ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 22 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 21:39 | Сообщение # 211
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვარ დანაც და ჭრილობაც ღია,
მე ვარ ლოყაც და სილაც გაწნული,
ბორბალიც,ტანიც ზედ გაბაწრული,
და ჯალათიც და მსხვერპლიც მე მქვია!
სახრავი ჩემი-ჩემივ გულია,
ვარ უპატრონო ერთ-ერთი სული,
ვინც სიცილზეა სულ განწირული
და ღიმილიც კი არ შეუძლია!
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 21:49 | Сообщение # 212
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შენ დაგარტყამ რბილად და წყნარად,
არა სიბრაზით და სიძულვილით,
ვით მოსემ დაჰკრა კლდეს წყლის წყურვილით,
და რათა მოვრწყა ჩემი საჰარა-

მაგ თვალთა უპით მე გამოვწურავ
და გადმოვადენ ნაკადულს ურვის,
და იმედშესხმულ ჩემს ნატვრა-სურვილს
ვნახავ შენს მლაშე ცრემლებზე მცურავს,

ვით შუაზღვაში შეცურებულ გემს...
და ამ ჩემს გულში, მაგ ცრემლით მთვრალში,
როგორც დაფდაფის საბრძოლო მარში,
ქვითინი შენი ექოს გამოსცემს.

იქნება - მსგავსად ყალბი აკორდის-
მე ვწყდები ღვთიურ მთელ სიმფონიას
და ვემსხვერპლები ხარბ ირონიას,
რაიც უწყალოდ მე მცემს და მკორტნის?

ჩემს ხმაში მისი ცრუ ბგერებია,
მთელ ჩემს სისხლად დის ეს საწამლავი,
მე ავბედითი სარკე ვარ შავი,
რასაც მეგერა ჩაშტერებია.

მე ვარ დანაც და ჭრილობაც ღია,
მე ვარ ლოყაც და სილაც გაწნული,
ბორბალიც, ტანიც ზედ გაბაწრული,
და ჯალათიც და მსხვერპლიც მე მქვია!

სახრავი ჩემი - ჩემივ გულია,
ვარ უპატრონო ერთ-ერთი სული,
ვინც სიცილზეა სულ განწირული
და ღიმილი კი არ შეუძლია!
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 21:50 | Сообщение # 213
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კითხვას მიგზავნის მზერა შენი, შუქის მთოველი:
"შენს გულში, მეტრფევ უცნაურო, მე მაქვს რა წვლილი?"
-გაჩუმდი, კარგო! - გულს, ყველამ რომ დაადგა კბილი
და სიხალისით არ ვნებს მხოლოდ უტყვი ცხოველი,

არ სურს, გაგანდოს საიდუმლო ზაფრისმომგვრელი
და არც ლეგენდა შავი, ცეცხლის ენებით ქმნილი.
შენ მინანავებ, რომ მეწვიოს ხანგრძლივი ძილი...
მე სული მტკივა! და ვარ ვნებათღელვის მგმობელი!

-გიყვარდეს ნაზად! სიყვარული კარებმიჯრილი
საბედისწერო მშვილდს ამზადებს, მარჯვე და ბნელი
მე ვიცი მისი არსენალი უხსოვრად ძველი:

ზაფრი, სიგიჟე, სისხლი!.. - მსგავსო ფერმკრთალ გვირილის,
განა შენც ჩემებრ შემოდგომის მზე არ ხარ, ნელი,
შენ, მარგარიტა ჩემო, დაო თოვლის და თრთვილის!
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 22:20 | Сообщение # 214
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მხოლოდ ცისფერი შეღამება შეღებავს ივნისს
და ბილიკებზე თავთავებით დავიჩხვლიტები,
მე - მეოცნებე ატირებულ ბალახში ვივლი
და შუბლს ბურუსში გამიგრილებს ქარის თითები.

არც არაფერზე არ ვიფიქრებ და ჩემს ვნებათა
სულში სიყვარულს უზენაესს დავუნთებ სანთლად
და შორს ვიქნები, ბოშასავით, შორს ბუნებასთან
კვლავ ბედნიერი ისე, როგორც საყვარელ ქალთან.
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 22:20 | Сообщение # 215
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფრანსუა ვიიონი

ბალადა გარდასული დროის ქალბატონებზე

რომელ მხარეში შთანთქა წყვდიადმა
ფლორა, დიადი რომის მშვენება,
ან თაისი და არქიპიადე
სად გაიტაცეს დროის ცხენებმა;
ან მათი ექო, წყალს რომ მოჰქონდა,
და დაცემული ტბაზე ბინდები,
ან ის სინაზე და ჯადოქრობა?..
სად არის თოვლის შარშანწინდელი?

ან ელოიზა დრომ სად ისროლა,
რომლის მშვენებამ პიერ აბელარს
არგუნა ბედად საჭურისობა
და სიყვარულის სული შთაბერა;
ან დედოფალი სად გაქრა, რომლის
ნებით აქაფდა სენის ზვირთები
და ბურიდანი ისროლეს ტომრით?..
სად არის თოვლი შარშანწინდელი?

დედოფალ ბლანშზე რას იტყვით ნეტავ,
სადღაა მისი ხმა და მაისი.
ან დიდფეხება სად არის ბერტა,
ან არამბურჟის სახლი მაინზე;
ლორენის მკვიდრი სად არის, ჟანა,
რომ აგიზგიზდა მისი დიდების
ცეცხლი რუანში. აღარსად ჩანან...
სად არის თოვლი შარშანწინდელი?

ვერვინ წაუვა, პრინცო გარდუვალს,
ქრება ციმციმიც მარგალიტების
და ვიმეორებთ სოფლის სამდურავს:
სად არის თოვლი შარშანწინდელი?
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 23:34 | Сообщение # 216
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ტკბილი და სათუთი ლექსები გამოიქცეოდნენ
თქვენი მშვენიერი ბაღებისაკენ
ჩემს ლექსებს რომ ჰქონოდათ ფრთები
ისეთი ფრთები, როგორც ჩიტებს
გამოფრინდებოდნენ ნაპერწკლებივით
თქვენი მომღიმარი კერიებისკენ
ჩემს ლექსებს რომ ჰქონდეთ ფრთები
ისეთი ფრთები, როგორც გონებას
თქვენს სიახლოვეს, წმინდა და ერთგული
ისინი მოირბენდნენ დღითა და ღამით
ჩემს ლექსებს რომ ჰქონდეთ ფრთები
ისეთი ფრთები, როგორც სიყვარულს

ჯაკ პრევერი - ჩემი სურათის დასახატად

თავდაპირველად დახატეთ გალია
ღია კარებით
შემდეგ დახატეთ
რამე ლამაზი
რამე მარტივი
რამე საჭირო ჩიტისითვის
მერე წაიღეთ ტილო სადმე
ბაღში ან ტყეში
დაკიდეთ ხეზე
თავადაც იქვე დაიმალეთ
ხმისგაუღებლად . . .
ხანდახან ჩიტი მალე მოდის
მაგრამ ხანდახან მის მოფრენამდე
ბევრი წყალი ჩაივლის ხოლმე
ფარ-ხმალს ნუ დაყრით
მრავალი წელიც დაელოდეთ თუ საჭიროა
ჩიტის ადრე ან გვიან მოსვლას
არავითარი
კავშირი არ აქვს თვით ნახატთან
როცა ის მოდის
თუკი მოდის ხოლმე საერთოდ
ყური დაუგდეტ უღრმეს სიჩუმეს
ელოდეთ ჩიტი თავად მოხვდეს გალიაში და
როდესაც უკვე შიგ იქნება
ძალიან ფრთხილად მიუხურეთ კარები ფუნჯით
და სათითაოდ გადაშალეთ ყველა გისოსი
ჯერ მოითმინეთ ჩიტის ბუმბულს ნუ შეეხებით
შემდეგ დახატეთ ხის სურათი
ჩიტს აურჩიეთ ტოტთაგანი საუკეთესო
დახატეთ კიდევ სიმწვანე დაქარის სიგრილე
მზიური მტვერი და
მწერთა ხმა ზაფხულის ხვატში
ელოდეთ ჩიტმა გადაწყვიტოს იქნებ სიმღერა
თუ კი არ მღერის ეს ცუდია
ნიშანი იმის რომ ნახატი არ გამოსულა
მაგრამ თუ მღერის ეს კარგია
ნიშანი იმის რომ თქვენ ძალგიძთ ხელის მოწერა
ჰოდა თქვენც აცლით უმშვიდესად
ჩიტუნას ბუმბულს
და საკუთარ გვარს აწერთ იქვე ტილოს კუთხეში.
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 23:35 | Сообщение # 217
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს სულს აწვიმს...

ჩუმად აწვიმს ქალაქს.
არტურ რემბო

რა უსიტყვო ნაღველს მალავს
სული, ჩემი მეუფე,
სულსაც აწვიმს, როგორც ქალაქს,
ანდა მის გარეუბნებს.

აწვიმს მიწას და სახურავს
და შრიალით ავივსე,
სევდა სულში ჩასახული
უკრავს წვიმის კლავიშზე.

ცხოვრობს სულით ეს ობლობა
ჩუმი წვიმის მეზობლად,
სულში ჩაჯდა ვით ობობა,
სევდის უმიზეზობა.

და მით უფრო არის მძაფრი
უმიზეზო ნაღველი,
არსაიდან რომ არაფრით
არის ნაკარნახევი.
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 23:42 | Сообщение # 218
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დარბაისელი - მერია და ოჯახის მამა.
მიმაგრებული საყელური უფარავს ყურებს.
მშვიდი თვალებით უერთდება ოცნების ყურეს
და ქოშებიდან გაზაფხულის ეღვრება გამა.

მას არ იზიდავს ვარსკვლავები, არც ზეცა ართობს,
არც - მელოდია ხეივანში მგალობელ დასთა,
არც მობიბინე მდელოსა აქვს საერთო მასთან!
მუსიე პრუდ'ომ ერთ რამეზე ოცნებობს მარტო:

სურს ქალიშვილი მიათხოვოს, ეღირსოს საშველს,
მდიდარ, ღიპიან ბოტანიკოს მუსიე მაშენს.
რაც შეეხება ლექსის მწერლებს, მათთან ავია -

ამ უქნარა და მაწანწალა ხეპრეთა ურდოს
უფრო ვერ იტანს, ვიდრე თავის ქრონიკულ სურდოს.
და მის ქოშებზე გაზაფხულის ვარდნი ყვავიან.
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 23:59 | Сообщение # 219
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა პოეტმა უზენაეს ძალების ნებით
ამ ჩვენს მოწყენილ ქვეყანაზე დაიდო ბინა,
მისმა დამფრთხალმა დედამ, გულში წყევლა-გინებით,
მუშტებშეკრულმა ღმერთს შესძახა და მან ისმინა:

"ო, რატომ არ ვშვი მე შხამიან ასპიტთა ბუდე,
ნაცვლად იმის, რომ ამ სიჩლუნგის ვიყო გამზრდელი!
წყეულიმც იყოს ღამე, როცა წუთს ჩავეხუტე
და ჩემს მუცელში ჩაისახა ჩემივ სასჯელი!

გამომარჩიე შენ რადგანაც ყველა სხვა ქალში,
ჩემი ბედშავი მეუღლის ზიზღს რადგან მამსხვერპლე,
ეს ჩემი კუტი საფრთხობელა თუნდ ცეცხლის ალში
სასიყვარულო ბარათივით მე ვერ დავფერფლე,-

ნაცვლად დავატეხ შენს სიძულვილს, ტვირთად რომ მაწევს,
მას- ბოროტებათ შენმიერთა წყეულ იარაღს-
და ჩემი ხელი ამ ჯუჯა ხეს იმ დღეს დააწევს,
რომ ვეღარ გაზრდის ყლორტს შხამიანს და რტოს ხვიარას!"

ასე ხდის იგი ქაფს მდუღარე თვის მძულვარებას
და, მარადიულ ზრახვებს რადგან ვერ აცნაურებს,
ქვესკნელის ფსკერზე თვითვე ანთებს კოცონთა წყებას,
რაც უმზადდება სწორედ დედურ დანაშაულებს.

ამ დროს, უხილავ ანგელოზის მფარველობაში,
მემკვიდრეობაწართმეული - მზის სხივით თვრება,
და ყველაფერში, რასაც ჭამს თუ სვამს დიდი ბავშვი,
ცხოველ ნექტარს და ამბროზიას ის ეწაფება.

ქართან თამაშI და ღრუბელთან ჩურჩული უყვარს,
ჯვარცმის გზაზეც კი სიმღერებით შეთრობას ბედავს,
და ხეტიალში მუდამ მისი მდევარი სული
ტირის, როცა მას ტყის ჩიტივით მხიარულს ხედავს.

შიშით უცქერენ მას ყველანი, ვინც სურს უყვარდეს,
ან კიდევ მისი უწყინარ ზნით თამამდებიან
და ცდით - როგრომე კვნესის ბგერა ამოუვარდეს-
მას თავიანთი სისასტიკის სამიზნედ ხდიან.

პურსა და ღვინოს, განწესებულს მის ბაგეთათვის,
მარჯვენა მათი ნერწყვს უწმინდურს და ნაცარს ურევს,
ფარისებლურად იშორებენ რასაც ეკარვის
და თავს კიცხავენ თუ გაუყვნენ მის ნაფეხურებს.

მისი სატრფო კი გაიძახის ბრბოს გასაგონად:
"რაკი მან ისე ტურფად მცნო, რომ ღმერთად დამსახოს,
ამიერიდან ვარჩევ ყოფნას მე ძველ ბომონად,
რათა, მის დარად, მან მომრთოს და მომავარაყოს.

მე გამოვტყვრები ნარდიონით, ნელსაცხებლებით,
მირონ-გუნდრუკით, მუხლისჩოქით, ხორცით და ღვინით,
რათა მჯეროდეს - ამ ჩემს მიჯნურს ჩემივ შეძლებით
თაყვანისცემას გამოვძალავ მხიბლავი ღიმით.

ხოლო უღმერთო მომწყინდება როცა ეს ფარსი,
მე ამ არსებას წამოვავლებ რკინის ნატიფ ხელს
და ეს ფრჩხილები, კუდიანის ფრჩხილების მსგავსი,
მას თვით გულამდე გაუყვანენ არხებს საშინელს.

სრულიად ნორჩი ფრინველის დარ ამ ალისფერ გულს,
აფართხალებულს, ამოვართმევ მე სხეულს მისას
და რათა ჟინი მოვუკლა მხესც, ჩემში დამალულს,
ამ გულს სისხლიანს წყევლა-კრულვით დავახლი მიწას!"

- ცისაკენ, სადაც თვალი მისი ჭვრეტს ბრწყინვალებას,
თავის ღვთისნიერ ხელებს იწვდის პოეტი წყნარი
და მისი სულით გამომავალ დიად ციალებს
წარმოუქმნიათ ავი თვალის ამრეკლი ფარი.

"უფალო ჩემო, კურთხეულო! შენა ხარ მარტო,
ვინც ციურ წამალს - ტანჯვას - უვლენ ჩვენს ცოდვა-ზადებს,
საუკეთესო და სპეტაკი ის არის საზრდო,
ჩვენს შორის ძლიერთ ტანჯვისათვის რომ მოამზადებს.

ვიცი, რომ პოეტს შენ წყალობით უნახავ ადგილს
წმინდა დასებში ანგელოზთა, სულთა ნეტართა;
რომ არ გამართავ მის გარეშე მეჯლისს მარადისს
სათნოებათა, სუფევათა, სამეფო ტახტთა;

რომ ტანჯვა არსი სიდიადე ჩვენი, ეული,
ვერ მოინელებს მას მიწა და გეენას ხარო;
და რომ დამედგას მე გვირგვინი ცით კურთხეული,
ხამს გამოვსახო ყველა დრო და ყველა სამყარო.

მაგრამ პალმირის, უძველესის, განძი ქებული,
ზღვის მარგალიტი, არნახული ჯერ ლითონები,
არ ეყოფოდა - ხელით შენით ამოღებული -
ამ დიადემას გაბრწყინებულს სხივთა კონებით:

ის მარტოოდენ წმინდა ნათლით თუ დაიწვნება,
რომელსაც სხივთა პირველქმნილთა შობს წყაროსთვალი,
ხოლო მოკვდავთა თვალ-გუგაში მბჟუტავი გზნება
ანარეკლია იმ ნათლისა, მწირი და მკრთალი!"
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 00:15 | Сообщение # 220
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
I

წყლის ზედაპირზე, სად მნათობი არის დარაჯი,
თეთრად ტივტივებს ოფელია, როგორც შროშანი,
ტივტივებს ნაზად, გახვეული გრძელ სუდარაში…
- შორით კი, ტყეებს ჟრიამულში გააქვთ დრო-ჟამი.

საუკუნეებს ჩაუვლია, რაც ოფელია
მრუმე დინებას მარმარილოს ფანტომად მიაქვს,
რაც მისი ნაზი შეშლილობა წყალს მოფენილა
და სევდის რომანსს უზიარებს საღამოს ნიავს.

თაიგულებით მორთულ გულმკერდს უკოცნის ქარი,
უთრთოლებს ლეჩაქს, უსიცოცხლოდ წყალზე განფენილს,
ტირიფთა ცრემლით ენამება ფერმკრთალი მხარი
და ლერწმიანის უნიავებს შუბლს მონაბერი.

ზოგჯერ, გაცრეცილ დუმფარებით შემორკალული,
ჩიტს გააღვიძებს თხმელის ხეზე და ყურს მიაპყრობს,
როგორ მოსწყდება, მაღლით ბუდეს, ფრთათა თქარუნი
- და ცას ჭიკჭიკი იდუმალი როგორ მიაპობს.

II

ო, ფერწასულო ოფელია! თეთრო, თოვლივით!
შენი არსება დინებათა დუდუნს დანებდა!
- ეს ის ქარია, ნორვეგიის მთებგადმოვლილი,
თავისუფლების გაკვეთილებს რომ გიტარებდა.

ეს ის ქროლვაა, ახლა სოველ თმებს რომ გიწეწავს,
უცხო შრიალით რომ გივსებდა, წინათ, ოცნებებს,
როცა ბუნებამ მელოდია გამოგიძერწა
და ყურს უგდებდი ღამის ოხვრას, ტყის საოცრებებს.

ეს ხმაა მბორგავ ტალღებისა, ასე ულმობლად
რომ დაგიმსხვრია გული ნორჩი და ხელუხლები.
ეს ის დილაა, როცა გიჟი პრინცი გსტუმრობდა
და უტყვს და ფერმკრთალს შეეგება შენი მუხლები!

თავისუფლება! სიყვარული! ცა! შენ ამ სიზმრის,
ვით თოვლზე ცეცხლის, ისე გსურდა აგიზგიზება:
მოჩვენებისგან მოქანცულო, ვერავინ გიხსნის,
- შენს ცისფერ თვალებს მისწვდა კვდომა და გაგიჟება!

III

- და მერე იტყვის პოეტი, რომ შუაღამეში,
ყვავილებს კრეფდი მთვარის შუქზე, იყო დრო-ჟამი,
და რომ გიხილა, გახვეული გრძელ პირბადეში,
წყლის ზედაპირზე მოტივტივე, როგორც შროშანი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость