აკაკი წერეთელი - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
Форум » ლიტერატურა » აკაკი წერეთელი » აკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელი
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 23:55 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

დედის სიმღერა


ცხრა თვეს მუცლით გატარებდი,
"ვაით” გშობე, "უით” გზარდე,
და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ
უფრო დედას რომ უყვარდე?

ქალი მამას ქმარში გასცვლის,
ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება;
მაგრამ დედას შვილის ტრფობა
სამარეში თან ჩაჰყვება!

ახლოს გული მისთვის უძგერს,
შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება:
უფიქრელად თავს შესწირავს, -
დედა თვის შვილს ენაცვლება!..

მაგრამ შვილი ხშირად დედას
გასცვლის ხოლმე საყვარელში!..
არ იცის, რომ მოტყუებულს
სხვისი სატრფო რჩება ხელში!..

მაგრამ ნება ბუნებისა
ეს არის და ასე იყოს:
დედამ უნდა შვილისათვის
თავის-თავი დაივიწყოს!..

რა მოგშორდი, შვილო, შემდეგ
შავი ფიქრი გულს მიბურავს...
ვაჰ, თუ გშია! ან გწყურია!
ან გცივა და არა გხურავს!

ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზედ,
გულს გასვია მტრის ისარი
და, რომ წყლული შეგიხვიოს,
დედა-შენი არსად არი!..

ვაი, თუ შენს ლამაზს თვალებს
ყვავი ჰკორტნის და ყორანი,
და უნაგრით უპატრონოდ
დაგხვიხვინებს თავს მერანი!..

ვაჰ, თუ შენსა ხუჭუჭ თმასა
ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს?
მაშინ დედა-შენიც ჩიტად
გადაიქცეს, შენსკენ ჰფრენდეს!..
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 23:57 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სანამ ვიყავ ახალგაზრდა...

სანამ ვიყავ ახალგაზრდა
და სიამით ძგერდა გული,
ვნატრობდი და არ მეღირსა
ბედუკუღმართს სიყვარული.

როს დავბერდი, დავუძლურდი,
სახე დაჭკნა, დამეღარა,
სიყვარული რაღად მინდა,
გინდ იყოს და გინდა არა!

სიღარიბე კვალში მდევდა,
კარის-კარზედ დამატარა,
აწ სიმდიდრე რაღად მინდა,
გინდ იყოს და გინდა არა!

ვინც მინდოდა სამეგობროდ,
ყველამ გვერდი ამიარა,
დღეის იქით მეგობარი
გინდ მყავდეს და გინდა არა!

უსამართლო დაცინებამ
ჩვენში ბევრჯერ გამამწარა.
ცხრა მთას იქით, რაღად მინდა,
გინდ მაქონ და გინდა არა!

ვისაც ვთხოვდი შემწეობას,
ჩემთვის წყალიც არ დაღვარა,
რომ მოვკვდები, რაღად მინდა,
გინდ მიტირონ, გინდა არა!

სული კრული, გული წყლული,
სახე მჭკნარი, თმა ჭაღარა,
ამისთანა სიცოცხლეც კი
გინდ იყოს და გინდა არა!
 
nukriaДата: სამ, 25.02.2014, 02:10 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საიდუმლო ბარათო!

გითხრეს: “ექმენ მარადო

სიხარულის მიმნიჭედ

და სევდისა ფარადო”.

მისთვის გიდებ უბეში,

გალბობ ცრემლის გუბეში,

ამისრულო, რაც გითხრეს,

თუ ხარ ჩემი ნუგეში!

ვერა მხედავ მდუმარეს,

ცრემლებს რომ ვღვრი მდუღარეს?

რად არ მეტყვი მის ამბავს,

ნუგეშს არ მცემ მწუხარეს?

როცა მისი მარჯვენა

გრძნობით გხატავდა შენა,

თვალთ ცრემლი ვერ შენიშნე,

ვერც სახეზედ მოწყენა?

როცა ამ სიტყვებს სწერდა,

გული ხშირად უძგერდა?

და თან ტკბილის გრძნობითა

სიყვარულსა დაგმღერდა?

ან როს ფარულად მანა

შენ ჩემთან გამოგგზავნა,

ანგელოსი სუფევდა

მის გულში, თუ სატანა?

არა! ამ გრძნობას განა

მიჰბედავდა სატანა?!

მაშინ უკუღმა ბრუნვას

იწყებდა თვით ქვეყანა!

საიდუმლო ბარათო,

მექმენ… მექმენ მარადო

სიხარულის მომნიჭედ

და სევდისა ფარადო!
 
nukriaДата: სამ, 25.02.2014, 02:12 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცხრა თვეს მუცლით გატარებდი,

“ვაით” გშობე, “უით” გზარდე,

და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ

უფრო დედას რომ უყვარდე?

ქალი მამას ქმარში გასცვლის,

ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება;

მაგრამ დედას შვილის ტრფობა

სამარეში თან ჩაჰყვება!

ახლოს გული მისთვის უძგერს,

შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება:

უფიქრელად თავს შესწირავს, -

დედა თვის შვილს ენაცვლება!..

მაგრამ შვილი ხშირად დედას

გასცვლის ხოლმე საყვარელში!..

არ იცის, რომ მოტყუებულს

სხვისი სატრფო რჩება ხელში!..

მაგრამ ნება ბუნებისა

ეს არის და ასე იყოს:

დედამ უნდა შვილისათვის

თავის-თავი დაივიწყოს!..

რა მოგშორდი, შვილო, შემდეგ

შავი ფიქრი გულს მიბურავს...

ვაჰ, თუ გშია! ან გწყურია!

ან გცივა და არა გხურავს!

ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზედ,

გულს გასვია მტრის ისარი

და, რომ წყლული შეგიხვიოს,

დედა-შენი არსად არი!..

ვაი, თუ შენს ლამაზს თვალებს

ყვავი ჰკორტნის და ყორანი,

და უნაგრით უპატრონოდ

დაგხვიხვინებს თავს მერანი!..

ვაჰ, თუ შენსა ხუჭუჭ თმასა

ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს?

მაშინ დედა-შენიც ჩიტად

გადაიქცეს, შენსკენ ჰფრენდეს!..
 
nukriaДата: ოთხ, 28.05.2014, 12:50 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რას წუწკუნებს ის პატარა მურია? ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია? ვისი არის და ან სადაურია? ქუცი, ქუცი! კუდქიცინა მურია! რომ არ მოდის?!. თითქოს უმადურია! რა ყოფილა, ხედავთ, ბრიყვი მურია?! კიდეც რომ ჰყეფს?!. რაღაც უცნაურია! თათი, თათი, სალახანავ მურია! მისი ყეფა მხოლოდ მარტო შურია... ვის აშინებს სასაცილო მურია?! მაგის ხერხი - ერთი ლუკმა პურია: გადაუგდებ, გაჩუმდება მურია. ვინც გააძღებს, მისი შინაურია, იმას ჰმონებს და კუდს უქნევს მურია ან კი რა ქნას? ბუნებით უძლურია! ქუცი, ქუცი! საცოდავო მურია!.. ლაქუცაა კუდქიცინა მურია, თუ არ ჰშია და ან არცა სწყურია.
 
nukriaДата: ოთხ, 28.05.2014, 12:52 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს, ადიდონ ლომი ძლიერი; თვალ-მარგალიტით შეამკონ შვენიერება ცბიერი. სხვა არის ჩემი გალობის და ჩემის ჩანგის საგანი: პატარა ბუზი… ფუტკარი, იობის ჭიათაგანი. ფუტკარო, ჩემო ფუტკარო, ბზუილავ, მოუსვენარო, უსამართლობით დევნილო, სამართლიანად მკბენარო!.. სიტკბოს რომ ეძებ სათაფლოს, მიტომ ხარ მოუსვენარი… და ვინც ხელს გიშლის შრომის დროს, - მხოლოდ იმისი მკბენარი. მაგრამ ქვეყანა უძღები განა დაეძებს სიმართლეს? ბნელს შენი სანთლით ინათებს და ბნელს ჰფენს შენსა სინათლეს. შენ არ გიკარებს, თაფლს კი სჭამს, მშრომელის უმადურია… ოღონდ კი დასტკბეს, რას დასდევს, თუ სიტკბო სადაურია?! და შენ კი, ჩემო ფუტკარო, არ უსმენ ქვეყნის ჭორებსა, ერთი უგნური რომ შეთხზავს და ასი იმეორებსა. მაინც დაბზუი, დაფრინავ, არც იშლი დროზე კბენასა, ქვეყანას თაფლუჭს უმზადებ და სანთელს უნთებ ზენასა… სარკე და სახე მგოსნობის, ემბლემაცა ხარ შრომისა, - შენათხზი სიყვარულისა და წმინდა გულისწყრომისა. ფუტკარო, ჩემო ფუტკარო, იობის მატლო მცირეო! ჩანგი გთხოვს, მგოსნის სიტყვები მსხვერპლივით შეიწირეო!
 
nukriaДата: ოთხ, 28.05.2014, 13:03 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ ჩამესმის ჩიტების კვნესა,
ბედნიერების ნექტარით სავსე.
მერიდიანებს სხივები კვეთავს
და ოკეანე ზვირთს ცამდე ასწევს. როს ჩაესვენა მზე დიდებულად,
შინ მოგოგმანობს ტურფა ასული.
გარემო ისე გარინდებულა,
ჭეშმარიტებამ აცრა ავსული. არ დაგვაოკოს უკუნმა დელგმამ,
არ დამანახო ცრემლი და შიში.
ვერა დაგვაკლოს ურჯულო ხელმა,
უნდა ვამრავლოთ მოდგმა და ჯიში. /დათო არახამია/ —
 
nukriaДата: შაბ, 21.06.2014, 18:45 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება
და შენს თვალებში მეხატებოდა
სასუფეველი და უკვდავება!
ჭირში თუ ლხინში, ფხიზლად თუ ძილში
მცველ-ანგელოზად მელანდებოდი,
და, ვით ხატის წინ წმინდა სანთელი,
უბიწო მსხვერპლად შენ-წინ ვდნებოდი.
უხმო-უსიტყვო გრძნობათა ლოცვა,
საანგელოზოდ რომ ენთებოდა,
ციურ მანანად, ნუგეშის ცრემლად,
უჩინრად გულსვე ეწვეთებოდა.
მაგრამ ჯოჯოხეთს და ბოროტ სულებს
არ ასვენებდა ციური ძალა
და უკვდავების წმინდა წყაროში
ჩააწვეთწვეთეს შხამი… სამსალა!
შენც შეგარყიეს… უსამართლობამ
უღმრთოდ გააქრო ტრფობის ლამპარი
და მაშინ ბნელში დავრჩი მე ობლად,
უსულ-უგულო და ცოცხალ-მკვდარი.
მაგრამ მიყვარხარ! მაინც მიყვარხარ,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება,
თუმც მაგ თვალებში აწ სხვისთვის ბრწყინავს
სასუფეველი და უკვდავება.
 
nukriaДата: ორ, 02.02.2015, 02:13 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
”ძმაო მკითხველო! ძმობას გაფიცებ,
კაცი რომ ნახო შენ დაცემული,
თუ რად დაეცა მიზეზს ნუ ეძებ!
შენი ვალია, შეგტკივდეს გული!
შეგტკივდეს, მაგრამ ესეც უნდა სცნა,
რომ დაცემული არის ორგვარი:
ერთს ჰსურს ადგომა, უნდა თავის ხსნა,
და მეორე კი გდია, ვით მკვდარი!
ერთი მოელის კაცთაგან შველას:
ებრძის თავის დამცემს, რაც შეიძლება;
მეორე ვერ გრძნობს ამაებს ყველას
და მტერს პირუტყვებრ ემორჩილება!
პირველს თუ შეხვდე, შრომა უკურთხე,
ხელი მიეცი, წამოაყენე,
და მეორეს კი ზედ დააფურთხე!
იტირე მაგრამ, ზურგი უჩვენე!”
...........................................
...........................................
...........................................
...........................................
შემდეგი აზრი თქვას აქ წერტილმა
რადგან ჩემს კალამს, არა აქვს ნება
უნდა პირუტყვებრ ჩავიწყვიტო ხმა,
თორემ ჩემს ბატონს ეს ეწყინება
უნდა ჩავყლაპო სიტყვები ძალით,
გულს თუ დამადგა ვერც დავახველო,
ამას კი ვიტყვი, თუნდაც მომკალით!
"ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო"!

აკაკი წერეთელი ("ვედრება")
 
nukriaДата: ორ, 02.02.2015, 02:27 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო! აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო?

დედის მკერდში მიგიგნია შენ ტკბილი ბინაო...

დაიძინე ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

დედა ეტყვის: “გენაცვალოს შენი მშობელიო,

ძუძუებში ჩაგივლია პაწაწა ხელიო!

შენს ვაჟკაცობას მომასწრებს მე ღვთისმშობელიო,

მამიშენის ბედის არ ხარ, შენ სხვა ბედს ელიო:

შენი ვარსკვლავი სხვა არის! - ბედმა გიცინაო!

იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

ღმერთს შენი ბედნიერება წინეთ უსახავსო,

შენც მის ნაცვლად ემსახურე, ნურას იზამ ავსო,

დედას თმას ნუ მაწეწინებ, ნუ ჩამაცმევ შავსო!

სხვებ რა გიჭირს: ხომ შეიტყვე, ბატონი არ გყავსო!

რისთვის შეკრთი? მართალია!... რამ შეგაშინაო?

იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

გაიზრდები, გენაცვალე, თავისუფალიო;

ბატონი ვერ შეგაწუხებს, ვერც გაგტეხს ვალიო;

შენს მტერსა და მოშურნესა დაუდგეს თვალიო;

ჭირისა და ავ თვალისგან გიხსნის უფალიო!

ხომ გიამა, გენაცვალე! მან გაგაცინაო?

იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

დიდი-კაცის შვილს სკოლაში გვერდთ მოუჯდებიო;

აბა შენ იცი, ბიჭოჯან, როგორ ეცდებიო;

ძველ ბატონის შვილს სწავლაში ნუ ჩამორჩებიო,

გლეხსა ნიჭი არა აქვსო, არ აფიქრებიო!..

შენი დაჩაგრული ძმები შენ უნდა იხსნაო,

იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

ჩინოვნიკებიც არიან ჩვენი გამწვალეო:

ჩვენს საქმეზე როცა მივალთ, გვეტყვიან: “ხვალეო”,

და, ჩვენ როცა დაგვსაქმებენ, მაშინ კი - “მალეო!”

ამას შენ ვეღარ გეტყვიან, შენ გენაცვალეო,

რომ ვეღარ დაგიბრიყვებენ, თუ რომ თავი სცნაო!

იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

პაწაწინა იადონო და ვარდის კონაო,

დღეს ხომ კარგად გაიგონე ჩემი ნანინაო?

და, თუ კარგად გაიგონე, ხომ მოგეწონაო?

მაშ ნუ გძინავს! გაიღვიძე! იცან ქვეყანაო!

შენც შეიტყვე ამა სოფლის ცრუ გამოცანაო!

იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...
 
Форум » ლიტერატურა » აკაკი წერეთელი » აკაკი წერეთელი
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა:

მოგესალმები Гость