გიორგი ლეონიძე - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
Форум » ლიტერატურა » გიორგი ლეონიძე » გიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძე
nukriaДата: კვ, 04.12.2016, 23:37 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გამოღვიძება შემომიწვა მარტოს ლოგინში,
ჩამოძინებამ დამიხუჭა ძილით თვალი და
შენ რომ გეგონა ჩემთან მასზე ადრე მოგიშვი,
ხოლო ყოველდღე ვიმეორებ ისევ თავიდან -

და მერამდენედ დაგიხარე თავი მედეა
და მერამდენე ბანალური ღამე ვათიე,
ეს სიყვარულით შეკერილი ჩემი ბედია,
რომელსაც მუდამ ვეყოლები ვიცი სათითედ.

შენობებია სახეცვლილი, ცივი, მაღალი,
თბილისის ჰავას მოემატა რაღაც გრადუსი,
ჩემმა თვალებმა შენი ტანი ისევ დაღალა,
შემოიფარგლა პაემანი როცა სადგურში

და ბილიკები დაიფანტა მერე რელსებად,
როცა თბილისი მიატოვა შენმა აურამ
დღეს უშენობა ისე მკლავს და ისე მევსება
გული ლექსებით, რომ არ მესმის ხალხის ხმაური -

ქუჩიდან - შიგნით ცივ ლოგინში გამოღვიძებულს...
 
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 00:01 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვეწევი არაფერს, ხანდახან სიგარეტს,
ხანდახან ვცდილობ რომ სიგარეტს შევეშვა,
სხეულში ვერ უძლებს სული და ზის გარეთ
მზის გარეთ ეკვრება სუნთქვა ჩემს ფილტვებს და
ამიტომ მძინარე ძილს ვეღარ ვიკარებ,
ამიტომ სიზმარი კოშმარებს მიყვება,

მიყვება წუთები საათებს, კალენდარს,
ვიწყები ფიქრებთან, ვმთავრდები ფიქრებით,
ვიწყები შიგნიდან, ვმთავრდები გარედან,
და მაინც მგონია, რომ ერთად ვიქ-ნებით
თუ უნებოდ, ჩვენ ერთად ვიქნებით, ყოველთვის.
 
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 00:08 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რუსთაველი აქეს, აქეს, აქეს, აქეს, აქეს
მაგრამ მაინც ვერ გაიგეს რაში იყო საქმე."
 
nukriaДата: ორ, 05.12.2016, 00:36 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცოლი, ვზივარ და გამეტებით ვსუნთქავ არეალს,
ცოლი, მტკივა და ქარი ჰფანტავს წვიმების მინორს,
მძიმდება სული სიმარტოვით და სამარეა
ყველა ის წამი, როცა ჩემთან არა ხარ ნინო.

ცოლი, ყოველხანს და ყოველდღე, ყოველთვე თითქმის,
ცოლი, ყოველწამს სხვანაირად ვფიქრობ და ვღვინობ,
ვღვინდები ზოგჯერ ვიღვენთები რაც ასე ითქმის -
რომ ყველა კუთხით და ყველა დროს - მიყვარხარ ნინო.

ცოლი, ქარია და ზამთარი ბორგავს ვნებისებრ,
ცოლი, მინდა რომ შენს ტერფებთან ლექსები ვფინო,
თითქოს გეღირსე, მაგრამ ვხვდები მთლად ვერ გეღირსე
და საკუთარი თავის პოეტს, შემინდე ნინო.

ცოლი, ღამეა და შრიალი ისმის კაბათა,
ცოლი, ამ ლექსთან ყველა ჩემი სტრიქონი კნინობს,
შეხედე მთვარემ საკუთარი თავი დაბადა,
მე კი საკუთარ თვითმკვლელობას ვიგუებ ნინო.

თუმც ბოლოს მაინც გამეტებით ვსუნთქავ არეალს,
მაგრამ იმედი იმედია და პირველ ყოვლის -
მძიმდება სული სიმარტოვით და სამარეა
ყველა ის წამი, როცა ჩემთან არა ხარ ცოლი.
 
Форум » ლიტერატურა » გიორგი ლეონიძე » გიორგი ლეონიძე
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა:

მოგესალმები Гость