სტენდალი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
Форум » Цитаты-გამონათქვამები » ციტატები » სტენდალი
სტენდალი
nukriaДата: ხუთ, 15.03.2012, 01:48 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

ყველა რელიგია დაფუძნებულია მრავალთა შიშზე და ცოტათა გამჭრიახობაზე.
*

მსოფლიოში მხოლოდ ერთი კანონი არსებობს - გააბედნიერო საყვარელი ადამიანი.
*

ყველაფრის შეცნობა შეიძლება საკუთარი თავის გარდა.
*

ქორწინება ბოროტებაა, მაგრამ აუცილებელი ბოროტება.
*

კაცისა და ქალის მეგობრობას საფრთხეს უქმნის დაღამება.
*

თუ გსურს მოიქცე ბრძნულად,მოუსმინე ცოლს და გააკეთე საწინააღმდეგო.
*

ქალი გულგრილია მის მიმართ,ვისაც უყვარს და უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია.
*

სისხლიანი სისულელეები გამოუსწორებელია.
*

როცა პირველად ნებდება,ქალი ფიქრობს,რომ მამაკაცს მთელი სამყარო მისცა, მამაკაცს კი ჰგონია,რომ მიიღო სათამაშო.ქალი ფიქრობს,რომ მისცა მარადისობა, მამაკაცს კი ჰგონია,რომ მიიღო წუთი.
*

იმედი იქონიე ძაღლის ერთგულებისა ბოლომდე, ქალისა- შემთხვევითობამდე.
*

სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს.

*
როცა გაბედული და ამაყი ადამიანები საკუთარ თავს აუმხედრდებიან ხოლმე, ერთი პატარა ნაბიჯია საკმარისი, რომ გულისწყრომა სხვის წინააღმდეგ მომართონ, ამ შემთხვევაში გააფთრების გამომჟღავნება მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
*

უსაქმურობა - მოწყენილობის დედაა.
*

ერთნაირად ძნელია დააკმაყოფილო მკითხველი, როდესაც წერ როგორც ნაკლებ საინტერესო საგანზე, ისე მეტისმეტად საინტერესოზე
*

ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგუნურს ემსგავსება, როცა უყვარს. ყველაზე ქარაფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებს.
*

სიყვარული გიჟს აჭკვიანებს და ჭკვიანს აგიჟებს.
*

სიყვარული ყველაზე უფრო საინტერესოა მამაკაცისთვის–ესაა გამარჯვება და განხეთქილება. სხვა ყველაფერი ერთფეროვანია.
*

ქალმა თავი უნდა დაიცვას პირველად, მამაკაცმა შემდეგ, და ვაი დამარცხებულს.
*

შეყვარებულები ბრმები არიან და ერთმანეთს უცქერიან. დაქორწინდებიან, თვალები აეხილებათ და ერთმანეთს აღარ უცქერიან.
*

ცოლს, რომელსაც ქმარი წინ არ მიჰყავს, უკან მიჰყავს.
*

სიყვარულს რომ სძლიო, ერთადერთი გზაა გაქცევა.
*

ქალთან ლაპარაკი ზოგჯერმეტ ცოდნას გვაძლევს, ვიდრე მეცნიერთან ლაპარაკი.
*

ადამიანი დედამიწაზე იმისათვის კი არ ცხოვრობს, რომ გამდიდრდეს,არამედ იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს.
*

პატიოსნად შესრულებული ყოველი შრომა სასარგებლოა და ამდენად ღირსი პატივისცემისა.
*

სიყვარული– მოჯადოებული ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვდე და მოსწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.
*

მეგობრისთვის ერთბაშად რაიმე გარემოებაში სიკვდილი არაა ისეთი გმირობა, როგორც მისთვის ყოველდღიურად რაიმე მსხვერპლის გაღება.

 
Форум » Цитаты-გამონათქვამები » ციტატები » სტენდალი
გვერდი 1 დან1
ძებნა:

მოგესალმები Гость