იოსებ ნონეშვილი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
Форум » ლიტერატურა » იოსებ ნონეშვილი » იოსებ ნონეშვილი
იოსებ ნონეშვილი
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 23:48 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
არის ასეთი ქვეყანა

ვაზის ძირში დარწეული აკვანი,
სალამურის საამური კვნესა,
გმირობის და უკვდავების ზღაპარი
ხალხში თქმული რუსთაველის ლექსად.
მამა-პაპის წმინდა სისხლით ნაბანი,
მზის სხივებით ანთებული მარად,
უფსკრულებში ჩანჩქერების ჩქაფანი,
მთებზე თოვლი, ბულბულები – ბარად.
ზოგან ირმების ჯოგია,
ზოგან არწივნი ჰქრიან,
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!
თვალტანადი ქალ-ვაჟების ნათქვამი
იავნანა, ურმული და რერო,
სიცოცხლით და სიყვარულით გამთბარი
ვენახები, ყანები და მდელო.
თხილის ერთ გულს ცხრა ძმას ძმურად გაუყოფს,
მას თავისთვის განა მეტი უნდა?..
სურს მოყვარეს გულის კარი გაუღოს,
სახლის კარი ღია არის მუდამ.
„ერი პურადი, გულადი“,
სტუმარს ღვთის კაცად სთვლიან…
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!
ურმის ჭალებს შესეული ბავშვები,
ივრის ჭალებს – კაკაბი და გნოლი…
ჩვენს იმედად, მტერთა რისხვად ნაშენი
ძველთაძველი თბილისი და გორი.
დეკემბერში ვარდის გამოშუქება,
ნოემბერში ნარინჯების ეშხი…
წყალვარდნილებს ელსადგური უხდებათ
და ქარხნების გუგუნია მთებში.
მისი დიდების ამბავი
საუკუნეებს მიაქვთ.
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!
აბა ვინ სთქვას: თავის მთით და ბარითა
პატარაა საქართველოს მიწა…
მზეს ეხება, ისე მაღლა ავიდა,
იალბუზით მეშვიდე ცას მისწვდა.
აუვსია, რომ დაუხვდეს გაზახფულს,
ღვინით თასი, ყვავილებით კალთა,
სხვა ოცნება, სხვა დიდება არა სურს
მშობელ ხალხის დღეგრძელობის გარდა.
ღამით ვარსკვლავებს უღიმის,
დღისით მზეს ცეცხლისფრთიანს.
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!
 
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 23:49 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ცხოვრების გზაზე
რად შემხვდი გვიან

ცხოვრების გზაზე
რად შემხვდი გვიან,
გულზე სახმილი
რად შემომიგზენ…
რა მშვენიერი სახელი გქვია,
რა სევდიანი
თვალებით მიმზერ.
აღმოსავლეთის მგოსნები ყველა
წარმოგაჩენდნენ
თვალებით შველის,
რას არ იტყოდნენ,
რომ ცისარტყელად
გამოეშუქათ წარბებიც შენი.

მე კი…
ო,მე კი ვერც ვხედავ კარგად
რა ხორციელი მშვენება გხატავს…
რაც ჩემი იყო,
რაც დამეკარგა,
რაც სულში ოდით ყუჩობდა ნატვრად,

შევიცან შენი თვალების სევდად,
არამქვეყნიურ
ნისლში და ხმაში
და ცა,
ბრჭყვიალა,
თავზე რომ მედგა
პირველქმნილ შუქით განიხვნა მაშინ.

და გადმომხედა
მოწყალემ ყოვლად,
ყოვლად მრისხანე
მუზამ თუ ღმერთმა…
სევდამ,
ღიმილმა,
ვით ტოლი ტოლმა,
იცნო…
და ვიგრძენ, ვიქნებით ერთად.

…რა სევდიანი
თვალებით მიმზერ,
რა მშვენიერი სახელი გქვია…
გულზე თაკარა
რად შემომიგზენ,
საწუთროს გზაზე
რად შემხვდი გვიან.
 
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 23:50 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
მედეა

აქ, ქალაქ არგოში,
კორინთოს მახლობლად,
ძველი ბურჯები რომ ჩანან,
უეცრად მომესმა გოდება კოლხური:
ვაი, ნანაია, ნანა…

წვიმს… ალბათ ეს შენ ხარ
ცრემლებად დაძრული
და გინდა არც გაიდარო…
კოლხეთის ყველაზე ლამაზო ასულო,
ჩემო დატანჯულო დაო.

თავი შეგაყვარა ბერძენმა სასიძომ,
შენც პირველ სიყვარულს ენდე.
ელინს წარგიტაცეს
და ოქროს ვერძივით
გაგყარეს მშობლიურ ქედებს.

მაგრამ სხვის მიწაზე ვის გაუხარია,
შენ რად დაგინდობდნენ, ქალო,
თუ ასე ლამაზი,
ბრძენი და კარგი ხარ,
ბერძენი რად არა ხარო?!

ჯერ გაგადედოფლეს…
სიმდიდრეც კოლხური
უხვად დაახვიეს ელინს.
შემდეგ კი მეუღლემ
გაგცვალა, გიმუხთლა,
გაცივდა ამბორი ცხელი.

უარგყვეს შურით და ღალატით დევნილი,
მფარველი ღმერთიც ვერ გცნობდა
და ვინ უწყს…
დაგწამეს თუ ჩაგადენინეს
ქვეყნად უმძიმესი ცოდვა.

შეგარქვეს გრძნეული,
ბოროტი, ავსული,
რა აღარ გიწოდეს ნეტავ…
ამ ქვეყნად ყველაზე ბედკრულო ასულო,
ყველაზე ტანჯულო დედავ.

შენი დედულეთი აქედან შორია,
ვაი რომ ვერასდროს ნახავ…
იქ ბევრი მედეა,
თამარი,
შორენა
შენს ბედზე დარდობენ ახლაც.

მედეა…
მედეა…
ღმერთმანი, მერწმუნე,
ცრემლსა და ბოღმაში ვახვევთ
ქართველი ასულის ჩვენამდე მოღწეულ
სულ პირველ,
შორეულ სახელს.

სხვაგან
სხვის მიწაზე ვის გაუხარია,
შენ რად დაგინდობდნენ, ქალო.
თუ ასე ლამაზი,
ბრძენი და
კარგი ხარ,
ბერძენი რად არა ხარო?!

წვიმს…
ალბათ ეს შენ ხარ
ცრემლებად დაძრული
და გინდა არც გაიდარო…
კოლხეთის ყველაზე ტანჯულო ასულო,
ჩემო შორეულო დაო.
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 02:15 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
მაღალ ტახტრევანზედ იჯდა მამა ღმერთი,
და თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედო,
შიგ მზე სანთლად ენთო,
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ნიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა,
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა
რომ აღარავისთვის გაეყო ქვეყანა.
მის წინაშე იდგნენ ზანგნი თუ არაბნი,
ფრანგი თუ ვინ მოსთვლის მის ხვთობას მინდობილს,
ზოგს მთები არგუნა ზოგს მთის კალთები და
ზოგს ვრცელი უდაბნო ზოგს ვრცელი მინდორი.
ზოგს მყინვარი შეხვდა
ზოგს მყინვარ წვერები,
ნება უფლისა არიყო სადაო,
მაგრამ იმ გრზელ რიგში არ ჩანდნენ ქრთველნი,
რიგი და ქართველი?
საიდან სადაო...
და როცა პირწმინდად დარიგდა მთა-ბარი,
მიწის გოჯაც კი არ დარჩა უბრალოდ,
სად იყო სად არა გამოჩნდნენ ქართველნი,
და ჰკითხეს ჩვენ რავქნათ გვითხარი უფალო.
მიწის ამზომნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ,
ძალზე დაღლილი ჩანდა თვით მეუფეც,
ვინა ხართ?
რა გინდათ?
საიდან მოხვედით?
მთელი დედამიწა უკვე დანაწილდა.
ქართველნი გახლავართ გავშალეთ ნაბდები,
შენი სადღეგრძელო თასებით დავცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ გაქეთ და გადიდეთ,
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო.
და დაგვაგვიანდა უფალო გვიწყალე.
ალპებად, ანძებად, თუ კავკასიონად,
აღიძრნენ მაღლა წარბებ შეკრულნი,
-ადვილი არაა სად დაგაბინაოთ?
-ასეთი მამაცნი ასეთი ერთულნი...
-ჭიუხიც, ბილიკიც, სუყველა გავეცი,
-ჩემთვის დავიტოვე პატარა წალკოტი,
-იქ კალთა დავბერტყე სიკეთის, სიუხვის,
-საჩემოთ ედემის სეხილით ვამკობდი.
-მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები...
-და რადგან მიწის ნამცეციც არ დარჩა,
-ზეცაში ვიცხოვრებ და ეს ედემი,
-თქვენთვის მიჩუქნია ვიქნები თანახმა.
და ასე წავიდა ღმერთი ცათა შინა
და ჩვენ დაგვიტოვა მზიური მთა ბარი
ამიტომ საქართველოს რა არ გააჩნია,
ქუხს მისი სიკეთის, სიუხვის ამბავი.
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 02:44 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა

შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა
შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.
ერთი შეხედვით ვაკაცების გულებს დაჰკოდდი
და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.
დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონეს
არ ექნებოდათ სპათა შენთა მტერთან ზიანი.
სენ ხატაური აბრეშული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა… ეჰ, რარგიად დაგშვენდებოდა.
შენს ნატიფ სახეს ნიავიც რომ არ შეჰხებოდა,
სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ.
ცისკარზე, როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ,
აღიგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარი
და შენს გვიგვინთან მოკრძალებით ქედს მოიდრეკდნენ
ორბელიანი და ამაყი ამილახვარი.
შენ რუსთაველის სიყვარული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა.
ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას,
შენ კი ლექსებში იცოცხლებდი, კარგო, მარადჟამს…
დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან,
ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები
და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა,
სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი.
…შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა
 
nukriaДата: ოთხ, 23.05.2012, 23:46 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვაზო

ვაზო,
ლამაზო,
ფესვო ნაკურთხო,
ვაზო,
ქართველი კაცის დიდებავ,
ფერით ზურმუხტო,
ბარაქით უხვო,
შენით სანშობლო ხარობს,ირთვება.

ნაზო ქალწულო,
დალალდაწნულო,
ვაზო,
შენს გამო არ ვართ მოცლილი…
შემოდგომაზე,
გვითხარ,ასულო,
რთველი არის თუ შენი ქორწილი?!

ოჯახს დოვლათად დაებედები,
ყველა დაგხარის,
თავზე გევლება,
ნერგო კეთილო,
ქართულ ედემის,
გუნდი ვარსკვლავთა
გშვენის მტევნებად.

ვაზო,
მცხეთაში ჯვარად შეკრულო,
ლერწო,
ქალწულის თმებით გამთბარო,
შენით ჩუქურთმა არაის შეკრული,
წრომს თუ გუდარეხს,
გარეჯს,სამთავროს…

ვაზო,
ვართ შენით წელგამართული,
ხელში ამაყად თასი გვიპყრია.
ვით არ დალოცონ
ვაზი ქართული
იქ,სადაც ღვინის ქებას იტყვიან.

მინდორზე,სერზე,
თუ მთის კალთაზე,
ყველგან სიცოცხლის შუქად შრიალებ,
წყაროვ დოვლათის,
ლხინის სათავევ,
მზით ავსებ გულებს,
როგორც ფიალებს.

ნაზო ქალწულო,
დალალდაწნულო,
ვაზო,
შენს გამო არ ვართ მოცლილი,
შემოდგომაზე,
გვითხარ, ასულო,
რთველი არის თუ შენი ქორწილი?!
 
nukriaДата: ოთხ, 26.09.2012, 16:10 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცხოვრების გზაზე



ცხოვრების გზაზე
რად შემხვდი გვიან,
გულზე სახმილი
რად შემომიგზენ…
რა მშვენიერი სახელი გქვია,
რა სევდიანი
თვალებით მიმზერ.
აღმოსავლეთის მგოსნები ყველა
წარმოგაჩენდნენ
თვალებით შველის,
რას არ იტყოდნენ,
რომ ცისარტყელად
გამოეშუქათ წარბებიც შენი.

მე კი…
ო,მე კი ვერც ვხედავ კარგად
რა ხორციელი მშვენება გხატავს…
რაც ჩემი იყო,
რაც დამეკარგა,
რაც სულში ოდით ყუჩობდა ნატვრად,

შევიცან შენი თვალების სევდად,
არამქვეყნიურ
ნისლში და ხმაში
და ცა,
ბრჭყვიალა,
თავზე რომ მედგა
პირველქმნილ შუქით განიხვნა მაშინ.

და გადმომხედა
მოწყალემ ყოვლად,
ყოვლად მრისხანე
მუზამ თუ ღმერთმა…
სევდამ,
ღიმილმა,
ვით ტოლი ტოლმა,
იცნო…
და ვიგრძენ, ვიქნებით ერთად.

…რა სევდიანი
თვალებით მიმზერ,
რა მშვენიერი სახელი გქვია…
გულზე თაკარა
რად შემომიგზენ,
საწუთროს გზაზე
რად შემხვდი გვიან.
 
nukriaДата: ოთხ, 26.09.2012, 16:11 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მასწავლებელი

მასწავლებელი – მშობლის ალერსით
ამოქარგული ტკბილი ანბანი,
მასწავლებელი – ნორჩის თვალებში
ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი.
მასწავლებელი – ჩვენს სიყვარულში
განათებული, როგორც ოცნება,
მასწავლებელი – სინდის-ნამუსი,
მხოლოდ ხალასი პატიოსნება.
მასწავლებელი – დედის გულივით
მუდამ კეთილი, მუდამ ნეტარი.
მასწავლებელი – ბავშვის სურვილი:
მასწავლებელი გავხდე ნეტავი.
მასწავლებელი – გულისხმიერი,
ვთვლიდით აღმზრდელად, ვთვლიდით მეგობრად.
მასწავლებელი – მასზე ძლიერი,
მასზე სწავლული არვინ გვეგონა.
მასწავლებელი – ამ ქვეყანაზე
სიტყვით ქებული, საქმით ქებული.
მასწავლებელი – დედაენაზე,
მშობელ ენაზე შეყვარებული.
მასწავლებელი – სიტყვა ფრთიანი,
მუდამ მამულზე ფიქრით გართული,
მასწავლებელი – მართლაც ტრფიალი,
რაც კი კარგია, რაც კი ქართული.
მასწავლებელი – ღამე უძილო,
ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი – ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.
მასწავლებელი – რამ დაგვავიწყოს,
ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის შრომობდა.
ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.
ბევრი სარდალი, ითქვას მართალი,
იბრძოდა მტკიცედ და გულგოროზად,
მაგრამ სად იყო ქვეყნად სარდალი,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.
ზოგმა სიცოცხლის შუქი მოგვფინა,
კეთილი ვეღარ სძლია ბოროტმა,
ქვეყნად ბელადიც არა ყოფილა,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.
მასწავლებელი – გულს ჩახატული,
დიდი ფიქრები, დიდი სურვილი.
მასწავლებელი – მზე, გაზაფხული,
მთები, ყანები, ოქროცურვილი.
მასწავლებელი – ცოდნის ნათელით
უსწავლელობის დამმარცხებელი…
აი, რას ნიშნავს მასწავლებელი,
აი, რად გვიყვარს მასწავლებელი.
მასწავლებელი – ღამე უძილო,
ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი – ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.
 
nukriaДата: ოთხ, 26.09.2012, 16:11 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქვეყნად სად არ ვიარე

ქვეყნად სად არ ვიარე,
რა გზები არ ვნახე...
აფრიკის მზე ბრიალა
მიბუგავდა სახეს,
ქარი მცემდა არჯალი,
ბნელ ქვაბთა თუ ხევთა
თუ მთა კილიმანჯარო
თეთრ ღრუბლებში მხვევდა.
მენთო ჩინთა ზღვისპირად
შუქი ღიღილოთა
თუ ზამბიის ზიზილა
ველი მიღიმოდა,
ნიაგარა მიტევდა
და მეკვროდა სუნთქვა
თუ მუნჯ პირამიდებთან
გულს გუგუნი სურდა,
ტყე ვენისა ხალისით
შუქს მაფრქვევდა ლურჯად
თუ მიხმობდა პარიზის
ვნებიანი ქუჩა...
ტბა ფლამინგოს ალმასი
ფრთებით დაფარული
თუ ნილოსის ნანაში
მორეული რული,
გზა თეთრად მოშრიალე,
ცა - მზით მოჩახჩახე...
მართლაც სად არ ვიარე,
მართლაც რა არ ვნახე,
მაგრამ ვერსად ვერ ვპოვე,
თქვენზე საოცნებო,
საქართველოს ველებო,
საქართველოს მთებო!
 
nukriaДата: ოთხ, 26.09.2012, 16:12 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არის ასეთი ქვეყანა


ვაზის ძირში დარწეული აკვანი,
სალამურის საამური კვნესა,
გმირობის და უკვდავების ზღაპარი
ხალხში თქმული რუსთაველის ლექსად.
მამა-პაპის წმინდა სისხლით ნაბანი,
მზის სხივებით ანთებული მარად,
უფსკრულებში ჩანჩქერების ჩქაფანი,
მთებზე თოვლი, ბულბულები – ბარად.
ზოგან ირმების ჯოგია,
ზოგან არწივნი ჰქრიან,
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!
თვალტანადი ქალ-ვაჟების ნათქვამი
იავნანა, ურმული და რერო,
სიცოცხლით და სიყვარულით გამთბარი
ვენახები, ყანები და მდელო.
თხილის ერთ გულს ცხრა ძმას ძმურად გაუყოფს,
მას თავისთვის განა მეტი უნდა?..
სურს მოყვარეს გულის კარი გაუღოს,
სახლის კარი ღია არის მუდამ.
„ერი პურადი, გულადი“,
სტუმარს ღვთის კაცად სთვლიან…
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!
ურმის ჭალებს შესეული ბავშვები,
ივრის ჭალებს – კაკაბი და გნოლი…
ჩვენს იმედად, მტერთა რისხვად ნაშენი
ძველთაძველი თბილისი და გორი.
დეკემბერში ვარდის გამოშუქება,
ნოემბერში ნარინჯების ეშხი…
წყალვარდნილებს ელსადგური უხდებათ
და ქარხნების გუგუნია მთებში.
მისი დიდების ამბავი
საუკუნეებს მიაქვთ.
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!
აბა ვინ სთქვას: თავის მთით და ბარითა
პატარაა საქართველოს მიწა…
მზეს ეხება, ისე მაღლა ავიდა,
იალბუზით მეშვიდე ცას მისწვდა.
აუვსია, რომ დაუხვდეს გაზახფულს,
ღვინით თასი, ყვავილებით კალთა,
სხვა ოცნება, სხვა დიდება არა სურს
მშობელ ხალხის დღეგრძელობის გარდა.
ღამით ვარსკვლავებს უღიმის,
დღისით მზეს ცეცხლისფრთიანს.
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!
 
Форум » ლიტერატურა » იოსებ ნონეშვილი » იოსებ ნონეშვილი
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость