პოლ ვალერი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » Цитаты-გამონათქვამები » ციტატები » პოლ ვალერი
პოლ ვალერი
nukriaДата: ხუთ, 15.03.2012, 02:41 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
*

მაშინ ვარსებობ, როცა ვაზროვნებ?!(ვარიაციები დეკარტზე)
*

რამდენი რამის არცოდნაა საჭირო, რომ იმოქმედო.
*

აი რა არის ყველაზე ძნელი ამ ქვეყნად: ჩააყენო მთელი შენი ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი-სამსახურში.
*

ზოგიერთი ნაწარმოები თავისი პუბლიკის მიერ არის შექმნილი. ზოგიერთი კი თვითონვე ჰქმნის თავის პუბლიკას.
*



რელიგია ადამიანებს ამარაგებს იმ გარემოებებისთვის საჭირო სიტყვებით, აქტებით, ჟესტებითა და ”აზრებით”, სადაც მათ არ იციან, რა თქვან, რა ქნან და რა წარმოიდგინონ.
*

ისტორია არის მეცნიერება იმაზე, რაც აღარ არის და არც იქნება.
*

სიჭაბუკე მთავრდება მაშინ, როცა ის, რასაც ვფიქრობ, აღიბეჭდება იმაში, რასაც ვაკეთებ, და პირიქით - როცა ის, რასაც ვაკეთებ, ინკრუსტირდება იმაში, რასაც ვფიქრობ.
*

დიდი ადამიანები ორჯერ კვდებიან: ერთჯერ, როგორც ადამიანნი და მეორეჯერ, როგორც დიდნი.
*

ადამიანი დამწყვდეული ცხოველია თავისი სხეულის გარეთ.
*

ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს.
*

ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელ თავის მიმზიდველობას კარგავს.
*

ჩემთვის სრულიად უსარგებლოა იმის ცოდნა, რისი მოდიფიცირებაც არ შემიძლია.
*

გრიგალს შეუძლია, მიწასთან გაასწოროს ქალაქი, მაგრამ არ შეუძლია გახსნას კონვერტი ან განასკვული ძაფი.
*

წიგნებს იგივე მტრები ჰყავთ რაც ადამიანებს: ცეცხლი, წყალი, უმეცრება, დრო და მათივე საკუთარი შინაარსი.
*

სიახლეში ყველაზე უკეთესი არის ის, რაც ძველ სურვილს ეპასუხება.
*

ხშირად საჭიროა უფრო მეტი გამბედაობა, რათა იფიქრო ან ილაპარაკო მორალის წინააღმდეგ, ვიდრე საქმით უარყო იგი.
*

სინდისი მეფობს, მაგრამ არ მართავს.
*

თუ არ შეგიძლია აზრს დაუპირისპირდე, მოაზროვნეს დაუპირისპირდი.

 
Форум » Цитаты-გამონათქვამები » ციტატები » პოლ ვალერი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость