ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 10 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 16:41 | Сообщение # 91
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.
ვერ გიპატრონე მე, ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა.
ზარის ხმა ზეცას აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.
შენ გადარებენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები, ტანზე გამონაყარი.
ჩემი ძაგძაგი, თრთოლვა და სუსხი,
ტანის მერქანში თითქოს ძვლებსა ხრავს.
ღვინომორეულს, ოშხივარასხმულს,
ბინაში ბევრჯერ დამიკოცნიხარ.
იქამდე, სანამ დათეთქვილ ტუჩებს
არ გალხობიათ ბუერა სევდა,
შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს
და წმინდა ნინო აკვანს გირწევდა.
ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა,
ვის რათ უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი წყალში გადაგეყარა.
ტალღები უფრო წაიკითხავდნენ,
ჩაბჟირდებოდნენ სადმე სიცილით;
ჩემი ცრემლებით ღამეს ხატავდი
და ბეთანიას მაისის დილით.
ვერ მოგიარე, რა გიყო, ძმაო,
ორივე შემკრთალ ბუჩქის ჩრდილს ვგავდით;
შენ კიდევ ფიქრში მაინც მძუნაობ,
მე კი ბუწუწი გამცვივდა დარდით.
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 16:54 | Сообщение # 92
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდა დავეცე შენს საფლავთან საკინძგახსნილი,
ტუჩებით ვწოვო შენი ლექსის ფესვი და ძირი.
წიწამურს წავალ სალოცავად, ჩემო ილია,
და დავბრუნდები შეშლილივით, ვით შენი მწირი. შენი სიმღერა ჩვენი მთების სალამურია,
შენი ფიქრები საქართველოს ჩუქურთმებია.
ჩვენი გოლგოთა ეგ ტიალი წიწამურია,
ჩემო სამშობლოვ, რა ბაჯაღლო წაურთმევიათ!
უმანკო სისხლი მაღალ ხეებს აუწოვიათ,
და მყის შეყრიათ შენი სევდა, ჩემო ილია.
რომ შეგსწრებოდი, ო, პოეტო, ალბათ ჩემს ნაწერს,
დამიბეჭდავდი და მეტყოდი: ბიჭო, მადლია...
ეხლა კი მარტო მომაქვს შენთან ჩემი ცრემლები,
შენმა სამარემ შემიფაროს, ეხლა მწყურია.
ჩემო მგოსანო, რომ ცოცხლობდე, შეგებრალები.
ჩემი ცხოვრებაც წამებული წიწამურია.
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 17:40 | Сообщение # 93
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ბიჭს უძახდი
საკუთარ თავს
და უკვდავება გეძახდა.
სამყაროს გარეთ
გქონდა პაემანი,
ვიღაცა უნდა გენახა.
რა კაცი იყავ,
რით ცოცხლობდი,
მე არც კი ვიცი.
ჭიხვინებს ლექსი –
გაუხედნავი,
ველური კვიცი.
ლექსის თქმა უყვარდაო ნასვამს, –
შენზე ამბობენ.
რა გააჩერებს გენიას კანში!
წყნარი ყოფილხარ ფხიზელი,
როგორ იტევდი ამ ლექსებს ტანში?
ააბუზღუნე შთამომავლობა
და შეაყარე თვალში ნაცარი.
ეტყობა, მართლა მძიმე სენია
ლექსები, ტანზე გამონაყარი.
შენ ისევ დაბრუნდი,
ღმერთების ამბავს
ისევ გვიყვები,
მწვერვალებისკენ
ნაცად ბილიკს
ისევ მიჰყვები.
ყეფენ ძაღლები,
არღვევენ სიჩუმეს,
დაიჭრიალა ეზოში ჭიშკარმა
და გრძელი ზამთრის
გადმოსახედზე
გამოიხურა ღამე ცისკარმა.
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 17:42 | Сообщение # 94
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გამოვალ გარეთ, გავიხურავ უიღბლო ჭიშკარს,
მივესალმები ჩემს სახლის წინ ატუზულ ხეებს,
ტუჩზე შემრჩება ამღვრეული ბედის ჭაშნიკი
და სინანული, სივალალე-გაშვერილ ხელებს...”
„დავიღუპები ისე, როგორც შეშვენის ოხერს,
მეხის ტრიალი ზარდამცემიწავა წამოვა, საუკუნეებს მაცხოვარი გაჰყვება მეხრედ, საუკუნეებს დასაბამი რომ მოაძოვა.
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 19:43 | Сообщение # 95
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამინ ყველაფერს, რაც ცდუნებით წარმოშობილა:
გენიალობა, სივერაგე, ზმანება, ბოდვა.
სუყველაფერი ეს ღმერთების ბოდვა ყოფილა.
ამინ ყველაფერს!”.

 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 19:49 | Сообщение # 96
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ რომ მრევლი გყავს, ისე ამოდის ,როგორც შერისხულ მლოცველთა ხროვა,იწყება ჭმუნვა მორთულ მოგვების, და შორიახლო ავდრების გლოვა.”...შენ რომ მრევლი გყავს, ისე ამოდის,როგორც შერისხულ მლოცველთა ხროვა,იწყება ჭმუნვა მორთულ მოგვების,და შორიახლო ავდრების გლოვა.”აგეკვიატე, ნეტა რა ჭირად?შენ რას აგწერდა რემბრანდტის ფუნჯი.ამ დროს ხელებში გველი გიჭირავს,და თვალებიდან მოჩანს ფასკუნჯი. რამდენი ბრიყვი ავს დაგაბრალებს:ვიცნობთ იმ ყარყუმს, მგონი მუნჯია”.სად, ვინ შეიგრძნობს იმ კაცის თვალებსკაცი, რომელიც ხან ფასკუნჯია.”*
როცა ვხვდებოდი ჩემს საგონებელს,
ვფიქრობდი, ვუმზერ შუბლმაღალ ხეთებს.
შენ რომ წახვედი, ასე მგონია,
მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე,”


Сообщение отредактировал nukria - ოთხ, 11.05.2016, 19:59
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 20:00 | Сообщение # 97
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს საშას

სამიკიტნოში
„ის კანკალებდა ვით ცრემლის გუბე,
ალალი გულის ფიქრებით სავსე
და დაიღუპა, იქნებ დაღუპეს,
ნეტავი რისთვის? ნეტავი რაზე?
ისმოდა ცეკვა შეშლილ ქოშებით
და თავგაწირვა უიღბლო ცისთვის
ზარი გოდებდა ხანგამოშვებით
ნეტავი რაზე?... ნეტავი რისთვის?”
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 20:01 | Сообщение # 98
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
„სასაფლაოზე მესაფლავე გაისეირნებს,
ბედუზრუნველი, მუხანათი, წირპლების რული,
კაცი, რომელიც უცქეროდა ქვეყნის სეირებს,
როგორც ჭინჭარი, როგორც ძეძვი, როგორც ველური.
გაგასვენებენ საძნე ურმით, ფოთლებშემოყრილს,
ნიშა ხარები დაფრთხებიან მონასტრის ზევით,
ქანდაკებები ნაძვებიდან დაიყვირებენ
და კრუხებივით დაფრთხებიან ციდან მზეები.
ჩამობნელდება... მტირალ წნორებს წაუვათ გული.
უკვდავებაა, სიცოცხლეზე რომ ისეირებს
და მესაფლავე მახინჯ მხარზე ბარგადებული
სასაფლაოზე პურის ჭამით გაისეირნებს”.
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 20:03 | Сообщение # 99
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
„შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი”...
და
„ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი.”
ან
„ხვიმირებიდან დრო-ჟამს ჩამოფქვავს,...
ფაფუკ წარწერებს დასწვავს ბუხარი...”
ან კიდევ:
„დაღალულ სახეს ძველ ვენახიდან
შენ აშტერებდი ელამ დაისებს,
გენატრებოდა, კიდევ გენახა,
სხივებს კამარა როგორ ჩაისრესს.”
მერმე:
„არ ვიცი, რა ვქნა, რომელ გზებზე მივუშვა ბედი,
იქნებ ქარბუქში შემერიოს სიცოცხლის აზრი.
მარადისობავ, საუკუნოდ გაგიხმეს ქედი,
რომ ასე უღვთოდ დამაბნიე ტიალი მგზავრი!”
მერმე და მერმე:
„ჯანყს ეფარები, ვინმე რომ გხედავს,
მოსწყდი სქელ ნისლებს, რას აცივდები!
აჰყევ მძლე მთების ვიწრო ხერხემალს
და წუთისოფელს გადასცილდები.
თუ გზას როგორმე ვეღარ გაიგნებ,
ქარები მთვარეს ასწევენ მაღლა;
იმასთან სისხლიც ვერ შეგარიგებს,
მიწისკენ კვალი ვინც მოგასწავლა.”
და ბოლოს:
„ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად,
წარმართ თვალებზე ქრისტეს წყევლა გქონდა აკრული,
მთვარე დაისით გაგითბია, როგორც დაირა,
და ანგელოზებს ულანძღიხარ მუხლებდაზრული.”
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 20:04 | Сообщение # 100
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
„იქ ბიჭუნა ყვავილს ყიდდა,
სად ქუჩაა, ფარდულები.
ცუგრუმელა გაჰყვიროდა:
– ყვავილები, ყვავილები!
სოფლის ღობე იებს კრეფდა,
ჩიტებს მწყემსდნენ მარგილები,
ის კი მაინც წამდაუწუმ:
– ყვავილები, ყვავილები!
ყვავილები ვის რად უნდა,
კმარა, ბიჭო, დაიღლები!
ის კი მაინც გაჰყვიროდა:
– ყვავილები, ყვავილები!”
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость