული ლიტერატურული ასოციაციები გამოიწვია, და ჩემს ფანტაზიაზე
ზეიმოქმედა... და ქართული ფოლკლორული ეპოსის `ეთერიანი~ მოტივებზე_და
თქვენი პიესის `ეთერიანი~ შთაბეჭდილებით_მე პიესის ფაბულა მომაფიქრდა,
რომელიც ქაღალდზე გადავიტანე, აი, ეს, თხუთმეტგვერდიანი ხელნაწერია...

ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
და იოანე კონსტანტინეს ძეს_აბესალომის ხელნაწერი_აბესალომის მიერ
ჩაფიქრებული პიესის ფაბულა_წაუკითხავს...

მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!
და აღმოსავლური კალენდრით გველის წელი, და ასტრონომიული ნიშნებით
ისევ მერწყულის ზოდიაქო, და ერთ დღესაც.
ქ_ნი მთხრობელი: და იმ დღეს, ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში,
აბესალომი_ქართული ფოლკლორული ეპოსის `ეთერიანი~ მოტივებზე_და იოანე
კონსტანტინეს ძის პიესის `ეთერიანი~ შთაბეჭდილებით_და იოანე კონსტანტინეს
ძის რჩევისამებრ_წერას შეუდგაო, თუმც_არა პიესის ანდა პიესების ციკლის,
არამედ_,,ნათელი და ბნელი“, რომანი პიესის სახით ჩაწერილი.
და იმ დღეს მან რომანის პროლოგი ქაღალდზე გადაიტანაო.
ხოლო მომდევნო დღეებში მან რომანის პირველი და ეს, მეორე ფრაგმენტები
ქაღალდზე გადაიტანაო...
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:20 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მესამე ფრაგმენტი

ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო ქრისტიან_მართლმადიდებლების საეკლესიო კალენდრით იმ
წლისა_აღმოსავლური კალენდრით გველის წლისა_ორმოცდარვადღიანი დიდი
მარხვა_ასტრონომიული ნიშნებით თევზების ზოდიაქოში_ძველი სტილით 8
თებერვალს ანუ ახლებური სტილით 21 თებერვალს, და რაღა თქმა უნდა ორშაბათს
დაიწყო

მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!
აღმოსავლური კალენდრით გველის წელი.
და ასტრონომიული ნიშნებით ვერძის ზოდიაქო.
ძველი სტილით 25 მარტი, ხუთშაბათი.
ანუ ახლებური სტილით 7 აპრილი, ხუთშაბათი.

ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო საქართველოს ქრისტიანულ_მართლმადიდებლური ავტოკეფალური
ეკლესიისა კალენდრით ყოველწლივ.
ძველი სტილით 25 მარტი, მთავარანგელოზის გაბრიელის მიერ
ყოვლად_წმიდისა მარიამის ხარებისა საეკლესიო დიდი დღესასწაული.
ხოლო ქრისტიან_მართლმადიდებლების საეკლესიო კალენდრით იმ წლისა.
ორმოცდარვადღიანი დიდი მარხვისა ბოლო, მეშვიდე კვირეულის ანუ ვნების
კვირეულის დიდი ხუთშაბათი: საიდუმლო სერობისა_ფერხთა ბანვისა ხსენება!

მასხარა: ივერიის მთავარ_ქალაქი ტფილისი, მტკვრისა მარჟვენა მხარე, და
ქალაქის ჩრდილო_დასავლეთით ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოები.
და ახლა საბურთალოს სასაფლაოს მთავარ შესასვლელთან ჩვენც_ანუ
აბესალომი, და მე_მასხარა_ვართ.
და საბურთალოს სასაფლაოს მთავარ შესასვლელთან მათხოვრები
გამწკრივებულან სამგლოვიარო პროცესიების მოლოდინში
აბესლომი: მათხოვრები, ადამიანები, რომლებიც_ყოველთვის, და
ყველგან_სხვა ადამიანებისგან მკვეთრად განირჩევიან... მათხოვრები ფულის შოვნის
მარტივ ხერხს ფლობენ: თხოვნის ნიშნად გაწვდილი ხელი და მუდარა, უსიტყვო ან
ბუტბუტით წარმოთქმული... და ყველასგან მკვეთრად განსხვავებულნი და
გარიყულნი, ნეტავი, რით სულდგმულობენ, და რაზე ოცნებობენ, და რაზე
ფიქრობენ...

მასხარა: საბურთალოს სასაფლაოს მთავარი შესასვლელის ფართოდ გახსნილი
კარიბჭე, ხოლო მის ზღურბლს იქით სასაფლაოს მთავარი გზა_სასაფლაოს სიღრმეში
მიმავალი.
და აბესალომმა იმ ზღურბლს გადააბიჟა და იმ გზას ნელ_ნელა გაუყვა.
და იმ გზის ორივე მხარეს საფლავის ქვებთან აგრეთვე მათხოვრები
გამწკრივებულან...

იოანე_ლაზარე ზებედეს ძე (აბესალომს მიმართავს): ხოლო თავის დროზე.
ლიხს_დასავლეთში, ქვემო_იმერეთში, და უფრო ზუსტად ქვემო_იმერეთის
შუაგულს, მდინარის რიონის პირას_ლიხს_დასავლეთის მთავარ_ქალაქ ქუთაისში.
ჩვენს ბაბუას, მამის მამას, მას მე არმოვსწრებივარ, თვისი პირმშო ძისათვის,
ჩვენი მამისათვის, დაურქმევია სახელი ზებედე.
ხოლო შემდგომ.
და ისევ ლიხს_დასავლეთის მთავარ_ქალაქ ქუთაისში.
ჩვენს მშობლებს, ჩვენს მამას, ბატონ ზებედეს და მის მეუღლეს, ჩვენს დედას,
ქალბატონ სალომეს, შესძენიათ და მოესწროთ ოთხი შვილი, ორი ძე და ორი ასული.
და ჩვენმა მამამ, ბატონმა ზებედემ.
თვის პირმშო ძეს დაარქვა სახელი იაკობი.
ხოლო მომდევნო ორ ასულს დაარქვა სახელები მართა და მარიამი.
ხოლო მეოთხე, უმრწემეს შვილს, მეორე ძეს, მე, დამარქვა ორსახელი:
იოანე_ლაზარე.
ასე რომ, ჩვენთვის ანუ ჩემიანებისთვის და ჩემთვისაც_ბიბლიური,
ახალი_აღთქმისა, წმიდისა_ოთხთავის მოქმედ პირთა_სახელდებითვე თავისებურება
თუ უცნაურობა განუშორებლად თანამდევია...
დიახ, მე, იოანე_ლაზარე ზებედეს ძე, დაბადებული აღმოსავლური
კალენდრით ძაღლის წელს, და ასტრონომიული ნიშნებით კუროს ზოდიაქოში,
ლიხს_დასავლეთის მთავარ_ქალაქ ქუთაისში.
ეჰ, ყოველი ადამიანის ამბავი ხომ სხვადასხვაგვარიაჱ!... ჰოდა, ჩემი ამბავიც
ცოტა სხვაგვარია. მათხოვრობა როდია ჩემი ძირითადი პროფესია; ჩემს მშობლიურ
ქალაქში ვმსახურობ, ჟამაგირი_ალბათ ხვდებით_საშუალო მაქვს, და უცოლშვილო
კაცი საშუალოდ კიდეც ვცხოვრობ... თუმცა ყოველწლივ, ასტრონომიული ნიშნებით
თევზების ზოდიაქოში, ახლებური სტილით თებერვლისა მიწურულს_როგორც
წესი_სამსახურში ანგარიშსწორებას ვიღებ და თქვენთან, ივერიის მთავარ_ქალაქ
ტფილისში მოვეშურები... და აქ, აი, ამგვარად ფულს ვშოულობ. ჩემს მშობლიურ
ქალაქში ამის შესახებ_რა თქმა უნდა_არავინ არაფერი არ იცის. ჩემს
ნაცნობ_ახლობლებს ჰგონიათ, რომ მე სადღაც შორეთში_რომ იტყვიან_ცხრა მთას
იქით, კომერციულ საქმიანობას ვეწევი; ზოგიერთი, როგორც მათი ლაპარაკიდან ჩანს,
ფიქრობს, რომ მე იქ აფიორა_მაქინაციებში ვმონაწილეობ. არასდროს მიცდია მათი
ვარაუდების გაქარწყლება, დაე, ასე ეგონოთ... სინამდვილეში, ამ დროს ტფილისში
ვარ და მართლაც ფულს ვაკეთებ, ოღონდ, აი, ამგვარი გზით. ღარიბულ ოთახს
ვქირაობ, რამდენადაც შესაძლებელია იერს ვიცვლი, ღატაკურად ვიმოსები, და
ყოველ დილით სასაფლაოზე მოვემართები, და მზის ჩასვლამდე, აქ, ერთი და იგივე,
შეჩვეული საფლავის ქვასთან, მორთხმით ვზივარ, ხოლო ფეხებთან, აი, ეს,
დაჭმუჭნული, გადმოტრიალებული ქუდი მიდევს... არადა, მთელი დღე უსაქმოდ
ყოფნა ძნელია, მოსაბეზრებელიცაა, ჰოდა, გამოსავალი მოვნახე: ყოველთვის, და
ყველგან, აი, ამ, ქარვისა კრიალოსანს აუცილებლად თან ვატარებ, და კრიალოსანს
ხელში მარცვალ_მარცვალ ჩათვლით ვათამაშებ, თავის გასართობად, გულის
გადასაყოლებლად. ხოლო მოსაღამოებულს დაბინდებისას ფეხზე წამოვდგები,
წელში გავიმართები, სასაფლაოს მომდევნო ხვალინდელ დილამდე
დავემშვიდობები, გზად იაფფასიან სასადილოში დავნაყრდები, და ჩემს დროებით
ღარიბულ ოთახში დასაძინებლად გავეშურები... ისე, რაც მართალია, ტფილისში
მოწყალებას გულუხვად გაიღებენ, თანაც... ხოლო კოლეგებისგან_მათხოვრებისგან
თავი შორს მიჭირავს, უფრო განზე ვარ გამდგარი... ადამიანთა ცხოვრებასა და
ურთიერთდამოკიდებულებებს, რომ ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,
თითქოს ადამიანები განგებ იგონებენ მრავალგვარ დამატებით დაბრკოლებას, რათა
მათი მეშვეობით ზედმეტად გაართულონ ერთმანეთისა და თავიანთი ცხოვრებაც...
არც საკუთარი თავით ვარ კმაყოფილი... კანონიჱ! აქაც ვცდილობ შეძლებისდაგვარად
თავი შორს დავიჭირო მისი კლანჭებიდან. საერთოდ კანონები მეტისმეტად მკაცრი
მეჩვენება, მაგრამ ხანდახან ისეთ შემაზრზენ ამბავს გაიგებ, რომ
რწმუნდები_კანონების გარეშე ჟერჟერობით მაინც, სამწუხაროდ, შეუძლებელია
ადამიანთა ყოფის წარმოდგენა... სიყვარულიჱ! იგი ალბათ მაინც არსებობს, თორემ
ნუთუ ყველა ის წიგნი და აგრეთვე რეალური ადამიანებიც, რომლებიც ირწმუნებიან
შეყვარებული ვარო, ნუთუ ყველა ტყუის და პოზიორობსჱ!... არა, აქა_იქ, იგი ალბათ
მართლაც არსებობს, მაგრამ მე სიყვარულის გრძნობა არასდროს არ განმიცდია და
მჟერა, რომ მისი განცდა არც შემდგომში მომიწევს, ანდა რაღა დროსია; აღმოსავლური
კალენდრით გველის წელს, და ასტრონომიული ნიშნებით კუროს ზოდიაქოში,
ორმოცდასამი წელიც შემისრულდება. მიმიხვდით, რომ ამას ქალ_ვაJის სიყვარულზე
ვამბობ, თორემ სიყვარული მშობლების, დედმამიშვილების, ნათესავების,
მეგობრების, ბავშვების მიმართ, ეს გრძნობები ჩემთვის ცნობილია... იდეალები
ყმაწვილკაცობისას მეც გამაჩნდა. სიმონ ბოლივარი, ლაიოშ კოშუტი, ჟუზეპე
გარიბალდი... ეს სახელ_გვარები ჩემს ყმაწვილურ ფანტაზიას აღაფრთოვანებდნენ.
თუმც ეს აღფრთოვანება თანდათანობით შენელდა. არა, მათ ახლაც პატივს ვცემ,
მაგრამ მთლიანად მათი ნამოღვაწარი, საბოლოო შედეგები, რომელთა წინასწარ
განჭვრეტა მეტად ძნელია, და თანაც ის უამრავი სისხლი, რომელიც იმ დროს
იღვრება... არა, ვიცი, რომ ეროვნული თავისუფლება მსხვერპლის გარეშე იშვიათად
თუ ვინმეს მოუპოვებია, მაგრამ თავდადებულნი მსხვერპლად ეწირებიან, მათი
სისხლით მოპოვებულ გამარჟვებათა ნაყოფს სხვები იმკიან, ისინი, ვინც სისხლის
ღვრისა დროს უფრო ფრთხილნი იყვნენ და ამიტომ გადარჩნენ, ანდა სულაც ისინი,
ვინც უკვე გამარჟვების შემდეგ გამარჟვებულთ მიეტმასნენ. ყოველივე ამან
ეროვნულ_განმათავისუფლებელ მოძრაობათადმი ჩემი ენთუზიაზმი შეანელა...
ღმერთიჱ! დიახ, ღმრთისა მორწმუნე კაცი ვიყავი და ვარ; თუმც
ეკლესიურ_რიტუალურ ყველა წესს ზუსტად ყოველთვის არ ვიცავდი; და სულის
უკვდავებაში დარწმუნებული ვარ, და მჟერა: იმქვეყნად არსებობს სამოთხე, და ჟოჟო-
ხეთი, და მეუფისა წინაშე ხორცით სიკვდილის შემდგომ სულით უნდა წარვდგე, და
მეუფისა მიერ განსჟილ უნდა ვიქნე ჩემი ამქვეყნიური ცხოვრებისდა მიხედვით.
ყოველივე ეს, რომ ასე არ იყოს, მაშინ დიდად გაუგებარი იქნებოდა, რატომ და
რისთვის შეიქმნა და არსებობს სამყარო, და ამქვეყნად ადამიანთა დროებით
სტუმრიანობას, რა აზრი, მიზანი, დანიშნულება და გამართლება აქვსჱ!...
ერთი რამეც მინდა გითხრათ. თავის დროზე, ჩემს მშობლიურ ქალაქში,
ქრისტიან_მართლმადიდებელი საეკლესიო პირი ცხოვრობდა. ქუთაისის
ქრისტიანულ_მართლმადიდებლური სასულიერო სასწავლებლისა
კურსდამთავრებული, და ტფილისის ქრისტიანულ_მართლმადიდებლური
სასულიერო სემინარიისა კურსდამთავრებული... ქრისტიან_მართლმადიდებლების
საეკლესიო სამღვდელო იერარქიით_დეკანოზი... ხოლო შემდგომ მათი
უწმიდესობისა საქართველოს ქრისტიანულ_მართლმადიდებლური ავტოკეფალური
ეკლესიისა კათოლიკოს_პატრიარქის ,,უშუალო კეთილმიხედულეობით~ იგი
მიტრით დაუჟილდოებიათ. დიახ, იგი მიტრით დაჟილდოებული და თავშებურული
დეკანოზი ანუ მიტროსანი დეკანოზი გახლდათ... ხოლო შვიდი წლის წინ,
აღმოსავლური კალენდრით ძაღლის წელს, და ასტრონომიული ნიშნებით კუროს
ზოდიაქოში, როს ოცდათექვსმეტი წელი შემისრულდა, რატომღაც დიდი საჩუქარი
მივიღე: განსვენებული მიტროსანი დეკანოზის გამოუქვეყენებელი ხელნაწერების
მფლობელი შევიქენი... და იმ ხელნაწერებმა, თავიანთი აზრით და შინაარსით, ჩემს
სულს და გულს და გონებას წარუშლელი კვალი დაამჩნიეს, მიუხედავად იმისა, რომ
ისეთი კაცი არ ვარ, გავლენებისა და შთაბეჭდილებების ქვეშ, რომ იოლად ვექცეოდე.
მას მერე, მართალია, ჩემი ცხოვრების წესი და რიგი გარეგნულად თითქმის არ
შეცვლილა, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად, ხოლო სხვა მხრივ...
ჰო, ბარემ, ჩემი მონათხრობი დავასრულო. ყოველწლივ, ასტრონომიული
ნიშნებით ქალწულის ზოდიაქოში, ახლებური სტილით აგვისტოს მიწურულს, იერს
მოვიწესრიგებ, კოხტად ჩავიცმევ, ტფილისიდან გუდა_ნაბადს ავიკრეფ, და ექვსი
თვის განმავლობაში თქვენთან მოხვეჭილი ფულით მშობლიურ ქალაქში ვბრუნდები.
და აი, იმ ფულით, ერთი თვე, არა, მხოლოდ სამი კვირეული, განცხრომას ვეძლევი.
თითქმის ყოველდღე, დილიდანვე, ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან_კოლორიტულ,
სუფრის მასშტაბით, და ნაკლებსერიოზულ, ყოველ შემთხვევაში სუფრაზე ყოფნის
დროს_თანამეინახეებთან, შამპანურის მშვენიერ სითხეში_რომ იტყვიან_ვბანაობ, თან
ეგოისტურ სიამოვნებას განვიცდი, რომ ეს ხელგაშლილი ღრეობები ჩემი მიზეზით
იმართება და შამპანურმა, როგორც არ უნდა დამათროს, ის მაინც არ მავიწყდება, რომ
არ უნდა წამომცდეს თუ ექვსი თვის განმავლობაში სად ვიყავი და ფულს როგორ
ვშოულობდი. სამ კვირეულში ის ფული ილევა, სამსახურს ვიწყებ და უცოლშვილო
კაცი საშუალო ჟამაგირით ვცხოვრობ... მერე ყოველივე თავიდან იწყება; ტფილისში
ისევ მოვეშურები ფულის საშოვნელად. Dდიახ, ეს ასეა... და შემდეგში ალბათ ასევე
იქნება. აბა, რა! შამპანურით ხელგაშლილი ღრეობა ძალიან მიყვარს, თუნდაც
მხოლოდ სამიოდე კვირეულის განმავლობაში, რაკი მეტხანს ამის საშუალება არ
არის...
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:22 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აბესალომი: სამი ფერი სიმბოლურ ფერად მეგულება.
შავი ფერი_მიწისა სიმბოლო.
წითელი ფერი_სისხლის სიმბოლო.
და ფერი, ყველა სხვა ფერზე უმშვენიერესი_ცისფერი!
და მე, როს ოცნებებით, ეფემერებით დასახლებულ და ილუზიებით აღსავსე
ირაციონალურ სამყაროში გადავეშვები, ჩემს თვალთ ცისფერი ბინდი ეფინება. და იმ
სიზმრისა Jამს ყოველივე მშვენიერი, ლამაზი და წარმტაცია... თუმც იმგვარი სიზმარი
ხანმოკლეა. ყოველდღიურობისა სუსხი შემეხება, და თვალებს ბინდი შორდება,
სიზმარი მთავრდება, და თვალწინ ისევ შავი და წითელი ფერებით რეალური
მსოფლიოა...

მასხარა: საბურთალოს სასაფლაოს მთავარი შესასვლელის ფართოდ გახსნილი
კარიბჭე, ხოლო მის ზღურბლს იქით სასაფლაოს მთავარი გზა_სასაფლაოს სიღრმეში
მიმავალი.
და ახლა მეც ამ ზღურბლს გადავაბიჟე და ამ გზას გავუყევი.
და ამ გზაზე, ჩემგან ხელმარჟვნივ, ერთგან, თავის დროზე ახალგათხრილ
საფლავებთან დარგული და ახლა ტანაშოლტილი ხეები, და ამ ხეებს
დაუფარავთ_დაუმალავთ სამლოცველოსი ნაშთი: ქვისა ფუძე_იატაკი და ორი თუ
სამი საკმაოდ მაღალი ინკრუსტირებული სვეტი, და სვეტებს შორის ნიში...
ხოლო საბურთალოს სასაფლაოს მთავარ შესასვლელთან თურმე გამოჩნდნენ:
მურვანი თანმხლებითურთ, და ჟონდო დავითის ძე.
და ისინი_ერთხანს იქ შეყოვნდნენ რა_სასაფლაოს მთავარ გზას აგრეთვე
გამოჰყვნენ...

მურვანი: ეჰ, აქ, ამ სასაფლაოზე, თავი_ხომ ხედავთ_როგორი ჟურის ხალხს
მოუყრია.
ხალხი, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არა აქვს, და რომელთა
თავშესაფარია საეჭვო ბუნაგები, სარდაფები, ქუჩები... და ეს ხალხი პარაზიტულ
ცხოვრებას ეწევა, სასარგებლო შრომით საქმიანობას თავს არიდებს, და მათ
ურჩევნიათ თავი მათხოვრობით ირჩინონ. მათი უმეტესობა ადრე ნასამართლევია
ცხოვრების ამგვარი წესისთვის, თუ ამას წესი შეიძლება ვუწოდოთ; მაგრამ... ჭკუა
მაინც ვერ ისწავლეს. არა უშავს, ამჟერად, უფრო მკაცრად დაისჟებიან.
და ამგვარ ხალხთან აბესალომმა საერთო ენა გამონახა. მას ამისთვის
ზრდიდნენ და მასზე ამიტომ ზრუნავდნენ, რომ ბოლოს სასაფლაოზე
მათხოვარ_მაწანწალებთან ერთად ეხილათჱ
ეჰ, ახლა ვნანობ, რომ ჩვენი მამა, დავით იესეს ძე, აქ არ მოვიწვიეთ, უშუალოდ
ნახავდა, თუ მათი ერთ_ერთი შვილი, აბესალომი, რა ხალხში გარეულა, რა წრეში
ტრიალებს.
ხოლო აბესალომი დღე_დღეზე ერთი ოჟახის კარს შეაღებს!ჱ... ყოველ
შემთხვევაში იგი ასე აპირებს, რათა თვისი ბედ_იღბალი და იმ ოჟახის ასულის
ეთერის ბედ_იღბალი სამუდამოდ ურთიერთდააკავშიროს.
ჰოდა, ეთერის მშობლებს, თუმც ისინი აქ არ მოვიწვიეთ, დღეს_ხვალ მევე
შევატყობინებ, თუ მათი სასიძო აბესალომი, რა ხალხში გარეულა, რა წრეში
ტრიალებს.
ხოლო თქვენ, ჟონდო დავითის ძევ, აქ სწორედ იმისთვის მოგიწვიეთ, რათა
უშუალოდ ნახოთ, თუ თქვენი უმცროსი ამხანაგი აბესალომი, რა ხალხში გარეულა,
რა წრეში ტრიალებს.

მასხარა: და ჟონდო დავითის ძემ ამ სიტყვების პასუხად მურვანი ძლიერი
დარტყმით ძირს დასცა, და მურვანი რის ვაი_ვაგლახით ფეხზე წამოდგა...

მურვანი: ჟონდო და აბესალომი დააპატიმრეთ, მათხოვარ_მაწანწალებიც
დააკავეთ... განკარგულება ხომ გასაგებიაჱ!
I თანმხლები პირი: დიახ, ბატონო!
II თანმხლები პირი: დიახ, ბატონო!
III თანმხლები პირი: დიახ, ბატონო!...

ბ_ნი მთხრობელი: ივერიის მთავარ_ქალაქი ტფილისი, მტკვრისა მარჟვენა
მხარე, სამეფო_უბანი.
დაკლაკნილ_გადახლართული ვიწრო ქუჩები და მოედნები, სადაც ვიწრო
ქუჩები სათავეს იღებენ თუ პირიქით თავს იყრიან, და გზა_ვიწრო ქუჩების ერთი
წყება, მტკვრისა დინების მიმართულებით, მტკვრისა დინების დაღმა, მტკვრისა
მარჟვენა სანაპიროსკენ_ყოვლად_წმიდისა მარიამის სახელობისა საკათედრო
ტაძართან მიმავალი გზა, და იმ გზაზე_შუა გზაზე_მოედანი, სამეფო_უბნისა სხვა
მოედნების მსგავსად არა ერთხელ და არა ორჟერ სახეცვლილი და სახელცვლილი
მოედანი, ერთ დროს ვჰგონებ სულაც სამეფო_მოედნად სახელწოდებული.
ხოლო იმ მოედანთან აღმოსავლეთით, მტკვრისა მარჟვენა სანაპიროსა და იმ
მოედანს შორის, სასახლეების კომპლექსი_სხვადასხვა დროს ნაგები და არა ერთგზის
და ორგზის გადასხვაფერებული სასახლეების კომპლექსი.
და იმ სასახლეების კომპლექსში ივერიის მთავარ_ქალაქის პოლიციის
სამმართველო დროებით განათავსეს.
ქ_ნი მთხრობელი: და ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისსა შინა, მტკვრისა
მარჟვენა მხარეს, საბურთალოს სასაფლაოდან... სამეფო_უბანში, ივერიის
მთავარ_ქალაქის პოლიციის სამმართველოში, იოანე_ლაზარე ზებედეს ძე და
მათხოვარ_მაწანწალები მიუყვანიათ.
და უფრო ზუსტად_იოანე_ლაზარე ზებედეს ძე და თორმეტი
მათხოვარ_მაწანწალა მიუყვანიათ.
და ივერიის მთავარ_ქალაქის პოლიციის სამმართველოში, ივერიის
მთავარ_ქალაქის სასამართლოს მორიგე_ადმინისტრაციულ_მოსამართლეს,
სასაფლაოდან მიყვანილთათვის, უკლებლად ყველასთვის_იოანე_ლაზარე ზებედეს
ძისათვის და თორმეტი მათხოვარ_მაწანწალისათვის_მიუსჟია ათ_ათი დღე_ღამით
თავისუფლების აღკვეთა სასჟელის მოხდით იქვე, ივერიის მთავარ_ქალაქის
პოლიციის სამმართველოს დილეგში.

ბ_ნი მთხრობელი: ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში, მტკვრისა მარჟვენა
მხარეს, სამეფო_უბნისა სამხრეთ_აღმოსავლეთით, მტკვრისა დინების დაღმა,
ერთურთის მიყოლებით ხომ ძველი დასახლებებია.
სამეფო_უბნისა მომიჟნავე აბანოების_უბანი.
და სეიდაბადი ანუ ხარფუხი.
და კრწანისი.
და ორთაჭალა.
ხოლო ქალაქის ტფილისის სამხრეთ_აღმოსავლეთ განაპირას სოღანლუღი ანუ
ფონიჭალა.

მასხარა: და ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში, მტკვრისა მარჟვენა მხარეს,
ორთაჭალაში, ივერიის მთავარ_ქალაქის #1 ციხეა_ეგრეთ წოდებული
გენერალ_საგუბერნატორო ციხე... და გარშემო: გალავნები, კოშკურები, საგუშაგოები,
სათვალთვალოები, რკინის ალაყაფები, უამრავი მავთულხლართი, ურდულები,
კლიტე_ბოქლომები... და ციხის ეგრეთ წოდებული ფასადი_გალავნიანი მიწისზედა
ოთხი სართული ანუ_ციხის ადმინისტრაციის ტერმინოლოგიით, და პატიმრების
Jარგონითაც_ოთხი კორპუსი, და თუ ადრე ბოლოსწინა_მესამე და ბოლო_მეოთხე
სართულების ანუ კორპუსების საკნების ჩაგისოსებული ფანჟრებიდან
პატიმრებისთვის ქუჩა მაინც მოჩანდა, ის ფანჟრებიც აგურებით ამოუშენებიათ...
ხოლო ახლო_მახლო: ეგრეთ წოდებული დახურული_ციხე ანუ საპყრობილე; და
ციხე_საავადმყოფო.
და იქ, იმ ჩაJამებულ, დანოტიოებულ, შმორის სუნმოდებულ არემარეში,
თითქოს ყველა და ყოველივე სევდიანია, მწუხარეა, სიავისა და მრისხანების
გაუკუღმართებული, გაძაღლებული, ცოცხალმკვდარი სამყოფელი.

ქ_ნი მთხრობელი: და ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისსა შინა, მტკვრისა
მარჟვენა მხარეს, საბურთალოს სასაფლაოდან... ორთაჭალაში, ივერიის
მთავარ_ქალაქის #1 ციხეში_ეგრეთ წოდებულ გენერალ_საგუბერნატორო ციხეში,
ჟონდო დავითის ძე და აბესალომი მიუყვანიათ.

ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო ქრისტიან_მართლმადიდებლების საეკლესიო კალენდრით იმ
წლისა_აღმოსავლური კალენდრით გველის წლისა_ბრწყინვალე აღდგომის უდიდესი
დღესასწაული_ასტრონომიული ნიშნებით ვერძის ზოდიაქოში_ძველი სტილით 28
მარტს ანუ ახლებური სტილით 10 აპრილს, და რაღა თქმა უნდა კვირა_დღეს, და იმ
წლისა ბრწყინვალე კვირა_დღეს აღინიშნა.

მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!
აღმოსავლური კალენდრით გველის წელი.
და ასტრონომიული ნიშნებით ისევ ვერძის ზოდიაქო.
ბ_ნი მთხრობელი: ხოლო ქრისტიან_მართლმადიდებლების საეკლესიო
კალენდრით იმ წლისა: ბრწყინვალე აღდგომის უდიდესი დღესასწაულის შემდგომი
კვირეული, ბრწყინვალე კვირეული, ძველი სტილით 30 მარტი ანუ ახლებური
სტილით 12 აპრილი, სამშაბათი, და იმ წლისა ბრწყინვალე სამშაბათი.
ქ_ნი მთხრობელი: და იმ დღეს მურვანი მაშრიყ_მაღრიბეთის ივერიის ეგრეთ
წოდებული პერიფერიული სახანოს ვიცე_გუბერნატორად დააწინაურეს.

ბ_ნი მთხრობელი: ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში, მტკვრისა მარცხენა
მხარეს.
აბანოების_უბნისა და სამეფო_უბნისა გაღმა, და_მტკვრისა ქალაქ ტფილისსა
შინა ყველაზე ვიწრო ადგილზე გადებული_მეტეხის ხიდის გაღმა, მეტეხის_უბანი:
და მეტეხის ხიდისთავს, კლდესა ზედა_ნარიყალის მთისა გასწვრივ_ხოლო
ყოვლად_წმიდისა მარიამის სახელობისა საკათედრო ტაძრისა
პირისპირ_ყოვლად_წმიდისა მარიამის სახელობისა ეკლესია, და მეტეხის პლატო, და
მეტეხის აღმართი, და მეტეხის ქუჩა.
და ავლაბრისა მოედანი...
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:23 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მასხარა: აღმოსავლური კალენდრით გველის წელი, და ასტრონომიული
ნიშნებით ტყუპის ზოდიაქო, ახლებური სტილით 8 ივნისი, ოთხშაბათი.

ქ_ნი მთხრობელი: და იმ დღეს, დილითვე, ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისსა
შინა, მტკვრისა მარჟვენა მხრიდან, ორთაჭალიდან, ივერიის მთავარ_ქალაქის #1
ციხიდან_ეგრეთ წოდებული გენერალ_საგუბერნატორო ციხიდან... მტკვრისა
მარცხენა მხარეს, ავლაბრისა მოედანი #1, ივერიის მთავარ_ქალაქის სასამართლოში,
ჟონდო დავითის ძე და აბესალომი მიუყვანიათ.

ბ_ნი მთხრობელი: ივერიის მთავარ_ქალაქის სასამართლოს განაჩენიდან
ამონაწერი.
ბრალდებულის სახელი ჟონდო, მამის სახელი დავითი.
დაბადების დრო.
აღმოსავლური კალენდრით ცხენის წელი, და ასტრონომიული ნიშნებით
ტყუპის ზოდიაქო.
ხოლო აღმოსავლური კალენდრით გველის წელს, და ასტრონომიული
ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოში, ბრალდებულს ორმოცდაშვიდი წელი შეუსრულდა.
საცხოვრებელი ადგილი.
ივერიის მთავარ_ქალაქი, მტკვრისა მარცხენა მხარე, მიხაილ სემიონის ძე
ვორონცოვის სახელობის პროსპექტი #43 / გაბრიელ მკრტიჩის ძე სუნდუკიანის
სახელობის ქუჩა #2, და ბრალდებულს იმ სახლის მეორე
სართულზე_საყოფაცხოვრებო_მომსახურების ობიექტის თავზე_ერთ_ერთი ბინა
უკავია.

სოციალური მდგომარეობა.
კერძო მესაკუთრე, წისქვილის პატრონი.
ობრალდებულის მეუღლე ნინო მიტროფანეს ასული გახლავთ.
ივერიის მთავარ_ქალაქის სასამართლომ გულდასმით განიხილა საქმე და
დაადგინა, რომ ბრალდებული ჟონდო, ეწეოდა აგიტაციას და პროპაგანდას
მაშრიყ_მაღრიბეთის ცენტრალური ხელისუფლების ძირის გამოთხრის, შესუსტების
მიზნით. ამავე მიზნით ეწეოდა ცილისწამებას, ესე იგი შეგნებულად სისტემატურად
ავრცელებდა ცრუ მონაჭორს, რომელიც მაშრიყ_მაღრიბეთის ცენტრალურ
ხელისუფლებას სახელს უტეხს. ახალგაზრდებთან შენიღბულად მოქმედებდა, თავს
მათ მეგობრად ასაღებდა, ხოლო სინამდვილეში ახალგაზრდების ინტერესების
საზიანოდ მავნედ ზემოქმედებდა მათზე. მფარველობდა და მალავდა სახელმწიფო
დამნაშავეებს. ბრალდებული ეჭვმიტანილია ორგანიზაციულ საქმიანობაშიც: იგი
აპირებდა ანტისახელმწიფოებრივი დაჟგუფების შექმნას, რომლის საქმიანობა
განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულის მოსამზადებლად ან ჩასადენად
გამიზნული იქნებოდა.
სასამართლო ასკვნის, რომ ზემოჩამოთვლილ დანაშაულთა ჩამდენ
პირს_ბრალდებულ ჟონდოს_შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედებისა თუ
უმოქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, შესწევდა უნარი
გაეთვალისწინებინა მისი საზოგადოებრივად საშიში შედეგები, მაგრამ მავნებლურ
საქმიანობას მაინც არ სწყვეტდა.
ამიტომ სასამართლო თვლის, რომ ბრალდებული მკაცრად უნდა დაისაჟოს,
რადგან გამჭრიახი თვალი და ფხიზელი გონება წინასწარ ჭვრეტს იმ დანაშაულებათა
ჟაჭვს, რომელთა ჩადენის პოტენციური უნარი მას შესწევს, თუ არ მოხდება მისი
დროზე იზოლირება.
ეს დანაშაულობანია: ყალბი დოკუმენტების, ბეჭდების, შტამპების, ბლანკების
დამზადება, შეძენა და გამოყენება; სავალუტო ფასეულობებით სპეკულაცია; ყალბი
ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადება და გასაღება; მიმოსვლის გზების,
სატრანსპორტო საშუალებებისა და კავშირგაბმულობის ხაზების დაზიანება;
საერთაშორისო ფრენის წესების დარღვევა; სახელმწიფო საზღვრის დარღვევა;
მასობრივ არეულობათა ორგანიზება; კონტრაბანდიზმი; ბანდიტიზმი; დანაშაული
მოსაზღვრე სახელმწიფოთა მიმართ; დივერსია; ტერორისტული აქტი; ჟაშუშობა;
სამშობლოს ღალატი.
სასამართლო_ითვალისწინებს რა ყოველივე ზემოთქმულს_ადგენს: საშიში
დამნაშავე ჟონდო იზოლირებულ იქნეს და მიესაჟოს ხანგრძლივვადიანი
თავისუფლების აღკვეთა სასჟელის მოხდით მკაცრი კლიმატური პირობების მქონე
ადგილებში.
ამასთანავე სასამართლომ_იხელმძღვანელა რა ჰუმანური
პრინციპებით_გადაწყვიტა, რომ მსჟავრდადებულის კერძო საკუთრება_უძრავი და
მოძრავი ქონება_კონფისკებული არ იქნეს. და ამდენად მსჟავრდადებულის მეუღლე
წინანდებურად იცხოვრებს ზემოხსენებულ საცხოვრებელ ადგილას_ივერიის
მთავარ_ქალაქი, მტკვრისა მარცხენა მხარე, მიხაილ სემიონის ძე ვორონცოვის
სახელობის პროსპექტი #43 / გაბრიელ მკრტიჩის ძე სუნდუკიანის სახელობის ქუჩა ჟახური მდგომარეობა.
#2, და მსჟავრდადებულს ხომ იმ სახლის მეორე
სართულზე_საყოფაცხოვრებო_მომსახურების ობიექტის თავზე_ერთ_ერთი ბინა
უკავია. და მსჟავრდადებულის მიერ სასჟელის მოხდის განმავლობაში
ზემოხსენებული საცხოვრებლის მეურვე მსჟავრდადებულის მეუღლე გახლავთ,
გაყიდვის ან გაჩუქების უფლების გარეშე, თუმცა გაქირავების ან იჟარით გაცემის
უფლებით. მსჟავრდადებულის მიერ სასჟელის მოხდის განმავლობაში,
მსჟავრდადებულის კუთვნილი წისქვილის_რომელიც მტკვრისა მარცხენა ნაპირთან,
მსჟავრდადებულის საცხოვრებლის მახლობლადვე მდებარეობს_მეურვე აგრეთვე
მსჟავრდადებულის მეუღლე გახლავთ, გაყიდვის ან გაჩუქების უფლების გარეშე,
თუმცა გაქირავების ან იჟარით გაცემის უფლებით.
რაც შეეხება ჟონდოს უმცროს ამხანაგს, აბესალომს. იგი დაიბადა
აღმოსავლური კალენდრით მფრინავი_დრაკონის ნაკიან წელს, და ასტრონომიული
ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოში, ივერიის მთავარ_ქალაქში. ხოლო აღმოსავლური
კალენდრით გველის წელს, და ასტრონომიული ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოში, მას
ოცდახუთი წელი შეუსრულდება. და მას პირადად რაიმე ანტისახელმწიფოებრივი
ქმედება არ ჩაუდენია. მისი დანაშაული ისაა, რომ მან ნებაყოფლობით დაამყარა
კონტაქტი დეკლასირებულ ელემენტებთან. სასამართლო ითვალისწინებს, რომ
ჟონდოს მავნე გავლენამ იგი მიიყვანა შეურაცხად მდგომარეობამდე ანუ მას
სულიერი მდგომარეობის მოშლის გამო არ შეეძლო საკუთარი მოქმედებისათვის
ეხელმძღვანელა. ამიტომ სასამართლო თვლის, რომ მის მიმართ გამოყენებულ უნდა
იქნეს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიებანი, კერძოდ, უნდა მოათავსონ
ფსიქიატრიულ_საავადმყოფოში. საზოგადოების უშიშროება მოითხოვს მის
იზოლაციას, რათა მას მოესპოს შესაძლებლობა ჩაიდინოს საზოგადოებრივად საშიში
მოქმედება. მისი ფსიქიატრიულ_საავადმყოფოში ყოფნა შეწყდება, თუ
ფსიქიატრიული_საავადმყოფოდანვე წარმოგზავნილი შესაფერისი სამედიცინო
დასკვნის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით დადგინდება, რომ იგი
საზოგადოებისათვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს.
ივერიის მთავარ_ქალაქის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი
საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

აბესალომი: და მაშინვე, ივერიის მთავარ_ქალაქის სასამართლოდან, მტკვრისა
მარცხენა მხარესვე, რკინიგზის სადგურზე_,,სორტიროვოჩნაია~, ჟონდო დავითის ძე
წაიყვანეს. იქაურ დილეგში ამყოფებენ, ვიდრე სპეციალური მატარებელი_ეგრეთ
წოდებული ეტაპი_იმ შორეულ, ცივ და უკუღმართ გზას არ გაუყვება, პატიმრებით
დატვირთული, რომელთაც ერთი უმკაცრესი სასჟელი_თავისუფლების აღკვეთა არ
აკმარეს და მეორეც დაურთეს_სამშობლოდან გადასახლება...
ჩემი რიგიც დადგა, თუმცა ჟონდო დავითის ძისა სავალთან ჩემი გზა რა
სახსენებელია... სასამართლოზე დამსწრე ჩემი ნათესავები და მეგობრები კარგა ხნით
შემომეხვიენ... მერე ბადრაგის თანხლებით გისოსებიან მანქანაში ჩამსვეს და... ჰერი,
ჰერი!...
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:24 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აბესალომი: ფსიქიატრიული_საავადმყოფო, მსგავსად ციხის ან ყაზარმის, მისი
ბინადრების, ამ შემთხვევაში პაციენტებად სახელდებულების, იძულებითი
თავშეყრის ადგილია... საავადმყოფოში უამრავი `განსაკურნავი~ დამხვდა, მკვეთრად
გამორჩეული ინდივიდებიც იყვნენ... თითოეულ იქაურ ბინადარს მეტ_ნაკლები
პირადი ენერგია გააჩნდა. იმ ენერგიების ჟამი მთლიანობაში იძლეოდა
ენერგიას_პოტენციურად აფეთქებადს და ანგარიშგასაწევს, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ
არ იყო ერთსულოვნება და საყოველთაო ლტოლვა ერთი საერთო დიადი
მიზნისაკენ_განთავისუფლებისაკენ. ის დაქსაქსული ენერგიები ურთიერთშუღლსა
და `პაციენტების~ შიდა იერარქიაში უმჟობესი და შესატყვისი ადგილების
დამკვიდრებაზე იხარჟებოდა. იქაც მბრძანებელი მექანიზმის დამთრგუნველი ხელი
ფათურობდა უხილავად, პრინციპით: `გათიშე და იბატონე~. ურთიერთჭიდილის
გარდა, დროდადრო, ესა თუ ის `პაციენტი~ ამა თუ იმ სანიტრის წინააღმდეგ
იფეთქებდა... რაც შეეხება მკურნალობას, იქ, სადაც ოფიციალური იდეოლოგია
ხელაღებით უარყოფს არამცთუ სულის უკვდავებას, არამედ სულის არსებობასაც,
როგორც ხორციელი ადამიანის მოკვდავ სხეულში მოთავსებული რეალობისა, იქ,
სულისა თუ სულიერ დაავადებათა, ასე ვთქვათ მკურნალობის მცდელობა_ფიქცია
და აბსურდია... ხოლო მკურნალობის იმგვარი საშუალებები, როგორიცაა ლოცვა,
მარხვა და ამ გზით ეშმაკეულის განდევნა, იქ უგულებელყოფილ იყო და აღარც
არავის ახსოვდა.
და ყველა იქ მყოფს ერთი საერთო დამახასიათებელი ნიშან_თვისება თუ
გააჩნდა, მათ იცოდნენ, ზოგმა არაცნობიერად და ზოგმაც გათვითცნობიერებულად,
რომ სულიერად ავადმყოფობა ანუ `სიგიJე~, მეტ_ნაკლებად რეალური თუ
სიმულირებული, ყველა შემთხვევაში ერთგვარი თვითამნისტიაა და საშუალებაა
ჭარბი ეგოცენტრიზმის უნარისდაგვარად მეტად გამომJღავნება_გამოვლენისა...
მაგრამ ამ ხერხით `განთავისუფლებულთ~ სანაცვლოდ თავისუფლება აღკვეთილი
ჰქონდათ. არადა ღირს ამგვარად `განთავისუფლება~ჱ... თვისი პიროვნული
მეტ_ნაკლები ენერგია იმისთვის ხარჟო, რომ თავისუფლების აღკვეთის ფასად და
იძულებითი თავშეყრის ალაგას_თუგინდ სამკურნალოდ
სახელწოდებულში_უვადოდ გამომწყვდევის ფასად, ამგვარი `თავისუფლება~
მოიპოვოჱ!... და ვამბობ, ვითარც თვითმხილველი, არ ღირს და არამცთუ არ ღირს,
არამედ ეს დანაშაულიცაა საკუთარი პიროვნების წინაშე, მსგავსი თვითგვემისა.
ეს საყვედური არ ეხებათ.
ვინც მოახერხეს და იქ აღმოჩნდნენ, რათა ციხის, კატორღის ან ფრონტისთვის
თავი დაეღწიათ.
მართლაც დავრდომილებს, უმწეოებს და გონებაჩლუნგებს, არადა
გაუგებარიცაა თუ იქ მათ რად ამწყვდევენ.
და ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ დამნაშავეებს, რომლებსაც აქაოდა
პოლიტიკური პატიმრები არ გვყავსო, ფსიქიატრიულ_საავადმყოფოში თავს უკრავენ,
თითქოსდა_სამკურნალოდ და სინამდვილეში `დასამუშავებლად~ დ
დასაინვალიდებლად. ამგვარ აქციებში საექიმო პერსონალი არმონაწილეობს, მაგრამ
იქ ერთი_ორი თეთრხალათგადაცმული ჟალათი ჰყავთ, რომელთა
დანიშვნა_დათხოვნა იქაურ სამკურნალო ადმინისტრაციას არ ეკითხება.
ხოლო მე თავიდანვე მომეჩვენა, რომ
ფსიქიატრიული_საავადმყოფოდან_ციხისგან განსხვავებით_გაპარვა შეიძლება და ეს
არც ისე რთულია, თუმცა თავდაპირველად ამან გამაკვირვა და კიდეც შემაფერხა: თუ
გაპარვა ისე იოლად შეიძლება_მე, რომ მეჩვენება_იქ მყოფნი ამას ჩემამდეც
მიხვდებოდნენ... არა, ეგებ, სხვა რამ სირთულეებია, რომლებსაც მე ვერ
მივმხვდარვარ...
აღმოსავლური კალენდრით გველის წელს, და ასტრონომიული ნიშნებით
ტყუპის ზოდიაქოში, ახლებური სტილით 8 ივნისს, ოთხშაბათს, ნაშუადღევს,
ფსიქიატრიულ_საავადმყოფოში ჩემი მიყვანისას, იქ სამუშაო დღე მთავრდებოდა, და
ამიტომაც იმ დღეს იქაურ ექიმებს ჩემთვის ყურადღება არ მიუქცევიათ...
ადმინისტრაციული ორსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე,
სადეზინფექციო პალატაში ჩამკეტეს, თუმც იქიდანაც ჩანს
ფსიქიატრიული_საავადმყოფოს ვრცელი ეზო და მოსეირნე ავადმყოფები. ჰოდა,
პირველად მაშინ გამიჩნდა ვარაუდი, რომ ფსიქიატრიული_საავადმყოფოდან გაპარვა
შეიძლება.
მეორე დღეს, ხუთშაბათს, ფსიქიატრიული_საავადმყოფოს ბიუროკრატიული
კანცელარიის ხელთ აღმოვჩნდი, მერე ჩემმა მკურნალმა ექიმმა ჩემს საბუთებს
გადახედა, სანიტრები მოიხმო, და ბრძანა ჩემი სამკურნალო კორპუსში გადაყვანა.
სამკურნალო სამსართულიან კორპუსში ორი საპარადო შესასვლელია,
ურთიერთსაპირისპირო მხრიდან, ერთი_მამაკაცების განყოფილებაში,
მეორე_ქალების განყოფილებაში. და სამივე სართულზე, გრძივ დერეფნებში, ერთსა
და იმავე ადგილას ბეტონის ყრუ, მართლაცდა შეუვალი კედლები ჩაშენებულია,
მამაკაცების და ქალების განყოფილებების განსაცალკევებლად. მამაკაცების
განყოფილების შიდა კიბე პირველ და მეორე სართულებს შორის სამიმოსვლოდ ღიაა,
მაგრამ ბოლო_მესამე სართული საგულდაგულოდ ჩარაზულია. პირველი და მეორე
სართულების ორმხრივ ჩამწკრივებულ ერთნაირ პალატებში მოუთავსებიათ ეგრეთ
წოდებული ჩვეულებრივი ანუ არა_მძვინვარე პაციენტები. ხოლო ბოლო_მესამე
სართულის პალატებში გამოუკეტავთ `მძვინვარე პაციენტები~.
მეორე სართულის ერთ_ერთ პალატაში მომათავსეს. პალატის ორივე გრძივი
კედლის გასწვრივ ხუთ_ხუთი რკინის საწოლი იდგა, თავ_ფეხით ურთიერთს
მიდგმული. საწოლთა მწკრივებს შორის გასასვლელი ორი მეტრი სიგანისა იყო.
შვიდი პაციენტი დამიხვდა, მერვე აღმოვჩნდი და სამი თავისუფალი საწოლიდან
ერთ_ერთი ამოვირჩიე. `თეთრეული~ დამიგეს, ტანსაცმელი ჩამომართვეს და იქაური
აბდაუბდა პიJამა მომცეს...
ახლა მე ყოველგვარი მეოცნეობისაგან შორს ვიდექი, ერთი მიზანი
მქონპალატის ბინადრებთან მეტ_ნაკლები კონტაქტი დავამყარე, რათა
განდგომილად ან ამპარტავანად არმივეჩნიეთ, ანდა ეჭვი ან ვარაუდი არაეღოთ ჩემს
საიდუმლო მიზანზე.
მესამე დღეს, პარასკევს, ჩემი ექიმი მომესალმა და მითხრა, ხვალ_ზეგ უქმეა და
ბარემ ორშაბათიდან მოგხედავო.
მეექვსე დღეს, ორშაბათს, ჩემმა ექიმმა ჩემი `საქმე~ წაიკითხა, ამხედ_დამხედა,
საგულდაგულოდ ამათვალიერ_ჩამათვალიერა, მკურნალობის კურსი დამინიშნა,
უფროს_ექთანს ჩააწერინა და უთხრა, ხვალიდან დანიშნულებათა მიცემას დაიწყებო.
ასე რომ, ოთხშაბათს ფსიქიატრიულ_საავადმყოფოში მიყვანილის
`მკურნალობას~ იქ მიყვანიდან მხოლოდ მეშვიდე დღეს, სამშაბათს შეუდგნენ. ამ
გარემოებაზე ყურადღებას დაწვრილებით რატომ ვამახვილებ, გეტყვით. იმ დღეებში
ვაკვირდებოდი ჩემი პალატის და საერთოდ მამაკაცების განყოფილების პირველი და
მეორე სართულების ასეულობით ჩვეულებრივ ანუ არა_მძვინვარე პაციენტს და
აშკარად ვხედავდი, რომ მათ დანიშნული `წამლების~ მიღების შემდეგ საგრძნობი
ატროფია და დაუძლურება ეუფლებოდათ. ეს საყოველთაო დასაძაბუნებელი
პროცედურა ფსიქიატრიულ_საავადმყოფოში დღე_ღამეში სამჟერ_რვა საათის
შუალედით_ტარდებოდა. სამაგიეროდ ყოველ საღამოს
ფსიქიატრიული_საავადმყოფოს ვრცელ ეზოში უკლებლად ყველა ჩვეულებრივ ანუ
არა_მძვინვარე პაციენტს სასეირნოდ გულარხეინად უშვებდნენ; მეთვალყურე
სანიტარი ამორჩეული ხის ძირში სანახევროდ წამოწვებოდა და პაციენტების
თვალთვალით თავს დიდად არც იწუხებდა. დანიშნულ დროს ზარს ააJღარუნებდა
და ისინიც, ერთნაირ პიJამებში გამოწყობილნი, მორჩილად იკრიბებოდნენ სანიტრის
გარშემო, რომელიც მათ არც ითვლიდა და სამკურნალო კორპუსში ისე
მიერეკებოდა...
მთავარია, როგორმე ავიცილო დანიშნული მედიკამენტები! ჩემი ეს აღმოჩენაც
არ მეჩვენა გამორჩეული გონებაგამჭრიახობის ნიმუშად, ნუთუ ამას ჩემს გარდა
ვერავინ მიხვდაჱ!... ფსიქიატრიული_საავადმყოფოს მამაკაცების განყოფილების
პირველი და მეორე სართულების ასეულობით პაციენტში ამავე აზრისა ალბათ
სხვებიც არიან, ოღონდ ხმამაღლა არ აცხადებენ. მეც არ ვაპირებდი `აღმოჩენის~
გამხელას. პალატის შვიდი თანამობინადრისგან ერთი მაინც ხომ ენის მიმტანი
იქნება. ჩანაფიქრს თუ განვაცხადებ და სხვებსაც მოვუწოდებ, მედიკამენტებს
ერიდეთ_მეთქი, ადმინისტრაცია მამაკაცების განყოფილების ბოლო_მესამე
სართულზე `მძვინვარე პაციენტებთან~ ალბათ მეც გამომკეტავს... თუმცა
ფსიქიატრიულ_საავადმყოფოში მიყვანისთანავე ან მეორე დილიდან, რომ ჩემთვისაც
მედიკამენტების მოცემა დაეწყოთ, ალბათ მეც ვერ მოვასწრებდი მათი მავნებლობის
გათვითცნობიერებას... კიდევ კარგი ნემსები არ დამინიშნეს, მათი აცილება თითქმის
შეუძლებელია, აბები კი...
უფროსი_ექთნის მიერ დღე_ღამეში სამჟერ მოცემულ აბების გროვას
ხელისგულზე უდრტვინველად ვიყრიდი და ხახისაკენ გავაქანებდი, წყალს
დავაყოლებდი, ყელით ყლაპვის მსგავს მოძრაობას გავაკეთებდი და სახესაც
დავჟღანავდი, ვითომდა აბების უსიამოვნო გემოთი შეწუხებული... ხოლო პირში და_განთავისუფლება და არცთუ ილუზიურად მეგულებოდა მიზნის მიღწევა.
დაგუბებული, ენის ქვეშ ან ლოყის ძირს მიმალული აბების მალულად გადმოგდებას
არც ვჩქარობდი...
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:25 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აბესალომი: და აღმოსავლური კალენდრით გველის წელს, და ასტრონომიული
ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოშივე, და ერთ დღესაც, და თუმცა მშობლიურ ქალაქში,
არადა, იქ, ფსიქიატრიულ_საავადმყოფოში, ოცდახუთი წელი შემისრულდა.
დღე და ღამე იყრება, ღამდება, დაღამდა, ფსიქიატრიული_საავადმყოფო,
სამკურნალო სამსართულიანი კორპუსი, მამაკაცების განყოფილება, მეორე
სართული, ჩემთვის მოჩენილი პალატა, ჩემს რკინის საწოლზე მევე გავრთხმულვარ...
და ბურანში მყოფს, ძილმღვიძარეს, პალატის შვიდივე თანამობინადრისა ლაპარაკი
აბდაუბდად, ბუნდოვნად მომესმის, თანდათანობით ხმები თითქოსდა მიწყდა,
გარშემო მყოფნიც დამშორდნენ, სადღაც, ჩემგან შორს, სიღრმეში გადაადგილდნენ...
და გრანიტის ქვისაგან ნაგები თაღი თითქოს თავს დამადგა... სხეულის შეგრძნება
სრულიად მომესპო და დარჩა `რაღაც~, არ ვიცი გონება თუ სხვა რამ, რომელიც
ხედავდა, აღიქვამდა და იმახსოვრებდა. თაღმა ძალიან სწრაფად გვირაბის ფორმა
მიიღო და ძირს დაიწია. ძრწოლამ შემიპყრო, ვაითუ გვირაბი სულაც დამემხოს და
გამსრისოს, ანდა ორივე მხრიდან ამოიქოლოს და სამუდამოდ ამ მდგომარეობაში
დარჩენა მომიწიოს... ალბათ, ეს არის_მეთქი ის, რასაც სამარეში წოლა ჰქვია.
მენანებოდა, რომ სიცოცხლეს ასე უცბად და მოუმზადებლად ვეთხოვებოდი...
მომინდა გამეგო, კუბოში ვიწექი თუ არა: კუბოს კედლები ვერ შევიგრძნე; თუმცა
მათი არსებობა რა აუცილებელი იყო; გრანიტისგან ნაგები გვირაბის კედლები
ასრულებდნენ კუბოს დანიშნულებას... სულისგამაწვრილებელ ძრწოლას ფიზიკური
ტკივილის მსგავსი შეგრძნებაც დაემატა, იმგვარი, სულის ხორცთან განშორების Jამს,
რომ ალბათ უნდა ჩნდებოდეს... ფიქრით საკუთარი `მე~_ს შემზადება დავიწყე, რომ
ამგვარ მდგომარეობაში ყოფნა ჩემთვის უკვე გარდაუვალი და სამუდამოა და ამიტომ,
ამ ვითარებაში ყველაზე უმჟობესი შეგუებაა_მეთქი...
ამ დროს ინათა! `აბსოლუტური ნათელი~ გვირაბში შემობრძანდა, გამეფდა და
ჩემს თვალწინ ასეთი სურათი გადაიშალა: მწვანე მდელო, სწორად და კოხტად
შეკრეჭილი დაბალი ბალახით, მრავალი ანკარა, ცისფერი ნაკადულით დასერილი,
რომელთა ნაპირებთან ალაგ_ალაგ ლამაზი ხეები იდგა. ეს ზღაპრული ჭალა, თავისი
სიმეტრიულობით, გეგმაზომიერებითა და სისადავით რაღაც დეკორატიულის
შთაბეჭდილებასაც ტოვებდა... ჰაერი მეტისმეტად მკვრივი და ცისფერი იყო, მაგრამ
ჰაერის სიმკვრივე, სულისთვის შემაწუხებელი და მძიმე როდი იყო, პირიქით,
საამური, მეტად საამური... ჰაერის ნაკადები გამუდმებით მოძრაობდნენ, როგორც
გვირაბის შიგნით, რომელიც იმ დროისთვის სიმაღლეში გაიზარდა და
პერსპექტივაში გაიშალა, ისე გვირაბის გარეთაც, საითკენაც ეს ზღაპრული ჭალა
ვრცელდებოდა და უსასრულობაში გადადიოდა... და ჰაერის მეტისმეტად მკვრივი
და ცისფერი მოძრავი ნაკადები, ჩემმა `მე~_მ აღიქვა და გაიაზრა, როგორც
მიცვალებლთა სულების კრებული...
სანეტარო ხილვამ რამდენ ხანს გასტანა ზუსტად არ ვიცი, ვინაიდან დროის
შეგრძნება, სხეულის შეგრძნებისა არ იყოს, გამქრალი მქონდა. თუმც იმ სულიერი
ნეტარებით უკმარისობისა და მისი წამიერების განცდა არგამომყოლია... მერე
სანეტარო სურათი ჩემი თვალთახედვიდან გაქრა; იმ სურათს ჩემი `მე~ ალბათ
მოაცილეს, მოსცილდა... გათენებულა, გარშემო მიმოვიხედე, ისევ იქაურობა, ჩემთვის
მოჩენილი პალატა, ჩემს რკინის საწოლზე მევე გავრთხმულვარ... პალატის შვიდივე
თანამობინადრისა ლაპარაკი მომესმის, თანდათანობით გონებაში აღვიდგინე, რომ
დაღამებისას იქვე გონება დავკარგე, და იმ ღამით და გათენებისას
სიცოცხლე_სიკვდილის მიჟნაზე ეტყობა მისული ვიყავ, თუმცა ცოცხალი დავრჩი...

აბესალომი: ყოველ საღამოს ფსიქიატრიული_საავადმყოფოს ვრცელ ეზოში
სასეირნოდ გვიხმობდნენ, სეირნობა ერთსაათიანი იყო, არადა სასეირნოდ ზოგჟერ
არც გავდიოდი, თითქოსდა დაღლილი და ძილმორეული, ხოლო უმეტესად
ვსეირნობდი ისევე ზანტად, როგორც ყველა სხვა... თუმც ათიოდე წუთის სეირნობა,
და მეთვალყურე სანიტრის მახლობლად ხის ძირში ჩამოვჟდებოდი, ვითომდა
სიარულით მუხლმოღლილი... და ცოტა ხნის შემდეგ სანიტარს სულაც ნებართვას
ვთხოვდი, პალატაში ადრე დაბრუნებაზე... არადა, ეზოში ყოფნისას, გონება და მზერა
გაფაციცებით მუშაობდნენ, იქაურობას აკვირდებოდნენ... ვრცელი ეზო:
ადმინისტრაციული კორპუსი, სამკურნალო კორპუსი, და ბევრიც დამხმარე ნაგებობა
გაბნეულია, და ყველაფერი ხეებში ჩაფლულია, უამრავი ხე, მარადმწვანე ხეები,
ხეხილის ხეები... ხოლო შორს მოჩანს ეზოს ოთხივე მხრიდან შემორტყმული არცთუ
მაღალი, აგურის ღობე...
ფსიქიატრიული_საავადმყოფოს პაციენტების ახლობლებისგან ნახვა
ნებადართული იყო, ამანათების შეუზღუდავად გადმოცემაც, თუგინდ
ყოველდღიურად, არადა სამკურნალო კორპუსის პირველ სართულზე, მამაკაცების
განყოფილების პირველი და მეორე სართულების პაციენტების საერთო უგემური
სასადილო, დღეში მართალია სამჟერადი თუმცა მცირე ულუფით, პაციენტების
გამოკვებას ვერც აუვიდოდა, და ნახევრადშიმშილით გაავებული პაციენტებისგან
რთული პრობლემები წარმოექმნებოდათ. ფულის გადმოცემაც აკრძალული არ იყო.
იმით იქვე ფარდულში ნამცხვარს, ტკბილეულს შეიძენდით, ან მომსახურე
პერსონალს მახლობლად ცხელ შოთ პურზე გაგზავნიდით, მომტანისთვისაც
სახეიროდ.
მეც მქონდა უფლება ამანათების მიღებისა, ოღონდ ვინაიდან
ფსიქიატრიულ_საავადმყოფოში აღმოვჩნდი არა ჩვეულებრივი გზით არამედ
სასამართლოს განაჩენით, მომკითხველებთან უშუალო პაემანი აღკვეთილი მქონდა.
ჩემთვის განკუთვნილ ამანათს მიმღებში ერთ_ერთი სანიტარი იბარებდა, მეორე
სართულზე პალატაში ამომიტანდა და ბარათი მიჰქონდა მომკითხველთან,
დასტურით ამანათი გადმომცესო. პალატის ფანჟრიდან თუ ეზოში გადავიხედავდი,
ჩემს მომკითხველებსაც დავენახვებოდი და ცოტას გავისაუბრებდით სიტყვით და
Jესტიკულაციით, მაგრამ ამგვარი `პაემანი~ ჩემს თავს თვითონვე აღუკვეთე...
ხოლო საქართველოს ქრისტიანულ_მართლმადიდებლური ავტოკეფალური
ეკლესიისა კალენდრით ყოველწლივ.
ძველი სტილით 1 აგვისტო, მარიამობის ორკვირიანი ანუ თოთხმეტდღიანი
მარხვისა დასაწყისი.
ხოლო ძველი სტილით 6 აგვისტო, მარიამობის მარხვისა მე_6 დღე, და იესო
ქრისტეს ფერისცვალებისა საეკლესიო დიდი დღესასწაული.
ჰოდა, აღმოსავლური კალენდრით გველის წელს, და ასტრონომიული
ნიშნებით ლომის ზოდიაქოში, ძველი სტილით სწორედ_რომ 6 აგვისტოს ანუ
ახლებური სტილით 19 აგვისტოს, პარასკევს, ფსიქიატრიულ_საავადმყოფოში,
მომკითხველებისგან და მნახველებისგან უამრავი ხილი მოგვივიდა... და ხილს შევექ-
ცეოდით, და_რომ იტყვიან_ვერ ავუდიოდით. და პირველ სართულზე, საერთო
სასადილოში ხილი შექონდათ, ჩაგვქონდა, არადა იქაური დიდი მაცივრის თაროებიც
ამანათებს ვერ იტევდნენ, ჩემია_შენიას მუდმივსაკაცობრიო პრობლემა დროებით
მოიხსნა, ხილის თავსაყრელმა რაოდენობამ უმტკივნეულოდ გამოიწვია მისი ასე
ვთქვათ `განსაზოგადოება~... საერთო ხილთსაცავში თითოეულის შემოტანილი
წილის მეტ_ნაკლებობასაც მნიშვნელობა აღარ ექცეოდა, მამაკაცების განყოფილების
პირველი და მეორე სართულების მოუკითხავ_უამანათო ბინადრებსაც მაცივრის
დახუნძლულ თაროებზე ხელის ფათურის უფლება თავისუფლად და
დაუყვედრებლად მიეცა. და ეს ილუზიური იდილია და მამაკაცების განყოფილების
პირველი და მეორე სართულების მოდარაჟე სანიტრების და უკლებლად ყველა
იქაური პაციენტის დროებითი დაძმობილება_გათანასწორება განაპირობა
იმდღევანდელმა თავსაყრელმა სიუხვემ.
და მაშ, გაუმარჟოს, საარაკო სიუხვეს!
ერთხანს ხილთაჭამა შეწყდა.
პალატებში შეგვაბრუნეს და თითოეულს დანიშნულებისამებრ
`გვიმკურნალეს~. ჩემთვის განკუთვნილი აბები ჩვეულებისამებრ `მივიღე~.
სასეირნოდ გამოვედით.
მტკიცე გადაწყვეტილება მიღებული მქონდა. რამდენჟერმე იმავე ხეს
შემოვუარე, რომლის ძირშიც მეთვალყურე სანიტარი წამოწოლილიყო, მოზრდილი
ემალის ქვაბი ედგა ცივი ხილით სავსე და შეექცეოდა... სანიტარმა უკმაყოფილოდ
ამომხედა, თითქოსდა მზერით მისაყვედურა, ადამიანი ვნაყრდები და თავს რად
დამდგომიხარო. ჰოდა, გავეცალე... ფსიქიატრიული_საავადმყოფოს ვრცელი ეზოს
მთავარი შესასვლელის საპირისპირო მხარეს გავეშურე, სამკურნალო კორპუსსაც
ვშორდებოდი, ხეებში ვიკარგებოდი, ნაბიჟს ვუმატე, მაგრამ ვერ მივრბოდი,
ვფრთხილობდი, თვალი არავინ მომკრას_მეთქი...
შებინდება დაიწყო. სეირნობისათვის განკუთვნილი ერთი საათი დამთავრდა.
კორპუსში დარჩენილ_დამხვედრი მოდარაჟე სანიტრები და სეირნობიდან
დაბრუნებულებიც_მეთვალყურე სანიტარი და პაციენტები_ისევ ხილს მიირთმევენ.
ჩემს არყოფნას ვერც შეამჩნევენ, თუმცა თუ დავბრუნდი და კორპუსში შეშვება
ვითხოვე, იმას ვერ წარმოიდგენენ, რომ გაპარვას ვაპირებდი, ოღონდ ეზოში ჩემი
თვითნებური დარჩენისა და კორპუსში დაგვიანებით დაბრუნებისათვის შესაფერ
პატაკს დაწერენ, რა მიზეზითაცრეJიმს გამიმკაცრებენ, და შეიძლება ეზოში
გასეირნება მართლაცდა სანატრელი გამიხდეს, იქნებ ნემსები სულაც დამინიშნონ,
არადა ნემსებს_აბებისგან განსხვავებით_ვერ ავიშორებ... ამ ფიქრებში
ფსიქიატრიული_საავადმყოფოს ვრცელი ეზოს გალავანს მივადექი, გადაღმა
საცხოვრებელი კორპუსები მოჩანდა... აგურის გალავანი ორ_ნახევარი მეტრის
სიმაღლის იყო, ჟანმრთელი და იქაურ `მკურნალობას~ თავარიდებული ახალგაზრდა
კაცისთვის მასზე ასვლა და გადაძრომა სირთულეს არ წარმოადგენდა... გალავნიდან
ჩამოვხტი და ფსიქიატრიული_საავადმყოფოს ეზოს გადაღმა ფეხი დავდგი.
თავისუფლება!ჱ...
ახლა მთავარ უხერხულობად ჩემი ჩაცმულობა_საავადმყოფოს
პიJამა_მივიჩნიე. იქიდან ფეხით თხუთმეტი_ოცი წუთის სავალზე შესაფერი მაღაზია
მეგულებოდა. ჰოდა, ავტობუსის უახლოეს გაჩერებაზე ვინ იცის როდის მომსვლელ
ავტობუსს აღარ დაველოდე, აღარ შევყოვნდი, და იმ მაღაზიისაკენ ფეხით გავსწიე...
თუმცა მაღაზიასთან მისული, შევყოყმანდი, ვორჭოფობდი... არადა მაღაზია სადაცაა
დაიკეტებოდა, ღელვა გარეგნულად დავიოკე, და მაღაზიაში შევედი, იაფფასიანი
სპორტული რეიტუზი და ზედატანი შევირჩიე, ფარდის გაღმა დავდექი, და
მოკაზმულობა შევიცვალე, სარკეში ჩავიხედე, იქვე ეგდო რომელიღაც გაზეთი, და
გაზეთში საავადმყოფოს პიJამა საგულდაგულოდ გავახვიე, და ფარდის გაღმიდან
გამოვედი, ახლა თხელი შარვალი და უბრალო პერანგი შევირჩიე, სიმპათიურ
გამყიდველ გოგონას ცელოფანის ხელჩანთაში ჩავაწყობინე, ანგარიში გავუსწორე, და
დავემშვიდობე.
მაღაზიიდან გამოსულმა მომავალი ავტობუსი დავინახე, და ამჟერად მასში
ასვლა ვარჩიე... მტკვრისა მარცხენა მხარე, ვაგზლისა მოედანი, რკინიგზის
ტფილისის სამგზავრო სადგურის ვაგზალი. ჰოდა, ავტობუსიდან ჩამოსულმა,
ვაგზალს თავი შევაფარე... და იქაურ ტუალეტში შევედი და ტანსაცმელი ისევ
გამოვიცვალე, შარვალ_პერანგი ჩავიცვი, ხოლო სპორტული ფორმა ცელოფანის
ხელჩანთაში ჩავდე, მერე ვაგზლისა ვესტიბიულში გავედი და კედელზე
დაკიდებული მატარებლების მოძრაობის განრიგი წავიკითხე.
ლიხს_დასავლეთში მიმავალი მატარებლების სვლაგეზი.
ტფილისი.
მცხეთა.
შიდა_ქართლი.
ლიხს_აღმოსავლეთის და ლიხს_დასავლეთის გამყოფი ლიხის ქედის ძირში
სურამის უღელტეხილის მახლობლად გაჭრილი გვირაბი.
და აჰა, ლიხს_დასავლეთი: ზემო_იმერეთი; და ქვემო_იმერეთი...
რკინიგზის ტფილისის სამგზავრო სადგურის ვაგზლის ვესტიბიულშივე
სალაროებთან გადავინაცვლე, და ერთ_ერთ სალაროსთან რიგში ჩავდექი, და
ლიხს_დასავლეთში მიმავალ პირველივე მატარებელზე ბილეთი შევიძინე... საერთო
ვაგონში შევედი, და ერთბაშად მეორე თაროზე_კუთვნილ ადგილზე წამოვწექი... და
აჰა, მატარებელიც დაიძრა, ძილი არმეკარებოდა... ფანჟარა უხმაუროდ ჩამოვწიე, და
გაზეთში შეხვეული საავადმყოფოს პიJამა სიბნელეში მოვისროლე, `სახელმწიფო
ქონება~_რომ იტყვიან_ქარს გავატანე...
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:26 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აბესალომი: მომდევნო დღეს, დილითვე, და უფრო ზუსტად უთენია,
ლიხს_დასავლეთში, ქვემო_იმერეთში, მდინარის რიონის პირას_რკინიგზის რიონის
სადგურში მატარებელი შეჩერდა. და მატარებლიდან ჩამოვედი... და რიონის
სადგურიდან ქვემო_იმერეთშივე, და უფრო ზუსტად ქვემო_იმერეთის შუაგულს,
მდინარის რიონის პირას_ლიხს_დასავლეთის მთავარ_ქალაქ ქუთაისში მიმავალ
ეგრეთ წოდებულ საგარეუბნო მატარებელში გადავჟექი. და მალე ქუთაისში ჩავედი.
და ქუთაისში ჩემს გზას გავუყევი... და მაუდის ფაბრიკასთან, სახლს #1001 ადვილად
მივაგენი, ბინის კარზე დავაკაკუნე, მასპინძელმა გამიღო და მიცნო.
გამარჟობათ!Ó
იოანე_ლაზარე ზებედეს ძე: გამარჟობათ! შემობრძანდით!...
ეჰ, ჟონდო დავითის ძეს სასამართლო ულმობლად მოჰქცევია...
და თქვენც... თუმც ეტყობა თავი დააღწიეთ.
აბესალომი: დიახ, გუშინ, საღამოს, ფსიქიატრიული_საავადმყოფოდან
გამოვიპარე, და ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისიდან ლიხს_დასავლეთში
მატარებლით გამოვემგზავრე.
თავის დროზე, ლიხს_დასავლეთში, ქვემო_იმერეთში, და უფრო ზუსტად
ქვემო_იმერეთის შუაგულს, მდინარის რიონის პირას_ლიხს_დასავლეთის
მთავარ_ქალაქ ქუთაისში, ქრისტიან_მართლმადიდებელ საეკლესიო პირს, ვასილ
ლუკას ძე დოლაბერიძეს და მის მეუღლეს, სოფიო ყარამანის ასულ შავდიას
უცხოვრიათ. და მათ მოსწრებიათ ხუთი შვილი, ოთხი ასული და ერთი ძე:
ოლიმპიადა ვასილის ასული, თამარ ვასილის ასული, ნიკოლოზ ვასილის ძე, ნინო
ვასილის ასული და მარიამ ვასილის ასული დოლაბერიძეები.
და ოთხ დედმამიშვილს_ოლიმპიადა ვასილის ასულ, ნიკოლოზ ვასილის ძე,
ნინო ვასილის ასულ და მარიამ ვასილის ასულ
დოლაბერიძეებს_ახალგაზრდობაშივე, ლიხს_დასავლეთის მთავარ_ქალაქი ქუთაისი
დაუტოვებიათ, და ისინი ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში დასახლებულან... და
ტფილისში უქორწინიათ: ვიქტორ ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილს და ოლიმპიადა
ვასილის ასულ დოლაბერიძეს; ნიკოლოზ ვასილის ძე დოლაბერიძეს და ეკატერინე
მიხეილის ასულ გაგუას; დიომიდე ჟაოსის ძე ღვინიანიძეს და ნინო ვასილის ასულ
დოლაბერიძეს; სერგო კონსტანტინეს ძე ბაქრაძეს და მარიამ ვასილის ასულ
დოლაბერიძეს.
და ოთხი დედმამიშვილი_ოლიმპიადა ვასილის ასული, ნიკოლოზ ვასილის
ძე, ნინო ვასილის ასული და მარიამ ვასილის ასული დოლაბერიძეები_ახლა ცოცხალია; და ისინი მეუღლეებითურთ ახლაც ტფილისში ცხოვრობენ; და მათ
ტფილისში ჰყავთ: შვილები, რძლები, სიძეები, შვილიშვილები, და უკვე
შვილიშვილების შვილებიც.
ხოლო თამარ ვასილის ასული დოლაბერიძე, ტფილისის უნივერსიტეტის
საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი დაუმთავრებია, და ლიხს_დასავლეთის
მთავარ_ქალაქ ქუთაისში დაბრუნებულა. და თამარ ვასილის ასული დოლაბერიძე
ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სტუდენტებს საქართველოს
ისტორიულ_გეოგრაფიას ასწავლიდა.
ხოლო შვიდი წლის წინ, აღმოსავლური კალენდრით ძაღლის წელს, და
ასტრონომიული ნიშნებით კუროს ზოდიაქოში, ამ სახლში, მეზობელ ბინაში, თამარ
ვასილის ასული დოლაბერიძე გარდაცვლილა. და მაშინ ტფილისიდან ჩამოვიდნენ
თამარ ვასილის ასულ დოლაბერიძის დედმამიშვილები და მათი მეუღლეები და
მათი უკლებლად ყველა შვილი და მათი მეუღლეები და მათი შვილები_და მათ
შორის მეც, მაშინ ჩვიდმეტი წლისა ვიყავი, მეთვრამეტე წელში გადასული... ასე რომ,
ამ სახლში, მეზობელ ბინაში, ნამყოფი ვარ.
ხოლო ამ სახლის ეზოში გაშლილი საქელეხო სუფრის იმ მაგიდასთან
აღმოვჩნდი, რომელსაც თქვენ უძღვებოდით, როგორც საქელეხო სუფრის თამადის
ერთ_ერთი მოადგილე. იქიდან დამამახსოვრდით...
ხოლო ტფილისში, საბურთალოს სასაფლაოზე, რომ
გამომელაპარაკეთ_მიუხედავად განვლილი წლებისა, და მიუხედავად თქვენ მიერ
თურმე გამიზნულად შეცვლილი იერისა_მეცნეთ, და გაგიხსენეთ...
თქვენ სასაფლაოზე ისიც მითხარით: `...თავის დროზე, ჩემს მშობლიურ
ქალაქში, ქრისტიან_მართლმადიდებელი საეკლესიო პირი ცხოვრობდა. ქუთაისის
ქრისტიანულ_მართლმადიდებლური სასულიერო სასწავლებლისა
კურსდამთავრებული, და ტფილისის ქრისტიანულ_მართლმადიდებლური
სასულიერო სემინარიისა კურსდამთავრებული... ქრისტიან_მართლმადიდებლების
საეკლესიო სამღვდელო იერარქიით_დეკანოზი... ხოლო შემდგომ მათი
უწმიდესობისა საქართველოს ქრისტიანულ_მართლმადიდებლური ავტოკეფალური
ეკლესიისა კათოლიკოს_პატრიარქის ,,უშუალო კეთილმიხედულეობით~ იგი
მიტრით დაუჟილდოებიათ. დიახ, იგი მიტრით დაჟილდოებული და თავშებურული
დეკანოზი ანუ მიტროსანი დეკანოზი გახლდათ...~
იოანე_ლაზარე ზებედეს ძე: თამარ ვასილის ასულ დოლაბერიძესთან, ამ
სახლის მკვიდრთან და ბინადართან, ტკბილი მეზობლობა გვქონდა, მის თვალწინ
გავიზარდე... თამარ ვასილის ასულმა დოლაბერიძემ, გარდაცვალებამდე ერთი_ორი
წლით ადრე, თავისთან შემიპატიJა და მანახა წიგნების კარადის უკან, კედელში
მიმალული ნიშა, სადაც თურმე ინახავდა მათი მამის, განსვენებული მიტროსანი
დეკანოზის ვასილ ლუკას ძე დოლაბერიძის ხელნაწერებს. მთხოვა, ჩემი
გარდაცვალების მერე უპატრონეო...
თამარ ვასილის ასულ დოლაბერიძის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს ტფილისიდან ხელახლა ჩამოვიდნენ მისი დედმამიშვილები და მათი მეუღლეები და
მათი უკლებლად ყველა შვილი, და მათ პანაშვიდი და ქელეხი გადაიხადეს... ხოლო
მე, ნიშიდან ხელნაწერები გამოვიტანე, რის შესახებაც მხოლოდ განსვენებული
მიტროსანი დეკანოზის ვასილ ლუკას ძე დოლაბერიძის ერთადერთ ძეს_ნიკოლოზ
ვასილის ძე დოლაბერიძეს_ვუთხარი.
აბესალომი: იოანე_ლაზარე ზებედეს ძემ მეორე ოთახში მიმიპატიJა, საწერ
მაგიდასთან დადგმულ ღრმა სავარძელზე ხელით მიმანიშნა, ჩაჟექითო, თვითონ
მაგიდაზე ძველებური ყავისფერი გაცრეცილი პორტფელი დადო და რკინის საკეტი
გაუხსნა...
იოანე_ლაზარე ზებედეს ძე: განსვენებული მიტროსანი დეკანოზის ვასილ
ლუკას ძე დოლაბერიძის ხელნაწერები, რომლებიც თავად ხუთ ტომად დაულაგებია.
I ტომი. სარწმუნოება, ფილოსოფია, მეცნიერება და მათი
ურთიერთდამოკიდებულება_ისტორიული მიმოხილვა.
II ტომი. საუბრები `რელიგიის გასამართლების~ გამო.
III ტომი. სიტყვები და საუბრები საზოგადო მოვლენათა და მოღვაწეთა
შესახებ.
IV ტომი. ცხოვრებიდან.
და V ტომი. მოძღვრებანი.
და ეს ხელნაწერი ხუთტომეული პირველადვე წავიკითხე თუ არა, საბეჭდი
მანქანა ვიშოვე და ხელნაწერი ხუთტომეული სრულად გადავბეჭდე ერთ
ეგზემპლარად. ხოლო ხელნაწერი ხუთტომეულის სრულად გადაბეჭდილი
ერთადერთი ეგზემპლარიდან ორი ფოტო_პირი გადავიღე.
აბესალომი: და იოანე_ლაზარე ზებედეს ძემ ამჟერად მაგიდაზე ძველებური
ყავისფერი გაცრეცილი პორტფელის ხელნაწერ ხუთტომეულთან_თვისი სიტყვების
დასტურად_დადო: ერთი ლურჟ ყდიანი საქაღალდე; და ორიც რუხ ყდიანი
ურთიერთის მსგავსი საქაღალდე.
იოანე_ლაზარე ზებედეს ძე: და ადრე თუ გვიან.
ქუთაისის ისტორიულ_ეთნოგრაფიულ მუზეუმში ძველებურ ყავისფერ
გაცრეცილ პორტფელს განსვენებული მიტროსანი დეკანოზის ვასილ ლუკას ძე
დოლაბერიძის ხელნაწერი ხუთტომეულით_ჩემსა და მუზეუმს შორის დადებული
ორმხრივ ხელმოწერილი იურიდიკულად მართებული ნოტარიალურად
დადასტურებული ხელშეკრულების საფუძველზე_ჩავაბარებ.
ხოლო მათ უწმიდესობასთან საქართველოს
ქრისტიანულ_მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიისა
კათოლიკოს_პატრიარქთან საქართველოს ქრისტიანულ_მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიისა ეპარქიათა მღვდელთმთავართა თანდასწრებით
აუდიენციისას მათ უწმიდესობას ლურჟ ყდიან საქაღალდეს ხელნაწერი
ხუთტომეულის სრულად გადაბეჭდილი ერთადერთი ეგზემპლარით პირადად
გადავცემ.
ხოლო ორი რუხ ყდიანი ურთიერთის მსგავსი საქაღალდიდან ხელნაწერი
ხუთტომეულის სრულად გადაბეჭდილი ერთადერთი ეგზემპლარის თითო_თითო
ფოტო_პირით: ერთ-ერთ საქაღალდეს ხელნაწერთა ავტორის შვილებს და მათ
ნაშიერებს გადავცემ, დაე თვითონ შესაფერი რაოდენობით გადაამრავლონ; ხოლო
მეორე საქაღალდეს ჩემთვის დავიტოვებ.

აბესალომი: იოანე_ლაზარე ზებედეს ძე ერთხანს იმ ოთახიდან გავიდა, თუმცა
ცოტა ხნის შემდეგ შემობრუნდა, და დიდი ლანგრით საუზმე შემოიტანა, მაგიდის
მეორე კიდეზე ლანგარი დადო, საუზმე გააწყო და მიმიპატიJა, შეფიცხული პური,
ბოსტნეულის და ბრინჟის შეჭამანდები საკმაზ_სანელებლით, ჩაი მურაბით... ხოლო
ნასაუზმევს მან იმ ოთახში მარტო დამტოვა, კარიც მიმიხურა.
ორი რუხ ყდიანი ურთიერთის მსგავსი საქაღალდიდან ერთ_ერთი საქაღალდე
გადავშალე, და განსვენებული მიტროსანი დეკანოზის ვასილ ლუკას ძე
დოლაბერიძის_ჩემი წინაპრისა_ხელნაწერი ხუთტომეულის სრულად გადაბეჭდილი
ერთადერთი ეგზემპლარის ერთ_ერთი ფოტო_პირის კითხვას შევუდექი...
ხოლო რამდენიმე დღეში ლიხს_დასავლეთის მთავარ_ქალაქ ქუთაისს
დავტოვებ.
და იმ გზას გავუყვები, რომელი გზაც საუკუნიდან საუკუნემდე ქართველთა
ყველა თაობის წარმომადგენლებს გაუვლიათ, თუმცა მამა_პაპისა მიერ უკვე გავლილ
იმ გზას ქართველთა ყოველი მომდევნო თაობა ხელახლა გაიკვლევს, და იმ გზაზე
შემდგარი ყოველი ქართველი თითქოსდა იმ გზისა ხელახალი პირველგამკვლევია.
დიახ, რამდენიმე დღეში ლიხს_დასავლეთის მთავარ_ქალაქ ქუთაისს
დავტოვებ.
და ლიხს_დასავლეთსა შინა... ქვემო_იმერეთის სამხრეთ_დასავლეთი, და
მდინარის რიონის მარჟვენა მხარეს_ქვემო_იმერელი თავადების მიქელაძეების
მამაპაპეული საგვარეულო სამემკვიდრეო სამფლობელო ანუ სამიქელაძეო, და
სამიქელაძეოს შუაგულს დაბა კულაში, და მუნ მიქელაძეების მამაპაპეული
საგვარეულო მთავარი_ციხე_დარბაზი, ხოლო დაბისა კულაშის ჩრდილოეთით
მახლობლად სოფელი ჭაგანი, თუმცა ჩემი ბავშვობა_მოსწავლეობისას,
ზაფხულობით, იქ_კულაშში, და ჭაგანში_ყურმოკრული რომანტიკული
ნახევრად_ლეგენდების ახლა გამოჩხრეკისა და გამომზეურებისა დრო არ არის...
ჟობს, რამდენიმე დღეში ჩემ მიერ გასავლელი გზა გავისიგრძეგანო... მაშ,
სამიქელაძეო, ხოლო სამიქელაძეოს სამხრეთ განაპირას ქალაქი სამტრედია, და
რკინიგზის სამტრედიის სადგური_ლიხს_დასავლეთის სარკინიგზო მთავარი კვანძი,
ხოლო მახლობლად მდინარე რიონს მარჟვნიდან მდინარე ცხენისწყალი შეერთვის, ხოლო რიონ_ცხენისწყლისა შესართავის მახლობლად_ქვემო_იმერეთის და
სამეგრელოსი და გურიისა მიჟნა; დარიონის ქვემოწელი, სამეგრელოსი და გურიისა
გამმიჟვნელი, და შავ ზღვასთან, რიონის შესართავთან, ქალაქი ფოთი; და გურია, და
გურიასა შინა შავ ზღვაში მდინარეები სუფსა და ნატანები ჩაედინებიან.
ხოლო მესხეთსა შინა. აჭარა, და აჭარასა შინა: შავ ზღვაში მდინარეები
კინტრიში და დეხვი და ჩაქვისწყალი ჩაედინებიან, ხოლო შავი ზღვის პირას,
ჩაქვისწყლისა შესართავთან, მაღალსა კლდესა ზედა ქაჟეთის_ციხე, მტკიცე,
შეუვალი, კლდესა შინა აქვს გვირაბი, გამოკვეთილი გზად... და შავ ზღვაში
მდინარეები ყოროლისწყალი და ბარცხანა და ჭოროხი ჩაედინებიან, და შავ
ზღვასთან, ყოროლისწყლისა და ბარცხანისა და ჭოროხის შესართავებთან, აჭარის
მთავარ_ქალაქი ბათუმი... და შავ ზღვაში მდინარე ტიბაში_აჭარისა და კლარჟეთის
გამმიჟვნელი_ჩაედინება, და შავ ზღვასთან, ტიბაშის შესართავთან, სოფელი სარფი,
და ოსმანთა სასულთნოსთან სასაზღვრო ზოლი...
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:27 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
და აღმოსავლური კალენდრით გველის წელსვე, და ასტრონომიული ნიშნებით
ქალწულის ზოდიაქოში, ახლებური სტილით 4 სექტემბერს, კვირა_დღეს, მურვანმა
და ეთერმა იქორწინეს.

ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
და აღმოსავლური კალენდრით გველის წელსვე, ხოლო
ქრისტიან_მართლმადიდებლების საეკლესიო კალენდრით და საქართველოს
ქრისტიანულ_მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიისა კალენდრით შობის
წინა მარხვისას, მურვანს ოცდაექვსი წელი შეუსრულდა.
ქ_ნი მთხრობელი: და იგი შორეულ_აღმოსავლეთში გაამწესეს,
მაშრიყ_მაღრიბეთის იაკუტიის ეგრეთ წოდებული პერიფერიული სახანოს
გუბერნატორად დააწინაურეს.
და იგი მეუღლითურთ ახალი დანიშნულების ადგილას გამგზავრებულა, და
იაკუტიის მთავარ_ქალაქ იაკუტსკში ბინა დაუდევს
მეოთხე ფრაგმენტი

ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
მურვან დავითის ძის სამსახურებრივი წინსვლისა სრული ნუსხა.
მაშრიყ_მაღრიბეთის ცენტრალური_კანცელარია_კომიტეტის
წევრის_მაშრიყ_მაღრიბეთის ივერიის ეგრეთ წოდებული პერიფერიული სახანოს
გენერალ_გუბერნატორის ადიუტანტ_რეფერენტი.
მაშრიყ_მაღრიბეთის ივერიის ეგრეთ წოდებული პერიფერიული სახანოს
ერთ_ერთი მაზრის უფროსი.
მაშრიყ_მაღრიბეთის ივერიის ეგრეთ წოდებული პერიფერიული სახანოს
ვიცე_გუბერნატორი.
მაშრიყ_მაღრიბეთის იაკუტიის ეგრეთ წოდებული პერიფერიული სახანოს
გუბერნატორი, იაკუტიის მთავარ_ქალაქ იაკუტსკში რეზიდენცია.
მაშრიყ_მაღრიბეთის ცენტრალური_კანცელარია_კომიტეტის
წევრი_მაშრიყ_მაღრიბეთის დასავლეთ_თურქესტანის ეგრეთ წოდებული
პერიფერიული სახანოს გენერალ_გუბერნატორი, დასავლეთ_თურქესტანის
მთავარ_ქალაქ ტაშკენტში რეზიდენცია.
მაშრიყ_მაღრიბეთის ცენტრალური_კანცელარია_კომიტეტის
წევრი_მაშრიყ_მაღრიბეთის ისპაჰანის მეტროპოლიური სახანოს
გენერალ_გუბერნატორი, და მაშრიყ_მაღრიბეთის მთავარ_ქალაქის და სპარსეთის
ფედერაციის მთავარ_ქალაქის ისპაჰანის ობერ_ბურგომისტრი.
მაშრიყ_მაღრიბეთის ცენტრალური_კანცელარია_კომიტეტის
პრეზიდიუმ_ბიუროს წევრი_მაშრიყ_მაღრიბეთის ნავთობმოპოვების, ნავთობის
გადამუშავების, რეზერვაციის და ტრანსპორტირების, ნავთობქიმიური მრეწველობის
და ნავთობპროდუქტების რეალიზაციის მინისტრი.
ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო აღმოსავლური კალენდრით თაგვის ნაკიან წელს, ხოლო
ქრისტიან_მართლმადიდებლების საეკლესიო კალენდრით და საქართველოს
ქრისტიანულ_მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიისა კალენდრით შობის
წინა მარხვისას, მურვან დავითის ძეს ოცდაცამეტი წელი შეუსრულდა.
ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო მათი მაღალაღმატებულება მაშრიყ_მაღრიბეთის
Gენერალის_სეცრეტარიუს_მაშრიყ_მაღრიბეთის
ცენტრალური_კანცელარია_კომიტეტის პრეზიდიუმ_ბიუროს
თავმჟდომარე გარდაიცვალა.
და მაშრიყ_მაღრიბეთის ცენტრალური_კანცელარია_კომიტეტის
პრეზიდიუმ_ბიუროს დადგენილებით.
მათი მაღალაღმატებულება მაშრიყ_მაღრიბეთის
Gენერალის_სეცრეტარიუს_მაშრიყ_მაღრიბეთის ცენტრა-
ლური_კანცელარია_კომიტეტის პრეზიდიუმ_ბიუროს თავმჟდომარე მურვან
დავითის ძე შეიქნა.
ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო მაშრიყ_მაღრიბეთის ცენტრალური_კანცელარია_კომიტეტის
პრეზიდიუმ_ბიუროს მომდევნო დადგენილებით.
მათი მაღალაღმატებულების მაშრიყ_მაღრიბეთის
Gენერალის_სეცრეტარიუს_ის უმაღლესი თანამდებობა გაუქმდა.
და მათი უდიდებულესობისა მაშრიყ_მაღრიბეთის შაჰინშაჰის ზეუმაღლესი
ხარისხი_თანამდებობა დაწესდა.
და მაშრიყ_მაღრიბეთის ცენტრალური_კანცელარია_კომიტეტის
პრეზიდიუმ_ბიუროს იმ დადგენილებითვე.
მათი უდიდებულესობა მაშრიყ_მაღრიბეთის შაჰინშაჰი_მაშრიყ_მაღრიბეთის
ცენტრალური_კანცელარია_კომიტეტის პრეზიდიუმ_ბიუროს თავმჟდომარე_და
მაშრიყ_მაღრიბეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მურვან
დავითის ძე შეიქნა.
 
Форум » ლიტერატურა » პროზა » ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი "ღალატი"
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость