ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი "ღალატი" - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
Форум » ლიტერატურა » პროზა » ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი "ღალატი"
ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი "ღალატი"
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:29 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეხუთე ფრაგმენტი

ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ჩრდილოეთ_ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთ_ატლანტიკური
შტატები, და მერილენდის და ვირჟინიის შტატებს შორის, მდინარის პოტომაკის
მარცხენა მხარეს, ჩრდილოეთ_ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი
ვაშინგტონი, და მის შუაგულში თეთრი_სახლი, სადაც მათი მაღალაღმატებულების
ჩრდილოეთ_ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზიდენცია და
კანცელარია განთავსებულია.
და ვაშინგტონიდან, თეთრი_სახლიდან, ჩრდილოეთ_ამერიკის შეერთებული
შტატების უმაღლესი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ხანგრძლივი
გლობალური საერთაშორისო ზეწოლით, და მათი ეროვნული
ვალუტის_ჩრდილოეთ_ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის მძლავრობით,
ეგრეთ წოდებული მსოფლიო_ახლებური_წესრიგი დამყარდა, და მსოფლიოს
სახელმწიფოებრივ_პოლიტიკური რუკაც გარეგნულად გადასხვაფერდა,
გამრავალფეროვნდა...

ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო ქრისტიან_მართლმადიდებლების საეკლესიო კალენდრით იმ
წლისა_აღმოსავლური კალენდრით მაიმუნის ნაკიანი წლისა_ორმოცდარვადღიანი
დიდი მარხვა_ასტრონომიული ნიშნებით თევზების ზოდიაქოში_ძველი სტილით 25
თებერვალს ანუ ახლებური სტილით 9 მარტს, და რაღა თქმა უნდა ორშაბათს დაიწყო.

ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
აღმოსავლური კალენდრით მაიმუნის ნაკიანი წელი, და ასტრონომიული
ნიშნებით ვერძის ზოდიაქო, ახლებური სტილით 24 მარტი, სამშაბათი.
ჩრდილოეთ_ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი ვაშინგტონი,
თეთრი_სახლის პრეს_ატაშის განცხადება: მაშრიყ_მაღრიბეთის სატახტო_ქალაქი და
სპარსეთის ფედერაციის მთავარ_ქალაქი ისპაჰანი, ჩრდილოეთ_ამერიკის
შეერთებული შტატებისა მაშრიყ_მაღრიბეთში საელჩოსი პრეს_ატაშეს.
მათმა მაღალაღმატებულებამ ჩრდილოეთ_ამერიკის შეერთებული შტატების
პრეზიდენტმა_ნათქვამია განცხადებაში_გადაწყვიტა გადადგას სასწრაფო ნაბიჟები
ივერიასთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამყარებლად... ივერიის სამხედრო_სამოქალაქო დროებითი ძალაუფლება ახორციელებს ღონისძიებებს
ივერიაში ეროვნულ უმცირესობებთან თანხმობის მისაღწევად, და ივერიის
სამხედრო_სამოქალაქო დროებითი ძალაუფლება აცხადებს, რომ განზრახული აქვს
წელსვე დანიშნოს და კიდეც გამართოს ივერიის პარლამენტის საყოველთაო,
ნებაყოფლობითი, ფარული, პირდაპირი, დემოკრატიული არჩევნები, რის შემდეგ
ივერიის სამხედრო_სამოქალაქო დროებითი ძალაუფლება ივერიის ახალარჩეული
პარლამენტის მიერ ჩამოყალიბებულ ივერიის მთავრობას ძალაუფლებას გადასცემს,
და თვითგაუქმდება... ემყარება რა ივერიის სამხედრო_სამოქალაქო დროებითი
ძალაუფლების ამგვარ ქმედობას და მიზანსწრაფვას, მათ მაღალაღმატებულებას
ჩრდილოეთ_ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიაჩნია, რომ
ჩრდილოეთ_ამერიკის შეერთებული შტატები ივერიასთან დიპლომატიური
ურთიერთობის დამყარებით დაინტერესებულია. და ივერიის მთავარ_ქალაქ
ტფილისში: ჩრდილოეთ_ამერიკის შეერთებული შტატებისა ივერიაში საელჩო
გაიხსნება, და მათ აღმატებულებას ჩრდილოეთ_ამერიკის შეერთებული შტატებისა
ივერიაში ელჩს წარგზავნიან. და ჩრდილოეთ_ამერიკის შეერთებული შტატები ხელს
შეუწყობს ივერიის უშუალო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, და
პირველ ყოვლისა_საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, და მსოფლიო ბანკთან.

ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
და აღმოსავლური კალენდრით მაიმუნის ნაკიან წელს.
ასტრონომიული ნიშნებით ვერძის ზოდიაქოშივე, ახლებური სტილით
აპრილის დამდეგს, ჩრდილოეთ_ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, და ევროპის
სუვერენული სახელმწიფოების პოლიტიკურმა საკორდინაციო_საკონსულტაციო
საბჭომ, და გერმანიის კავშირმა, და ისრაელის სახელმწიფომ, და ოსმანთა
სასულთნომ, ივერიასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, და აქ,
ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში: მათი ივერიაში საელჩოები გაიხსნა, და მათ
თავ_თავისი ივერიაში ელჩი წარმოგზავნეს.
და ასტრონომიული ნიშნებით ვერძის ზოდიაქოშივე, ახლებური სტილით
12_13 აპრილს, კვირა_დღეს და ორშაბათს, ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში_მათი
მაღალაღმატებულების გერმანიის კავშირის კანცლერის განკარგულებით_მათი
აღმატებულება გერმანიის კავშირის ვიცე_კანცლერი_გერმანიის კავშირის საგარეო
საქმეთა მინისტრი ოფიციალური მეგობრული და ჩვენთვის ისტორიული ვიზიტით
გახლდათ.

ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო ქრისტიან_მართლმადიდებლების საეკლესიო კალენდრით იმ
წლისა_აღმოსავლური კალენდრით მაიმუნის ნაკიანი წლისა_ბრწყინვალე აღდგომის
უდიდესი დღესასწაული_ასტრონომიული ნიშნებით კუროს ზოდიაქოში_ძველი
სტილით 13 აპრილს ანუ ახლებური სტილით 26 აპრილს, და რაღა თქმა უნდა
კვირა_დღეს, და იმ წლისა ბრწყინვალე კვირა_დღეს აღინიშნა.ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
და აღმოსავლური კალენდრით მაიმუნის ნაკიან წელს.
ასტრონომიული ნიშნებით კუროს ზოდიაქოში, ახლებური სტილით 18_19
მაისს, ორშაბათ_სამშაბათს, ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში_მათი
უდიდებულესობისა ოსმანთა სულთნისა ნება_სურვილით, და მათი აღმატებულების
ოსმანთა სასულთნოსი პრემიერ_მინისტრის შესატყვისი განკარგულებით_მათი
აღმატებულება ოსმანთა სასულთნოსი საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური
მეგობრული ვიზიტით გახლდათ.
ხოლო ასტრონომიული ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოში, ახლებური სტილით
25_26 მაისს, ორშაბათ_სამშაბათს, ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში_მათი
მაღალაღმატებულების ჩრდილოეთ_ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის
განკარგულებით_მათი აღმატებულება ჩრდილოეთ_ამერიკის შეერთებული
შტატების სახელმწიფო მდივანი_ჩრდილოეთ_ამერიკის შეერთებული შტატების
საგარეო საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაური ოფიციალური მეგობრული
და ჩვენთვის ისტორიული ვიზიტით გახლდათ.
და ასტრონომიული ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოშივე, მომდევნო დღეებში,
ახლებური სტილით 27_28_29 მაისს, ოთხშაბათ_ხუთშაბათ_პარასკევს, ივერიის
მთავარ_ქალაქ ტფილისში, ივერიის სამხედრო_სამოქალაქო დროებითი
ძალაუფლების სახელზე მოვიდა არა ერთი და ორი მოსალოცი დეპეშა, რომლებსაც
ევროპის სუვერენული სახელმწიფოების მეთაურები, და პრემიერ_მინისტრები, და
საგარეო საქმეთა მინისტრები პერსონალურად ხელს აწერენ.
ხოლო ასტრონომიული ნიშნებით ლომის ზოდიაქოში, ახლებური სტილით
28_29 ივლისს, სამშაბათ_ოთხშაბათს, ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში_მათი
უდიდებულესობისა ოსმანთა სულთნისა ნება_სურვილით_მათი აღმატებულება
ოსმანთა სასულთნოსი პრემიერ_მინისტრი და მათი აღმატებულება ოსმანთა
სასულთნოსი საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური მეგობრული ვიზიტით
გახლდნენ.

ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
თავის დროზე ერთა მსოფლიო ლიგის დაარსებისას მის სამომავლო
სამოქმედო პროგრამას ქვაკუთხედად თურმე ასეთი თეზისი დაუდეს.
`ერთა გაერთიანება იმგვარ განსაკუთრებულ სტატუტებს დაეფუძნება,
რომლებიც ამ გაერთიანების წევრი ყველა სახელმწიფოსი_როგორც დიდი
სახელმწიფოების, ასევე ეგრეთ წოდებული მცირე სახელმწიფოების_პოლიტიკურ
დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფენ.~ ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო აღმოსავლური კალენდრით მაიმუნის ნაკიან წელს, და ასტრონომიული
ნიშნებით ლომის ზოდიაქოში, ახლებური სტილით 31 ივლისს, პარასკევს, ერთა
მსოფლიო ლიგის გენერალურმა ასამბლეამ ერთა მსოფლიო ლიგის უშიშროების
მუდმივმოქმედი საბჭოს რეკომენდაციით ერთა მსოფლიო ლიგის ახალ სრულუ-
ფლებიან წევრად სუვერენული ივერია მიიღო.
და ერთა მსოფლიო ლიგის უშიშროების მუდმივმოქმედი საბჭოს სამდივნომ
მათი აღმატებულება ერთა მსოფლიო ლიგისა ივერიაში რეზიდენტ_კოორდინატორი
დანიშნა, და ივერიაში წარმოგზავნა.
ხოლო ერთა მსოფლიო ლიგაში გაწევრიანებული სუვერენული ივერიის
მთავარ_ქალაქ ტფილისში, ერთა მსოფლიო ლიგის სახლი გაიხსნა, სადაც მათი
აღმატებულების ერთა მსოფლიო ლიგისა ივერიაში რეზიდენტ_კოორდინატორის
ოფისი განთავსდა.

აბესალომი: თოთხმეტი წელი და შვიდი თვე უცხო ქვეყნებში დავყავი...
ხოლო აღმოსავლური კალენდრით მაიმუნის ნაკიან წელს, და ასტრონომიული
ნიშნებით ვერძის ზოდიაქოში, ახლებური სტილით მარტის მიწურულს, სამშობლოში
დავბრუნდი.
აღმოსავლური კალენდრით მაიმუნის ნაკიანი წელი, და ასტრონომიული
ნიშნებით ისევ ვერძის ზოდიაქო, ახლებური სტილით 1 აპრილი, ოთხშაბათი.
ივერია. ლიხს_აღმოსავლეთი. ქართლი. ქვემო_ქართლი. ტფილისის ქვაბული.
და ტფილისის ქვაბულში, მდინარის მტკვრისა ორივე მხარეს_ივერიის
მთავარ_ქალაქი ტფილისი.
და ჩემს მშობლიურ ქალაქში დამხვდნენ.
ჩემი მშობლები.
დავით იესეს ძე ქაჟაია. და აღმოსავლური კალენდრით მაიმუნის ნაკიან წელს,
და ასტრონომიული ნიშნებით მორიელის ზოდიაქოში, მას სამოცდარვა წელი
შეუსრულდება.
და ნათელა ნიკოლოზის ასული დოლაბერიძე. და აღმოსავლური კალენდრით
მაიმუნის ნაკიან წელს, და ასტრონომიული ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოში, მას
სამოცდაერთი წელი შეუსრულდებადა ჩემს მშობლიურქალაქში დამხვდნენ.
ჩემი ბიძა, მამისა უფროსი ძმა, მელქისედეკ იესეს ძე ქაჟაია. და აღმოსავლური
კალენდრით მაიმუნის ნაკიან წელს, და ასტრონომიული ნიშნებით კირჩხიბის
ზოდიაქოში, მას სამოცდათორმეტი წელი შეუსრულდება.
და ჩემი დედმამიშვილები, დები, გუარანდუხტ დავითის ასული ქაჟაია და
ეკატერინე დავითის ასული ქაჟაია, და მათი მეუღლეები, და მათი შვილები_ჩემი
დისშვილები.
და ჩემი ბაბუა, დედისა მამა, ნიკოლოზ ვასილის ძე დოლაბერიძე. და
აღმოსავლური კალენდრით მაიმუნის ნაკიან წელს, და ასტრონომიული ნიშნებით
მერწყულის ზოდიაქოში, მას ოთხმოცდაათი წელი შესრულებია.
და ჩემი სამივე დეიდა: დედისა უფროსი დაი ლია ნიკოლოზის ასული
დოლაბერიძე, და დედისა ტყუპი დაი ცისანა ნიკოლოზის ასული დოლაბერიძე, და
დედისა უმცროსი დაი სოფიო ნიკოლოზის ასული დოლაბერიძე, და მათი
მეუღლეები, და მათი შვილები_ჩემი დეიდაშვილები, და მათი მეუღლეები, და მათი
შვილები_ჩემი დეიდაშვილების შვილები.
და ჩემი ნათესავები...
და ჩემი მეგობრები...
და ჩემი ნათლულები (ჩამოთვლის თანმიმდევრობა ასაკობრივი
უფროს_უმცროსობით): ვაJა მიხეილის ძე შვილდაძე, ოთარ ამირანის ძე მელია,
სოფიო იოანეს ასული მუსელიანი, ქეთევან რაულის ასული წულაია, ანა იოანეს
ასული მუსელიანი, ნინო ზურაბის ასული სურვილაძე, არჩილ გიორგის ძე
ძიძიგური, და ანა ზურაბის ასული სურვილაძე. და ჩემი რვა ნათლულიდან ექვსი
სამშობლოდან ჩემი გადახვეწის შემდეგ დაიბადა, და აქამდე მათი ნათლია
დაუსწრებლად გახლდით.
ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩემი უკლებლად ყველა ახლობელი_ამდენი წლის
გადახვეწილს_რაღა თქმა უნდა ცოცხალი არ დამხვდა...
ივერიის მთავარ_ქალაქი ტფილისი.
და მტკვრისა მარჟვენა მხარეს, ვერის უბანი, და ვერის უბნისა თავში, ვერისა
მყუდრო და ლამაზი სასაფლაო, და იმ სასაფლაოს შუაგულს_წმიდისა მკურნალის და
დიდმოწამისა პანტელეიმონის სახელობისა ეკლესია.
და მტკვრისა მარჟვენა მხარეს, ქალაქის ჩრდილო_დასავლეთით ვაკისა და
საბურთალოს სასაფლაოები.
და მტკვრისა მარჟვენა მხარეს, ქალაქის ტფილისის ჩრდილოეთ განაპირას,
საქართველოს თავდაპირველი დედაქალაქის და საქართველოს სამეფოს
თავდაპირველი სატახტო_ქალაქის მცხეთისაკენ მიმავალი გზატკეცილისხელმარცხნივ მუხათგვერდის სასაფლაო.
და აღმოსავლური კალენდრით ცხენის წელს, და ასტრონომიული ნიშნებით
მორიელის ზოდიაქოში, ჩემი ბაბუა, მამისა მამა, იესე იობედის ძე ქაჟაია
გარდაცვლილა. და თვისი დაბადებიდან ოთხმოცდამეოთხე წელს გარდაცვლილა. და
საბურთალოს სასაფლაოზე მისი ნეშტი დაუკრძალავთ.
და აღმოსავლური კალენდრით ტახის წელს, და ასტრონომიული ნიშნებით
ვერძის ზოდიაქოში, ჩემი მამისა ბავშვობიდან თანაშეზრდილი მეგობარი და
ტფილისის ვაJთა კლასიკური გიმნაზიიდან თანაკლასელი და თანამერხელი, ჩემი
ძვირფასი ნათლია ზურაბ გრიგოლის ძე ნემსიწვერიძე გარდაცვლილა. და თვისი
დაბადებიდან ორმოცდამეცხრამეტე წელს გარდაცვლილა. და ვერისა მყუდრო და
ლამაზ სასაფლაოზე წმიდისა მკურნალის და დიდმოწამისა პანტელეიმონის
სახელობისა ეკლესიის მახლობლადვე ჩემი ნათლიისა ნეშტი დაუკრძალავთ.
და აღმოსავლური კალენდრით ცხენის წელს, და ასტრონომიული ნიშნებით
ქალწულის ზოდიაქოში, ჩემი ბებია, მამისა დედა, მარიამ იოაკიმეს ასული მიქელაძე
გარდაცვლილა. და თვისი დაბადებიდან ოთხმოცდამეშვიდე წელს გარდაცვლილა.
და საბურთალოს სასაფლაოზე თვისი მეუღლისა და ჩემი ბაბუის იესე იობედის ძე
ქაჟაიას ნეშტსაყუდელთან მისი ნეშტი დაუკრძალავთ.
და აღმოსავლური კალენდრით ცხენის წელს, და ასტრონომიული ნიშნებით
ქალწულის ზოდიაქოში, ჩემი ბებია, დედისა დედა, ეკატერინე მიხეილის ასული
გაგუა გარდაცვლილა. და თვისი დაბადებიდან ოთხმოცდამეხუთე წელს
გარდაცვლილა. და მუხათგვერდის სასაფლაოზე მისი ნეშტი დაუკრძალავთ.
აღმოსავლური კალენდრით მაიმუნის ნაკიანი წელი, და ასტრონომიული
ნიშნებით ისევ ვერძის ზოდიაქო, ახლებური სტილით 9 აპრილი, ხუთშაბათი.
ივერია. ლიხს_აღმოსავლეთი. კახეთი. კუხეთი ანუ შემდგომდროინდელი_და
ახლანდელი გარეკახეთი.
და გარესჟის სერისა კლდოვანი მთები ბუნებრივი
გამოქვაბულებით_მღვიმეებით... და გარესჟისა პირველი მონასტერი_წმიდისა და
ღირსის საეკლესიო მამისა და იმ მონასტრის დამაარსებლისა დავით გარესჟელის
სახელობისა ლავრა_მონასტერი, ხოლო გარესჟას და მის სანახებს_მიდამოებს აკი
კრებითად ეწოდა დავითგარესჟა, და იქაურ მონასტრებს_დავითგარესჟისა
მონასტრები.
ხოლო იმ დღეს, ახლებური სტილით 9 აპრილს, ხუთშაბათს, წმიდისა და
ღირსის საეკლესიო მამისა დავით გარესჟელის სახელობისა ლავრა_მონასტერს
ვესტუმრე.
და ლავრა_მონასტრისა ერთ_ერთ^ სენაკში დამაბინავეს.
და ლავრა_მონასტერში სამონასტრო_მსახური გახლდით, ლოცვა_წირვისას ზარის_რეკა დაფსალმუნთ_კითხვა მევალებოდა.
და აღმოსავლური კალენდრით მაიმუნის ნაკიან წელსვე, და ასტრონომიული
ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოში, და ერთ დღესაც, იქ, ორმოცი წელი შემისრულდა...
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:30 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეექვსე ფრაგმენტი

მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!
აღმოსავლური კალენდრით მაიმუნის ნაკიანი წლისა მომდევნო მამლის წლისა
მომდევნო ძაღლის წლისა მიწურული.
და ასტრონომიული ნიშნებით თხის_რქისა ზოდიაქო.
ბ_ნი მთხრობელი: ხოლო საქართველოს ქრისტიანულ_მართლმადიდებლური
ავტოკეფალური ეკლესიისა კალენდრით შობის წინა მარხვა.
ძველი სტილით 18 დეკემბერი, შაბათი.
ხოლო ახლებური სტილით 31 დეკემბერი, შაბათი.
მასხარა: დიახ, ახლებური სტილით 31 დეკემბერია, შაბათია.
ხოლო ღამე ახალი წელი დადგება, აღმოსავლური კალენდრით ძაღლის წლისა
მომდევნო ტახის წელი დადგება...
აბესალომი: დიახ, ახლებური სტილით 31 დეკემბერია, შაბათია.
ხოლო ღამე ახალი წელი დადგება, აღმოსავლური კალენდრით ძაღლის წლისა
მომდევნო ტახის წელი დადგება... და ახალ წელს, ივერიის მთავარ_ქალაქ ტფილისში
ვხვდები, სადაც თავის დროზე თურმე ჩემთვის პირველ ახალ წელს, მომდევნო ახალ
წლებსა და ჩემთვის ოცდამეხუთე ახალ წელსაც შევხვდი... და მას შემდეგ თვრამეტი
წელიც გასულა. და აჰა, ახალ წელს, ჩემთვის ორმოცდამესამე ახალ წელს, ისევ
მშობლიურ ქალაქში ვხვდები.ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
და აღმოსავლური კალენდრით ტახის წელს ერთა მსოფლიო ლიგაში
გაწევრიანებულ სუვერენულ ივერიაში ეროვნული ვალუტა შემოღებულ იქნებაო,
ხოლო ივერიაში ეროვნული ვალუტის შემოღებამდე ფულადი ანგარიშსწორება
ოფიციალურად ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ_ისევ და ისევ_სპარსული
რიალებით. დიახ, ივერიაში ოფიციალურად ასეა ნებადართული, მაგრამ ივერიაში
რეალურად ყველა სოლიდური ფულადი ანგარიშსწორება ჩრდილოეთ_ამერიკის
შეერთებული შტატების დოლარებით ხდება...

ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ერთა მსოფლიო ლიგაში გაწევრიანებული სუვერენული ივერიის
მთავარ_ქალაქი ტფილისი, მტკვრისა მარჟვენა მხარე, ქალაქის
ჩრდილო_დასავლეთით ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოები, ხოლო ვაკის
დასახლებისა ბოლოს_ვაკის სასაფლაომდე არ მისული, ვაკის დასახლებიდან ვაკის
სასაფლაოს იქით დაბისა ბაგებისაკენ და დაბისა წყნეთისაკენ მიმავალი
გზატკეცილის ხელმარჟვნივ, თუმც არა გზატკეცილის გაყოლებაზე, არამედ
შედარებით სიღრმეში, თითქოსდა განცალკევებით მდებარე კარ_მიდამო.
მასხარა: და აღმოსავლური კალენდრით ტახის წლისა დამდეგს, და
ასტრონომიული ნიშნებით თხის_რქისა ზოდიაქოში, ახლებური სტილით
შუა_იანვარს, აბესალომ დავითის ძემ ის კარ_მიდამო შეიძინა.
ბ_ნი მთხრობელი: და იმ კარ_მიდამოს_პატარა ეზო, და ერთსართულიანი
სახლი, ღია აივნით, და ორი ოთახით, და დამხმარე სათავსოებით_ქვიტკირის
დაბალი გალავანი არტყია, ზედ შემოწნული ტყრუშული ღობით. გალავან_ღობეშივე
ჩადგმულია რკინის ჭიშკარი, საიდანაც სახლისკენ მიემართება მოკირწყლული
ბილიკი, რომლის ბოლოსაც სამსაფეხურიანი ქვის კიბეა, ხოლო კიბის თავთან, ღია
აივნისა ხის მოაჟირშივე ჩაჭრილია სახლში შესასვლელი. თვით სახლში ორივე
ოთახის საერთო კედელში დატანებულია აგურის ბუხარი ორმხრივი კერით ანუ
სანთებით. და კარ_მიდამოს გემოვნებით გაშენებული, ხეხილის მცირე ბაღი
ამშვენებს.
მასხარა: და აღმოსავლური კალენდრით ტახის წელს, და ასტრონომიული
ნიშნებით მერწყულის ზოდიაქოში, ახლებური სტილით შუა_თებერვალს, იქ,
აბესალომ დავითის ძე დასახლდა.
ხოლო დაბათა ბაგებისაკენ და წყნეთისაკენ მიმავალი გზატკეცილის ორივე
მხარეს სპორტული კომპლექსებია და გზატკეცილის გადაღმა_კუთა ტბისაკენ
აღმავალი ფერდობი, რომელსაც აბესალომ დავითის ძე თითქმის ყოველ დილით
ფეხით შეუდგება, და იგი ორ_სამ საათს ბუნების წიაღში_ტბისა სიახლოვეს ატარებს...ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო ქრისტიან_მართლმადიდებლების საეკლესიო კალენდრით იმ
წლისა_აღმოსავლური კალენდრით ტახის წლისა_ორმოცდარვადღიანი დიდი
მარხვა_ასტრონომიული ნიშნებით თევზების ზოდიაქოში_ძველი სტილით 21
თებერვალს ანუ ახლებური სტილით 6 მარტს, და რაღა თქმა უნდა ორშაბათს დაიწყო.

მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!
აღმოსავლური კალენდრით ტახის წელი.
და ასტრონომიული ნიშნებით ვერძის ზოდიაქო.
ძველი სტილით 25 მარტი, პარასკევი.
ანუ ახლებური სტილით 7 აპრილი, პარასკევი.

ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო საქართველოს ქრისტიანულ_მართლმადიდებლური ავტოკეფალური
ეკლესიისა კალენდრით ყოველწლივ.
ძველი სტილით 25 მარტი, მთავარანგელოზის გაბრიელის მიერ
ყოვლად_წმიდისა მარიამის ხარებისა საეკლესიო დიდი დღესასწაული.

მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!
ერთა მსოფლიო ლიგაში გაწევრიანებული სუვერენული ივერიის
მთავარ_ქალაქი ტფილისი, მტკვრისა მარცხენა მხარე, მიხაილ სემიონის ძე
ვორონცოვის სახელობის პროსპექტი #43 / გაბრიელ მკრტიჩის ძე სუნდუკიანის
სახელობის ქუჩა #2, ორსართულიანი სახლი, ღვინის სარდაფით, პირველ სართულზე
საყოფაცხოვრებო_მომსახურების ობიექტი, ხოლო მეორე სართულზე, და ეზოსა
შინა_ბინები.
და იმ სახლის მეორე სართულზე_საყოფაცხოვრებო_მომსახურების ობიექტის
თავზე_ჟონდო დავითის ძის ბინა.

ჟონდო დავითის ძე: ზუსტად თვრამეტი წლის წინ_აღმოსავლური
კალენდრით გველის წელს, და ასტრონომიული ნიშნებით ვერძის ზოდიაქოში, ძველი სტილით სწორედ_რომ 25 მარტს ანუ ახლებური სტილით 7 აპრილს,
ხუთშაბათს, ხოლო საქართველოს ქრისტიანულ_მართლმადიდებლური
ავტოკეფალური ეკლესიისა კალენდრით მთავარანგელოზის გაბრიელის მიერ
ყოვლად_წმიდისა მარიამის ხარებისა საეკლესიო დიდ დღესასწაულს, ხოლო
ქრისტიან_მართლმადიდებლების საეკლესიო კალენდრით იმ წლისა:
ორმოცდარვადღიანი დიდი მარხვისა ბოლო, მეშვიდე კვირეულის ანუ ვნების
კვირეულის დიდ ხუთშაბათს_ივერიის მთავარ_ქალაქში, მტკვრისა მარჟვენა მხარეს,
ქალაქის ჩრდილო_დასავლეთით, საბურთალოს სასაფლაოზე აკი დამაპატიმრეს.
და პატიმრობაში ზუსტად თხუთმეტი წელი გავატარე.
ხოლო ზუსტად სამი წლის წინ_აღმოსავლური კალენდრით მაიმუნის ნაკიან
წელს, და ასტრონომიული ნიშნებით ვერძის ზოდიაქოში, ძველი სტილით
სწორედ_რომ 25 მარტს ანუ ახლებური სტილით 7 აპრილს, სამშაბათს, ხოლო
საქართველოს ქრისტიანულ_მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიისა
კალენდრით მთავარანგელოზის გაბრიელის მიერ ყოვლად_წმიდისა მარიამის
ხარებისა საეკლესიო დიდ დღესასწაულს_განვთავისუფლდი და აქეთ, ივერიის
მთავარ_ქალაქისკენ გამოვსწიე.
პატიმრობაში ზუსტად თხუთმეტი წელი აკი გავატარე.
პირველი ორი თვე, სასამართლომდე, ივერიის მთავარ_ქალაქში, მტკვრისა
მარჟვენა მხარეს, ორთაჭალაში, ივერიის მთავარ_ქალაქის #1 ციხეში_ეგრეთ
წოდებულ გენერალ_საგუბერნატორო ციხეში გახლდით.
ერთი თვეც სპეციალური მატარებლით_ეგრეთ წოდებული ეტაპით_შორეულ
გზას მოვუნდი.
და თოთხმეტი წელი და ცხრა თვეც შორეულ_ჩრდილოეთში, და კერძოდ
ეგრეთ წოდებული თეთრი_დათვების_ქვეყანაში დავყავი.
ჰოდა, ის საკონცენტრაციო ბანაკი_უამრავი იმგვარი საკონცენტრაციო ბანაკის
მსგავსად_სამი მხრიდან დენიანი მავთულხლართებით და მაღლივ საგუშაგოზე
მდგომი, ავტომატებით და ძაღლებით შეიარაღებული გუშაგებით დაცული იყო.
ხოლო მეოთხე მხრიდან საკონცენტრაციო ბანაკებს ოკეანისა ყინულოვანი ნაპირი
ერტყა. მოქალაქეობრივ ელემენტარულ უფლებებს აყრილი პატიმრები იმ უფასო
მუშახელს წარმოადგენდნენ, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ იმდენს აჭმევდნენ
და აცმევდნენ, რომ მძიმე შრომა შესძლებოდათ, ხოლო შრომის საზღაურად არ
კლავდნენ. საკონცენტრაციო ბანაკის ერთი ნაწილი ქალთა საპატიმროს ეკავა, იგი
დანარჩენი ტერიტორიიდან კედლით გამოყოფილი იყო. იქ, სხვადასხვა ეროვნების,
ასაკისა და წარმოშობის ქალები თავმოყრილ იყვნენ წამების, დაუნაყრებლობის,
ყინვისა და მძიმე ფიზიკური შრომის თანასწორ პირობებში მამაკაცებთან...
ერთხელაც ისპაჰანში თურმე შენიშნეს, რომ პატიმრები დიდ, მაგრამ მაინც არა
იმდენ ფინანსურ მოგებას იძლევიან, რამდენიც მაშრიყ_მაღრიბეთის
ცენტრალური_კანცელარია_კომიტეტის წევრს_მაშრიყ_მაღრიბეთის
ეკონომიკური_დაგეგმარების მინისტრს უბრძანებია. დაიწყეს ამის მიზეზთა კვლევა და მიზეზიც აღმოაჩინეს. ორსული და ახლად ნამშობიარები ქალებისფიზიკური
შრომით დატვირთვა_მოგეხსენებათ_არ შეიძლება, ისინი უუნარონი არიან
პროდუქტიული შრომისათვის. პატიმარმა ქალებმაც რა დაინახეს, რომ ორსულობა
მუშაობისგან თავის არიდების საშუალებას იძლევა, მაქსიმალურად უმატეს
შობადობას... ვერც ქალთა საპატიმროების მკაცრმა იზოლაციამ გაჭრა. გარკვეულ
გასამრჟელოდ გუშაგები მაინც ახვედრებდნენ პატიმარ ქალებსა და კაცებს. და აი,
იმპერიის პატიმარ ქალთა მრავალრიცხოვანი არმია იმპერიისათვისვე
ეკონომიკურად არამომგებიანი გახდა. და მათ კიდევ ახალშობილებიც ემატებოდნენ,
რომლებზეც მინიმალური, მაგრამ მაინც გარკვეული რაოდენობა საჭმელი და
ტანსაცმელი იხარჟებოდა. ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ მაშრიყ_მაღრიბეთის
ცენტრალურმა ხელისუფლებამ უმჟობესად ჩათვალა პატიმარ ქალთა საყოველთაო
ამნისტიის პროექტი მოემზადებინა, თუმცა...
მაშრიყ_მაღრიბეთის ცენტრალური_კანცელარია_კომიტეტის
პრეზიდიუმ_ბიუროს წევრი_მაშრიყ_მაღრიბეთის
საკონტროლო_სარევიზიო_საინსპექციო_სამედიატორო
გაერთიანებული_საგანგებო_კომისიის თავმჟდომარე, განსაკუთრებულად
გავლენიანი პირი, საკმაოდ ხნიერი კაცი, თითქოსდა დაუშრეტელი ენერგიით... და
მან ახლაც ვერ მოისვენა. და მას უბრძანებია: შექმნილ მდგომარეობას ადგილზევე
შევისწავლიო. და იგი სპეციალური სამთავრობო ყინულმჭრელი გემით იმპერიის
უკიდურესი ჩრდილო_დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გაეშურა, და
ყინულმჭრელიდან ოკეანისა ყინულოვანი ნაპირის გასწვრივ განლაგებულ
საკონცენტრაციო ბანაკებს უამრავი პატიმრით შეჰყურებდა. და ყინულმჭრელმა
ოკეანე გადასერა, იმპერიის უკიდურეს ჩრდილო_აღმოსავლეთს მიაღწია, და უკან
დასაბრუნებლად მოემზადა. საიმპერიო მაღალი პირის ბრძანებასღა ელოდნენ. მისი
მკაცრი სახე ამ მოგზაურობისას კიდევ უფრო მოიღუშა, მთელი გზა სიტყვა არ
დასცდენია... და აი, ბოლოს და ბოლოს, ბრძანების გასაცემად მოემზადა.
ნაპირიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ოკეანისა მთელი ნაპირის
გასწვრივ, საკონცენტრაციო ბანაკების დენიანი მავთულხლართების მიღმა რკინიგზა
გადიოდა, თვითონ პატიმართა ხელით აშენებული. და საიმპერიო მაღალმა პირმა
ბრძანა: დედებს ყველა ბავშვი მოაშორეთო, და ბავშვები საკონცენტრაციო
ბანაკებიდან გამოიყვანეთო; აასრულეს! და ისევ ბრძანა: ბავშვები რკინიგზის
ლიანდაგზე დაყარეთო; აასრულეს! და პატიმარი ქალები დგანან, მათ უკან გუშაგები
ავტომატებით და ძაღლებით დგანან, წინ დენიანი მავთულხლართებია, მის იქით
რკინიგზის ლიანდაგია, და ლიანდაგზე_მათი ბავშვები...
და აი, საიმპერიო მაღალი პირის ბოლო ბრძანებაც გაისმის: მე
ყინულმჭრელით უკანვე ვბრუნდები, ხოლო ლიანდაგზე მატარებლის ეშელონმა
იმოძრაოსო.
და მრავალტონიანი მატარებლის ეშელონი იმპერიის უკიდურესი
ჩრდილო_აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით დაიძრა, იმპერია
გადასერა და თავისი რკინის თვლებით ლიანდაგზე დაყრილ ასობით ბავშვს
გადაუარა... და მატარებლის ეშელონის ბორბლებს თოვლთან ერთად, ბავშვთა
სისხლი, თმები, ნაწლავები მიკრობოდა. ის ბავშვები, რომლებმაც ლიანდაგიდან გადასვლა მოახერხეს, ყინვამ და შიმშილმა მოსპო. პატიმარ დედათაგან, ბევრი
დენიან მავთულხლართებზე მიკრული გარდაიცვალა, როდესაც შვილთა შველას
ცდილობდნენ, ბევრიც ჭკუიდან შეირყა...
საიმპერიო მაღალი პირი ისპაჰანში დაბრუნდა.
და მან ყოველივე ეს რატომ გააკეთაჱ რათა მომავალში პატიმარ ქალებს,
რომლებმაც თავისი თვალით უცქირეს ამ ამბავს და იმათაც, ვისაც შემდგომში
დააპატიმრებდნენ და სხვათა მონაყოლით გაიგებდნენ მომხდარის შესახებ, აღარ
დაბადებოდათ სურვილი პატიმრობისას ბავშვების გაჩენისა და სამუშაოდან თავის
არიდებისა; და საერთოდ, ყველა პატიმარი უკლებლივ, ქალი თუ კაცი, საბოლოოდ
უნდა დარწმუნებულიყო, თუ რაოდენ სავალალო შედეგი მოსდევს
მაშრიყ_მაღრიბეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან ცუღლუტობას,
თვალთმაქცობას, ეშმაკობას და საერთოდ მაშრიყ_მაღრიბეთის ცენტრალური
ხელისუფლების ნება_სურვილისადმი რამე ფორმით წინააღმდეგობის გაწევას
თვითვე ურჩთათვის.
არასოდეს არავისთან სიტყვა არ დამცდენია ამის შესახებ და არც ახლა
მოვყვებოდი, რომ არა ერთა მსოფლიო ლიგაში გაწევრიანებული სუვერენული
ივერიის პრესა; ჩვენივე, ადგილობრივი, აქაური, გუშინდელი გაზეთები იუწყებიან,
რომ ის საიმპერიო მაღალი პირი, ვინც ერთ დროს მოიმოქმედა ყოველივე ეს, ღრმად
მოხუცებული გარდაცვლილა... და ნეკროლოგებში ახალგარდაცვლილის
მაშრიყ_მაღრიბეთის სახელისუფლო იერარქიაში კარიერისტული ზეაღსვლა
სკურპულოზურად დაფიქსირებულია, თუმცა სხვადასხვა გაზეთში სხვადასხვაგვარი
ტენდენციის კომენტარით, ქვეტექსტებით, თუ შეფარული ანდა სულაც აშკარა
ირონიით... მაგრამ მთავარი ეს არ არის, ნეკროლოგებთან ფოტო_სურათებიცაა; ჰოდა,
ერთ_ერთ ფოტო_სურათზე_ის კაცი თავისი ოჟახის წევრებთან ერთად, შვილიშვი-
ლებით გარშემორტყმული, რომელთაგან ორი უმცროსი ბაბუას მუხლებზე უზის, და
იმ საერთოდ მრისხანე კაცის იერში და მზერაში რაოდენი სითბო, ალერსი,
მზრუნველობა გამოსჭვივის, თავისი შვილიშვილების მიმართ რაოდენი სიყვარული
იგრძნობა. და სწორედ ამან შემზარა. კაცს, რომელიც ძალ_ღონეს არ დაიშურებდა
თავისი პატარების გულისთვის, ცივ ნიავსაც არ მიაკარებდა მათ, ამავე დროს
შესწევდა უნარი ესოდენ წარმოუდგენლად გულბოროტი და დაუნდობელი
ყოფილიყო სხვისი ბავშვების მიმართ, შეეძლო მოემოქმედა ამგვარი რამ და შემდეგ
ისე განეგრძო არსებობა, თითქოსდა არაფერიც არ მომხდარაო...
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:30 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
იოანე კონსტანტინეს ძე, დრამატურგი, ტფილისის შოთა რუსთაველის
სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტის
კურსდამთავრებული, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს
თეატრალური მუზეუმის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, და
ტფილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრისა
და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო_კვლევითი სექტორის სწავლული_მდივანი, პროფესორი.
მასხარა: ხოლო შემდგომ იოანე კონსტანტინეს ძე ივერიის
სამხედრო_პოლიტიკურ_სახელმწიფოებრივ ასპარეზზე...

ბ_ნი მთხრობელი: ერთა მსოფლიო ლიგაში გაწევრიანებული სუვერენული
ივერია. ლიხს_აღმოსავლეთი. ქართლი. ქვემო_ქართლი.
და თრიალეთის ქედის მაღალი მთისა სამხრეთ კალთაზე მდინარე ალგეთი
სათავეს იღებს, და ალგეთი სამხრეთ_აღმოსავლეთის მიმართულებით მიედინება, და
მდინარე მტკვარს მარჟვნიდან ალგეთი უერთდება.
ხოლო თრიალეთის ქედის იმ მაღალ მთასა ზედა ალგეთის სათავის
მახლობლად_კლდე_კარის ციხესიმაგრე.
და ახლა კლდე_კარის ციხესიმაგრის საპატიმროს ბინადარი იოანე
კონსტანტინეს ძე გახლავთ.
მასხარა: თუმც იოანე კონსტანტინეს ძის ერთ_ერთ პიესაში, ,,Uლტიმა რატიო~,
დრამა ორ_ნაწილად, ერთ_ერთი მოქმედი პირი თურმე ასეთ სიტყვებს წარმოთქვამს.
`ყოველი ადამიანი ასე თუ ისე თავისი თავის გამომგონებელია, აქვს საკუთარი
ხატი, რომელიც უმთავრესად შეიცავს კეთილ მოგონებებს, თუ, რასაკვირველია,
ასეთი არსებობს მის ცხოვრებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელი სიცოცხლის
განმავლობაში მეჩვენებოდა, რომ ცხოვრების უსამართლობა, მისი მახინჟი
მოვლენები დროებითი ვითარებებია, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ადამიანებმა გაიგეს
რაღაც ისეთი, რაც ჩემთვის მიუწვდომელი დარჩა, მიეჩვივნენ სულ სხვაგვარად
ფიქრსა და ცხოვრებას, ამიტომაც ყველაზე შესაფერი და ბუნებრივი ადგილი ჩემთვის
ციხეა.~

ბ_ნი მთხრობელი: კლდე_კარის ციხესიმაგრის საპატიმრო.
და იქ პატიმრები თითებზე ჩამოსათვლელადაა.
ერთი შვიდკაციანი ჟგუფია, ერთურთს ბორკილებით გადაჟაჭვული,
უცხოელები, მაჰმადიანები არიან...
და გამორჩეული მარტოხელი პატიმარი_იოანე კონსტანტინეს ძე_მარჟვენა
ფეხზე ბორკილგაყრილი.
და გამორჩეული მარტოხელი პატიმარი_იოანე კონსტანტინეს ძე_თვის
წილხვდომილ ბორკილს, რაღა თქმა უნდა, მარტო დაატარებს. მასხარა: და იოანე კონსტანტინეს ძე თითქოსდა მუდმივპატიმარია, და
მუდმივთავისუფალიც, და მუდმივახალგაზრდაც, მართლაცდა უნიკალური
ბიოგრაფიისაა...
და იოანე კონსტანტინეს ძე, პროზაიკოსი.
`სანიტარული მატარებელი~, რომანი.
`ლიმონათის ქვეყანა~, რომანი.
`სამი განზომილება~, მემუარები.
და `სარეJისორო გეგმა~, რომანი.

აბესალომი (ბარათს კითხულობს): ,,აბესალომ, საყვარელო!
დიდი მადლობელი ვარ ყურადღებისათვის... მაინტერესებს შენი
შემოქმედებითი საქმიანობა. შენი ფაქიზი სული აუცილებლად ლამაზ, ღრმა და
ტკბილხმოვან შემოქმედებით ნაყოფს ააJღერებს_დარწმუნებული ვარ. დღეს ყველაზე
ძვირფასი თვისება_უანგარობა და თანაგრძნობის ნიჭია, რითაც შენ გამოირჩევი და
დიდად მახარებს, რომ ჩვენ მეგობრები ვართ. აბესალომ, რაღა თქმა უნდა, ძლიერ
გაბნეულ ვითარებაში გწერ და იქნებ რაღაც ისე ვერ მოგწერო. ამიტომ ვწყვეტ წერას
და გეხვევი ძმურად და მამაშვილურად.
იოანე კონსტანტინეს ძე.~

ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ერთა მსოფლიო ლიგაში გაწევრიანებული სუვერენული ივერიის
მთავარ_ქალაქი ტფილისი, მტკვრისა მარჟვენა მხარე, ქალაქის
ჩრდილო_დასავლეთით ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოები, ხოლო ვაკის
დასახლებისა ბოლოს_ვაკის სასაფლაომდე არ მისული, ვაკის დასახლებიდან ვაკის
სასაფლაოს იქით დაბისა ბაგებისაკენ და დაბისა წყნეთისაკენ მიმავალი
გზატკეცილის ხელმარჟვნივ, თუმც არა გზის პირას, არამედ შედარებით სიღრმეში,
თითქოსდა განცალკევებით მდებარე აბესალომის, დავითის ძისა კარ_მიდამო.
და იქ აბესალომი, დავითის ძე და ეთერი, სხვა დავითის ასული.

ეთერი: აბესალომ, ასე მეგონა, ჩემთან პირველი თვითონ მოხვიდოდი... მე შენ,
აბესალომ, გელოდი, შენზე ფიქრში წლებმა გაიარა, შენი დაბრუნების დღე ბედნიერ
დღედ წარმომედგინა... და შენ დაბრუნდი, არადა უცნაურად დაბრუნდი. სატახტო_ქალაქ ისპაჰანს განერიდე, და მათი უდიდებულესობისა სასახლეს
განერიდე. დიახ, იქაურობას_რომ იტყვიან_ზურგი შეაქციე, ზურგი შეგვაქციე. და
ივერიაში, მშობლიურ ქალაქში დასახლდი... თუმცა შენ, აბესალომ, ადრიდანვე,
უცნაური ბედი გერგო... ალბათ ამიტომაც გახდი ფრთხილი და ნაკლებმიმნდობი...
არადა ცხოვრების უკუღმართობამ, ნუთუ ისე გაგიყინა გული, რომ დღესდღეობით
შენს ერთ დროს ფაქიზ და მგრძნობიარე არსებაში ანგარიშიანი გონება მთლიანად
თრგუნავს მოსიყვარულე გულს... მზერას რად მარიდებჱ ნუთუ განვლილმა წლებმა
და ჩემმა გამორჩეულმა მდგომარეობამ იმდენად შემცვალეს, რომ შენთვის უცხო
არსებად გადავიქეციჱ... რად სდუმხარჱ უარის ნიშნად თავი მაინც გააქნიე. მე აქ განა
იმისთვის მოვედი, რომ გულცივი და უგრძნობი აბესალომი მეხილაჱ არა, ეს ჩემთვის
ძნელასატანი იმედგაცრუება იქნება... ჩემთვის ერთ სიტყვასაც არ იმეტებჱ... ასეთი
სიჟიუტე რად გჭირდებაჱ... იქნებ გინდა, მაგ გზით თავი შემაძულო, რათა შენთან
შეხვედრა აღარ ვისურვო... ვაJკაცს ესოდენი შორსმჭვრეტელი სიფრთხილე არ
შეჰფერის. ნუთუ ცხოვრებამ იმდენად დაგაძაბუნა, რომ ლაჩარი გახდი... აბესალომ,
შენს ბედ_იღბალს უმადლოდე, რომ ხასიათში თუ არა, სამაგიეროდ იერში,
გამომეტყველებაში, სიარულში და მიხრა_მოხრაში ბევრი შემოგრჩა იმ
აბესალომისგან, რომელსაც ვუყვარდი... ჩემს გულს მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ არ
ძალუძს შენი შეძულება; თუმცა გონების კარნახს თუ ავყევი, ესოდენ გულცივი
შეხვედრისათვის უნდა შეგიძულო, და მაშინ... არადა სამართლიანად განრისხებულ
ქალს ბევრი უსიამოვნების მოყენება შეუძლია, მით უმეტეს ჩემისთანა გამორჩეული
და მაღალი მდგომარეობის მქონეს...
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:31 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეშვიდე ფრაგმენტი

ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
ხოლო ქრისტიან_მართლმადიდებლების საეკლესიო კალენდრით იმ
წლისა_აღმოსავლური კალენდრით ტახის წლისა_ბრწყინვალე აღდგომის უდიდესი
დღესასწაული_ასტრონომიული ნიშნებით კუროს ზოდიაქოში_ძველი სტილით 10 აპრილს ანუ ახლებური სტილით 23 აპრილს, და რაღა თქმა უნდა კვირა_დღეს, და იმ
წლისა ბრწყინვალე კვირა_დღეს აღინიშნა.
ერთა მსოფლიო ლიგაში გაწევრიანებული სუვერენული ივერიის
მთავარ_ქალაქი ტფილისი, მტკვრისა მარჟვენა მხარე, სამეფო_უბანი.
ყოვლად_წმიდისა მარიამის სახელობისა საკათედრო ტაძარი.
სააღდგომო ღამის თევა ლიტანიობით.
მათი უწმიდესობა საქართველოს ქრისტიანულ_მართლმადიდებლური
ავტოკეფალური ეკლესიისა კათოლიკოს_პატრიარქი.
და საქართველოს ქრისტიანულ_მართლმადიდებლური ავტოკეფალური
ეკლესიისა ეპარქიათა მღვდელთმთავარნი, საეკლესიო სამღვდელთმთავრო
იერარქიით_მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტნი და
მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსნი და ყოვლადუსამღვდელოესი
ეპისკოპოსნი.
და საქართველოს ქრისტიანულ_მართლმადიდებლური ავტოკეფალური
ეკლესიის მცხეთა_ტფილისის ეპარქიისა სამღვდელონი და დიაკონნი და
საეკლესიო_მსახურნი.
და მრევლი...

ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
და აღმოსავლური კალენდრით ისევ ტახის წელი,
და ასტრონომიული ნიშნებით ზაფხულის მზებუდობის დღე ანუ კირჩხიბის
ზოდიაქოს პირველი დღე, ახლებური სტილით 22 ივნისი, ხუთშაბათი.
ერთა მსოფლიო ლიგაში გაწევრიანებული სუვერენული ივერიის
მთავარ_ქალაქი ტფილისი, მტკვრისა მარჟვენა მხარე.

აბესალომი: დილაადრიანად კუთა ტბისაკენ აღმავალ ფერდობს შევუდექი.
ორი_სამი საათი ბუნების წიაღში_ტბისა სიახლოვეს გავატარე...
სახლში მობრუნებულმა, შხაპი მივიღე, ვისაუზმე.
საგარეოდ და საზაფხულოდ გამოვეწყვე და სახლიდან გამოვედი.
ბავშვობიდან ზაფხულის, სიცხის და მზის გვიანი ჩასვლისა სიყვარული გამომყვა... ვაკისა და საბურთალოს და მუხათგვერდის სასაფლაოები მოვიარე,
ძვირფას მიცვალებულთა საფლავები მოვინახულე... ხოლო ვერის უბანში, ვერის
უბნისა თავში, ვერისა მყუდრო და ლამაზი სასაფლაო, და იმ სასაფლაოს
შუაგულს_წმიდისა მკურნალის და დიდმოწამისა პანტელეიმონის სახელობისა
ეკლესია, და იმ ეკლესიის მახლობლადვე ხომ ჩემი ნათლიისა ნეშტი დაკრძალულია.
ვერისა სასაფლაოდან გამოვედი... იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის სახელობის ქუჩა
გადავკვეთე, და ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილის სახელობის ქუჩით დავეშვი,
ტფილისის ღვინის #1 ქარხანა... და ფასანაურის ქუჩა, და ანანურის ქუჩა... და
წმიდისა მოციქულთასწორის კიევის დედოფლისა ოლღას სახელობის ქუჩა, ერთხანს
ღვინის საჭაშნიკე მაღაზიასთან შევჩერდი... და წმიდისა ოლღას სახელობის ქუჩას
ავუყევი, ვერისა ბაღის გასწვრივ საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების
საკონცერტო დიდი და მცირე დარბაზები, ხოლო ვერის ბაღსა შინა ჭადრაკის
სასახლე, ერთხანს ვერისა ბაღის შესასვლელთანაც შევჩერდი... და ისევ წმიდისა
ოლღას სახელობის ქუჩა, და შოთა რუსთაველის სახელობის მოედანი, და ეგრეთ
წოდებული გარეთ_უბანი_არადა ქალაქის შუაგული: შოთა რუსთაველის სახელობის
პროსპექტზე ისევ და ისევ გავიარ_გამოვიარე... მთაწმინდის უბანშიც ვიხეტიალე, და
მამადავითის მთის აღმოსავლეთ კალთას ავუყევი, და მის შუაგულს_წმიდისა და
ღირსის საეკლესიო მამისა დავით გარესჟელის სახელობისა ეკლესია, და იმ
ეკლესიასთან შემომაღამდა... და იქვე ეკლესიისა ეზო_მიდამოში ჩამეძინა, და
ვითომდა: ვემსგავსე კაცს, რომელიც დასახლდა მთასა ზედა და საფლავთა შორის,
მღვიმესა შინა... და მღვიმიდან გამოსული ქვებსა და ლოდებს ეხეთქებოდა, და
გაჰყვიროდა... და ამიტომ ბორკილებით და ჟაჭვებითაც შეჰკრეს... მაგრამ
განთავისუფლდა, და ისევ დასახლდა მთასა ზედა და საფლავთა შორის, მღვიმესა
შინა... და მღვიმიდან გამოსული ისევ და ისევ...
ბ_ნი მთხრობელი: ხოლო ბიბლიაში, ახალ_აღთქმაში, წმიდა_ოთხთავში წერია.
`ხოლო თავადმან ჰკითხა იმ კაცს: რა არის შენი სახელიჱ იმ კაცმა თქვა:
`ლეგიონი~; რამეთუ მასში ბევრი უწმიდურება შესული იყო.
ხოლო მათგან მოშორებით იყო ტახთა დიდი ჟოგი; და თავადსა
უწმიდურებანი სთხოვდნენ, თუ განდევნის მათ იმ კაცისგან, ნება დართოს მათ
შეერიონ ტახთა ჟოგს. თავადმან ნება დართო მათ.
უწმიდურებანი, გასულნი იმ კაცისგან, შეერივნენ ტახთა ჟოგს; და აჰა, ტახთა
დიდი ჟოგი გადაეშვა ციცაბო კლდიდან ტბასა...~[1]
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 04:31 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეპილოგი

მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!
აბესალომ დავითის ძე ისევ გადაიკარგაო, უგზო_უკვლოდ გადაიკარგაო,
გაუჩინარდაო...
თუმც აბესალომ დავითის ძემ დატოვა.
,,ნათელი და ბნელი~.
რომანი პიესის სახით ჩაწერილი.
რომანი პროლოგით და შვიდ ფრაგმენტად.

მურვანი: თავის დროზე, ყრმამ, ყმაწვილკაცმა, სამოღვაწეოდ ურთულესი
ასპარეზი ავირჩიე_სახელმწიფო სამსახურში შევედი, და მაშრიყ_მაღრიბეთის
სახელისუფლო იერარქიის პერიფერიულ დაბალ საფეხურზე მდგომი, აღმავალ გზას
შევუდექი; ახლა გახსენებაც არ მინდა, თუ რაოდენი დაბრკოლებისა და სიძნელეების
გადალახვა მომიწია, მაგრამ ჩემი ჟაფა დაფასდა; ბრწყინვალე პოლიტიკური კარიერა
გავიკეთე; ოცდაცამეტი წლისა გახლდით, როს მაშრიყ_მაღრიბეთის ცენტრალური
ხელისუფლების სათავეში მოვექეცი. ხოლო მომდევნო წლები ჩემი ძალაუფლების
განმტკიცებას მოვანდომე... დიახ, მათი უდიდებულესობა მაშრიყ_მაღრიბეთის
შაჰინშაჰი_მაშრიყ_მაღრიბეთის ცენტრალური_კანცელარია_კომიტეტის
პრეზიდიუმ_ბიუროს თავმჟომარე_და მაშრიყ_მაღრიბეთის შეიარაღებული ძალების
უმაღლესი მთავარსარდალი გახლავარ. ხოლო ავსულ_ჭინკებს მიმსგავსებული
ვითომ ორფეხა არსებები, ყურებდაცქვეტილები, ჭორ_მართლისა გამავრცელებლები,
თვით ჭორიკანები, ენის მიმტან_მომტანები, და მრავალმხრივი სიძულვილის
მთესველები, ხოლო ოფიციალურად ახლა მაშრიყ_მაღრიბეთის მსტოვრებად
სახელდებულები, და მათ მიერ გაბმული ურიცხვი აბლაბუდა, და მათ მიერ თითქმის
ყოველ ფეხის გადადგმაზე აღმართული თითქოსდა ყოვლისმზირალი სარკეები,
რეალურად საუკუნეობრივი მემკვიდრეობით აკი გადმომეცა_და ჩემებური ქმნილება
არც არის_და მათ ამის გამო არც ვენდობი. და მაშრიყ_მაღრიბეთის მსტოვრებად
სახელდებულებს ისე აღვიქვამ, ვითომ ჩემი ხელქვეითები არც არიან, არამედ
მსტოვართა მუდმივ მსოფლიო უხილავ სინდიკატს მხოლოდ და მხოლოდ
ფაქტობრივად ემორჩილებიან და ემსახურებიან, და იმ მუდმივი მსოფლიო უხილავი
სინდიკატის სხვადასხვა ამა თუ იმ ქვედანაყოფის ერთგული ჟარისკაცები არიან... ჰოდა, მაშრიყ_მაღრიბეთის პოლიცია გავაძლიერე, მაშრიყ_მაღრიბეთის პოლიცია წინ
წავსწიე_მაშრიყ_მაღრიბეთის მსტოვრებად სახელდებულებთან ძალთა
გაწონასწორებისათვის_და ჩემი მფარველობა მაშრიყ_მაღრიბეთის პოლიციამ თავის
მხრივ შეიფერა, შეიშნო, და მაშრიყ_მაღრიბეთს პოლიციელები მართლაცდა
კალიებივით მოედვნენ... და ჩემი აუარებელი ქვეშევრდომი ისე მყავს გათიშული და
დაშინებული, რომ ჩემი ძალაუფლების წინააღმდეგ პირის შეკვრის მცდელობაზე
ლაპარაკიც სასაცილოა... და მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზეც აკი იძულებული
არიან ანგარიში გამიწიონ და ჩემი რიდი ჰქონდეთ... წესით ახლა შვებით უნდა
ამომესუნთქა და სრულად დავმტკბარიყავი ჩემ მიერვე მოპოვებული დიდებით და
ყოვლისშემძლეობით... არადა, დროდადრო, ჩემს თავს მაინც ვეკითხები: მე ვინ ვარ,
რისთვის ვცოცხლობ, ვარსებობ, ვოცნებობ, ვიბრძვი, ვიღწვი, რაოდენი ძალ_ღონე,
მონდომება, შეუპოვრობა გამომიჩენია, და რისთვის ყოველივე ეს!ჱ... ჩემი და ეთერის
შვილებს_ჩვენს შვილებს_ჩვენს ასულებს_ჩემთან დამოკიდებულებაში სითბო,
სიახლოვე და უშუალობა არასდროს არ უგრძვნიათ, ჩვენი ოთხივე ასულის მიმართ
ცივი და უგულო ვარ... და აჰა, ჩემი ცხოვრებისა მონაგარი, ჩემ მიერ ჩადენილ
ბოროტებათა სიმძიმე მევე დამაწვა... და თუმცა მე გაუხარებელი ვარ, განა ჩემი
ბოროტების მსხვერპლთ ამით რამე ეშველება... და ჩემი ცხოვრება თუგინდ
სხვაგვარად წარმემართა, მაინც გაუხარებელი ვიქნებოდი... ამ გზას, რომ არ
დავდგომოდი, ამდენ სიავეს ვერ ჩავიდენდი, მაგრამ ჩემდათავად ბედნიერი არც
მაშინ ვიქნებოდი, და ჩემი განუყრელი თანამგზავრი ჭმუნვა_ურვა თუ ნაღველ_შხამი
იქნებოდა, გამუდმებით ვიდარდებდი_ადამიანური ამგვარი დიდების უმაღლეს
მწვერვალებზე, ვაი, რად არ ვარ_მეთქი... მრავალი ბოროტების სათავე ის არის, რომ
ადამიანებს ჩვენ_ჩვენი საქმიანობის მნიშვნელობაზე გადამეტებული წარმოდგენა
გვაქვს, თითქოსდა ადამიანის ბედნიერებას ყოველგვარი საქმიანობა უნდა
ემსახურებოდეს, თუმც ადამიანი თავის საქმიანობის მსახური თვითვე შეიქნა, და
ამდენად ადამიანისთვის საქმე კი არ კეთდება, არამედ საქმეს ადამიანი ეწირება...
ჩემი სახელი უკვდავი დარჩება და მერმისშიც მე მომიხსენიებენ, როგორც დიდ
ადამიანს, ძეგლებს დამიდგამენ, და ქალაქებს და დაბებს და სოფლებს ჩემს სახელს
უწოდებენ, და მე ეს პატივი და დიდება!ჱ... და თუ ხალხის თვალში მე ვარ
ადამიანური დიდებისა, ძლევამოსილებისა და ყოვლისშემძლეობის უმაღლეს
მწვერვალზე მდგომი უდიდესი პიროვნება, რომლის ნება_სურვილს
დაუმორჩილებია უზარმაზარი სახელმწიფო და მისი მოსახლეობა, თუ ხალხის
თვალში მე ასეთ საარაკო დევგმირად ვჩანვარ, სამაგიეროდ ღმრთისა წინაშე რას
წარმოვადგენჱ ღმრთისა, უხილავისა და დაუსაბამოსი, შემქმნელისა სამყაროსი...
ღმრთისა, რომელიც არც მახსენდება ჩემი ბობოქარი მოღვაწეობისას და რომლის
მეუფება ახლა მხოლოდ ჩემ მიერ ჩადენილ ცოდვათა მძიმე ტვირთმა მომაგონა...

ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
და საყოველთაოდ ხმა გაავრცელებინეს: მათ უდიდებულესობას
მაშრიყ_მაღრიბეთის შაჰინშაჰს_მაშრიყ_მაღრიბეთის
ცენტრალური_კანცელარია_კომიტეტის პრეზიდიუმ_ბიუროს თავმჟომარეს_და
მაშრიყ_მაღრიბეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალ მურვან
დავითის ძეს თვისი ისევ გადაკარგული, უგზო_უკვლოდ გადაკარგული,
გაუჩინარებული ნახევარძმის აბესალომ დავითის ძის აჩრდილისა დროდადროხილვები გულს უმძიმებსო, გონებას უმღვრევსო, სულს უფორიაქებსო...
მასხარა: მათი უდიდებულესობისა სულიერი ამგვარი მდგომარეობა, ვნებათა
ამგვარი ღელვა, თუნდ დროებითი!ჱ...
ეს ირეალობაა, აბსურდია, ილუზიაა, რომელიც თეატრის სცენიდან მაღალნიჭიერი
მსახიობის მიერ განსახიერებული, თეატრის მაყურებელთა დარბაზში
დამსწრეთათვის შთამბეჭდავი იქნებოდა; მაგრამ ისტორიულ რეალობაში, და თუნდ
ყოფით, ყოველდღიურ რეალობაში, მათი უდიდებულესობისა სულიერ ამგვარ
მდგომარეობას, ვნებათა ამგვარ ღელვას, თუნდ დროებითს, ფსიქოლოგიური ან სხვა
რამ ლოგიკური მოტივირება არ გააჩნია, თავს ნუ მოვიტყუებთ...

ქ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
თავის დროზე მათმა უდიდებულესობამ მაშრიყ_მაღრიბეთის
შაჰინშაჰმა_მაშრიყ_მაღრიბეთის ცენტრალური_კანცელარია_კომიტეტის
პრეზიდიუმ_ბიუროს თავმჟომარემ_და მაშრიყ_მაღრიბეთის შეიარაღებული ძალების
უმაღლესმა მთავარსარდალმა მურვან დავითის ძემ მაშრიყ_მაღრიბეთის
სატახტო_ქალაქის და სპარსეთის ფედერაციის მთავარ_ქალაქის ისპაჰანის ერთ_ერთ
განაპირა უბანში თვისი მეუღლისათვის `ბროლის ციხე~ საგანგებოდ ააშენებინა.
და მათი უდიდებულესობისა მეუღლე სწორედ_რომ `ბროლის ციხე~_ში
გარდაიცვალა.
თუმცა საყოველთაოდ ხმა გაავრცელებინეს: მათი უდიდებულესობისა
მეუღლემ თავი მოიკლაო...
მასხარა: მათი უდიდებულესობის მეუღლისა თვითმკვლელობა!ჱ...
ეს ირეალობაა, აბსურდია, ილუზიაა, რომელიც თეატრის სცენიდან მსახიობის
მიერ განსახიერებული, თეატრის მაყურებელთა დარბაზში დამსწრეთათვის
შთამბეჭდავი იქნებოდა; მაგრამ ყოფით, ყოველდღიურ რეალობაში, მათი
უდიდებულესობის მეუღლისა ამგვარ თვითმკვლელობას, ფსიქოლოგიური ან სხვა
რამ ლოგიკური მოტივირება არ გააჩნია...
თუმცა ფოლკლორული პირველწყაროები ასე და ამგვარად გვიამბობენ.
„თავის დროზე აბესალომმა მზისადარ ეთერს თვისივე ხელით მიართვა_და
იქნებ სულაც ნიშნად ანუ ბელგად მიართვა_ოქროს დანა.“
,,და ეთერი, მას აქეთ, ყოველთვის, იმ, ოქროს დანას თან ატარებდა...“
,,ჰოდა, ეთერმა სწორედ_რომ ის, ოქროს დანა მარცხენა ძუძუსთან დაიცაო!
ეთერმა თავი მოიკლაო...“
ბ_ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!
მათი უდიდებულესობისა მაშრიყ_მაღრიბეთის
შაჰინშაჰის_მაშრიყ_მაღრიბეთის ცენტრალური_კანცელარია_კომიტეტის
პრეზიდიუმ_ბიუროს თავმჟომარისა_მაშრიყ_მაღრიბეთის შეიარაღებული
ძალების_სახმელეთო ჟარების, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჟარების,
სამხედრო_საჰაერო შენაერთების, ჰაერსაწინაღო თავდაცვის ჟარების,
სამხედრო_საზღვაო ფლოტის, მატერიალურ_ტექნიკური მომარაგების და
უზრუნველყოფის ზურგის სამსახურის, სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის,
სპეციალური დანიშნულების ჟარების, სასაზღვრო ჟარების, და შინაგანი
ჟარების_გაერთიანებული სარდლობის უმაღლესი მთავარსარდლისა_და
მაშრიყ_მაღრიბეთის გენერალ_ფელდმარშლის მურვან დავითის ძისა
ნება_სურვილით, მაშრიყ_მაღრიბეთში, მათი უდიდებულესობისა
დამქაშებმა_იდეოლოგიის და აგიტაციის და პროპაგანდის სახელმწიფო მძლავრი
სამსახურის მეშვეობით_იმპერიალისტური სულისკვეთება თანდათან თითქმის
საყოველთაოდ დაამკვიდრეს... და დეტერმინულ_პროვიდენციულ_მესიანური
შენიღბული იმპერიალიზმის დოქტრინა დააგვირგინა კერპთაყვანისმცემლობამ,
ცოცხალი კერპის ფანატიკურმა თაყვანისცემამ... და ის ცოცხალი კერპი_რაღა თქმა
უნდა_თვით მათი უდიდებულესობა გახლდათ.
და მათი უდიდებულესობისა დამქაშები მათი უდიდებულესობისა
ქვეშევრდომებს, ყოველთვის_დღენიდაგ, და დღედაღამ_და ყველგან_ქალაქებში და
დაბებში და სოფლებში_დიდი რიხით შთააგონებდნენ და შეახსენებდნენ, რომ მათი
უდიდებულესობისათვის სიცოცხლე და სიკვდილიც თითოეული მათგანის
ცხოვრების დანიშნულებაა, და მათი არსებობის მიზანი და გამართლებაც...
ხოლო მათმა უდიდებულესობამ მაშრიყ_მაღრიბეთის სატახტო_ქალაქ და
სპარსეთის ფედერაციის მთავარ_ქალაქ ისპაჰანში, და მათ კუთვნილ სასახლეში,
დიდებულ ტახტზე მჟდომმა ფეხი ფეხზე გადაიდო... და თვისი იმპერიის შემყურე,
თითქოსდა მამაშვილურმა თავმომწონეობამ და სიამაყემ შეიპყრო, ფარულ_მალული
სიხარულით აივსო... დიახ, შინაგანად ბედნიერი გახლდათ, თუმც უთქმელად, გაუმ-
ხელელად, გაუმJაღვნებელად ბედნიერი, არადა მსოფლიოში არ ეგულებოდა
თუგინდ ერთი ადამიანი, ვისაც თვის ამგვარად უცნაურ ბედნიერებას გაანდობდა,
მიახვედრებდა, გაუზიარებდა...
ხოლო ბიბლიაში, ძველ_აღთქმაში, ხელმწიფეთა და მეფეთა ოთხწიგნეულის
მესამე წიგნში, მღვდელს და მწიგნობარს ღმრთივშთაგონებულ ეზრას დაუწერია.
`და უფალმა ღმერთმა უთხრა მას: იმის გამო, რომ შენი ხელმწიფობისას ასე
ხდება, და ჩემი აღთქმა და ჩემი მცნებანი შენ არ დაიცავი... მე ამოვაგდებ შენს
ხელმწიფობას...
ოღონდ შენს სიცოცხლეში მე არ გავაკეთებ ამას...
ხოლო სხვა ამბები მისეული და ყველაფერი, რასაც იგი აკეთებდა, და სიბრძნე
მისი აღწერილია წიგნში საქმეთა მისთა. და დრო ხელმწიფობისა მისისა... იყო ორმოცი წელი.
და განისვენა მან... და დამარხეს იგი...~[1]
და ბიბლიაში, ახალ_აღთქმაში, წმიდა_ოთხთავში წერია.
`...და დაემსგავსოს იგი კაცს უგონოს, რომელმაც ააშენა თვისი სასახლე
ქვიშაზე.
და წამოვიდა წვიმა, და გადმოვიდნენ მდინარეები, და დაუბერეს ქარებმა, და
ეკვეთნენ იმ სასახლეს, და ის სასახლე დაეცა, და იყო იმ სასახლისა დაცემა ფრიად
დიდი.~[2]
 
Форум » ლიტერატურა » პროზა » ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი "ღალატი"
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა:

მოგესალმები Гость