ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 14 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 16:16 | Сообщение # 131
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მსუბუქი ტანი გაქვს,სურვილს აყოლილი,
ნეტა შენ...
არ ვგავართ ერთმანეთს
მე და შენ...
ქარს გინდა რომ აჰყვე
და სივრცეს სულ ევლო?
დედიკოს არ მოსწყდე,
დაჭკნები,სულელო....
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 16:25 | Сообщение # 132
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი სიყვარული მდინარე არ არის,
რომ გადასცურო,გახვიდე გაღმა,
ჩემი სიყვარული ზღაპარი არ არის
რომ დაასრულო ლამაზად ახლა,
ცჰემი სიყვარული ჭრილობა არ არის
ნემსით და ძაფით არ გაიკერება
კანონი არ არის ჩემი სიყვარული,
ბრძანებით არ დაიწერება.
არც ვერცხლის მონეტა არ არის
გროშებად არ დახურდავდება,
არც საიდუმლოა,არც დანაშაული
არც მიმქრალ ვნებათა მხილება,
ორკესტრი არ არის ჩემი სიყვარული
დირიჟორს არ ემორჩილება,
ქრება და ინთება ვით სიყრმის ღადარი
ბჟუტავს და იწვის უდაროდ
არავის ემალება არც არვინ ზღუდავს,
მხოლოდ ყოველთვის შენსკენ უვლია,
ჩემი სიყვარული არავის არ უნდა
რადგან ის შენი სიყვარულია.
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 16:26 | Сообщение # 133
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეზობლის გოგომ შეაგვიანა:
ვეღარ იპოვა ამწყდარი ღილი...
გაზაფხულია...
წუხელ ნიავმაც ჩვილ ალუჩაზე მოიჭრა კბილი.

აწ ორთავენი ერთად ივლიან
სიყვარულია ასეთი ტკბილი:

კვლავ გაიტყუებს ალუჩა ნიავს,
კვლავ ააწყდება გოგონას ღილი.

ლაშა გახარია
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 16:50 | Сообщение # 134
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!
არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება.
სიყვარული მთაში ირმის ძახილია
და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება.

სიყვარული ცრემლებია დაკარგული,
იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _
სიყვარული ტალღააო ნაკადულის,
თუ წავიდა, აღარ მოვა.

მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია,
ეს ალვები მეჩვენება გოგონებად,
ეს ლექსები მაშინდელი ქარებია
და ტკბილ-მწარე მოგონება.

შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!..
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 16:54 | Сообщение # 135
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი.
ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.

ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.

მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი
მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა.
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა...
-გაზაფხულია!
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 17:01 | Сообщение # 136
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ის დრო დავწყევლე,ჩემამდე რომ უცხომ გიარა,
აყვავებული რომ დამიხვდა შენი კვირტები,
მე წუთი მომკლავს უშენობით,წელი კი არა
და ის,რომ ძველებურად არ მაკვირდები...
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 17:01 | Сообщение # 137
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე დავიბადე ფოთოლცვენის ყვითელ მირაჟში,
როს ცივი ქარი თარეშობდა დუმილის მთებში.
მე დავიბადე უკვე ყოფნით დაღლილი ბავშვი
და მთელი ქვეყნის სატკივარი ჩასახლდა ჩემში.
ცოტა ვიცხოვრე,მაგრამ წლებმა მასწავლეს ბევრი,
ცოტა სიყვარულს დავჯერდი და სიძულვილს ვუმტრე,
მერე გავიგე,დამცინოდა მრევლიც და ბერიც,
ტაკიმასხარის ნიჭი რადგან არ მქონდა თურმე.
გარდავიცვალე,მე შევცვალე ყოფნა-არ ყოფნით,
ოქტომბრის ქარმა მიმასვენა გამხმარ ჩინართან.
მოვიდა ვიღაც შორეული,მაგრამ ნაცნობი,
თაფლის სანთელი ამინთო და გაუჩინარდა.
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 19:13 | Сообщение # 138
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სარკმლიდან მოჩანს სიმშვიდე შორი
სივრცის ღიმილით თბება კედლები
როგორ უხდებათ ხეივნებს თოვლი
და სახურავებს-ჩრდილი მტრედების.

ჩვილის თვალებში იის ნამია
დედის ხელებში-სიკეთე ღმერთის
ეს სიცოცხლეზე ტკბილი რამეა
და უკვდავების წყაროზე მეტი.
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 19:14 | Сообщение # 139
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.

მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
ვინ იფიქრებდა - აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.

რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება - სხვას როგორ მადრი
სინდის-ნამუსი, ზრდილობა, ყადრი.
მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი.
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 19:16 | Сообщение # 140
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სივრცის რომელიღაც მხარეში
ექოები იყრიან თავს
და ახალი სიმღერა იბადება.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость