ტიციან ტაბიძე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 7
  • 8
  • »
Форум » ლიტერატურა » ტიციან ტაბიძე » ტიციან ტაბიძე
ტიციან ტაბიძე
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 21:33 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაშ გამარჯვება

თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე
და დავუჩოქებ მიწას მუხლებით.
– მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.

ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,
ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,
სანამდე უნდა, რომ მზედ ედინოს
გავარვარებულ ოქროს თაველებს!

სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი:
წავა, გაქრება, როგორც სიზმარი,
მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,
რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.

ნეტა, სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო,
ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი.
სჯობს აღარ გვქონდეს სულაც სამშობლო,
ანდა არ იყოს ასე ლამაზი!

– სხვა საქართველო მაინც სად არი?
რომელი კუთხე რომელ ქვეყნისა?
ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი,
ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?

დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა
და საქართველოს მედგას უღელი;
– მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი!..
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 21:33 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სერგეი ესენინს

გაუხედნავი კვიცი იყავი
და სისხლიანი, როგორ ჩაღატარ.
დარჩები ლექსში გაურიყავი,
ცოდვაა, ამ ლექსს საფლავში გატან.
მოგდევდა სევდა დიდ ტრამალების
და მოატანე დარიალამდე.
სული სულს როგორ დაემალება?!
ჩვენი თვალებიც ცრემლით დალამდენ.
განა შენ დარჩი მარტო ცოცხალი,
რომ გადარჩენა არ გხარებია?..
ვინ დათვალოს ცრემლის კურცხალი,
სირცხვილი, რაც გულს გაჰკარებია?..
გდიოდა ლექსი, შენ როგორც სისხლი,
მოურჩენელი გულის იარა.
თავის სიკვდილით თავს ვერ დაიხსნი
და სისხლი მხოლოდ სისხლს ეზიარა.
გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში
ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო.
ყინვას გაჰქონდა გარეთ კაშკაში,
სიკვდილმა ხელი მაგრად ჩაგავლო.
და გულში სტირის შენი ანდერძი:
სადღეგრძელოში გვახსოვდე მარად.
წითელ ღვინოში - შენ პურის კერძი
წამოიზრდები სისხლის ტომარად.
ღმერთი და სჯული... არა ვართ შორი,
მონღოლის სისხლი გვიდუღს ორთავეს,
სული დააპეს და მერე ძორი...
ძორიც ძერებმა გამოათავეს.
ასე უჭირდა ალბათ ამირანს,
რომ დაულეწეს ჩვენსავით მკერდი...
შევსვამთ საწამლავს... ჩვენ როგორც მირონს,
პირველად შენს სთქვი ეს ალავერდი.
ჩოფურაშვილთან ვიყავით წუხელ,
შენზე ღრიალით გასკდა არღანი.
საკუთარ ძმასაც ვეღარ გავუმხელ,
რაც ჩაკირულა გულში ბალღამი...
სამწუხაროა ყველა ესენი
და უფრო მწარე კიდევ ის არი,
ლამაზო ბიჭო! სერგეი ესენინ!
ცოცხალს არ გესმის ეს საფიცარი!..
ამხანაგებო თუ ღრმა ღელეში
ჩვენი თავებიც სადმე დაგორდეს,
ყველამ იცოდეს სხვა პოეტებში
ესენინ ჰყავდა ძმად ცისფერ ორდენს
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 21:35 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ავტოპორტრეტი

უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები,
სარკეში იმალება თმათეთრი ინფანტა.
იღლიის დაკოცნით მალე ვიღალები,
მწვავენ ტალღები, თმებმა რომ დაფანტა.
მასსენეს ელოდნენ დათლილი თითები,
ჯირითს რომ ელიან ფეხმარდი ცხენები,
სხვანაირ მუსიკის დღეს მბანენ ზვირთები,
ძვირფასად ვინთები ლექსების ხსენებით.
აზიურ ხალათში, ვით ფაშა ეფენდი,
ვოცნებობ ბაღდათზე მოღლილი დენდი,
ვფურცლავ მალარმეს “Divigation”-ს.
იყავ რაც გინდა, შავი, საცოდავი,
ცხოვრება, ხელში მაქვს მე შენი სადავე,
რომ ეს ჯოჯოხეთი სამოთხედ გაქციო.
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 21:36 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თბილისის ღამე

თითქო კვდებოდა თბილისის ღამე,
სარაჯიშვილის ხმებით ტიროდა,
ტარს ამოჰქონდა გულის ბალღამი
მტკვარის მარცხენა სანაპიროდან.

ასე მღეროდა მაშინ მეტივე
ფიჭვის შეკრული თეთრი გედებით,
და უეცარი ძველი მოტივი
ინაცრებოდა სხვა იმედებით.

რა მაბადია - ან რა მებადა,
მე ვარ ტიტველი მთა შავნაბადა,
მაგრამ გული რომ მაინც მიტირის,
თითქო ჩააგდეს ცეცხლის საკრიეს...

ახლა მეც ვაქებ ინდუსტრიის ქარს,
მეც მინდა ძველი ქვეყნის დალეწვა.
თაფლის ფრთა ჰქონდა მაშინაც იკარს
და გული ფრთაზე მალე დაეწვა.

და მაპატიეთ, მე თუ მივსტირი
რძიან ბალახს და თბილისის დილას.
მე მეხარბება, მართლა მესტვირე
არსენას ლექსით რომ გამოზრდილა.

ჯერ კიდევ ვზივარ ძველებურ ტივზე,
ვტირი შეკრული ფიჭვის გედებით.
არ შევჩერდები მე ამ მოტივზე,
მე თვითონ ვცხოვრობ ამ იმედებით.
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 21:37 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნიკო ფიროსმანი

რომ დავჯდებოდეთ დღეს პურის ჭამად,
მოვიგონებდეთ, ძმებო, ფიროსმანს.
მისი გული გვაქვს ჩვენ ღვინის ჯამად
და აქამდისინ ქართულ მირონს გვბანს.

გვიკურთხებს სუფრას აღდგომის კრავი,
მისი რუმბები და ნატურ-მორტი.
არ დაილევა კრავის საკლავი
და ასაბიით სუფრა მოირთო.

გაიარს კიდევ ათიოდ წელი
და ჩვენ ცხოვრებას უფრო მიქელავს.
ჩვენიც იქნება შესანდობელი,
შეგვაბრალებენ საწყალ ნიკალას.

და ატირდება წყვილი სანთლებით
სამიკიტნოში სუფრა პატარა.
განვლო მან ცეცხლის კორიანტელი,
ბედმა უბედოდ ბევრი ატარა.

იყო საწყალი ერთი ოსტატი -
ასეთ ოსტატებს ზრდის საქართველო,
იკურთხოს მადლით მარჯვენა მათი,
იმათი იყოს ეს სადღეგრძელო.
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 21:37 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ს. შანშიაშვილს და გ. ლეონიძეს

დაიფშვნა, მაგრამ მაინც აქამდე
თავის ნანგრევებს უძლებს უჯარმა,
გასტანოს, ძმებომ ჩვენ სიკვდილამდე
ამ სიყვარულის ლექსის გუჯარმა.

ასეთი იყო ის ღამე მაშინ,
ვახტანგს რომ ციდან მოესმა რეკა.
დღესაც ქვითინით სტირიან ცაში
ვაჟა-ფშაველას ღვია და დეკა.

და სართიჭალის მეთარე საქო,
ჩვენთვის აკაკის მღერის „სულიკოს“.
ჩვენც ხომ იმისთვის გვყოლია სატრფო,
რომ ისიც ასე დაკარგულიყო.

აშუღმა თავის სთქვა აშუღური,
სხვა სათქმელი აქვს ამ ჩვენს სამებას,
მაგრამ გაგვიხდა სიტყვა უძლური
და სათითაოდ ენა დაგვება.

მელიტა, ნინო, რძალი ზენარი
მშვენიერებით შეემოსა კალთები კახეთს,
დაქალებული ვეფხვიც ეგ არი,
ბეწვის ხიდიდან სამოთხე ვნახეთ.

დედის რძესავით ტკბილია ღამე,
იორი ჩქეფით ოცნებას არწევს.
გამოვა წამით გომბორზე მთვარე
და გორგასლანი ხმალით გადაწევს
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 21:38 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლექსი მეწყერი

მე არ ვწერ ლექსებს… ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესიც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი,
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული მზე და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

მე არ ვწერ ლექსებს,
ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს,
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 22:45 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წიგნიდან ქალდეას ქალაქები

ჰაფეზის ვარდი მე პრუდონის
ჩავდე ვაზაში.
ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის
ბოროტ ყვავილებს.
და რაც შემხვდება, შემაჩერებს
შორეულ გზაში,
ჩემს ღვრია ლექსში დაისვენებს
და დაიჩრდილებს.
გრძნობის სიჭარბე მომეტებით
გრძნობას ამკრთალებს,
უვნებო ვნებით მინდა ვწვავდე
ვნებიან თვალებს.
და ჩემი ჩანგი სირცხვილიდან
დაიმსხვრეოდა,
თუ გიტარაზე მისი ლექსი მომესმებოდა.
ვიცი, რომ მოვა საყვარელი,
ვისაც მოველი,
ვიცი, რომ მოვა სილამაზე
დაუთოველი.
მეც წავუკითხავ და ვუმღერებ
ჩემს ქალდეაზე.
ჩამავალი მზის გაგვაბრწყინებს
ჩვენ სილამაზე.
ვუცქერ გულგრილად წარმოდგენას,
ვსტირი ანტრაქტებს.
დავიწყებული ძველ სიტყვების
ვგრძნობ ანდამატებს.
და თუ არ ამყვა ხმა სიმღერად
გაშლილი, ლაღი,
უხმო ბულბულსაც დამაფასებს
ქართული ბაღი...
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 22:47 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოქროყანა

თუ პოეტი ხარ და ხარ ვაჟკაცი,
გათენდი ისე, როგორც გათენდა
ოქროყანაში, თუნდაც ამ დილას, _
ნუ დასწერ ლექსებს... იყავ ზარმაცი!

ამ მზის ყუმბარას რა ხელი სტენდა
ან ვეებერთელა სიდან გაზრდილა?
რა ლექსი ზიდავს ამ საღადარეს,
რა გულს არ დასწვავს და არ გადარევს?

თუ პოეტი ხარ და ხარ ვაჟკაცი,
მაშინ ქოროღლის გქონდეს სიმაგრე.
გადაყურებდე დაბლა მარაბდას,
ნუ დასწერ ლექსებს... იყავ ზარმაცი.

შენ რომ ხელი გკრან, ისიც წაგაქცევს,
ამას ტყვიების მეხი ღარავდა,
მაგრამ მეხია თვითონ სასროლი,
ცა გაუპია და დარჩენილა ტიტველა სოლი.

თუ პოეტი ხარ და ხარ ვაჟკაცი,
ამღერდი ისე, როგორც ამღერდა
უძოს ბულბული მაღალ ფალცეტით,
ნუ დასწერ ლექსებს... იყავ ზარმაცი.

ბევრი პოეტად თავს ასარებდა,
ჩვენი ეპოქის რომ იყოს ღირსი,
დღეს პოეტებში არ ვართ არც ერთი.

მაშ, შევადედოთ ლექსის მაწონი,
ოქროყანიდან ჩამოვყვეთ ვირებს,
იქნებ არ იყოს ეს მოსაწონი,
მაგრამ არავინ არ გაიკვირვებს.
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 22:48 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამჯერ ვარ დაბადებული...

სამჯერ ვარ დაბადებული,
მონათლულიც ვარ სამჯერა;
ერთხელ სიკვდილი რას მიზამს,
ერთხელ სიკვდილის არ მჯერა.
შეხედეთ ოქროს მზეთამზეს,
მთები რომ მთებზე ეყარა;
ყოველდღე ამას ხედავდეს,
რა მოკლავს ასეთ ქვეყანას.
მოვა სიკვდილი, შეხედავს
და შერცხვენილი გაიარს,
როცა ცა სისხლით შეღებავს
თურაშაულის განთიადს.
 
Форум » ლიტერატურა » ტიციან ტაბიძე » ტიციან ტაბიძე
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость