ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 21 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:27 | Сообщение # 201
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რეზიუმე

მოდი, ცხოვრება შევაჯამოთ -
თუმცა, არც ისე ადვილია!
ხორცი, რომელიც შეიჭამა,
სისხლი, რომელიც დაილია,
ფეხი, რომელიც წამოვკარით,
ხელი, რომელიც ჩავიქნიეთ,
გრძნობა, რომელიც ამოვკირეთ,
ეჭვი: "არ გვხსოვს"... "არ გვქნია"...
ყველა მოშლილი პარაპეტი,
ყველა შებღალვა სამარეთა,
და არც ნაკლები და არც მეტი -
მზერა, რომელიც ავარიდეთ...
სიტყვა, რომელიც ვერ დავძარით,
ხმალი, ხელიდან განაგდები,
ყველა საყდარი და ტაძარი,
შეჩვენება და ანათემა.
მიწა, რომელიც მივაყარეთ
ზეცას, დაცემით შესაშური...
ჯვარი, რომელზეც მივაკარით
ღმერთი, სახელად იეშუა.
მამა, რომლიც აღარც ვიცით...
დედა, რომელიც - უანგაროდ!
შვილი, რომელიც გავასხვისეთ,
ცოლი, რომელიც უარვყავით -
სუფთა ფურცელზე ჩამოვწეროთ,
უნდა სულ რაღაც ათი წუთი...
გამოვითვალოთ ქვეშმიწერით
ყველა კუთხე და აზიმუტი,
სადაც ცხოვრებამ გადაგვხარა
(მაინც დარჩება ფარატინად!)
და საუკუნის გასაყარზე,
როგორც მეფე და პალადინი,
შევდგეთ წარსულის შეჯამებით -
თუმცა, არც ისე ადვილია! -
ხორცით, რომელიც შეიჭამა,
სისხლით, რომელიც დაილია...
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:28 | Сообщение # 202
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დეპრესია

ქარი უმოწყალოდ ნამქერს ალახინებს,
თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია.
ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს,
დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია.

მზერა უმიზეზო, სუნთქვა ქაოტური,
პულსი ვეღარ ითვლის გული რასაც ფეთქვას...
ისე ეტანება სისხლი აორტიდან
ყელში არტერიებს, ლამის დამიხეთქოს.

არ ვიცი რომელი რიცხვია რომელ თვის,
წლებთან ალალბედზე ვაგორებ კამათლებს.
დროა თვითმკვლელობის! და როგორც ყოველთვის,
სიცოცხლეს უსუსურ მიზეზით ვამართლებ.

სრული სიგიჟეა წასვლა უნაბიჯოდ!
და არის დარჩენა, ჩქარი ნაბიჯებით,
კიდევ არჩევანი და უნდა გავმიჯნოთ
ყოფნა არყოფნისგან, მაგრამ... დამიჯერე,

არ არის საშველი! და ბოლოს დარჩება
ამაოდ დაღვრილი ცრემლი - გალონებით -
და ან გადავრჩებით ან ვერ გადავრჩებით
არაამქვეყნიურ რაღაც კანონებით,

თუ ბედი ბედია! დაორთქლილ ფანჯრებზე
დახატე მაცხოვრის ფერმკრთალი პროფილი
და მუქშინდისფერად შეღებე მაჯებით
ზეცა, ულამაზო და უარყოფილი!

და ქარი... ქარი კი, ნამქერს ალახინებს
თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია.
ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს,
დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია.
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:28 | Сообщение # 203
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
დაშვრა, როგორც იქნა, ღამე ბარბაროსი!
მთვარე ჩაიძირა ნისლთა მდინარეში.
ჰკივის ჭოტი როგორც მოლა მინარეთში -
ალბათ პულსაციას თუ გრძნობს სამყაროსი...

თენდება... და ახლა, მთელ ამ ცისკარეთში,
მე ვარ ერთადერთი, როკვით და ციმ-ციმით,
ნახევარ სიცოცხლის ვინც არის მიმცემი
ფინჯან ყავასა და ერთ ღერ სიგარეტში.

მზისფერს

იქ, სადაც მზეები მზეებზე მზეობენ მზისფერი მზეობით,
უდაბურ უდაბნოს ქვიშიან ქარებით სიგიჯე ამიტანს...
სფინქსის მდუმარებით მომაჯადოვებელ თვალების ტყვეობით,
მივალ და აგიგებ, ნაქებ და ნადიდებ მზისფერ პირამიდას.

ნილოსის ტალღებში, მზისფერი ქაფიდან იშვება ვენერა...
მერე რა, რომ ერთ დროს მავანნი უმღერდნენ მერის და შაგანეს?!
ზეცას შეაქანებს შენი სისადავე! სხვისი ხარ? მერე რა?!
მე გჩუქნი ჩემს გულს და გჩუქნი ჩემს უმზეო მუზების სავანეს!

იქ, სადაც მზეები მზეებზე მზეობენ, მზისფერო, ანათე!

მთელი საღამო გჭამდი თვალებით.
გჭამდი თანდათან, არაერთბაშად.
მე მიყვარს როცა მეკიდება ნელა ბახუსი...
მე მიყვარს როცა ნება-ნება მათრობს თრიაქი...
შენი სხეულიც ხომ თრიაქია?!
მთელი საღამო გჭამდი თვალებით.
გჭამდი მოზომილ თანმიმდევრობით:
ჯერ შეგიჭამე ფეხის ტერფები,
მერე წვივები დავხარ - ვერ გავძეხ,
ვღეჭე მუხლები - ვერც მათ გამაძღეს.
მერე ბარძაყებს მივეპარე ისე ქურდულად,
ვით მტაცებელი ეპარება თავის სამსხვერპლოს.
მერე თეძოთა გამაოგნა ზუსტმა სიმრგვალემ
და გული დამწყდა რადგან თვალებით
შემეძლო მხოლოდ მათი შეგრძნება.
მივყევი ზემოთ. აქ მახეში მკერდის გავები -
შეველ სამოთხეს, ვკრიფე ვაშლები
და ნერვიულად ვყლაპე მთელ-მთელი.
მთელ-მთელი ვყლაპე ძუძუსთავებიც.
მერე ყელს დავწვდი. დავეწაფე როგორც ვამპირი -
ციდან მოვხსენი ახალი მთვარე, სამეფო თასი,
შევავსე შენი ცისფერი სისხლით და ისე შევსვი.
მერე სველ ტუჩებს კინამ დავაკვდი -
იმდენხანს ვწოვე სიყვარულის ელექსირები,
სანამ ბოლომდე არ დავაშრე მათი სისველე.
ბოლოს წამწამთა მათრახები ვიგრძენ სხეულზე.
მათ უმოწყალოდ, დაუნდობლად გამამათრახეს
და გადამაგდეს თვალთა ზღვების აბისალებში.
მე ჩავიძირე გიშერისფერ მათ სიღრმეებში
და... იქ დავიხრჩვი. თუმცა არ მოვკვდი -
არ შეიძლება პოეტი მოკვდეს ასე იოლად! -
მე შენს სურნელად გარდავიცვალე
და ნაცვლად სამოთხის,
შენს ხავერდოვან თმებში ვპოვე განსასვენები.
მთელი საღამო გჭამდი თვალებით.
გჭამდი თანდათან, არაერთბაშად.
მე მიყვარს როცა მეკიდება ნელა ბახუსი...
მე მიყვარს როცა ნება-ნება მათრობს თრიაქი...
შენი სხეულიც ხომ თრიაქია?!
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:29 | Сообщение # 204
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(ფირუზ ბოლქვაძეს)

წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!
მორჩა! მომბეზრდა! დავიღალე ამდენ უნიჭო:
დამრიგებლებით, ზემდგომებით, მეთაურებით...
მდორე სიცოცხლეს მინდა მკერდი გადაუგლიჯო!

რა საერთო აქვს გაგიჟებას ღმერთის ნებასთან?!
ქაფმომდგარ ტალღებს მიველეწოთ მხურვალ ტანებით!
თუ სიკვდილია, დაე მოვკვდეთ უკვდავებასთან
მჭიდრო შეხებით - არა მხოლოდ ხელწატანებით!

ვის რა ხელი აქვს, ვინ რას დაწერს - უკეთ ვინ უფრო?!
ჯანდაბას დაფნა! უსაჩუქრონ ისევ გოეთეს!
ჩევნ ხომ სიცოცხლეც სხვანაირი გვწამს და მით უფრო
სიკვდილი გვხიბლავს სულ სხვაგავრი, ქართველ პოეტებს!

ხომ გვყავდა ქალი ვინც გვიყვარდა თავდავიწყებით?!
ხომ ვწერეთ ლექსი?! (არ გავქრებით ვიცი უკვალოდ!)
და თუ ბედია, იქ დავმთავრდეთ, სადაც ვიწყებით,
ასე ანაზდად, ასე ლაღად, ასე უბრალოდ

წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:30 | Сообщение # 205
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორც უილმოტი

გზები იზომება ახლა პოეზიით.
ღამე ცოდვა არის მომაკვდინებელი,
უფრო მძიმე ცოდვებს ვიხსნი პროტეზივით -
ედგარ, მე მოვკალი შენი ანაბელ ლი!

დამრჩა გასავლელი კიდევ იარდები,
მოკლე ნაბიჯებით ასე - ხუთასია.
სულმა კი არა და ხორცმა კი არა და
ღმერთმაც განიცადა, მგონი, მუტაცია.

აღარც იღბალია, აღარც უიღბლობა -
ძველი რვეულივით ბედი გადავშალე.
ალბათ მეც მოვკვდები, როგორც უილმოტი -
ქრისტეს ასაკში და თანაც ათაშანგით.

არა, პოეტებო, მე ნუ მეტოლებით,
წადით, დაეტოლეთ ვინმე გ. ვ. ტ. - ებს...
მე სიცოცხლეს ვებრძვი ჩემი მეთოდებით
და ეს უკვდავებაც უნდა გამოვტოვო!

თქვენთვის მიჩუქნია ყველა ტიარა და
ყველა გვირგვინი და ყველა ასე შემდეგ.
ფორმა კი არა და ზომა კი არა და
თავში ქვა გიხლიათ! მე კი, გადავშენდე

უნდა, როგორც ჩემი დიდი წინაპარი
სადმე ხის ოდაში, სოფელ ლედგებიეს.
თორემ, როგორც წესი, ლექსთან წილნაყარი,
მერე თაობები, წიხლით შემდგებიან.

რაღა დაგიმალოთ... ახლა - მომიტევეთ,
უნდა უსათუოდ რამე დავაშავო,
სანამ მეც მოვკვდები, როგორც უილმოტი -
ქრისტეს ასაკში და თანაც ათაშანგით.
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:30 | Сообщение # 206
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,...მზე ტოვებს ცის შემოდგომას
მწიფე ყანებით სამკელით.
წუთები შენგან განდგომის,
საწუთროს გამოვაკელი.''

დათო მაღრაძე
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:31 | Сообщение # 207
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ ბაირონს დალიმ ლექსი დაუცვარა..
გალაქტიონს თუ თვალები წვავდა მერის..
თუ ბესიკის ქნარი ანას უმგეროდა,
ჩემს სიყვარულს მხოლოდ შენი სუნთქვა შველისს...
ნესტანისთვის თუ იბრძოდა ტარიელი..
ნუნუსათვის თუ იაგო თავს სწირავდაა..
თინასათვის თუ ლევანი გზაში მოკლესს,
იცოდე რომ მე ამ გრძნობას თავს შევაკლავ..
ბოშა ქალმა თუ პუშკინი დაამონა,
თამარ მეფეს თუ ეტრფოდა რუსთაველი,
მზაგო ქალმა თუ ყაზბეგი ააგელვა,
რა იქნება შენ რომ გთხოვო სიყვარულიი?...
გალატისთვის თუ ოტელომ ცოლი მოკლა..
და თუ ვარდომ მოკლა გული დურმიშხანის..
ცოცხალი ვარ,სანამ გვიან არ იქნებაა..
სიყვარული რომ მაჩუქო რა იქნებაა....
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:32 | Сообщение # 208
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხვალ გადავწერ,
ხვალ ავაწყობ,
ხვალ მოვალ და გნახავ,-
არაფერი, არაფერი
არ კეთდება ახლა.
ხვალ იქნება, ხვალ ითქმება,
ფიქრს ხვალისთვის ვმარხავთ,-
არავინ და აღარავინ არ ირჯება ახლა.
ყველაფერზე ხეკს იღებენ,
მზე ტრიალებს ჩAრხად,-
ხვალ მოვალ და ხვალ გაკოცებ,
არ გაკოცებ ახლა !
/მორის ფოცხიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 21:37 | Сообщение # 209
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გავიდა წლები
მაგრამ სიშორემ
ფერი შესძინა
ახალ სტრიქონებს...
შენ ახლა სხვასთან
თავსაც იწონებ
მე კი ფიქრები ვერ მოვიშორე...
მე უშენობა ვისწავლე, მაგრამ
ყოველ წუთს შენთან შეხვედრას ვხატავ...
ვხატავ ოცნებას,
რომელსაც ალბათ
მე თან წავიღებ
სამარის კართან...
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 21:38 | Сообщение # 210
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ბაბუამ დიდი პეპელა დაიჭირა
და ქინძისთავივით ხალიჩაზე მიაკრა
"ცოცხალია"? - ვკითხე
"მკვდარია" - მიპასუხა
"რა ლამაზია სიკვდილი" - გავიფიქრე მე.
რამდენიმე დღე და ბაბუას ოთახში შემიყვანეს
"ცოცხალია"? - ვიკითხე
"მკვდარია" - მიპასუხეს
"რა მახინჯია სიკვდილი" - გავიფიქრე მე

სხვანაირად ერთი

ჩემი ბავშვობის მდინარესთან მივედი
ყოველივე ისე დამხვდა, როგორც იყო
მაშინ, ... წლის წინ
იგივე წისქვილი, იგივე თხმელა,
ერთსა და იმავეზე მობუტბუტე;
იგივე ძროხები,
უძრავად მდგარნი
იმავე პატარა რიყეზე
და მათ თვალებში
ზუსტად მეორდება იგივე პეიზაჟი,
იგივე სიმწვანე ბალახის
იგივე სილურჯე ცის,
იგივე პატარა სოფლელი ბავშვები,
რომლებიც იგივე ღორჯოს დასდევენ
იგივე ზვირთებში,
ყოველივე იგივე
იგივე ყველა,
არაფერი შეცვლილა
თუმცა გავიდა... წელი,
წყალში შევდივარ,
იგივე მდინარეში,
იგივე წყალში,
და სხეულში მივლის
იგივე სიცივე
და ვგრძნობ იგივე სისველეს
წყალში შევდივარ და ვხვდები
რომ ყოველივე ამ იგივეში
მე ვარ სხვა
და მახსენდება ჰერაკლიტე:
"ერთსა და იმავე მდინარეში
ორგზის ვერ შეხვალ".
და მე ვეუბნევი ჰერაკლიტეს:
"ერთსა და იმავე მდინარეში
(ისევე როგორც ყოველივე იგივეში)
ორჯერ შეხვალ, მაგრამ
ორჯერვე სხვადასხვა".
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость