ტიციან ტაბიძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 7
  • 8
  • »
Форум » ლიტერატურა » ტიციან ტაბიძე » ტიციან ტაბიძე
ტიციან ტაბიძე
verikolatariaДата: სამ, 13.03.2012, 00:35 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
* * *
ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი,
ვუახლოვდები ჩვენკენ დარიალს,
გამშრალი თერგი ერთი წვეთია,
მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს.
წამექცა თავზე გარღვეული
და ცაზე კიდევ, სხვა მყინვარის ცა
და დარიალით გადარეული
თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს.
და გადავყურებ ალმას უფსკრულებს
კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს,
ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს
და რკინის ბაწარს ყელზე რომ მომდებს.
ვიცი, მომელის მაინც ეს ბედი
და ისიც ვიცი, ჩემზე ახია,
ძვირფასო, არ ვარ იცოდე ყბედი,
ან თავის მოკვლა რა ტრაბახია.
მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივით,
ამ თვალუწვდენი ხრამების წვერი,
ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით
ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი.
მინდა, რომ ვიყო მწირი გულადი
საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღვნა,
ვარ აღვსებული შენით გულამდე
და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა.
მინდა, მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე
მინდა, გავიხსნა გული ალალი,
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
შენ ჩემს სიკვდილში არ გიდევს ბრალი.
 
nukriaДата: სამ, 17.04.2012, 21:05 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ავტოპორტრეტი

უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები,
სარკეში იმალება თმათეთრი ინფანტა.
იღლიის დაკოცნით მალე ვიღალები,
მწვავენ ტალღები, თმებმა რომ დაფანტა.

მასსენეს ელოდნენ დათლილი თითები,
ჯირითს რომ ელიან ფეხმარდი ცხენები,
სხვანაირ მუსიკის დღეს მბანენ ზვირთები,
ძვირფასად ვინთები ლექსების ხსენებით.

აზიურ ხალათში, ვით ფაშა ეფენდი,
ვოცნებობ ბაღდათზე მოღლილი დენდი,
ვფურცლავ მალარმეს "Divigation"-ს.

იყავ რაც გინდა, შავი, საცოდავი,
ცხოვრება, ხელში მაქვს მე შენი სადავე,
რომ ეს ჯოჯოხეთი სამოთხედ გაქციო.
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 21:23 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორპირის ოქროპირი

ეს არ არის ოქროპირი,
ეს მხოლოდ ორპირის ბაყაყია...
დიდებულად შვენის სამეფო პორფირი,
დიდებულად იცის დოგმატების მალაყია.
მე თვითონ გამზარდა: ტიციან ტაბიძე
პოეტი ავყია.
საახალწლოდ, საშობოდ და სააღდგომოდაც
მე ერთი და იგივე მაქვს სათქმელი
გაფრენილ ეკლესიის კათედრაზე.
ვამბობ პირდაპირ და აშკარად,
როგორც კაზინოში კრუპიე: „ბაკკარა“
ჩვენთვის დღესასწაულები მარტო
რაფიელ ერისთავის ლექსებშია
(კიდევ კარგი, თუ არ დაგავიწყდათ)...
ნეტავ მე ისე მიყვარდეს პოეზია
ან თვითონ ორპირი,
დედაჩემს რომ უყვარს მეწველი ძროხა
(შენ, ვინც ამაზე გაიცინებ,
ვიცი, შვილი ისე არ გიყვარს).
იმერეთში მღერის დანიელა ურია,
კახეთში კიდევ - დედას ლევანა.
ყველაფერს მივცემდი, რაც რომ მაბადია,
რომ მახსენებდეს ერთხელ მაინც ქრესტომატია.
ამბობენ, იყო გიორგი სააკაძე,
ჩრია მზითებს უმატებდნენ „ვეფხისტყაოსანს“
(ამას ქვია ჩოხიანი დადაისტები).
ივანე ჯავახიშვილი წერს პლუტარხივით,
იქნებ ვინმემ ჩემზეც დაწეროს დისერტაცია
(მემარცხენეობა პოეზიაში უსათუოდ დასატაცია).
......................................
.......................................
საქართველოში ყოველ ჭორფლიან ქალს
თავის საკუთარი ჰყავდა პოეტი.
დღეს ღვთისმშობელი ძირს რომ ჩამოვიდეს,
მითხარით, მართლა ვინ ეტყვის ლექსს?
ასე ამბობს ოქროპირი
მსუქანი გომბეშო:
ამხანაგებო, პოეტებო, ვისაც გიჭირთ ლექსების წერა,
ვიცი, რომ ამით გულზე მოგეშოთ.
იყავით გამბედავი, სთქვით პირდაპირ,
თქვენზე უფრო სასტიკია თქვენი ლექსები.
ეხლა კი ნ. ო. ტ. ია და ელექტროფიკაცია,
ლექსებისთვის ვინც მოიცლის, ის რა კაცია?
კითხეთ თქვენ ნაცნობ პატიოსან პოეტს,
თუ ის შინაურია,
ვინ უფრო ააღელვებს:
სტეფან მალარმე, თუ დანიელა ურია?
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 21:24 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოქროყანა

პატარა ძაღლები უყეფენ მთვარეს,
მთვარე თანდათან ჩამოდის დაბლა;
თითქოს ვარსკვლავებს წილი უყარეს,
ცვივა ვარსკვლავი ელვების საბნად.
პატარა ძაღლები უყეფენ მთვარეს,
თვალებზე ძილი არ მეკარება.
მეტი რა მქონდა მოსაპარავი
და ამ ძაღლებმა ძილიც მომპარეს.
მთვარე თანდათან დაბლა ეშვება,
ჩამოეფარა ქოროღლის ციხეს,
დაადგნენ თბილისს მთები ეშვებად
და სადარაჯო ფარი აიღეს.
ჩემო ძვირფასო და ტკბილო დედა,
ჩემო თბილისი, გულის ლახვარო!..
ძაღლი ძაღლური ქებას გიბედავ,
რომ მზის ამოსვლა ყეფით გახარო.
ოქროყანიდან დავყურებ შენ ბჭეს
და სიხარული ძვალ-რბილში მივლის,
ასეთი ბედი რომ მომანიჭეს -
პატარა ძაღლი გიცავდე თბილისს.
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 21:27 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ გაიკვირვებ

ნუ გაიკვირვებ, როცა გეტყვიან,
რომ ჩუმად არის ახლა ტიციან, -
პოეტი დღეს სხვა ოცნების ტყვეა,
ამის შესახებ მათ არ იციან.

რა საჭიროა აქ პირფერობა,
მართლა მხიბლავდა მე ერთ დროს „დადა“,
მტანჯავი იყო ეს გაორება,
მონანიება კი არის სადა.

ეშაფოტივით იდგა ქალდეა,
ეს ცა აქამდე თავზე დამტირის,
გული ყოველთვის პიტალო კლდეა? -
და გავხდი ერთხელ მეც დეზერტირი.

მაგრამ მომადგა გრიგალის სვეტი,
ახალ ბრძოლაში თავით დავეშვი,
სიტყვა არ არის ცეცხლის დამწრეტი,
ისე, როგორც ზღვას, ვერ დაცლის პეშვი.

დაფასთან ვდგავარ და ვშლი ძველ ლექსებს,
ცარცით კი არა, - სისხლით რომ ვწერდი.
საბჭოთა მიწავ! გიკოცნი ფესვებს,
ახალ ცხოვრების ვარ ალავერდი.
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 21:27 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მუხამბაზი, რომელიც არ იმღერე

ამ დროს მოდიოდა გრიგოლ ორბელიანი
ორთაჭალიდან.
ცხელი ცოცხალით სავსეა ნავი,
ეს ხმაა ჭიჭყინასი ასე გულსაკლავი,
თუ კრწანისიდან მოდიან თათრები...
მეზურნეები დილას ებრძვიან გააფთრებით,
შარვლის ტოტებში მთელი მზე ჩავა,
მოდიან ვირები დატვირთულ ქლიავით,
მოდიან ვირები კოჯორის ნიავით.
ასე აღვიძებდა საიათნოვა მტკვარს.
ღვინო მოუნდება გაციებულ მკვდარს.
გაბრეილ ლოყებით გაჰკივის კარო:
- „არუთინა მქვიან, საიათნოვა ვარ,
ლექსებს გეტყვი, ცამ ქუხილი დაიწყოს...“
და დგას ტფილისი, მუდამ ურყევი
და ქანაობენ ხრიოკი მთები,
გამოგუდულა გარშემო მთები,
გამოგუდულა გარშემო ხევი,
გული, აინთე, თუ აენთები!..
დიდებულია ყაბახზე დილა,
ახალი მთების ვხედავ კუნძულებს,
ორბელიანთა გაუთხოვარ ქალების ძუძებს.
მზე სიხარბიდან, მზეც კი გაზრდილა
და მოტეხილი სერაფიმის ფრთა,
ქაშვეთი კიდევ უფრო გაფითრდა.
ამ დროს ბრუნდება გრიგოლ ორბელიანი
ორთაჭალიდან.
სავსე ყანწები თამადას ელიან,
მესმის დაძალება „დალიე, აიტან!“
ტიციან მქვიან, ვრჩები ტიციანად,
ლექსით და ღვინით ყველამ მიცანით.
ლექსებს ვიტყვი, ცის ქუხილი რა არი?!
საიათნოვას შიგ საფლავში გაუტეხო ფიცარი.
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 21:28 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დასაბამიდან...

დასაბამიდან დღეცისმარადი
საქართველოში ამ ღვინოს სვამდნენ.
გადადიოდა ხელში ხელადა
დარუბანდიდან ნიკოპსიამდე.

საკუთარ სისხლით დაკვეთილ ზედაშს
ცხენზე დალევდა ომში ვაჟკაცი,
რომ შემდეგ თათრებს უტიროს დედა,
დაატრიალოს ხმალი სიმკაცრით.

მე დღესაც ვხედავ მამაც რაინდებს,
კოშკში დამწყვდეულ მზეთუნახავებს,
მათ სადღეგრძელოს ნუ მომარიდებთ.
ამაზე მაინც ნუ დამძრახავენ.

ბარათაშვილი არაგვზე სვამდა,
მე კი დღეს მახრჩობს „ქიმერიონი“.
მტრედიც გადიქცა ახლა სვავადა
სხვა ქარიშხლების მოდიან დრონი.

რა საჭიროა სატრფოს ცრემლები,
არც ქარს ვაწუხებ საფლავის თხრისთვის,
მოისვენებენ ისედაც ძვლები,
თუ კრემატორი აღირსეს თბილისს.

დამისხით, ძმებო, დამალევინეთ,
ამივსეთ ყანწი წითელ ღვინოთი.
საქართველოში ბევრი მაგინეს,
მიუმატებენ რომ ვარ მე ლოთი.
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 21:31 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორი არაგვი

ასე ადგება წარღვნა ქვეყანას,
ელვამ მთის წვერებს გადაუარა,
გრიგალი კორტნის და წვიმის თქეშში
გაუღვიძია სებასტიან ბახს.
და სიყვარულის თვითონ მუქარა
არა ჰგავს მხოლოდ პოეტის ტრაბახს.
თითქო მშობლიურს ისმენდეს ნანას
ანდა დაღუპვა იყოს ნუგეში -
ასე აპარებს დემონი დანას
აკანკალებულ თამარს უბეში.
ასე ფართხალებს მწირი გულადი,
დაბდღვნილი ვეფხვის სისხლის გუბეში.
ყორანი შავი ყორნის სულამდე
არაგვის ველზე ითრობა ლეშით.
ორი არაგვი, როგორც ორი და,
ვით დღე და ღამე - თეთრი და შავი,
ბავშვურ ტირილით ტოლად მოდიან,
რომ ერთად მტკვარში დაიხრჩონ თავი.
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 21:31 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გომბორის მთაზე

დაიფშვნა, მაგრამ მაინც აქამდე
თავის ნანგრევებს უძლებს უჯარმა,
გასტანოს, ძმებომ ჩვენ სიკვდილამდე
ამ სიყვარულის ლექსის გუჯარმა.

ასეთი იყო ის ღამე მაშინ,
ვახტანგს რომ ციდან მოესმა რეკა.
დღესაც ქვითინით სტირიან ცაში
ვაჟა-ფშაველას ღვია და დეკა.

და სართიჭალის მეთარე საქო,
ჩვენთვის აკაკის მღერის „სულიკოს“.
ჩვენც ხომ იმისთვის გვყოლია სატრფო,
რომ ისიც ასე დაკარგულიყო.

აშუღმა თავის სთქვა აშუღური,
სხვა სათქმელი აქვს ამ ჩვენს სამებას,
მაგრამ გაგვიხდა სიტყვა უძლური
და სათითაოდ ენა დაგვება.

მელიტა, ნინო, რძალი ზენარი
მშვენიერებით შეემოსა კალთები კახეთს,
დაქალებული ვეფხვიც ეგ არი,
ბეწვის ხიდიდან სამოთხე ვნახეთ.

დედის რძესავით ტკბილია ღამე,
იორი ჩქეფით ოცნებას არწევს.
გამოვა წამით გომბორზე მთვარე
და გორგასლანი ხმალით გადაწევს.
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 21:32 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
არც ერთი სიტყვა არ დამცდენია
მხოლოდ იმისთვის, რომ ლექსი მეთქვა, -
როცა პწკარები პწკარებს სდევნიან,
საკუთარ გულის მაშინებს ფეთქვა.

მაინც თუ ვერ ვთქვი, რასაც ვესწრაფი,
მე ამ ცოდვაში ბრალი არ მიდევს,
ვარ იდუმალი მხოლოდ მიზრაფი
და გული იკვლევს ლექსის ამინდებს.

გაგიგონიათ, ჩემო კარგებო,
რომ სიყვარული ძალით არ მოვა,
სიტყვა სიტყვასაც არ მიუდგება,
თუ ის სიმღერამ არ ამოსწოვა.

სანამ წარმოსთქვამ, ლექსი შენია,
იტყვი, სხვა უცხო მას დაიტაცებს,
და თუ ვაჟკაცის ხელი სჩენია,
მაშინ სხვის ხელშიც ის ივაჟკაცებს.

ლექსი ლექსია, მაგრამ იმატებს,
თუ სიყვარულის ბოლმა გამურა,
თვითონ ვერ იცნობ შენ ბაიათებს,
დაუტაცია ხალხს სალამურად.

მე მეჩვენება, რომ ლექსის ძაფი
უძილო ღამეს ხელში ეკავა;
მოსკდება წვიმა თქეშით და ქაფით
და მოვარდება ლექსი წელკავად.

გადაიარა და გადათელა,
როგორ კალია გათელავს ყანას,
მერე დაენთო თაფლის სანთელად,
რომ გაანათოს მთელი ქვეყანა...
 
Форум » ლიტერატურა » ტიციან ტაბიძე » ტიციან ტაბიძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость