ხალხური ლექსები - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
Форум » ლიტერატურა » ხალხური ეპოსი » ხალხური ლექსები
ხალხური ლექსები
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 18:10 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თხა და ვენახი

მოდი, ვნახოთ ვენახი, რამ შეჭამა ვენახი;
მიველ ვნახე ვენახი, თხამ შეჭამა ვენახი.
მოდი, ვნახოთ თხა, რამ შეჭამა თხა;
მიველ ვნახე თხა, მგელმა ჭამა თხა.
მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა.
მოდი, ვნახოთ მგელი, რამ შეჭამა მგელი;
მიველ ვნახე მგელი, თოფმა ჭამა მგელი.
თოფმა მგელი, მგელმა თხა,
თხამ ვენახი შეჭამა.
მოდი, ვნახოთ თოფი, რამ შეჭამა თოფი;
მიველ ვნახე თოფი, მიწამ ჭამა თოფი.
მიწამ თოფი, თოფმა მგელი, მგელმა თხა,
თხამ ვენახი შეჭამა.
მოდი, ვნახოთ მიწა, რამ შეჭამა მიწა;
მიველ ვნახე მიწა, თაგვმა ჭამა მიწა.
თაგვმა მიწა, მიწამ ჟანგი,
ჟანგმა თოფი, თოფმა მგელი,
მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა.
მოდი, ვნახოთ თაგვი, რამ შეჭამა თაგვი;
მიველ ვნახე თაგვი, კატამ ჭამა თაგვი.
კატამ თაგვი, თაგვმა მიწა,
მიწამ ჟანგი, ჟანგმა თოფი,
თოფმა მგელი, მგელმა თხა,
თხამ ვენახი შეჭამა.
 
nukriaДата: ოთხ, 24.10.2012, 19:43 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არაფერი არ მინდოდა,
არაფრისთვის ვიყავ ცადო,
არაფერი არ გამოვა,
არაფრისთვის უნდა ვცადო
 
nukriaДата: ხუთ, 25.10.2012, 23:38 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეტავი ნისლად მაქცია,
გდმოვივლიდი ქარითა,
იქ დავიწყებდი წვიმასა,
საცა შენა ხნავ ხარითა
 
nukriaДата: ოთხ, 21.11.2012, 15:42 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დედავ, დედავ, დედშვილობას,
სიკვდილ მითხოვს მინაცვალე.
-მე რად უნდა გენაცვალო
მამა გყავს და ინაცვალე.

მამავ, მამავ, მამშვილობას,
სიკვდილ მითხოვს მინაცვალე.
-მე რად უნდა გენაცვალო
ძმაი გყავს და ინაცვალე.

ძმაო, ძმაო, ჩვენს ძმობასა,
სიკვდილ მითხოვს მინაცვალე.
-მე რად უნდა გენაცვალო
დაი გყავს და ინაცვალე.

დაო, დაო, დაძმობასა,
სიკვდილ მითხოვს მინაცვალე.
-მე რად უნდა გენაცვალო
ცოლი გყავს და ინაცვალე.

ცოლო, ცოლო, ცოლქმრობასა,
სიკვდილ მითხოვს მინაცვალე.
-მე რად უნდა გენაცვალო
საყვარელ გყავს ინაცვალე.

საყვარელო, საყვრობასა,
სიკვდილ მითხოვს მინაცვალე.
-გენაცვლები შენსა მზესა
გზა საით არს გამასწავლე.
 
nukriaДата: სამ, 04.12.2012, 00:51 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დევების ქორწილი

წამოველ სანადიროდა,
ჯიხვებს დავუწყებ ზვერასა,
შემოვხვდი დევებისასა
ვაი-ვაგლახსა, მღერასა.
ახალ რძალ მაუყვანავის,
აქორწილებენ ბერასა.
მიაც იქ მიმიპტიჟეს,
უყურეთ ბედისწერასა!
- უძახეთ ახალ-უხლებსა,
ნუ ვის დავიკლებთ, ყველასა!
ნუ აწვევთ ბოდახევლებსა,
ითრევენ ძაღლის ენასა. -
მოვიდნენ ახალ-უხლები,
ზოგ მე დამიწყებს ბღვერასა:
- ეს საითაღ ვინ მასთარეთ,
ჩვენებსავით რომ ვერ ასა? -
მასპინძელ გაუჯავრდების:
- ქორწილ უხარის ყველასა! -
ერთ რაიმ რქიან მოვიდა,
კუდი ბღავ, როგორც მელასა.
თვალ უზის შუა შუბლშია,
საცრის ოდენ კი ვერ ასა,
მეორე - კუჭულაშია,
უკენისკენაც ხედავსა.
იქ რაიც ჭურჭელ ჩამადგეს,
აქ მე ვერ ვათქმევ ენასა.
- დი-დიდებ ყანწებ მაგვართვი! -
ეძახდეს მამასწვერასა.
- შაუნდნას ჩამაუვლევი,
ვინც რომ დააკლდა ბერასა!
ერთ ჯიხვის რქა კი გადასვა,
ვხედავ: გუნებას ვერ ასა.
გადაიწურნა ჭურჭელნი,
დაცალნა, დახკრა კერასა;
შამახკრა ჭიბიხოელმა:
- ეხლა გიტირებ ყველასა!
- დახკარით! - მაყრებ იძახან,
ჭერნ აუყუდნათ ბერასა!
მე რო მაგათ შუღლს შავესწარ,
მაგათ ფარ-ხმლების ჯღერასა,
ერთურთისაკენ ზიდილსა,
მაგათ ქურების ბერვასა!
ერთ რაიმ ნიგზურს იბრუნებს,
სხვა ეზიდების კერასა:
- რაიც რო შასვით, შაშჭამეთ,
ცეცხლად მაგიქცევთ ყველასა! -
დადგა ქალების წკმუტუნი:
- ვერ ვიჭერთ მამასწვერასა! -
ერთ რამამ სახნის მაიღა,
ჩადვა ქეჩეჩში, ბღერავსა;
სხვამ დასცა წიხლი იმ დროსა,ხანჯალთ დაიწყეს პრიალი,
ბებერსაც გვიკვლენ პელასა.
მე კი საკმისას გამავძვერ:
- დევებს ვეკვლევი ვერასა! -
ნეხვთბოლოშიით ვუძახე:
- ჯვარი გსწერათ ყველასა!
ეგ თქვენის გამარჯვებისა!
სრუ მართალს ვამბობ ყველასა.
 
nukriaДата: სამ, 04.12.2012, 00:52 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
**
განა, მჭედელო, რკინასა
სპილენძი არ გაერევა!
კაცსა რო კაცი არ უნდა,
მიზეზი არ დაელევა!

***
პურაძვირმა კაცმა იცის, _
მოუჭერს წინა კბილებსა,
ქვევრში ღვინოს დააძმარებს,
პურს დაუობებს შვილებსა.

--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
 
nukriaДата: სამ, 04.12.2012, 00:52 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩამოტიროდა ბაყაყი,
მასთრევდა ტიტველ ფაშვია...
- დაჯე, მიამბე, ბაყაყო,
რა ამბავია ფშავშია?
დაჯდა, დაიწყო ტირილი:
- წასვლა მამერგო ჯარშია,
არა მაქვს ტყვია-წამალი,
არც საყიდელი ფასია.
- მე იმას გირჩევ, ბაყაყო,
რო გადაფრინდე ჭყანტშია,
თუ რამე საფრთხე დაატყო,
თავი წაყავი ტლაპშია.
 
nukriaДата: სამ, 04.12.2012, 00:53 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაიხულუზნებს არწივი, ქარსა ჰგავ მაღლის მთისასა,
დაეტევება ციკანსა, გაზრდილსა კაი ყმისასა.
თქვე მამაძაღლის ოხრებო, ამაგს რად ებრძვით სხვისასა,
რად არ თავადა ნადირობთ, შურთხს რად არ იჭერთ კლდისასა?!
 
nukriaДата: ორ, 04.02.2013, 02:26 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემომეყარა ყივჩაღი
სამზღვარსა მუხრანისასა,

პურსა მთხოვდა და ვაჭმევდი,
ვურჩევდი თავთუხისასა,
ღვინოსა მთხოვდა, ვასმევდი,
ვურჩევდი ბადაგისასა,
ხორცსა მთხოვდა და ვაჭმევდი,
ვურჩევდი ხოხობისასა,
ცოლი მთხოვა და არ მივეც,
მიმყვანდა თავის ძმისასა,
ანკი ცოლს როგორ მივცემდი,
ცოლსა ჯვარნაწერისასა?!
არ დაიშალა, აკოცა
ნაწნავსა გიშრის თმისასა,
ქალმა ტირილით ამოთქვა:
“ვაჰმე, უღონო ქრმისასა”,
ისეთი გული გამიხდა,
მორევსა ჰგავდა ზღვისასა.
ხელი გავიკარ ფრანგულსა,
ნაბოძებ ცოლისძმისასა,
ერთი ისეთი გადავკარ,
რისხვასა ჰგვანდა ღვთისასა,
ერთი იმანაც გადმომკრა,
ელვასა ჰგვანდა ცისასა,
იმდენი კიდევ დამცალდა,
ცოლი გავგზავნე ძმისასა,
აქეთ მე ვკვდები, იქით ის
სამზღვარსა მუხრანისასა.
 
nukriaДата: სამ, 16.07.2013, 01:30 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე

და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,
გიმღერდენ ჩემებრ სწორები,
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს
და მე საფლავში ვლპებოდე.
ნეტავი, ჩემო სახელო,
დიდხანამც იხსენებოდე,
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
შენამც კი გაჰქვეყნდებოდე!
შენ, ჩემო საფლავის კარო,
შენამც კი აჰყვავდებოდე!
სახლო, არ დაიშლებოდე,
ცოლო, არ გათხოვდებოდე...
ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,
ჩემს სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,
საქმეს ვინ გაიჭირვებსა?!
ამასა ვფიქრობ და გულიც
ამასვე ანამდვილებსა:
დედის მეტს ჩემი სიკვდილი
არავის აატირებსა...
თუმც ნათესავნი, და-ძმანი
აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან მიტირებს _
ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა
სხვისა ჭირს გაალხინებსა,
სულ ყველას დავავიწყდები,
ყველას სხვა დაათირებსა...
მე დედის გულში ვიქნები,
ძილსაც არ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა,
გულით ეგ დამიტირებსა...
დედას ვუყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებს
 
Форум » ლიტერატურა » ხალხური ეპოსი » ხალხური ლექსები
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость