იოსებ ნონეშვილი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
Форум » ლიტერატურა » იოსებ ნონეშვილი » იოსებ ნონეშვილი
იოსებ ნონეშვილი
nukriaДата: ოთხ, 26.09.2012, 16:13 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თურმე ესეც გმირობაა დიდი...

ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი,
ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი...
წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე,
თურმე ესეც გმირობაა დიდი.
 
nukriaДата: ოთხ, 26.09.2012, 16:13 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლურჯი მონასტერი




მდუმარე ალვებში
ლურჯი მონასტერი
დგას გაუქმებული, ხავსიან კარებით.
ჩავუვლი მწუხრისას
და ცით მონაბერი
უცებ ჩამესმება გუგუნი ზარების.
თითქოს ცოცხლდებიან
ლანდები წარსულის,
სანთლების ციმციმით მოდიან შორიდან.
გაარღვევს სიბნელეს
და თეთრი ასული
მაცხოვრის ხატის წინ ყვავილებს მოიტანს,
და მესმის ზამბახთა
შრიალი საამო,
ეს უცხო ასული ცას შესთხოვს ვედრებით:
- მტერმა ვერ დახაროს
ქართველთა ალამი
სიმღერით დაბრუნდნენ გულლაღი მხედრები,
და მესმის ზამბახთა
შრიალი საამო,
ო, ეს ხმა გულს ნეტარ
ოცნებით აღანთებს.
იქნება ამდგარა თვით
მეფე თამარი
და საქართველოსთვის ტკბილ ლოცვას ღაღადებს…
იქნება მრისხანე
ბრძოლების გუგუნი
მის მყუდრო აკლდამის ბურუსშიც შევიდა,
სულმნათის თვალებმა
გაჰკვეთეს უკუნი
და ვარსკვლავებივით დაგვადგნენ ზევიდან,
მაღლდება,
ნათლდება ლურჯი მონასტერი,
იღება ალმასის სამმაგი კარები
და სივრცეს ედება
ზეცით მონაბერი
ღვთიურ გუგუნი შორეულ ზარების.

 
nukriaДата: ოთხ, 26.09.2012, 16:14 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უსახელო ყვავილი

დაილოცა საქართველო
ზღვიდან სერით სერამდი.
ყვავილები, ყვავილები
თეთრი, ათასფერადი.
ვკრიფე, მაგრამ რა დაჰკრეფავს,
რა თითები ეყოფა…
ჰყოფილიყავ, წყება-წყება
გულზე დაგეყრებოდა.
კეკლუცებმა თითქმის მთელი
ველი შემომატარეს
ვკრიფე, ბევრი შენს ბაგეებს,
შენს თვალებსაც ვადარე…
მხოლოდ ერთი პაწაწინა,
ოქროსფერი ყვავილი,
ვით ჩუქურთმა, ოპიზარის
ხელით გამოყვანილი,
სულ შენ გგავდა, ნაირფერად
ველად ჰფენდა სინათლეს,
მოვინდომე მისი ცნობა
და სახელიც ვინატრე.
ვინ მეტყოდა?… საბაც ვსინჯე,
ქართულ სიტყვის თილისმა,
ვერც მან მითხრა, ვერც ყვავილმა,
ვერც ნიავმა დილისამ.
ვდუმდი… ჩემს წინ გაზაფხულის
შუქად ამოყვანილი,
ირხეოდა, ციმციმებდა
უსახელო ყვავილი.
…ბოლოს ასე პაწაწინას,
ბოლოს ასე უცოდველს,
დავაკონე ბაგე ფრთხილად
და “ანუკი” ვუწოდე.
 
nukriaДата: ოთხ, 03.10.2012, 22:27 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
*****
შენ არა გაქვს მეფის გვარი,
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ, თვალები თამარ ქალის
როგორ გამოგყოლია?
არ მომეკრა შენთვის თვალი,
სიზმრად მაინც გნახავდი.
ხარ ყინწვისის ანგელოსი,
თეთრ ღრუბლებში ნახატი.
შენს სიყვარულს დავიფიცებ,
დაიჯერო იქნება,
ცისფერ კაბას ნუ ჩაიცმევ,
თეთრი უფრო გიხდება.
შენს სიყვარულს დავიფიცებ,
დაიჯერო იქნება,
წარბს ნუ შეჰკრავ, გენაცვალე
გაღიმება გიხდება.
შენ არა გაქვს მეფის გვარი,
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ თვალები თამარ ქალის
როგორ გამოგყოლია?..
 
nukriaДата: ოთხ, 03.10.2012, 22:28 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს ქუჩაზე

ჩემს ქუჩაზე ერთი ქერა
ქალიშვილი დადის,
ქალია თუ ბედისწერა,
თუ სიზმარი ცხადი.
ო, არ მინდა ნატვრით მოღლილს,
ნატვრა ამის გარდა_
შორს გვფარავდეს ლერწმის ქოხის
საოცნებო კალთა.
თეთრ გცირილებს ვკრეფდეთ ერთად,
სიყვარულით მთვრალი,
მიბერავდეს მისი ქერა,
დალალების ქარი.
და როს წლები წავლენ წყნარად,
დავბერდებით უკვე,
როს მის თმებში მზე კი არა,
მთვარე გააშუქებს.
როს შორს დარეკს როგორც ზარი,
ჟამი გარდასული.
და გაქრება ვით ზღაპარი,
ბუხრის პირად თქმული_
ო, არ მინდა ნატვრით მოღლილს,
ნატვრა ამის მეტი,
დე აფრინდეს ლერწმის ქოხი,
ვით ცისფერი გედი.
აგიყვანოს ლურჯი ფრთებით,
გასჭრას ზეცის კალთა,
სადაც კრთიან ვარსკვლავები_
სულნი წინაპართა.

…ჩემს ქუჩაზე ერთი ქერა,
ქალიშვილი დადის.
ქალია თუ ბედისწერა,
თუ ცნება ცხადი?!
 
nukriaДата: ოთხ, 03.10.2012, 22:29 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
*****
ბესიკის ლანდო, დამიფარე ხელი მიჯნური,
შენ უწყ, სახმილი სიყვარულის რარიგ ძნელია,
ძვირფას გულიდან სამუდამოდ ვარ გამიჯნული,
თვალთ ალისფერი, სისხლნაფერი ცრემლი მდენია.
გულზე ფრთა გამკრა, მაგრძნობინა ტრფობის სიმძიმე
სიზმარეთიდან მოფრენილმა უცხო ფერიამ,
მის წამწამთ ტევრში უკვდავების წყარო ციმციმებს,
კისერზე ხალნი,ნატვრის თვალნი ამბორს ელიან.

. . . . . . . . . . . . . . . .
ბესიკის ლანდო, დამიფარე ხელი მიჯნური,
შენ უწყ, სახმილი სიყვარულის რარიგ ძნელია…
 
nukriaДата: პარ, 14.02.2014, 03:37 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გალაკტიონი

როგორც კვარცხლბეკზე,
საქართველოს მთებზე შემდგარი,
თითქოს მომავალს გაჰყურებდი გულდაჯერებით.
იყავ ამბოხი,
ბობოქარი, დაუდეგარი
და დაედევნე ტატოს მერანს ლურჯა ცხენებით.

მთაწმინდა სევდის
ბილიკებით შემოგივლია,
ამ ბილიკებით უკვდავების გზებზე გახველი.
ჩვენს შორის მარტო,
ვით აკაკის, ვაჟას, ილიას,
შენ ერთს გიცნობდა საქართველო მხოლოდ სახელით.

დიახ, მღეროდი დიდი გულით,
დიდი ოცნებით.
სხვა რა გინდოდა, ლექსი იყო შენი დიდება.
შენ ერთი იყავ,
შენ შეგეძლო ამდენ მგოსნებში
სიკვდილთან ასე შეხუმრებაც და შეჭიდებაც.

შენი სიმაღლე
შურთ ჩინარებს, ლაღად აწვდილებს,
შენი ლექსები სურთ შორეულ ჩანგებს სიმებად.
შენი გვირგვინი
რამდენ მგოსანს გავუნაწილეთ...
რა ვუყოთ, მართლაც დიდი არის, მართლაც მძიმეა.

ზოგ-ზოგ კრიტიკოსს
დღეს თავისი ჰყავს ფალავანი
და მწერალს გვერდით კრიტიკოსი უდგას ფალავნად.
შენ არ გინდოდა
ჩლუნგ კალამთა ეს გალავანი,
შენ შენი სიტყვის ვაჟკაცური ძალა გფარავდა.

მხრებზე გეყარა
ვარსკვლავების უცხო კრებული,
გედგა სამშობლოს ათინათი მარად კეთილი.
ქართულ ედემში,
ბიბლიურად ჩაფიქრებული,
წვერმოშვებული დადიოდი მამაღმერთივით.

სევდას, სიხარულს
ვკითხულობდი მე შენს თვალებში...
და გეტყვი მართალს: მე შენს ლექსებს შეფარებული,
ჭაბუკობის ჟამს,
სიყვარულით უანკარესით,
იმ შენს მერიზე მეც ვიყავი შეყვარებული.

ჩუქურთმისმჭრელო, ოქროპირო,
კაცო ალალო,
გულის ფესვიდან ამომსკდარო სიტყვავ ნათელო,
არ ჩაუვლია შენს სიმღერას,
შენს ლექსს ამაოდ,
ახლა შენს სახელს უკვდავ ნათელს ჰფენს საქართველო.
 
nukriaДата: კვ, 16.02.2014, 00:11 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არის ასეთი ქვეყანა

ვაზის ძირში დარწეული აკვანი,
სალამურის საამური კვნესა,
გმირობის და უკვდავების ზღაპარი
ხალხში თქმული რუსთაველის ლექსად.
მამა-პაპის წმინდა სისხლით ნაბანი,
მზის სხივებით ანთებული მარად,
უფსკრულებში ჩანჩქერების ჩქაფანი,
მთებზე თოვლი, ბულბულები – ბარად.
ზოგან ირმების ჯოგია,
ზოგან არწივნი ჰქრიან,
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!
თვალტანადი ქალ-ვაჟების ნათქვამი
იავნანა, ურმული და რერო,
სიცოცხლით და სიყვარულით გამთბარი
ვენახები, ყანები და მდელო.
თხილის ერთ გულს ცხრა ძმას ძმურად გაუყოფს,
მას თავისთვის განა მეტი უნდა?..
სურს მოყვარეს გულის კარი გაუღოს,
სახლის კარი ღია არის მუდამ.
„ერი პურადი, გულადი“,
სტუმარს ღვთის კაცად სთვლიან…
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!
ურმის ჭალებს შესეული ბავშვები,
ივრის ჭალებს – კაკაბი და გნოლი…
ჩვენს იმედად, მტერთა რისხვად ნაშენი
ძველთაძველი თბილისი და გორი.
დეკემბერში ვარდის გამოშუქება,
ნოემბერში ნარინჯების ეშხი…
წყალვარდნილებს ელსადგური უხდებათ
და ქარხნების გუგუნია მთებში.
მისი დიდების ამბავი
საუკუნეებს მიაქვთ.
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!
აბა ვინ სთქვას: თავის მთით და ბარითა
პატარაა საქართველოს მიწა…
მზეს ეხება, ისე მაღლა ავიდა,
იალბუზით მეშვიდე ცას მისწვდა.
აუვსია, რომ დაუხვდეს გაზახფულს,
ღვინით თასი, ყვავილებით კალთა,
სხვა ოცნება, სხვა დიდება არა სურს
მშობელ ხალხის დღეგრძელობის გარდა.
ღამით ვარსკვლავებს უღიმის,
დღისით მზეს ცეცხლისფრთიანს.
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!
 
nukriaДата: ორ, 03.03.2014, 03:13 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,

ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

… ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,
რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
არ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.

დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.

თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,
რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,
დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში ჭაღარა შემოგპარვია.

როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.

ახლაც შენა ხარ შენი კანდელი,
სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,
შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,
ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.

შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,
თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,
სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა
და სიყვარული დავიმსახურე.

დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,
დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.
 
nukriaДата: ოთხ, 25.06.2014, 01:53 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თბილისი - ოცნების, მგოსნების ქალაქი
თბილისი - ოცნების, მგოსნების ქალაქი,
ზღაპრული ქალაქი ჯადოსნურ მხარეთა...
ჭაბუკი პოეტი ცისფერი ხალათით
დაჭრილი მიპოვეს მის რკინის კარებთან.

იქნება მე მომხვდა ვახტანგის ისარი,
მარჯვედ რომ ესროლა ტყის ლამაზ დედოფალს,
იქნება გამიპეს ხმლით მკერდის ფიცარი,
როცა ეს გულმკერდიც მტერს გადაეღობა...

თბილისი - ოცნების, მგოსნების ქალაქი...

 
Форум » ლიტერატურა » იოსებ ნონეშვილი » იოსებ ნონეშვილი
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость