ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 15 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 19:29 | Сообщение # 141
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაფერი ისე უბრალოდ

ბევრს ვეწევი ძალიან,
თითქმის კოლოფნახევარს,
ღამ-ღამობით მახველებს,
უძილობაც დამჩემდა.
სულ ნერვების ბრალია,
რომ ლექსების დახევას
საზეიმოდ ვაპირებ,
ჩემი სახლის ფანჯრებთან.
შევიძულე სტუმრობა,
მეგობრული გარემო,
ეს ტყუილი გრძნობები
ცარიელი ქალების.
,,დამავიწყდა ხუმრობა
ჩემო,ჩემიანებო!"
და მიხურავ დავიწყე
ყველას ცხვირწინ კარების.
მარტოობა კარგია---
შენ რომ ხარ და კიდევ შენ,
ეგოიზმს რომ გაცდები
და იმაზე მეტი ხარ.
სიყვარული დარგია
ესთეტიკის კიდეში,
შენ ამ მეცნიერების,
წაკითხული გვერდი ხარ.
ტყუილებით გავსებენ,
შენ ყველასთან რიდით ხარ.
ყველას ზურგი დამშვენდა,
იდეების ხურჯინით.
ხედავ მათთან მსგავსებას,
მათ ფეხებზე ჰკიდიხარ,
ტილოს დაგატარებენ
თმაგაბურძგვნილ ფუნჯივით.
არაფერი,უბრალოდ
ყველაფერი მომბეზრდა.
ჩემთან უერთიერთობას
უკვე ერიდებიან,
ჩემი ლექსიც უკვალოდ
იკარგება ორკესტრთან,
ვგრძნობ,რომ სიყმაწვილეში
მალე მიბერდებიან...
არა!მიყვარს აპრილი,
სკდომა იასამანის,
ჰორიზონტის სიშორე---
საუფლო აგარაკი,
ზღვა თვალტალღადახრილი,
მზის საღამოსაბანი,
ცისთვის შემონახული
სტრიქონების მარაგი.
მიყვარს ლამაზ ქალწულთა
ჩამოშლილი დალალი,
ძმაკაცობის ყვირილი
ჩახლეჩილი ბგერებით.
და მგონია ამ წუთას
დედამიწაც არ არის
ამ ქართული გრიგალის
სუნთქვის შემაჩერები.
ბევრს ვეწევი ძალიან,
თითქმის კოლოფნახევარს,
ღამ-ღამობით მახველებს,
უძილობაც დამჩემდა.
სულ სიმთვრალის ბრალია,
რომ ლექსების დახევას
საზეიმოდ ვცდილობდი,
ჩემი სახლის ფანჯრებთან.
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 20:53 | Сообщение # 142
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცას შეასწორებს უცნობი ხელი,
დაუსრულებელს და უყავაროს,
ეს მხარე მიყვარს თვალებით შენით,
მზეების ჩემის აღმოსავალო.

სხივებს გადახრის გრიგალი ურჩი,
როგორც უხრია სწორი ვერხვები,
მე მოვალ მაშინ ცასავით ლურჯი
და შენს უღონო მხრებს დავეხრები.

მოვალ, მოვითხოვ იდუმალ შველას,
თუ გზა მეყო და ბედი მეღირსა,
რომ, ჩრდილოელო, ამბორმა შენმა
გადამწვას შვილი მზეთა ქვეყნისა.
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 21:11 | Сообщение # 143
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მუსიკა წყნარი,
კოქტეილი,
კაფე "აზია",
ჭიქა მარტინი,
და ცხოვრებაც რა ლამაზია...
ბლუზის ჰანგები უერთდება
სინაზეს ფერთა,
ლამაზო ქალო, მოდი ერთად
წავიდეთ ღმერთთან!
ნაზია ღამე. არ მასვენებს
მრუში ფიქრები:
ხვალაც აქ მოვალ, თუ ცოცხალი
ისევ ვიქნები!
ახლა კი მოდით, დავასხათ და
ვინც არ დალიოს,
ვეღარ მოესწროს სიკეთეს და
დამდეგ ალიონს!
. . . . . . . . . . . .
ისევ მუსიკა,
კოქტეილი,
კაფე "აზია",
ცოტაც მარტინი,
და ცხოვრებაც რა ლამაზია.

გიო საჯაია
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 21:15 | Сообщение # 144
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ არ გინახავს შხელდა.. შენ არ გინახავს ნაკრაა..
ფერი ეცერის ველთა,ჩემი მარადი ნატვრა?....
შენ ერ გინახავს შხარა-ზეცის ნათელი სვეტი..
კლდეში გაბმული შარა-ასციხიანი სეტი?
შენ არ გინახავს ზვავის შეხლა მდინარე წყალთან..
უშბის ჭაღარა თავი,ვედის ტყეების კალთა?
სვანეთის ზეცა ლურჯი,შმაგი ენგურის ქაფი..
ცხენი-სადავის ურჩი,ელვის ენაზე სწრაფი?
შენ არ გინახავს ჯიხვის მთით გადმომდგარი სახე?....
და ამის მერე იტყვი,რომ საქართველო ნახე?????
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 21:21 | Сообщение # 145
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 21:28 | Сообщение # 146
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ფანტაზია ახლა ფანტვაზეა,
სიყრმით მოგატარე მთელი ევრაზია,
თუ არც ჭურში ზიხარ და არც პანტაზეა,
მთელი ევრაზია აგერ ვერაზეა...

თბილისის ბაჯაღლო ჩვენი ბეჭვდის არის,
თბილისის ჭადრები, ჩვენი ბედის არის,
ყველა აკაცია ჩვენი ძმაკაცია...
ვინ და რა კაცია, - ერთი დედის არის...
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 22:34 | Сообщение # 147
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ის შინ დაბრუნდა, ჩაჰკეტა კარი
წერდა... საჭიროდ აღარ ჩათვალა...
ხელის კანკალით დაისხა წყალი
და თხელ ჭიქაში რაღაც ჩათალა.
ქარი დარაბებს ტოტებს ახლიდა
და ცაჰყურებდა სარკმელს სატანა.
დილით მოვიდნენ მისი ქარხნიდან
იწყეს ავეჯის გარეთ გატანა.
ფანჯარა იყო სშინლად ბნელი,
ოთახი იყო საშინლად პატარა,
გარეთ დღე იყო - გველივით ჭრელი
და მზე - ძალიან ძალიან ცხრათვალა
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 22:36 | Сообщение # 148
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუხელის ისევ მოუთოვია...
მე ვარ და მთების თეთრი ნაბადი.
გამოვყვებოდი თოვლიან ბილიკს,
რომ მწამდეს, სადმე დაგინახავდი.
შორს ხარ და დუმხარ, როგორც ქვის კერპი,
ქარსაც არაფერს აღარ აბარებ...
სიზმარში მაინც არ გწყდება გული,
ამ მთებს ეულად რომ მიმაბარე?
აკვამლებულან ცაზე ნისლები,
მზე ხვითოსავით უნდა ეძიო...
გამოგიგზავნი ჩემს მონატრებას,
ეგება სადმე წამოგეწიოს...
მოუთოვია წუხელის ისევ...
მე ვარ და მთების თეთრი ნაბადი...
რას არ დავთმობდი ძვირფასო ახლა,
რომ მწამდეს სადმე დაგინახავდი.
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 22:41 | Сообщение # 149
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამიდგა,მაგრად ამიდგაააააააააა
ძმაკაცმა ჭიქა დამიდგაააააააააა
დავცალე ვაზის ნაჟურიიიიიიი
ტყნაურ მწადია ვაჟური
 
nukriaДата: ხუთ, 12.05.2016, 22:47 | Сообщение # 150
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ჰბრუნავ და გვაბრუნებ ყველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
მე შენგან მოველი შველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო,
არაგველების მოზარე ვარ,
სათხოვარს უნდა ჩაგეტირო.
ოღონდ ნუ იქნება:
მთიულეთი _ ნამთიულარი,
ხევსურეთი _ ნახევსურალი,
ფხოვი _ ნაფხოვარი,
ხევი _ ნახევარი...
კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და
ნუ გახდება საქართველო
ნახევრის _ ნახევარი.
და შენ, კუზიანო დედამიწავ,
რამდენიც გენებოს, იტრიალე!

გოდერძი ჩოხელი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость