ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 25
  • 26
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: კვ, 08.05.2016, 20:19 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაცემული ანგელოზები

ბაჩო აბრალავას

ყოფნა უფრო გალახულ ილუზიას გაგონებს,
მტარვალივით, გწყურია თავის დასახიჩრება,
სამ სართულის სიკვდილთან დგახარ, მოჩანს გაზონი
უკანასკნელ მიზანის...
და თანდათან იჭრები,
რომ საკუთარ ცხოვრებას დაამატო სქოლიო.
შენ ვცხოვრობდი მზის ქვეშ და ყველა სხივით გციოდა.
ახლა, უფრო, საკუთარ გულის ფეთქვას ქოლავენ,
ბნელეთს დაატარებენ,
სინათლე აქვთ მცირედი...
შენ ყველა ტვინს, ტკივილით, გამოიღებ ძვლებიდან,
ვიდრე ცოცხალი ხარ და მაინც გქვია ტუსაღი,
ისე გინდა საკუთარ არსებაში ძვრებოდე,
რომ არაფრით ზოგავ და თვითმკვლელობას უსაღებ.
ზეცამ ტანზე, ღრუბელის, შემოიცვა ქლამიდი,
დღე ისეთი მოკლეა, მოიშორებ სახადად,
შენ რაფაზე ირწევი...
აქ დგახარ
და აქ...
გინდა
დედამიწას ჰაერის ყველა გარსი ახადო...
და იცი, რომ მუღამი მარტო ბოლო წამია,
ძველებური სიმაღლე ეკარგება მოაჯირს.
ვიდრე ცოცხალი ხარ და არსებობით გწამლავენ,
სისხლი აღწევს საფეთქლებს და გონებას მოუჭერს.
ხედავ ბედის გამზირზე გაღიმებულ ნაბიჭვრებს,
არის მთელი პროსპექტი ჯოჯოხეთის მაკეტი,
შენ წევხარ და თავზე მდგარ კახპებს სულში აბიჯებ,
უკანასკნელ სუნთქვებით მოძრაობას აკეთებ.
ხვალ ქალაქში თავისმკვლელ ბიჭზე ისაუბრებენ
და ვერავინ შეიგრძნობს უკანასკნელ რიტუალს,
ისევ ახმაურდება ხალხით სავსე უბნები,
ხვდები...
გინდა არყოფნა შენში შემოატიო,
დარჩე მთელ სამყაროსთან მოგებული არესი,
გვამი ბალდახინებით გაიტანონ მორგიდან.
აქ არასდროს,
არავის,
არცერთი გზით არ ესმის,
რომ დაჭიმულ ნერვების დაწყვეტამდე მოგინდა
მოიშორო სხეული, მხოლოდ სულით იარო.
ფრთადალეწილ ანგელოზს ხელს გაუწვდი მიწიდან,
სიკვდილის წინ გაწუხებთ ერთმანეთის იარა,
დაცემის დროს გახსნილი...
ჩვეულებრივ იწვიმა.

თორნიკე ჭელიძე
 
nukriaДата: კვ, 08.05.2016, 20:37 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს ჩემს მეგობარს მოუკვდა დედა.
და გამახსენდა,
რომ ჩვენ ოდესღაც ვყოფდით ოთახებს.
ამ ოთახების ჰაერი კი ფერადი იყო.
ვიყოფდით ფიქრებს
და წარსულის თითებზე დათვლით
გავიხანგრძლივეთ რწმენა იმის,
რომ ტკივილია ტყუპისცალი მარტოობისა
და ამიტომაც ვამჯობინეთ,
ამისი შიშით,
ვყოფილიყავით ტყუპისცალები.
მაგრამ თებერვალს,
როგორც ზამთრის ნაბოლარა თვეს,
უმცროსს და სულელს,
რომელსაც არ ჰყავს ტყუპისცალი,
კვლავ აერია
და წაიყვანა ჰორიზონტს იქით...
დღეს ჩემს მეგობარს მოუკვდა დედა.
და მოვიგონე,
რომ ჩვენ ოდესღაც ვიყოფდით ფიქრებს -
მხოლოდ. და ახლა,
როცა დუმილია ოთახებს შორის,
და ჩვენც უეცრად ამოვჭამეთ მთელი ჰაერი,
მხოლოდ ეს მინდა -
ჩემს მეგობარს გავუყო დედა
 
nukriaДата: კვ, 08.05.2016, 23:06 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სასვენი ნიშნების მიღმა

შენ ამბობ - მიღმა სიტყვების და სხეულის (მძიმე)
არსებობს სული, როგორც ბნელში უცხო (წერტილი)
ვიწყებ აბზაცით ფრაზებს - მაინც ვერ გავიცინე
(ტირე) ამიტომ ალბათ მინდა, თუმცა ვერ ვტირი.

ეჭვმა წინ ე.წ. დამიწერა, ბრჭყალები გახსნა,
სამწერტილი ხომ მე აქამდე ღმერთი მეგონა?!
ვხურავ ფრჩხილებს და სარქველს გულის - ვჩუმდები ახლა
და მხრებში მოხრით კითხვით ნიშანს ვუსვამ მეგობარს.

ნიშანს ძახილის რა ამაოდ, დიდხანს მასმენდი,
როცა ყურებზე ვიფარებდი ხელებს (ფრჩხილებით),
ღმერთო, დამღალა სიტყვებმა და გავხდი სასვენი
ნიშანი, თუმცა მე დუმილსაც ვერ ვუფრთხილდები.

აღსარებისას თავს ვიმართლებ, რომ (ორწერტილი)
"მარტოა მადლი და ცოდვასთან დეფისით მიმყავს"
ნაცვლად მინუსის (მომიტევებს და) რომ წერს ტირეს,
იყო პირველად, არის ახლა, თუ მხოლოდ სიტყვა?!

ამბობ, რომ ცხადი სიმბოლოა - ვარ წერტილ-მძიმე......
მრავალწერტილებს შევეჩვიე, სიტყვა დაღლილი,
მე კი ბრჭყალებით ეჭვის, ახლა ფრჩხილებს ვიცილებ
და ღმერთთან ვდგები გაოგნება - კითხვა-ძახილი (?!)

მინდია ცეცხლაძე
 
nukriaДата: კვ, 08.05.2016, 23:10 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამარტი

მე მარტო,შენ მარტო და მარტი,
შენ ქალი,მე კაცი და ასე,
მე ლოდი,შენ კიდე ამარტი,
მე დაგცლი,შენ კიდე ამავსე.

მიყვარხარ,თუ გინდა სიმართლე.
თვალების მოწყენით შეხევა-
მთვარე რომ დილისკენ მიმათრევს,
შენ როცა სიზმრები გეხვევა,

ამომაქვს ძალიან სათუთი
და ხელებს მივუშვერ ინახად:
შენს სახეს,რომელსაც ქუთუთოს
მარცხენა კუთხეში ვინახავ!

ბექა ახალია
 
nukriaДата: კვ, 08.05.2016, 23:12 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(..თეთრი პერანგის..)

თეთრი პერანგის ასაკეც მკლავებს,
ზოლად დაეტყო სისხლის გაჟონვა,
ასე, ყოველდღე, მოვლენ და მკლავენ,
მოვლენ და მკლავენ, მერე მაჟრჟოლებს,
ცივი წყალივით მევლება სისხლი,
მკერდზე დაცლილი ხელები მადევს,
მე არასოდეს შეგხვდებით რისხვით,
მე არასოდეს შეგხვდებით სადმე,
მხოლოდ ჩემთან და ისიც ჩუმ-ჩუმად,
არ მხიბლავს ხალხი, აყალმაყალი,
მხიბლავს სახესთან თქვენი ჩურჩული,
რადგან სიჩუმეს ვერ გააყალბებ.
მე არასოდეს ვიქნები თქვენი,
თქვენ ვერ გამიგებთ, ასეა ახლა,
ვზივარ და ტყვიებს ვამზადებ, ვტენი,
მოხვალთ და გასაკვირია, მახლით.
თეთრი პერანგის ასაკეც მკლავებს,
მიაღწევს ჩემი სისხლი თმებიდან,
რამდენი დღეა ცდილობენ, მკლავენ,
რამდენი დღეა. და ვერ ხვდებიან,
ყველა ჭრილობა არის კარები,
რომელსაც მხოლოდ გასასვლელი აქვს,
თქვენ შეიძლება სისხლში გაებათ,
თორემ გამოსვლა ისე ძნელია.

თეთრი პერანგის ასაკეც მკლავებს...
 
nukriaДата: კვ, 08.05.2016, 23:54 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არსებობისთვის

(დიანას)

ისუნთქე! - რადგან, არ ისუნთქო, ნიშნავს, გაჩერდე.
ვერ გამოჩეკო ცრემლი თვალში,
და ვერც სისხლის მუსიკა წერო.

გაშალე მხრები! - რადგან მხრებში როცა იშლები,
გულშიც ადვილად დაგიმიზნებენ.

თმები ფაქიზად დაივარცხნე,
გადაფინე ფრთხილად ბალიშზე.
მათ შენზე დიდხანს უნდა იცოცხლონ.

გახსენი პირი! - რადგან სიტყვა არაფერს არ ცვლის.
იხსნება გული, ოღონდ მარტო ყავის ჭიქაში,
და შენს სიყვარულს სიტყვის ჩრდილში
ვერ მიაგნებენ.

ნაბიჯი - თუნდაც არ უნდოდეთ ფეხებს გადასვლა,
აბეზარი მდგმურებივით,
გარეთ გაყარე.

თვალები ფართოთ გაახილე!
ცოტათი მაინც დაემსგავსოს მკვდარი ცოცხალს,
ანდა პირიქით.

ენა - ზოგადი, კონკრეტული - წიგნში თუ პირში...
და მე - პირველი პირი ვარ და
შენ კი - მეორე.
ჩვენ - ნაბიჯებზე მოჭერილი თასმებია,
ერთმანეთს ვიჭერთ.

..............

ეს ყველაფერი არსებობას სულაც არ ნიშნავს.
და, კი არ გიცავ,
მხოლოდ განიშნებ.

თამთა დოლიძე
 
nukriaДата: ორ, 09.05.2016, 01:53 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქუჩებს მობეზრდათ უთოვლობა...

ქუჩებს მოსწყინდათ მშრალი ამინდი-
მე შენზე წერა ისევ მებევრა.
და თითქოს აღარც
მირეული ვარ ოთახებივით,
ამ კედლებსაც ხომ უშენობა გამოებერა...
დეკემბრის ბოლოს ბანალურად დავთვერი არყით,
ამინდი ქუჩებს უთოვლობის სთხოვდა შენდობას,
ნარიყალაზე,
ამიტანეს შენზე რითმებმა,
ვიცი რომ მათაც გროშად უღირთ ჩემი კენტობა...
ფილტვებს შემორჩათ ჩასუნთქული ბოლო ნაფაზი,
განიავდება,
ეს იანვარი შენს გარეშე გულს თუ შემოვა...
ქუჩებს მობეზრდათ უთოვლობა, მშრალი ამინდი,
მე- უშენობა.

ლევან მაისურაძე (მაის_ლეო)
 
nukriaДата: ორ, 09.05.2016, 01:53 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა გქვია?
უცხო გოგონას
(დღეს უკვე ნაცნობს)

დაცარიელდა სავალი გზა ქუჩის გადაღმა,
უფრო ჩემს მხარეს, დამინახე ალბათ ნაკლებად
და შუქნიშანსაც შუადღისას ღამის გადღლა
ყვითელ ფერებში აესახა წამით სახეზე.

არ მოგიხედავს, მიდიოდი მეორე მხარეს,
(ასანთი მთხოვა ვიღაცამ და მადლობა მითხრა)
უბნის ნიავი აგეკიდა აივნებიდან,
კალთებს შეეხო კაბისას და ანცად გაგრითმა.

ვიდექი ასე, გიყურებდი არ ვიცი რატომ,
მიდიხარ, მიწვევ და ქუჩებში თმების სუნს ტოვებ,
ავტომანქანამ ჩაიარა, წამით გაგაქრო,
გადააჭარბა დაწესებულ საგზაო ნორმებს.

ჩემს ტროტუარზე მოხუც ხეებს წასკდათ ფოთლები
სიცილის ნაცვლად, გამჭორავენ ალბათ ამჯერად,
როგორც ქალები-მექალთანე კაცების მოდგმას
და ჩემი ვნების სიკეთისა სულაც არ ჯერათ.

ახლა მივდივარ იმ ქუჩაზე, ქარია ნელი,
ამინდს ღრუბლები ციდან დარჩა გამოსადევნი,
შენი სახელი გამოვიცნო ვცდილობ ჯიუტად
და მივხვდი არის ორ ასოზე არანაკლები.

ლევან მაისურაძე (მაის_ლეო)
 
nukriaДата: ორ, 09.05.2016, 13:58 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალაქში მტვერში, წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით მიმოზებით
და მწუხერების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები
შეშლილი სახით კიოდა ქუჩა...
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა..
მზეზედ ყვაოდა სოფლად ალუჩა
და გაისმოდა დების სიმღერა...
 
nukriaДата: ორ, 09.05.2016, 14:16 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თქვენთვის მიჩუქნია ყველა ტიარა და
ყველა გვირგვინი და ყველა ასე შემდეგ.
ფორმა კი არა და ზომა კი არა და
თავში ქვა გიხლიათ! მე კი, გადავშენდე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 25
  • 26
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость