ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 19 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:16 | Сообщение # 181
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კაცმა არ იცის, იცის ჭადარმა
ხემ და პოეტმა იციან მარტო
ქალი ქუჩაზე როცა გადარბის,
რატომ იცინის უმისამართოდ.

კაცმა არ იცის, იცის ღრუბელმა,
ცამ და პოეტმა იციან მარტო
ქალი წვიმაში რომ ილუმპება,
რატომ იცინის უმისამართოდ.

მუხრან მაჭავარიანი
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:16 | Сообщение # 182
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაუსაბამო, გარდი-გარდმო, ცის ოთხივკუთხით
დიდი ველები აწყდებოდნენ ერთი მეორეს
სამყარო სჩანდა Uსინატლო განუკითხავი
თითქოს სამარე დაევიწყათ ერთგულ მეგობრებს
სიცარიელე ძარდამცემი , ხელჩართული უზრუნველობა,
უსაზღვროება გრიგალებით გამოფუღრული
ირგვლივ წარწერა წარწერაზედ,- მიუგნებლობა
ზეცა ზეცაზედ ქარიშხლებით გადახურული
ასეთძანძახში მიდიოდა ვიღაცა მგზავრი
ამღვრეულ თვალებს უშტერებდა უჟამო სივრცეს
თითქოს სხეულში ჩასდგომოდა ხევის ზამთარი
და თან ბოდამდა
ამინ ყველაფერს
სად მიილტვოდა? მოხუც ღმერთსაც მგონი უკვირდა
განაჭანჭრული, გულის ხვრელშიგამოხვეული.
ეს ის კაცია მაცხოვრის ხატს როცა ქირდამდა
შავგვრემან ფიქრში მთელი სახე ამოთხუპნულა
რა უნდა იყვეს განა უფრო უძლიერესი
როცა კაცს უნდა , სიცოცხლეზედ სიკვდილს ყელამდეს,
ის მიდიდოდა თან ანთხევდა ბნელ სიმძულვარეს
სუყველას მიმართ.....
ამინ ყველაფერს
ამინ ყველაფერს რაც რომ ქვეყნად მიმდინარეობს,
რაც ამ მდინარით ჩაუვლიატ ყველა დროს აფრებს
რა ვუყოთ მერე მზის სინათლეც გადაიდარებს.
ამინ ყველაფერს
ამინ ყველაფერს - ბოროტებას სიკეთეს ნუგეშს
რა ვუყოთ მერე , თუმთხოვრებმა ყაყანით ჩაგფლეს.
გასწი, იარე მომაკვდავო, ნუ გეშინიან
ამინ ყველაფერს
ამინ ყველაფერს, რაც მიწაზედ ჩამოუყრიათ
ბედნიერება, სინანული, ტანჯვა, სიგიჟე
უკაცობრიოდ დედამიწაც გამოყრუვდება
თუ გინდა ტვინი დღეში ასჯერ ამოაგლიჯე.
სუკველაფერი უკლებ მიაქვს დროს აშლილ ლაფებს
ამინ ყველაფერს
ამინ ყველაფერს რაც ცდუნებით წარმოშობილა
გენიალობა, სივერაგე, ზმანება , ბოდვა
სუყველაფერი ეს ღმერტების ბოდვა ყოფილა
ამინ ყველაფერს
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:16 | Сообщение # 183
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქ, მაღლა...

სულ ერთი კვირით
ვჩერდები მგზავრი
საფლავთან, სადაც სიჩუმეც ყარს,_
მთვარეს ხელს ვაჭერ,
წკრიალებს ზარი...
ვიცი, ცა უხმოდ გამიღებს კარს.
წუთით შემეტყო პატარა დაღლა,
მაქვს მოლოდინი,რომელიც მკლავს,_
თვალს ჩვენ აქ ვხუჭავთ სამარადჟამოდ,
თორემ იქ, მაღლა ახელენ თვალს.

მორის ფოცხიშვილი
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:17 | Сообщение # 184
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს საჯაიას მე ვკითხავ ერთხელ,
ის გაიღიმებს, როგორც ყოველთვის..
გიორგი, ძმაო, შენ პირველი ხარ,
დამისახელე მეორე პოეტი..
უცებ ჭინკებით აივსეს თვალებს,
სიმაღლით იგი თავს არ იმთვრალებს,
საქართველოში?
ჩაიქირქილებს..
და ჩემსკენ იშვერს ლომივით ბრჭყალებს
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:17 | Сообщение # 185
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ ბოლო დროს,
გახდა უმნიშვნელო ყველაფერი -
წლების ჰაშიშივით გაბოლებას

ისე მივეჩვიე, შემისრულდა
ოცი საუკუნე...
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:18 | Сообщение # 186
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამე დედამიწას აყურადებს,
მთვარე თავზე ადგას დარაჯივით -
ყველას მიდგომა აქვს საკუთარი,
რიგი საკითხების გადაჭრისას.

და მეც, რა თქმა უნდა! მაგალითად:
ვმარცვლავ პეონების კრიალოსანს,
სახლში, კონსტრუქციის მონოლითურ,
ვცხოვრობ, თუ ცხოვრება ჰქვია, როცა

მთვრალი მცენარეულ ნაყენებით,
გული კი არ ფეთქავს - ბაქი-ბუქობს.
მტვერმა გამოჭამა საყრდენები,
ჩემი სისხლძარღვების აკვედუკებს.

თმაში ლითიუმი შემეპარა,
უფრო ლირიულად: ამ ბოლო დროს,
გახდა უმნიშვნელო ყველაფერი -
წლების ჰაშიშივით გაბოლებას

ისე მივეჩვიე, შემისრულდა
ოცი საუკუნე... და რა იცი,
იქნებ იყოს კიდეც დასასრული,
ყველა დასაწყისის პანაცეა?!
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:18 | Сообщение # 187
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შენი მგონე
მე შენი მგონე ჭირის შემკონე, დამწვი მალ,ალო,
ზილფო ნაშალო,შემაშალო,მკვლელო დალალო,
მთიებო პირო, მიჯნურთ მჭირო, ბროლო და ლალო,
კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო!
მე შენსა ყარიბს და მიჯნურსა მაქვს სავალალო.

ჰხამს შენთვის ხელმა, სოფელს მვლელმა თავი ჭირს აროს,
შენნი უწყალო ჰინდ ლაშქარნი გარ შეისაროს,
მათგან დაზიდულს მშვილდსა უძლოს, გულსა ისაროს,
დაჭრილი ჰრბოდეს,ცხოველობა გაიმქისაროს.
მაგრამ უბრალოდ სისხლი შენზედ არს საალალო.

როს მოგიხილე,მყის შევიქენ თავისა მტერი,
რად არ ვიცოდი - არა გყვანდა შენი საფერი?
ყოვლი მოყვარე შენგან ჩივის-ყმაა თუ ბერი,
რო გიამების, არვინ იცის, ვსცან ვერა ვერი.
დროა, თუ მომკლავ შენ, სიკეთედაუთვალალო!

ძნელი ყოფილა, დამაშვრალსა შეხვდეს წყურვული,
რა მზის სიცხოვლე მი-რა-სჭიდეს, შექმნას ურვილი.
ვა ჩემსა ბედსა, იცი, მე ვარ სულმიწურვილი,
მიკვირს, რად აღარ დამაკარვენ სათნი ბურვილი,
ჰგავს, რომ მოყვარე არად გინდა, მიუთვალალო!

მე შენმა თვალმა გარდმიბირა, როს გნახე მთვარე,
შვიდნი ციურნი მოციმციმედ არ შეგადარე,
შენის ბაგისა ორნი მეცნეს- ტკბილი და მწარე,
ორკეცად შენი სიყვარული თავს დამაფარე,
შენი მიჯნური რად დამაგდენ, შეუბრალალო?!
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:18 | Сообщение # 188
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"-მოწყენა!.. თავის უნებლიედ ცრემლიან თვალით
ჩიბუხს აბოლებს, ეშაფოტზე თან ის ოცნებობს...
ნუთუ ამ ურჩხულს სული შენი, მკითხველო ვერ ცნობს?
სული თვალთმაქცი, ჩემი მსგავსი და ტყუპისცალი!"
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:19 | Сообщение # 189
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სასაცილო ხარ

სასაცილო ხარ... ლაპარაკობ გაუთავებლად,
ყველ-არა-ფერზე, გაფუჭებულ რადიოსავით,
არაფერს ტოვებ უთქმელად და გაუტარებლად.
ვილაპარაკოთ - კეთილი და პატიოსანი.

რაზეც გენებოს, დაწყებული სტრატოსფეროდან,
დამთავრებული ნაწილაკით ელემენტარულ,
(ბედი შენი, რომ მე დუმილის დიდოსტატი ვარ
და ვიფარგლები მხოლოდ ენით არავერბალურ...)

ვილაპარაკოთ, მაგრამ კრინტი არ დაძრა ღმერთზე! -
წინაშე შენი სათნოების, ერეტიკული,
მე ანგელოსი ვიქნებოდი, რომ არა ერთი
პატარა ნაკლი - პოეტი ვარ, გენეტიკურად.
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:19 | Сообщение # 190
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მარტოობა შემაყვარა შენმა ფერებამ,
დაღლილ ოცნებას დაეკარგა აზრი ჩვეული,
შენთან ალერსში აღსასრული არ მემტერება,
და მენატრება მარადმწვანე შენი სხეული.

როცა ვუყურებ სხვისი ხელი როგორ გეხვევა
დაჭმუჭნულ წელზე, სინანულით მევსება მკერდი,
მე უშენობით ტანზე ჯინსი შემომეხევა,
და დავეგდები ედგარ პოსთან ყორანის გვერდით.

ჩემო ძვირფასო, რადგან ყველას ეკუთვნი ახლა,
ბედნიერების სათავეა შენი სისრულე,
ჩვენ განშორებას უსასრულო სიმძიმე ახლავს,
და უცხო სევდა უნაპირო ბანკთან მისული.

შენ კი მსოფლიო სიყვარულით დარჩი გართული,
და აღარაფერს გეუბნება ჩემი ქართული.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость