პაოლო იაშვილი - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
Форум » ლიტერატურა » პაოლო იაშვილი » პაოლო იაშვილი
პაოლო იაშვილი
nukriaДата: სამ, 18.09.2012, 01:31 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორც აფრის ტკაცუნი

მაინც რად მინდა მეტი დასტური
გარდა იმისა, რომ დილა მეხნა,
ვარ, როგორც ღვინო ალადასტური
და მიხარია ფათური ქვეყნად.

მორთმეულია სამყარო გობით,
მხოლოდ აკლია ოქროდ დადნობა,
და ყოველ ყვავილს, ვარსკვლავს და კოპიტს
ჩემი ლექსისთვის მართებს მადლობა.

ამართულია სოველ ქვიშიდან
ცამდე კრიალა შუშის კედელი;
და მე არ ვიცი, რაღა მიშლიდა
მეთქვა სიმღერა განუწყვეტელი:

როგორც აფრის ტკაცუნი
მოვარდნილი ზღვიდან,
ისეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდა.

როგორც ფართო ჭადართან
ჩეროების ჯერი,
ისე ჩუმად ჩატარდა
ჩემ ლექსი ბევრი.

და ქცეული სურათად
სიტყვა, ყველა ბგერა,
მიწაზე მიცურავდა
დამწიფებულ ქერად.

ბოსტნების დასანაგვად,
მოუთიბავ მოლად,
ბალახის ამხანაგად
და ომბალოს ტოლად.

ახლა, როცა ტკაცუნი
აფრის მესმის ზღვიდან,
ასეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდა.

მინდა სიტყვის თარეში
ჩემი ყველამ ნახოს,
ხევსურების ფარეხში,
ჩანჩქერების ახლოს.

მინდა მიწას მარჩენალს
ჰქონდეს მშვიდი ძილი;
ჰგავდეს ვაჟის გაჩენას,
მზის ამოსვლა დილით.
როგორც აფრის ტკაცუნი
მოვარდნილი ზღვიდან,
ისეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდა.
 
nukriaДата: ოთხ, 26.09.2012, 00:21 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამწყება,

მარგალიტები, იაგუნდები….

არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება!

არ დაბრუნდები?

თეთრშემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე,

სევდიანია ღამე მძინარი,

ნუთუ არ ფიქრობ, სანატრელო, შენს სათუთ ცოლზე…

არავინ არი….

ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილს ყვითელს, დახეულს,

სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა?

მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,

ჩემს დამწვარ სხეულს,

შენ რომ გიყვარდა…

მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,

ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები…

დაღლილი არის, სანატრელო დღეს ჩემი ტანი,

ნუ გვიანდები…

არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა…

დავფარე ღამე ბნელ ნაწნავებით…

ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს ჩემ ოთახისას

თეთრი მკლავებით.
 
nukriaДата: შაბ, 29.06.2013, 14:35 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სონეტი (კოკაინის ბუში)

მე ვეტყვი ვინმეს: "ჩემს სონეტებს რად არ აფასებ",
მერე უეცრად: "თამარ იყო ჩემი დობილი"...
ვსთხოვ საწყალივით - შესვას ჩემი შესანდობელი,
და თავს დავიხრჩობ სამიკიტნოს მყრალ დარაბაზე.

თუ იმ დღეებში ლხინს მოიწვევს სადმე დარბაზი,
ჩემს თვითმკვლელობას გზა ექნება იქ დათმობილი...
ვახშამი, ყავა, მადლობა და ავტომობილი,
მშიერი ფიქრი სახვალიო დროს ტარებაზე...

მაგრამ მე დავსწვავ სურნელოვან ლექსთა თაბახებს,
რომ არ დაარსდეს გაზეთებში ძეგლისთვის ფონდი.
და მთქნარების დროს ნურავინ ნუ დაიტრაბახებს,

რომ მე მიყვარდა და შემთხვევით კვლავ მოვაგონდი.
მე მაგინებდენ, მაგრამ ვიცი ქებაც ბევრს სურდა
და უკაცრავად, თუ თან წამყვა სათქვენო ხურდა.
 
nukriaДата: სამ, 01.10.2013, 21:15 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თბილისი

მინდა ავვარდე მამადავითზე,
იქ აირჩიე, სულო ბინა შენ;
მინდა უეცრად მუხლზე დავეცე
ჩემი თბილისის და მზის წინაშე.

ჩემო ქალაქო! არ დამაკელი
შენ სიხარული მზისგან ფერილი,
თავზე გადგია, როგორც კანკელი,
ცა მოელვარე და აჟღერილი.

ვხედავ, ურმები ლორთქა თივებით
გზას ახარებენ აჭრიალებით;
მტკვარს მოჰყვებიან ფიჭვის ტივები,
ვით მოცურავე თეთრი ქალები.

სდუღან ოქროს და წითელ ღვარებად
კვირა დღეებით შენი ქუჩები,
და იცვლებიან ოხშივარებად
შენს გარეშემო მთები თუჯების.

შენს ალაყაფთან მსურს დავალაგო
ლექსები, როგორც სისხლის წვეთები...
მილიონ ხმებით სავსე ქალაქო,
დიდი სატახტო ხარ პოეტების.
 
nukriaДата: კვ, 16.02.2014, 21:52 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მტკვრის სანაპირო
შენს თავს მახსენებს,

შორს თოლიათა -
თრთიან გუნდები,
მე ჩუღურეთის -
წვიმა მასველებს
და მშრალი ხიდით-
სახლში ვბრუნდები.

/ავტ.თემურ ჩალაბაშვილი/
 
nukriaДата: კვ, 16.02.2014, 21:53 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ
სიზმარში გნახე, გიყვარდი, სიზმარი არ დავიჯერე,

შენი ლამაზი ზმანებით ამ ღამით გული ვიჯერე,
გეტყოდი როგორ მიყვარხარ, გეტყოდი როგორც სიზმარს,
მაგრამ მე შენზე მეტად შენზე სიზმარი მიყვარს.
მიყვარს ყოველი ღამე, როცა სიზმარში გხედავ,
ყველა სიზმარი მიყვარს სადაც შენს სახეს ვხედავ,
როგორ მიყვარხარ,შენთვის მე მხოლოდ სიზმრად მითქვამს,
მაგრამ სიზმარზე მეტად მაინც შენი ხმა მიყვარს.
შენი ხმის ერთი ბგერა და ბგერის ერთი წვეთი,
ამ წვეთის ერთი ციდა და ციდას ერთი წვეთი,
მე მირჩევნია ქვეყნად ყველა უწმინდეს სიტყვას,
მაგრამ მე კიდევ უფრო შენი თვალები მიყვარს.
შენი თვალების ფერი, წამწამის თითო ღერი,
მიამბობს ყოველ სიტყვას თუ რამეს გულში მღერი
და იქნებ გული ამბობს, რომ სულ სხვა ვინმე უყვარს,
თვალებზე მეტად მაინც მე შენი გული მიყვარს.
..და მე მიყვარხარ შენ და მხოლოდ შენი გული,
კიდევ უსაზღვროდ მიყვარს შენი უმანკო სული,
თუ შეგიყვარდე ისევ, მინდა შენს გულმა მითხრას,
მაგრამ შენს გულზე მეტად ეს სიყვარული მიყვარს.
მიყვარს ყოველი სიტყვა, რომელიც შენზე თქმულა,
მე მიყვარს ყველა სიტყვა რომელიც ჯერ არ თქმულა
და ყველაფერი ქვეყნად მე მხოლოდ შენით მიყვარს,
მაგრამ... ყველაზე მეტად შენზე სიზმარი მიყვარს...
შენი თმის თითო ღერი, შენი ყოველი ხალი,
შენი ყოველი რხევა მე უსასრულოდ მიყვარს,
ამ სიყვარულის ძალას და ჩემს სიცოცხლეს ვფიცავ,
ჩემს სიცოცხლეზე მეტად შენი სიცოცხლე მიყვარს.

ირაკლი მამულაშვილი
 
nukriaДата: კვ, 23.02.2014, 17:18 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მდუმარე ვედრება

ღმერთო! შენ დაამშვიდე ჩემი მამული,
ის არის სისხლით დანამული.
მან არ იცის – სიხარული როგორია!
უფალო! ჩემი ხვეწნა – ამბორია.
წინათ მას სდარაჯობდა ქალწული ნინო,
დღეს კი ქართველი სამშობლოში არი ულხინო!
ღმერთო! სად არი ჩვენი ბედი, ჩვენი იღბალი!
სუსტი ვარ, მაგრამ მენატრება გმირების ხმალი!
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი და – წმინდა.
როცა მხურვალეთ მომინდება მამულზე ლოცვა.
მაგრამ მე ვიცი, არ დაგვტოვებ უფალო ისთე –
რომ კიდევ ერთხელ არ მოვიდეს ახალი ქრისტე,
რომ კიდევ ერთხელ არ ვიხილოთ მტრის მორჩილობა
და სიხარულით შევიხვიოთ მკერდის ჭრილობა,
ღმერთო! გვისმინე! ნუ დაგვტოვებ ქართველებს მარტო,
მე აღარ ვიცი როგორ გითხრა, როგორ მოგმართო!
ქვეყნიერების სიხარული როცა იწყება,
მე მეშინია საქართველოს გადავიწყება.
უფალო! შენ ხარ ქვეყნის მეფე, ქვეყნის მართველი,
დიდი ხანია შენს წინაშე იწვის ქართველი!
და ჩვენი ლოცვა დღეს სხვა ლოცვას აღარ ედრება,
უკანასკნელი გავიგონე ღმერთო ვედრება!
 
nukriaДата: პარ, 02.05.2014, 11:40 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვეტყვი ვინმეს: "ჩემს სონეტებს რად არ აფასებ" -
მერე უეცრად: "თამარ იყო ჩემი დობილი"...
ვსთხოვ საწყალივით - შესვას ჩემი შესანდობელი,
და თავს დავიხრჩობ სამიკიტნოს მყრალ დარაბაზე. თუ იმ დღეებში ლხინს მოიწვევს სადმე დარბაზი,
ჩემს თვითმკვლელობას გზა ექნება იქ დათმობილი...
ვახშამი, ყავა, მადლობა და ავტომობილი,
მშიერი ფიქრი სახვალიო დროს ტარებაზე... მაგრამ მე დავსწვავ სურნელოვან ლექსთა თაბახებს,
რომ არ დაარსდეს გაზეთებში ძეგლისთვის ფონდი.
და მთქნარების დროს ნურავინ ნუ დაიტრაბახებს, რომ მე მიყვარდა და შემთხვევით კვლავ მოვაგონდი.
მე მაგინებდენ, მაგრამ ვიცი ქებაც ბევრს სურდა
და უკაცრავად, თუ თან წამყვა სათქვენო ხურდა.
 
nukriaДата: კვ, 18.05.2014, 11:24 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ელენე დარიანის წერილი ანა ახმატოვას მე მინდა გითხრა სამძიმარი,
რომ ბლოკი მოკვდა!
ხანდახან ჩუმი და მძინარი
მეცა ვარ ბლოკთან.
ჩამოდი ჩემთან, მე მგონია
ვიქნებით დები:
თუ პეტერბურგის აგონია
გიყვარს… და ვცდები.
თბილისის მადლი და მშვენება
გიშველის, ვიცი.
ორივეს ერთად გვეჩვენება
წასული პრინცი.
შენ დაღალული გიბანია
სხეული ნისლში…
ჩვენი ქვეყანა ისპანია
არი ივლისში.
მე ცოტა მიცნობს: სხვანაირი
მეწვია ბედი,
შენთვის საჩუქრად მაქვს დაირი
და ოქროს გედი.
ჩვენი მზე, ჩვენი მხარე ლურჯი
ლოყებს აგინთებს;
აკოცე შენი ცივი ტუჩით
თამარის თითებს.
 
nukriaДата: ოთხ, 25.06.2014, 01:56 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თბილისი

მინდა ავვარდე მამადავითზე,
იქ აირჩიე, სულო ბინა შენ;
მინდა უეცრად მუხლზე დავეცე
ჩემი თბილისის და მზის წინაშე.

ჩემო ქალაქო! არ დამაკელი
შენ სიხარული მზისგან ფერილი,
თავზე გადგია, როგორც კანკელი,
ცა მოელვარე და აჟღერილი.

ვხედავ, ურმები ლორთქა თივებით
გზას ახარებენ აჭრიალებით;
მტკვარს მოჰყვებიან ფიჭვის ტივები,
ვით მოცურავე თეთრი ქალები.

სდუღან ოქროს და წითელ ღვარებად
კვირა დღეებით შენი ქუჩები,
და იცვლებიან ოხშივარებად
შენს გარეშემო მთები თუჯების.

შენს ალაყაფთან მსურს დავალაგო
ლექსები, როგორც სისხლის წვეთები...
მილიონ ხმებით სავსე ქალაქო,
დიდი სატახტო ხარ პოეტების
 
Форум » ლიტერატურა » პაოლო იაშვილი » პაოლო იაშვილი
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость