ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 22:17 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისე დაემხოს ვერც კი იაზროს,
როგორც ტროაზე მაქვს განაგონი,
ან თავის გზაზე, როგორც იაზონს,
ცეცხლისმფრქვეველი შეხვდეს დრაკონი,
ჯდეს დედალოსის კოშკში და ვარამს
ხარშავდეს გულში, მზის ვერმნახველი,
ცოცხლად აშმორდეს, იობის დარად,
სამშობლოსათვის ავის მზრახველი.

აბესალომებრ, თმით დაეკიდოს,
სენ-ვიქტორივით შეეკრათ ძალით,
ორ დოლაბს შორის გადაეხიდოთ
და ღარისათვის მიეშვათ წყალი,
ვით ნაბუქოდო, პირდახოკილი
დაძრწოდეს, კლავდეს უტყვი ნაღველი,
წვებს დასკდომოდეს, სიმონ მოგვივით,
სამშობლოსათვის ავის მზრახველი.

ტყვეს, თურქთა უღლის ეგრძნოს სიამე,
ტანტალოსივით იტანდეს შიმშილს,
და, როგორც როსმე ოტოვიანეს,
მისსივე განძი ჩაასხან პირში,
ვენუსს ედაღოს ჟინით მდაბალით,
მარსს აღემართოს მასზე მახვილი,
მოესრათ, როგორც სარდანაპალი,
სამშობლოსათვის ავის მზრახველი.

პრინცო, ერთ სანთელს ნურვინ მიუტანს,
წყევლად გარდათქვან მისი სახელი,
წარხდეს და წაწყდეს, როგორც იუდა,
სამშობლოსათვის ავის მზრახველი.
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 23:59 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა მოვკვდები, ვიდრე მიმავალს
დამიჭედებდეთ კუბოს ლურსმანით,
კარგი იქნება, ფერმკრთალ ყვრიმალებს
თუ ცოტაოდენ ფერს წაუსვამდით.

მე მსურს, ისეთი, შენ რომ გამიცან,
ვიყო, მიწაში, როცა ჩავწვები,
წარბზე ფანქარი რომ გადამისვან
და ვარდისფერი მქონდეს ღაწვები.

ვიცი, სუდარა მელის უხეში,
მაგრამ მე მინდა, უსპეტაკესი
რომ დამეფინოს შიშველ მუხლებზე
მუსლინის კაბის ყველა ნაკეცი.

გამორჩეული ვიყავი იმით
და მიმზიდველი, როგორც ნახატი,
როცა პირველად მაჩუქე ღიმი. . .
აქამდე მქონდა და ვინახავდი.

ვიტყოდი უარს დიდი ხალისით
თეთრ ყვავილებზეც, ცრემლიც მაკმარეთ,
მხოლოდ დამიდეთ თავქვეშ ბალიში
და ჩემი თავი ანდეთ მაქმანებს.

ვერვინ მიხვდება ვერც ვარაუდით,
სიგიჟეს შუბლი ვით შEვაგებეთ
და გონდოლების გრძნობდა მაუდი,
რომ მიკოცნიდა მკერდს და ბაგეებს.

და ბოლოს, მინდა, ვით მეგობარი
ჩემს გაყვითლებულ ხელებს საკუთრად
კრიალოსანი ანდოთ ოპალის,
რომელიც რომის პაპმა აკურთხა.

მე, ბინადარი ცივი სასახლის
იმ კრიალოსანს ვიხმარ მოცლილი
და გავიხსენებ თუ ლოცვასავით
როგორ ითვლიდი, როცა მკოცნიდი.
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 00:06 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დიახ, სწორედ აქ
კონგოელი ზანგების ახლოს,
ამ მოზუზუნე ვარსკვლავების ქვეშ, ამ ღამეში,
ქარი რაღაცის თქმას აპირებს, ენის ბორძიკით
მუ-
მუ-
მუ-
მუსიკა.
თრთის მუსიკაში ფლაჟოლეტები,
გესმით თუ არა? ქრომატული ნოტების ჟღერა-
მინდა ვუსმინო (სევდად პოლონურს)
დიდხანს ვუსმინო (სიკვდილამდე)
თითქოს სამოთხის გრეიფრუტის
ტკბი-მწარე გემო
ბაგეზე შემრჩა.
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 00:07 | Сообщение # 114
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვით ადამი ალიონზე რომ წამოვდგები
ქოხიდან გავალ ძილით დამტკბარი,
შემხედე ერთი, სადაც არ წავალ, და გაიგონე ჩემი ძახილი,
მომიახლოვდი, მოდი, შემეხე, და ხელისგული გადამისვი სხეულზე როცა
გვერდით ჩაგივლი და გევედრები: ნუ გეშინია, ჩემი სხეულის ნუ გეშინია

უოლტ უიტმენი
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 00:10 | Сообщение # 115
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დუმილი ცაცხვთა და მურტთა
სიწმინდე ახალი ბალახისა
მონაზონი მქარგავი ჟაბოებისა
ნაცრისფერ ობობათა ფრენა
შვიდი ფრინველის პრიზმა
ეკლესია იღრინება შორიდან
მსგავდად დათვისა.
რამდენად კარგი მხარე
როგორც დაწნული ფერის ქსოვილი
მასზე ამოქარგავს
ყვავილებს მისი ფანტაზია.
რა მზესუმზირები, რა მაგნოლიები
ცეხინები და ფირები
რა ზაფრანები და და რა მთვარეები
და გრეიფრუტი
მიმდებარე სამზარეულოს
ხუთი წრილობა ქრისტესი
და მოკვეთილი ალმერია.
მონაზვნის თვალით
ორი ცხენოსანი მოაჭენებს
ჭორების ბოლო და ყრუ
ის იხდის მის პერანგს
და ეძებს თრუბლებს და მთებს
შორი მანძილი
თქვენს გულებს წყვეტს
შაქარი და ვერბენა.
ო რა ციცაბო პლატოა
რა მდიანეები მოჰქრიან
მათ ხედავს მისი ფანტაზია.
მაგრამ მაინც თავისი ყვავილების
დგას ქარი,
სინათლე თამაშობს ჭადრაკს
გიგოსის ბოლოზე
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 00:12 | Сообщение # 116
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცუდი რეპუტაცია
(ჟორჟ ბრასენს)

სოფელში, ბედმა დამცინა,
მაქვს ცუდი რეპუტაცია.
გინდ ვდუმდე, გინდა ვღელავდე,
ტალახში მსვრიან ყელამდე!

არვის ვაწუხებ, თუმცა, მე ამით,
გზას თუ მივყვები მშვიდს და მიამიტს.

მაგრამ ხალხს აღიზიანებს,
მათ აზრს რომ არ იზიარებ.
ყველას ცუდის თქმა სწადია,
მუნჯების გარდა, ცხადია.

აღლუმის დილას, უწინამც
ლოგინში ვრჩები უწყინრად.
არ მსიამოვნებს, სახელდობრ,
მწყობრი მუსიკა სამხედრო.

არვის ვაწუხებ, თუმცა, მე ამით,
ბუკის ჰანგები თუ არ მეამა.

მაგრამ ხალხს აღიზიანებს,
მათ აზრს რომ არ იზიარებ.
თითის დაქნევა სწადიათ,
უხელოთ გარდა, ცხადია.

ქურდს თუ მისდევენ ბაღნარში,
მდევარს დავხვდები დაღმართში,
ხელს ვკრავ და, რაღა დავმალო,
ზღართანს მოადენს საბრალო.

თუმცა მე ამით არვის ვაწუხებ,
ვაშლის ქურდი თუ დავხსენ მარწუხებს.

მაგრამ ხალხს აღიზიანებს,
მათ აზრს რომ არ იზიარებ.
გადამიარონ სწადიათ,
უფეხოთ გარდა, ცხადია.

იერემიას გარეშეც
ვიცი, რაც მელის ხვალეში.
თუკი დაგრიხეს ბაწარი,
კისერზე შემომაწნავენ.

თუმც ამით არვის აკლდება გროში,
თუკი ჩემი გზა არ მიდის რომში.

მაგრამ ხალხს აღიზიანებს,
მათ აზრს რომ არ იზიარებ.
სახრჩობელაზე სწადიათ
მნახონ. ბრმათ გარდა, ცხადია.
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 00:44 | Сообщение # 117
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს რა ხდება ჩემს თავს, მაწევს გულზე ლოდი:
ძველი მეგობარი ჩემთან აღარ მოდის;
უამრავი ვიღაც ფაციფუცობს ირგვლივ,
ვინ არ მოდის, მაგრამ არ ჩანს მხოლოდ იგი.
თავად ისიც
სხვებთან მიდი-მოდის ახლა,
კარგად ხვდება ამას, ვიცი, ისიც ნაღვლობს,
ჩვენს წყენას და დავას ვერ ვუძებნით მიზეზს,
და ორივეს გვტანჯავს, დღე დღეს ასე მისდევს.
ეს რა ხდება ჩემს თავს, მაწევს გულზე ლოდი:
ის კი არა, ჩემთან სულ სხვა ვიღაც მოდის;
დამალაგებს მხრებზე თავის ხელებს უხმოდ,
ჩემს თავს ართმევს სხვას და ქურდობს ასე ურცხვად.
მან კი –
ღვთის გულისთვის, იქნებ ვინმემ მითხრათ,
ვის დააყრდნოს მხრებზე ხელ-მკლავები თვისი?
ის,
მომპარეს ვისაც, აღარ უნდა კითხვა,
შურისგების მიზნით მოიპარავს ისიც.
საპასუხო ნაბიჯს არ გადადგამს წამსვე,
საკუთარ თავს ბრძოლას გაუმართავს უხმოდ,
შეუცნობლად მერე მოიქცევა ასე
ამოიღებს თვალში მისთვის ვიღაც უცხოს.
ო, რამდენი
მტკივნეული,
უმიზნო და
უსარგებლო კავშირია ამქვეყნად,
მეგობრობა უმიზნო!
სად გავექცე, სად გავაღწევ უმისოდ?
ო, ვიღაცა
რომ მოხვიდეთ,
დაარღვიოთ სრულებით,
უცხო პირთა ერთობა და
დაშორება
ახლობელი სულების!
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 00:45 | Сообщение # 118
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვარდი ხარ? ვარდის რტოდ ვიქცე მინდა
ნამი ხარ? ვარდად ვიქცევი უცებ,
რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა,
ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.

ცა ხარ? ვარსკვლავად ვიქცევი კენტად,
ჯოჯოხეთი ხარ ჩემო ლამაზო?
ჩავიდენ ცოდვას, ჩამოვალ შენთან,
რომ სული ჩემი შემოგთავაზო.
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 13:27 | Сообщение # 119
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და ჰა,
ყოველთვის,
როცა ცხოვრებას
ნებისყოფიან მზერას მივაპყრობ
და დავაპირებ,
რომ ვაქციო
სიღარიბე ჩემი_
სიმდიდრედ,
ხოლო სიმხდალე_ ვაჟკაცობად,
მაშინვე მოდის მოჩვენება,
საწყალ,
ავადმყოფ
და შემცივნულ გოგონასი
და მეუბნება:
,,მე
უთვალავი წელი არის
რაც თავი მახსოვს,
სულ ასე ვარ
და ყველა,
ვინც კი
შენებრ საბრძოლოდ შემართულა
მე მადგამს ხოლმე ფეხს
თავის გზაზე"

ბესიკ ხარანაული.
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 14:10 | Сообщение # 120
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩაჭიდებული ხელებს ჯაჭვები,
სიგრძე სამყოფი გასასვლელამდე,
სამკაულებად_მძიმე მარჯნები
და დაღლა ვენის გადასერვამდე.…
მოგეყრდნო?_კედელს თუ ამიშენებ.
დაგატკბო?_მლაშე გზით მათამაშე.
დაგკარგო?_მაშინ მაცადე პოვნა.
გეტკბე?_შეძელი გადამამლაშე.
მე კარებს ვაღებ_
შენ უნდა იდგე
მობეზრებული ჩემით ყელამდე,
ჩაჭიდებული ხელზე ჯაჭვებით
სიგრძე სამყოფი წასასვლელამდე.
ნუ მითანაგრძნობ! ფიქრს ნუ გამიცვლი_
დაგღლის, მომეცი შენი ხუნდებიც,
კარს ნუ გამიღებ და ნუ დამიცდი
ვიდრე მე თვითონ არ მოვბრუნდები.
განა გაყვედრი იმედს ნატყვიარს?
გულს-უხერხემლოს ნისლებს რომ იკრავს,
მაჯებს კი... მაჯებს ლურჯად ატყვია
შენი მოსვლის და წასვლის ქრონიკა.
ჩაჭიდებული გულზე ჯაჭვები,
სივრცე სამყოფი შენს ვერ ხედვამდე.
არ დაბრუნებას... ვერ დაბრუნებას
უნდა ვბედავდე... უნდა ვბედავდე..
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость