ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 13 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 14:11 | Сообщение # 121
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შენ მიყვარხარ-მიახვედრა ადამმა ევა,
რამეთუ ევამ არ იცოდა ჰომონთა ენა..
სადგომი თვისი გამოთალეს კლდესა და ქვაში,
მე შენ მიყვარხარ- და ატირდა პატარა ბავშვი.
მერე თანდათან გაიზარდა,დროსთან იომა
და ამ ბავშვისგან აღიზარდა კაცობრიობა.
აშენდა რომი,ბაბილონი,ძველი ელადა,
მე შენ მიყვარხარ- ყველგან ქუხდა,ყველგან ელავდა.
მე შენ მიყვარხარ-ღამით კიტლერის მთვარეულ ბაღში
შეერთდა ორი უცოდველი ამბორი ბავშვის..
მე შენ მიყვარხარ- შენს ფანჯრებთან მინდა ვიდაგო
საყვარლის ფანჯრებს უმღეროდა ღამით იაგო..
მე შენ მიყვარხარ -და შორენას,გრძნობებით ნაზი,
დიდოსტატსა სურს მოეხვიოს ვით ჭიგოს ვაზი..
მე შენ მიყვარხარ- გვირილები მინდორს ამკობენ,
ახალგაზრდები სიყვარულზე ლაპარაკობენ.
მე შენ მიყვარხარ- ვიღაც იტყვის ამ სიტყვებს ხვალაც,
ადამ და ევას გაკვალული ბილიკით წავა.
მე შენ მიყვარხარ- მიახვედრებს ადამი ევას
და არ მოკვდება სიცოცხლე ქვეყნად!..
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 14:34 | Сообщение # 122
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარი არის.
სულ უბრალოდ -
ქარი არის.
ლიხს იქით კი,
ახლა ალბათ
წვიმებია.
ცაზე თეთრმა
ურჩხულებმა
ჩაიარეს
და ფიქრებიც
ამინდივით
მძიმდებიან.

სიგარეტი,
გაბზარული
ჩაის ჭიქა...
ქარმა ღამე
გადაფინა
კანაფებზე.
დამიჯექი,
მოდი გვერდით
დამიჯექი
და დილამდე
ვისაუბროთ
არაფერზე.
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 15:12 | Сообщение # 123
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ევრიკა! ღმერთი! - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი...
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ რა ხანია ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა.

და რახანიავადაგასულ ვენებში, მეჩხერ,
თერთმეტი ათას ხუთას ოცჯერ ნახმარი შპრიცით,
ყოველდღე ათ ხაზ სისხლში აჭრილ რეგოლიტს იჩხერ,
რომ რამდენადმე საკუთარ თავს საშველი მისცე

და ტვინში თითი მიაჭირო ღილაკს - "რესეტი",
რომ წუთით მაინც დაივიწყო, ყველა ის ბავშვი,
რომელიც მოკლეს... მიაფურთხო: სულელ პრეზიდენტს,
მართლმადიდებელ მშობელთა და ყველა მისთ. კავშირს,

გასასხვისებლად გამზადებულ მაჩაბლის ცამეტს,
დიდი რვიანის, (შვიდიანის, თუ პლიუს-მინუს),
ყველა რიგით და რიგგარეშე სხდომას თუ სამიტს,
ატიპიური ეიჩ ხუთი ენ ერთის ვირუსს

და მასთან ბრძოლის პრევენციულ ზომას – კარანტინს...
ოჯახს, რომელსაც უყვარხარ და ყოველთვის გიგებს,
ოთახს, რომელშიც: ჭერს, იატაკს, კედლებს, კარადებს
სკამებს, მაგიდებს, დანა-ჩანგლებს, თეფშებს და ჭიქებს,

ტელევიზორებს, რადიოებს, ჟურნალ-გაზეთებს,
წიგნებს, რვეულებს, ხელნაწერებს - დედაბუდიან-
ყველაფრიანად, სტაცო ხელი, როგორც ასეთი,
და ჩაუძახო - თავის ფეხით სადაც დადიან!

და ყველაფერი დაიკიდო, გარდა კუსტარულ
წესით ჩაკემსილ ნატყვიარის, სამყაროს ტორსში,
რომელაც თორმეტ კალიბრიან თვალებს უშტერებ
და რომლის იქით არის რაღაც, სახელად - "მორჩა"...

და რა ხანია გაუვიდა შენახვის ვადა
სამყაროს! მეტიც: ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ ღმერთი... ღმერთი - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი!
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 15:27 | Сообщение # 124
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულ რამდენიმე,
ორი თუ სამი,
იმედად ჩემდა,
არსებობს სახლი,_
სადაც მე ძალმიძს,
ყოველ დროს ძალმიძს_
მოულოდნელად
დავრეკო ზარი.
ერთ-ერთი მათგან
სახლია შენი,
რომელიც მელის,_
ყოველ დროს მელის.
და,ერთხელ,როცა,
და,ერთხელ,როცა,
ეგ სახლი შეწყვეტს
ჩემდამი ლოდინს,_
მე ისევ მოვალ,
კვლავ შენთან მოვალ,_
მხარზე ჩემივე
საფლავის ლოდით.
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 16:05 | Сообщение # 125
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რექვიემი ცოცხლებისათვის

რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა გზას ვუკვალავდით მზეს ცივი სახლისკენ?

ჩვენი სიმართლე შეირყა.
ჩვენმა შეყვარებულებმა შხამისფრად გადაიღებეს თმები.
ჩვენი ბავშვობის საწოლები
უკაცრიელ ქუჩებში დაწვეს
შემცივნულმა ჯარისკაცებმა,
ხოლო სამშობლო გარდაცვლილ მამას ჩავაყოლეთ გულისჯიბეში,
როგორც ძვირფასი ნივთი.
მამა გიჟი იყო.

მე ვიჯექი უცხო ქალაქის ცივ კაფეში.
მეზობელი მაგიდიდან გადმომაწოდეს
გაკრული ხელით ნაწერი ლექსი,
მე კი მუნჯური ჟესტებით და მიმიკებით ავუხსენი,
რომ მათი ენა უცხოა ჩემთვის.
კაფეს კუთხეში მარტოდმარტო იჯდა ბიჭუნა,
დამცინავად მიყურებდნენ მისი თვალები.

რა დავაშავეთ ჩვენ, როცა ქურდულად გადავძვერით
მავთულხლართებზე
და შევიპარეთ აკრძალულ მინდორში,
რათა მოგვეწყვიტა ორი-სამი თბილი ყვავილი
ისე, ყოველი შემთხვევისთვის.

მე ვიდექი უცხო ქალაქის მდინარესთან,
ზემოთ კი, ხიდის მოაჯირზე, იდგა ბიჭუნა
და სულ ტყუილად ავძახოდი: არ გაბედო, ცურვა არ იცი...
ის ჩაეხეთქა მღვრიე წყალში
და რატომღაც წყალს არ დასცდა არცერთი შხეფი;
და მერე დიდხანს სულ ტყუილად გავყურებდი
მდორე დინებას

რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა კოცნისას ვერ მოვთოკეთ სიყვარული
და თვითმკვლელობა დავანებეთ. ხოლო ცოდვა მაშინ ვიგრძენით,
როცა უაზროდ დავყურებდით
თეთრ ზეწარზე
მოწყვეტილი ყვავილების ყუნწებივით
მიყრილ სუსტ ფეხებს
და მკვდრის ღიად დარჩენილი თვალივით შეხსნილ
საშოს, ჯოჯოხეთს.

მე ვიწექი უცხო ქალაქის სასტუმროში
და ვფიქრობდი მეგობარზე, რომლსაც დავცინეთ.
კვამლით გაბუღულ ბნელ დარბაზში
ის ქვითინით კითხულობდა
საყვარელი ქალისადმი მიძღვნილ სტრიქონებს,
ჩვენ კი ვისხედით ბოლო რიგში და სიცილით ვიგუდებოდით.
როცა ის მოკვდა, მეგობარი,
ის მოკვდა და მეტი არავინ.

რა დავაშავეთ ჩვენ, როცა ყველაფერს ვიჯერებდით,
რასაც ვერ ვგრძნობდით?

ჩვენ ვიჯერებდით ყველაფერს,
რასაც არ ქონდა სუნი, რასაც არ ქონდა გემო,
რასაც არ ერქვა სამშობლო,
და ზამთარ-ზაფხულ უნაყოფო ხეს ვარხევდით,
ვარხევდით,
ვარხევდით,
და ვაშლი რაა, ხეს ერთხელაც არ დაცვივდა მკვდარი ჩიტები.

რა დავაშავეთ? ჩვენ ხომ მხოლოდ თავს ვიტყუებდით,
როცა ცხოვრებას ვიწუნებდით;
შესაძლოა, ჩვენ არ გვქონდა ცუდი მიზნები.
შესაძლოა, ჩვენ ვფიქრობდით დიდებაზეც,
რათა მისი ბრჭყვიალა მტვერი
დიდსულოვნად დაგვებერტყა სამშობლოს მხრებზეც,
ოღონდ შემდეგ, რა თქმა უნდა, სიკვდილის შემდეგ.

ადამიანი შეიძლება იყოს ბოროტიც, სულ ეს იყო, რაც დაგვასწავლეს
და გამოგვისტუმრეს აქეთ, ცხოვრებაში,
რომელიც ისეთი ძნელიც არ გამოდგა, როგორც გვაფრთხოლებდნენ,
არც ისე ადვილი, თვითონ რომ გვეგონა.

ადამიანი შეიძლება იყოს კეთილიც, ვუთხარი ჩემს შვილს
და გაკვირვებით რომ შემხედა, თვალი ჩავუკარი.
ადამიანი შეიძლება, გავუმეორე, შეიძლება ადამიანი.

რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა ყიჟინით შევუერთდით აჩრდილ-მეომრებს,
რომლებმაც ყველას დაგვირიგეს თითო მაშხალა
და მთელი ღამე ჩაგვძახოდნენ უცნაურ სიტყვებს –
სამშობლოს მიაჩნია,
სამშობლო ვარაუდობს,
სამშობლოს ესმის...
მთელი ღამე გუგუნებდა მიკროფონი,
ტორტმანებდა მოედანი
და კედლები იბზარებოდა.

ან გამარჯვება ან სიკვდილი,
ღნაოდნენ ჩვილები
სამშობიაროს დაგმანული ფანჯრებიდან
და ექოდ ჭექდა დერეფნებში:
სიკვდილი, სიკვდილი...

რატომ, ვკითხულიბდი
უცხო ქალაქის ბნელ ტაძარში,
რატომ
ასეთი უკიდურესობები,
ხომ შეიძლება იყოს ორივე,
ხან სამოთხე,
ხან ჯოჯოხეთი,
ვკითხულობდი
უცხო ქალაქის ბნელ ტაძარში,
სადაც იდგა პატარა კუბო
და მე ვხვდებოდი, ვინ იწვა მასში.

ნუთუ მე მხოლოდ ჯოჯოხეთი დავიმსახურე?

მითუფრო ნუთუ მხოლოდ სამოთხე?

რატომ, ვკითხულობდი, ასეთი უკიდურესობები,
ხომ შეიძლება იყოს ორივე,
ხან სიცოცხლე,
ხან კი სიკვდილი,
ვკითხულობდი
უცხო ქალაქის ბნელ ტაძარში;
სამწუხაროდ, არ ვიცოდი არცერთი ლოცვა
და ხატებზეც, სამწუხაროდ, ვერავის ვცნობდი,
კუბოში კი სხვის მაგიერ იწვა ბიჭუნა,
შესაძლოა, ჩემს მაგიერ... რა საწყენია.…

რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა შიშით შევცინოდით ბებერ მეფეებს
და ვარწმუნებდით, რომ იღბლიან ვარსკვავზე გაჩნდნენ,
ვახსენებდით, თუ როგორი მშვენიერი იყო ცხოვრება:
მათი ვაჟები-ვამპირები გმირულად მოკვდნენ,
ქალიშვილები დროულად გაბოზდნენ,
მათი ბიზნესი – ჰოსპიტალი ღია ცის ქვეშ
და იჯარით აღებული სასაფლაო –
აყვავდა და გაიფურჩქნა; მათი თითები
ახლაც კი, მიხრწნილ სიბერეში, ფულზე სწრაფად ითვლიდნენ
წამებს.

ღირსეული, დაფეხვილი მეფეები...
ნელთბილ წყალში ჩაეყარათ ხმელი ფეხები
და ბუზღუნებდნენ,
როცა ჩაზრდილ დრჩხილებს ვჭრიდით ხელისკანკალით.

უცხო ქალაქის სასაფლაო, უცხო ხალხი; მეც იქ ვიდექი,
ფეხისწვერებზე ვიწეოდი, რომ ერთხელაც მომეკრა თვალი
მკვდარი ბიჭისთვის, ვიდრე კუბოს დახუფავდნენ, და დამენახა
მისი ჩემი დედაჩვენიც –
გვამის თეთრი საყელოდან მონაბერი სიკვდილის ქარი
როცა სახიდან წამოხდიდა შავ თავსაფარს,
თუ წამოხდიდა...

რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა მზისაკენ ჩვენს ცივ გულებს გზას ვუკვალავდით?

ჩვენი სიმართლე შეირყა.
ჩვენმა შეყვარებულებმა შხამისფრად გადაიღებეს თმები.
ჩვენი ბავშვობის ნაწერები
მებალზამე ქალს მივეცით
გარდაცვლილის ჭრილობების ამოსავსებად,
გარდაცვლილი – გიჟი იყო, და სამშობლო ჩავაყოლეთ გულისჯიბეში,
მაგრამ დედამ ამის მერეც არ მოიშალა
ღამღამობით ოთახებში ბორიალი
და ბუტბუტი:
ნუ ინგრევა ჩემი სახლი, ნუ ინგრევა, ნუ ინგრევა...

რა დავაშავეთ ჩვენ,
ვინც ვერ გავმდიდრდით, ვერც გავლოთდით,
ვერც დავიხოცეთ?
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 16:06 | Сообщение # 126
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ თუ არ მოხვალ, არაფერია,
შენ შეგინდობენ სიზმრები ჩემი
და ქარი ხეებს თუ დაერია
ჰორიზონტს მაინც გასცდება გემი
მე კი, ნაპირთან დავრჩები ასე,
და ვიტყვი, მხოლოდ სიჩუმის მჯერა,
მაგრამ ცხოვრების ფერმიხდილ გზაზე,
შენ შეგადარე გრაფიკას ფერადს.
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 16:08 | Сообщение # 127
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ არ იცი და ვერასდროს გაიგებ,
რომ ერთმა გოგონამ ოცნებით გატარა,
აბა ძვირფასო, შენ მე რას გამიგებ
მე ხომ შენს თვალში ბავშვი ვარ პატარა.
მე ხომ შენს თვალში ბავშვი ვარ უმწეო,
რომელსაც ცრემლები გრძნობები ჰგონია,
რომელმაც არ იცის რა არის დარდი
და ჩემი ცრემლები ბავშური გგონია.
მაგრამ მე კი სულ თავზე გევლები,
ვითარც მოზრდილ ხეს ნიავი დილის,
მაგრამ შენ რათ გინდა ცრემლები ბავშვის
ბავშვი ხომ უბრალო რამეზე ტირის.
შენ არ იცი და ვერასდროს გაიგებ,
რომ ერთმა გოგონამ ოცნებით გატარა,
აბა ძვირფასო შენ მე რას გემიგებ,
მე ხომ შენს თვალში ბავშვი ვარ პატარა...
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 16:09 | Сообщение # 128
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წარწერა

მზე გადიოდა ცის ბორანივით.
ტყეში შიშველი ქარი კიოდა .
ლექსს იძახოდა ხიდან ყორანი
ქრისტე მოჩანდა საიქიოდან.

ძლივს ვამშვიდებდი მოქანცულ ჩიტებს
თვალს მიშტერებდა წარმართის ლოცვა
ლოდებზე იჯდა გიჟი პოეტი,
კვნესოდა მთების ყრუ გარემოცვა.

დაFლეთილ სხეულს, დაღალულ Fიქრებს,
ახსოვდათ მხოლოდ სიცოცხლე მკვდარი
სადღაც ეშოვნათ კუბო ჯიბგირებს
და მოეწერეთ ზედ ჩემი გვარი.


Сообщение отредактировал nukria - ხუთ, 12.05.2016, 16:09
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 16:12 | Сообщение # 129
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
მე მინდა, შენს ლანდს ეს ლექსი ვუთხრა,
უბრალოდ ვუთხრა, როგორც სუფრაზე,
ყველას გვაქვს ჩვენი პატარა კუთხე,
სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი უფროსი.

ეცემა თოვლი - თეთრი ფრინველი,
ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა?!
ან რას გაიგებ, რომ დღეს პირველად
არ შემიძლია მე შენი პოვნა.

ეს თოვლი მარტო თოვლი არ არის,
ეს ქარიც მარტო ქარი არ არის.
ისინი სადღაც შიგნით მალავენ მას,
რაც არ იყო დასამალავი.

მე თოვლში ვიგრძენ შენი სიცივე,
მე ქარში შენი თმებით დავები,
შენი დუმილით, შენი სიციცლით,
შენი ფერმკრთალი მუხლისთავებით.

ეცემა თოვლი და ყველაფერი
თოვლში მიცურავს ზღაპრად ქცეული.
ვერ გამიჩუმებ სურვილს ზღაპრებით,
მე მინდა შენი სული... სხეული....

და დღე, რომელიც უშენოდ მოვა
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.
ეცემა თოვლი... რა იცის თოვლმა,
რა იცის ჩიტმა - მიფრინავს ჩიტი...

მე მიხარია, რომ არ იციან,
რომ მეც არ ვიცი, ხვალ სად ვიქნები.
და ისევ მიყვარს დიდი სიცილი,
დიდი სინათლე, დიდი ჭიქები.

ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება
თოვლივით ჩუმი და შემპარავი.
მე კი ყოველთვის მემხსოვრება,
რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის.

ეცემა თოვლი და დროს ბარდება
ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი,
როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები
სადღაც სივრცეში გადაჭდობილი.

ოთარ ჭილაძე
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 16:12 | Сообщение # 130
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.

ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость