პითაგორა - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » Цитаты-გამონათქვამები » ციტატები » პითაგორა
პითაგორა
nukriaДата: ხუთ, 15.03.2012, 02:07 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ბედნიერად ცხოვრების დიდი მეცნიერება იმაში მდგომარეობს, რომ იცხოვრო აწმყოთი.
*

ქარქაშიდან ხშირად ამოღებული ხმალი მალე დაჩლუნგდება.
*

ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი.
*

მლიქვნელობა სურათზე დახატულ აღჭურვილობას ჰგავს: თუმცა სიამოვნებას გვანიჭებს, სარგებლობა არა აქვს.
*

ეცადე მზის ამოსვლას დაესწრო , იმიტომ რომ არ იცი , დაესწრები თუ არა მის ჩასვლას .
*

ჰქმენი დიადი ისე, რომ ნუ შეჰპირდები დიადს.
*

ცრუმორწმუნეობას მამასავით სჯერა ლაყბობისა.
*

ნუ დაგვპირდები, ისე გააკეთე დიადი.
*

ბძენ ზედამხედველს - გონებას მიჰყევი მთელი შენი ცხოვრება.
*

ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი.
*

ხალხის ზნე რომ ისწავლო, ჯერ მისი ენა შეისწავლე.
*

აირჩიე მეგობარი, მარტოობაში ბედნიერი არ იქნები. ბედი ორის საქმეა.
*

იცხოვრე ხალხში ისე, რომ მეგობრები არ ჩამოგშორდნენ და მტრები დაიმეგობრო.
*

კეთილგონიერო მანდილოსანო! თუ გინდა, რომ შენმა ქმარმა მთელი დრო შენთან გაატაროს, იზრუნე იმისათვის, რომ სხვაგან ვერსად ნახოს მეტი სინაზე და სიამე.
*

დაზოგეთ თქვენი შვილების ცრემლი, რომ თქვენს სამარეზე დაღვარონ.
*

სიმთვრალე სიგიჟისათვის ვარჯიშია.
*

ბაქია მოოქრულ იარაღს ჰგავს: გარეთ სხვაა, შიგნით სხვა.
*

განრისხებულმა კაცმა არც უნდა ილაპარაკოს, არც უნდა იმოქმედოს.
*

ცხოვრების ფიალა სიტკბოებით გულს აგვიმსუყებდა, შიგ რომ ცრემლი არ იღვრებოდეს.
*

რაც არ უნდა თქვან და იფიქრონ შენზე, აკეთე საქმე, რასაც თვითონ სამართლიანად თვლი. იყავი ერთგვარად გულგრილი ქებისა და ძაგების მმართ.
*

პირფერობა დახატულ იარაღს ჰგავს: შესახედავად სასიამოვნოა, მაგრამ უსარგებლოა, ვერ გამოიყენებ.
*

დასაძინებლად თვალს ნუ დახუჭავ, ვიდრე არ განსჯი, რა გააკეთე და ვის რა არგე ამ დღეს.
*

დუმილს ნუ დაარღვევ, ან თქვი რამე, დუმილს რომ ჯობდეს.
*

ნურას ჩაიდენ საძრახისსა და სამარცხვინოს ნურც აშკარად და ნურც ფარულად. პირველი შენი კანონი უნდა იყოს საკუთარი თავის პატივისცემა.
*

ადამიანთა ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ მათ აქვთ ძალიან ბევრი პატარ-პატარა ნაკლები.

 
Форум » Цитаты-გამონათქვამები » ციტატები » პითაგორა
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость