ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 23 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 00:17 | Сообщение # 221
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯაკ პრევერი

ეს სიყვარული
ასეთი შმაგი, ასეთი მყიფე, ასეთი ნაზი ,
და ასეთი იმედგამწყდარი.
ეს სიყვარული დარივით წყნარი
და იმავე დარივით ავი, როგორც ავდარი.
ეს სიყვარული
ასეთი კარგი, ასეთი ლაღი და ბედნიერი, ასე ალალი.
ეს სიყვარული
ასეთი მორცხვი და სასაცილო,
ბნელის მოშიშარ ბავშვივით მფრთხალი
და სიბნელეში მშვიდად შესულ მამაკაცივით
მოიმედე თავისი ძალის.
ეს სიყვარული
ზოგს რომ აფრთხობს, ზოგს რომ აფითრებს
ზოგს უეცრად აუდგამს ენას .
ეს სიყვარული მუდამ დევნილი რადგან ჩვენგან განიცდის დევნას;
დავიწყებული, გაკილული, უარყოფილი, გათელილი, სასიკვდილოდ გამეტებული,
რადგან ჩვენა ვართ დამვიწყებლებიც,გამკილავის, უარმყოფელიც,
და სასიკვდილოდ გამმეტებელნიც.
ეს სიყვარული
მაინც ცინცხალი, მაინც ცოცხალი,
მაინც მზიანი , ჩემი ზიარი, შენი ზიარი, ყველას ზიარი,
მუდამ ყოფილი, მუდამ მყოფადი, ეს საოცრება მუდამ ახალი,
მუდამ უცვლელი, მცენარესავით ნაღდი, მართალი,
მრთთოლვარე , როგორც ჩიტის ფართქალი და ზაფხულივით ცხოველმყოფელი.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 00:20 | Сообщение # 222
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოდენ მშიერი ზის უზრუნველი,
ოდენ კრავები მგლობენ ფარაში,
ოდენ მტერია კეთილმსურველი,
ოდენ მძინარე _ ფრთხილი დარაჯი,
ოდენ ქატოა კერძო ნუგბარი,
ოდენ მორწმუნე _ უფლის მგმობელი,
ოდენ ავყია _ ტკბილმოუბარი,
ოდენ მიჯნური _ ჭკვადაწყობილი.

ოდენ გამრჯეა ყოვლად მოცლილი,
ოდენ გულფიცხი _ დინჯი მსმენელი,
ოდენ დევნილი _ გზდალოცვილი,
ოდენ როსკიპი _ შეუცდენელი,
ოდენ რეგვენი _ გულისხმიერი,
ოდენ ბოგანო _ სუფრით ცნობილი,
ოდენ ალალი _ ყოვლად ცბიერი,
ოდენ მიჯნური _ ჭკვადაწყობილი.

ოდენ ზრუნვაა უდარდელობა,
ოდენ სიმორცხვე _ მრუშის ღირსება,
ოდენ მტოვრობა _ წმინდა ხელობა,
ოდენ პანღური ღრმა მოწიწება,
ოდენ თავსლაფი _ განძი რჩეული,
ოდენ ორპირი _ ნაღდი ძმობილი,
ოდენ ჯანმრთელი _ მძიმედ სნეული,
ოდენ მიჯნური _ ჭკვადაწყობილი.

ვისაც გწყურიათ სიტყვა მართალი,
ისმინეთ ყველამ ჩემი თხრობილი,
იფქლი _ ნაცარი, თოვლი _ ღადარი,
ოდენ ჯაბანი _ გმირად შობილი,
ნატიფი ლექსი _ გაუმართავი,
ილხის მერემე _ დიდი სარდალი,
ოდენ მიჯნური _ ჭკვადაწყობილი

--------------------
ჩამო! თვალებში ჩაგხედო ჩემო ბავშვობავ თავხედო...

" " "
მომწონს, თქვენ ჩემით (რომ ჩემს გამო) არა ხართ ავად,
მომწონს, რომ არც მე დავსნეულდი - თქვენი შემყურე...

" " "
უხერხულია _ შენ გერქვას ცოლი _
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე...
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 00:30 | Сообщение # 223
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აბორგებული სტიქიონის მკერდზე მატროსებს,
როცა შეიპყრობს ნაღველი და გართობა უნდათ,
იჭერენ ხოლმე ზღვის ფრინველებს, დიდი ალბატროსებს,
რომლებიც ხომალდს მოწყენილნი მისდევენ გუნდად.

მსხვერპილი უხეშად დაგდებული აწყდება გემბანს,
ლაჟვარდის მეფე, მოწყვეტილი ცას და სინათლეს,
მოუქნელი და შერცხვენილი უმწეოდ კვდება
და ფრთებს ვეება ნიჩბებივით ძლივსღა მიათრევს.

ახლახანს ცაში ადიოდა ჩვეულ სისხარტისთ,
ახლა უცქერენ უსიცოცხლოს, ტლანქს და საძაგელს,
ხარხარით სჩრიან აბოლებულ ჩიბუხს ნისკარტში
და ხტუნვახტუნვით დაკოჭლებულ ფრთოსანს ბაძავენ.

ასე პოეტი მშვილდოსანთა უძლებს დაცინვას,
ღრუბლებს ბრძანებლობს და გრიგალთან ღამეს ათენებს,
მაგრამ მიწაზე, სადაც კაცთა დგას ღრიანცელი
რომ გაიაროს, ფრთები უშლის გოლიათური.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 00:35 | Сообщение # 224
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რუბენსი: ღვარი დავიწყების, განცხრომის ბაღი,
ქორფა სხეულის სასთუმალი - ტრფობის გარეშე,
მაგრამ რომელშიც მიმოიძვრის სიცოცხლე ლაღი,
როგორ ც ჰაერი - ცაში, წყალი - ოკეანეში.

და-ვინჩი: სარკე უღრმესი და ჩაბნელებული,
სადაც, უნაზეს და იდუმალ ღიმით მღიმართა,
მოჩანს მშვენიერ ანგელიზთა უცხო კრებული
თავის საუფლოს ზღურბლზე - ჩრდილში ტყის და მყინვართა.

რემბრანდტი: მწუხრის ლაზარეთი ჩურჩულით სავსე,
რომელსაც მხოლოდ ერთი დიდი ჯვარცმა ამშვენებს,
იქ ცრემლიანი ლოცვა ასდის სიდამპლეს თავზე,
ხოლო ზამთარი წამით მკრთალ სხივს ჩამოასვენებს.

მიქელანჯელო: დანისლული რამე ადგილი,
სადაც ქრისტეებს ჰერაკლენი ცვლიან მითებით,
მწუხრისას დგება იქ მრავალი მძლავრი აჩრდილი,
იფლეთს სუდარას გაფარჩხული თავის თითებით.

პიუჟე: ფავნის უსირცხვობა, მოკრივის ბრაზი;
ის პოულობდა სილამაზეს მდაბიოთ შორის;
გულით ამაყი, სხეულით მჭლე, ცვილივით ნაზი,
კატორღელების მოწყენილი იმპერეტორი.

ვატტო : მეჯლისი, სადაც ბევრი ცნობილი გული
პეპელასავით დაფარფატებს და ისვრის ალებს;
სადაც ჭაღები, ჩახჩახა და გაბრწყინებული,
სიგიჟეს აფრქვევს ამ კარნავალს დანაბზრიალებს.

გოია: უცნობ არსებათა კოშმარი მთელი,
იქ შაბაშებზე მუცლის ნაყოფთ ხარაშავენ ნედლად,
ბებრები ჩანან სარკეებში და ტანშიშველი
ბალღნი ირგებენ წინდებს ქაჯთა შესაცდუნებლად,

და დელაკრუა: სისხლის ტბორი, ავისულების
მწვანე სოჭის ტყით დაჩრდილული შესაკრებებლი,
მოქუფრულ ცის ქვეშ თრთიან უცნობ საყვირთა ხმები,
თითქოს ისმისო მოგუდული ოხვრა ვებერის.

- ეს წყევლა-კრულვა, ეს ღვთისგმობა, კვნესა-ჩივილი,
ეს აღტკინება, ეს Te Deum თუ ეს ცრემლები
არის ათასი ლაბირინთის ექო-წივილი,
ანუ ღვთიური ოპიუმი მოკვდავ მწევლების,

ეს ძახილია გუშაგ-გუშაგ გავრცელებული,
ანუ ბრძანება გაცემული ათას რუპორით,
ცეცხლია ათას ციხისთავზე აცრემლებული,
მონადირეთა ხმა დანთქმული ტყეთა სიშორით.

რადგან, უფალო, უდიდესი რასაც კი ჩვენს თავს
გავაღებინებთ, როგორც დასტურს კაცურ ღირსების,
სწორედ ეს მწარე ქვითინია, მუდამ რომ ფეთქავს
და ბოლოს კვდება ზღურბლზე შენი მარადისობის!
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 01:30 | Сообщение # 225
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძმებო ცოცხლებო, თქვენი მზერა თუ წაგვაწყდება,
ქვად ნუ იქცევით, შეგვიბრალეთ! ღმერთს შებრალდებით!
აქ მოვიხადეთ საამქვეყნო ვალი საწყლებმა,
ვკიდივართ ხუთნი, ეგებ ექვსნი, ეგებ რამდენნი,
და კიდევ დიდხანს ვეკიდებით, ძვლებად ქცეულნი
დალპა, დაირღვა, რასაც გუშინ ერქვა სხეული,
და თუმცა ბევრი ქიმუნჯი და ქიშტი ხვდებოდა,
დავატარებდით როგორ თურმე სათუთად მოვლილს...
ნუ განგვსჯით ძმებო, ნუ დასცინებთ ჩვენს უბედობას,
თქვით მხოლოდ ლოცვა, უფალია განმსჯელი ყოვლის.

ნურც განრისხდებით, რომ იოლად გახსენებთ ძმებად,
ეგებ, ნათლისკენ გიწინამღვროთ ჩვენმა სულებმა,
კაცნი ვიყავით, ხოლო კაცი დროდადრო ცდება,
და ამიტომაც მოგვაკვდინა მართლმსაჯულებამ.
თქვით, გაგვატანეთ, როგორც ბნელში სანთელ-საკმელი,
სიტყვა, ქალწული მარიამის ძისთვის სათქმელი,
და მოგვიტევეთ ნიშნუგებლად, განუქიქებლად,
რამეთუ ოდენ ვართ ცხედარნი, შენდობის მთხოვნი,
ცხედარის მიმართ განა რაა შურის მიგება.
თქვით მხოლოდ ლოცვა, უფალია განმსჯელი ყოვლის.

ყვავს უხმობს ყვავი. კაჭკაჭების გუნდი გვესევა.
შესვეს თვალები, ამოგვწიწკნეს წარბი და წვერი.
ვქანაობთ ძელზე, დაჩხვლეტილნი სათითესავით.
ზენა და ქვენა. ბრუნავს ქარი. ჭრიალებს ძელი.
ზენა და ქვენა. გვაქანავებს, თამაშობს ქარი.
ზენა და ქვენა. და სამარის დახშული კარი.
მზე შავად გვშაშრავს გარესკნელის ბოლო ბილიკზე,
მზე შავად გვშაშრავს, შავად გვალტობს წვიმა და თოვლი.
მოყვასის ყულფი არ გვანებებს, მიწად მივიქცეთ.
თქვით მხოლოდ ლოცვა, უფალია განმსჯელი ყოვლის.

პრინცო იესო, მეოხ გვექმენ, გზა შენკენ გვიდევს,
ჯოჯოხეთისთვის მისაზღველი რა დაგვრჩა კიდევ!
მივდივართ, სადაც განსვენება მიელის ლტოლვილს.
ნუ გაიცინებ გზადმავალო, მშვიდობით ვლიდე,
თქვით მხოლოდ ლოცვა, უფალია განმსჯელი ყოვლის.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 01:35 | Сообщение # 226
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეტავ საიდან იბადები, მშვენიერებავ?
ლურჯი ზეცა გაქვს სათავედ თუ შავი ქვესკნელი?
შენი მზერიდან თითქოს გულში ღვინო გვეღვრება,
ღვინო სიკეთის და სიავის ერთად მთესველი.

ალიონია შენს თვალებში, თანაც - დიასი,
აფრქვევ სურნელებს, ვით საღამო ნაზად მშფათვარი,
ყრმა განადიდე, ტიტანი კი მუხლზე დაისვი,
ოდეს იგემეს ბაგე შენი, ეშხის მთოვარი.

უფსკრულით მოხვალ და ვარსკვლავთა მხრიდან ეშვები -
ფინიასავით გსდევს იღბალი, ქალურო კალთავ,
უბედურებას და სიხარულს აბნევ პეშვებით,
პასუხს არ აგებ არაფერზე, ყოველს კი მართავ.

მკვდარ სხეულებზე დააბიჯებ, ღიმმორეული,
შიშიც ხიბლია თუ დაჰკიდებ შენს სამკაულებს,
და თვით მკვლელობა - სამშვენისი შენი რჩეული -
მაგ ზვიად ფაშვზე სატრფიალო როკვას ასრულებს.

შენსკენ, სანთელო, ბრმა ფარვანა მოექანება,
იხრუკება და ამბობს: "ვლოცოთ ეს ჩირაღდანი!"
ჰგავს იმ მომაკვდავს, თავის საფლავს რომ ეტმასნება,
სატრფოს გარშემო მოფარფატე მიჯნურის ტანი.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 01:36 | Сообщение # 227
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აჩრდილი
1
წყვიადი

განუზომელი მწუხარების ამ მღვიმეებში,
სადაც მე ბედის განჩინებით უკვე მივები,
სადაც ვერ წვდება ვარდისფერი დილის სხივები
და კუშტ მასპინძელს, ღამეს, ჩემთვის დაუდგამს თეფში;

და ვგავარ მხატვარს, ვინც დაცინვით უცნობმა ღმერთმა
მისთვის გაწირა, რომ წყვიადის დაფაზე ხატოს;
და, საქელეხო კერძების მქმნელ მზარეულს მარტოს,
მე მიწევს ხარშვა და ჩემივე გულ-ღვიძლის შეჭმა,-

წამით იელვებს, ტანს აიყრის და იფურჩქნება
ლანდი, აღსავსე სინატიფით და ციერებით,
და როდესაც ის მთელი თვისი სურნელით ჩნდება,

იმ აზიურად მეოცნებე სახის ფერებით
პირმშვენიერი ჩემი სტუმრის მე ვარ მცნობელი:
ეს ის ქალია! შავი და თან მანათობელი.

2
სურნელი

მკითხველო, განა არ გიგრძვნია ხანდახან შენაც,
რაღაც საოცარ თრობითა და ნელი დაღვენთით,
საკმევლის სუნი, ეკლესიის სივრცის გამჟღენთი,
ან კიდევ მუშკით ავსებული პარკუჭის ფშვენა?

- ხიბლი უღრმესი, მაგიური, რომელსაც ვერთვით,
რაცა აწმყოში ვგძნობთ აღმდგარი წარსულის დენას!
ასე, მიჯნური გრძნობს ძვირფასი სხეულის ენას
და თვრება ხსოვნის უსათუთეს ყვავილთა წყვეტით.

..მისი მოქნილი კულულების ხშირ-ხშირი ზვინი
იყო ოთახში მოქანავე ვით საცეცხლური
და ასდიოდა სურნელება ტყიურ-ველური;

სამოსელი კი, ხავერდი თუ თხელი მუსლინი,
თითქოს შემწოვი უნორჩესი მისი სხეულის,
აღმოაკმევდა სუნს ძვირფასი რამ ბეწვეულის.

3
ჩარჩო

ვითარცა ჰმატებს მხატვრის ტილოს ჩარჩო ლამაზი-
თუნდ თვით სურათი ეკუთნოდეს შემოქმედს ცნობილს-
ხიბლს განუსაზღვრელს, მე არ ვიცი საიდან შობილს,
ჰმატებს ვით დიდი ბუნებისგან გამყოფი ხაზი,

ასე ავეჯი, ოქროული, მძივთა ალმასი
წარმოადგენდა თითქოს მისი სიტურფის დობილს,
არრა ბინდავდა ნათელს მისას, ეგზომ სრულყოფილს,
და ყოველივე იყო მისთვის არშია ნაზი.

ისიც კი უთქვამთ არაერთგხის, თითქო მას სწამდა,
რომ ყველა სულს და არსს მისდამი ტრფიალი სწადდა;
ჩუმი განცხრომით მისცემოდა სიშიშვლე მისი

ურიცხვ ამბორის მყოფ თეთრეულს და დიბა-ატლასს,
და ყველა მისი მოძრაობა, ზანტი თუ მყისი,
წარმოაჩენდა ჯუნგლის მკვიდრის მშვენებას ხალასს.

4
პორტრეტი

ავადმყოფობა და სიკვდილი შავ ნაცარტუტად
აქცევს იმ კოცონს, ჩვენს გულებში რომელიც კრთოდა:
დიდ თვალებიდან, რანიც მზერდნენ ასე სათუთად,
ბაგიდან, სადაც ჩემი სუნთქვა იძირებოდა,

ამბორებიდან, რაშიც სცემდა სიცოცხლის ჩქერი,
და ნავარდიდან, რაიც იყო მზის სხივზე მალი,
აწ რაღა დარჩა? ვაჰმე, სულო, აღარაფერი!
მარტოდენ რაღაც ჩანახატი გაცრეცილ-მკრთალი,

რომელიც მემ გავს, რადგან ორივ ეულნი ვკვდებით,
და რომელსაც დრო, ეს ყორანი გულისმომწყვლელი,
ყოველდღიურად შლის თავისი ხეშეში ფრთებით...

-თუმც ხელოვნების და სიცოცხლის ხარ შავი მკვლელი,
შენ ჩემს ხსოვნაში ვერ დაუგებ მოსაკვდენ მაზეს
მას - ჩემი ყოფნის სიხარულსა და სიამაყეს!

მისივე

"საიდან მოდის, მკითხავთ, ჭმუნვა გასაკვირველი,
მსგავსება იმ ზღვის, შავ და შიშველ კლდეს რომ ეხლება?"
- თუკი ჩვენს გულში ერთხელ უკვე ჩატარდა რთველი,
სიცოცხლე ჭირს ჰგავს, ეს კანონი ყველას ეხსნება.

- ნაღველი არა იდუმალი, ძალზე უბრალო
და , როგორც თქვენი თავშექცევა, ყველასთვის ღია.
მაშ ნუ აჰყვებით ცნობის წადილს, წარმტაცო ქალო,
დადუმდით! თუმცა ეგ ხმა ძალზე საამურია...

დადუმდით, ბავშვო! აგზნებულო დღედაღამ სულო!
ინფანტასავით მომღიმარევ! სიკვდილის სურო
სიცოცხლისაზე უმტკიცესად ჩვენ გვეჭიდება.

ანაბეთ ჩემს გულს - ჰპოვოს შვება გამოგონილში,
მაგ ღრმა თვალებში ჩაიკარგოს, როგორც ღრმა ძილში,
და ტკბილად შეძლოს თქვენს წამწამქვეშ თავის მიდება!
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 01:36 | Сообщение # 228
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რემბო - განცდა

მხოლოდ ცისფერი შეღამება შეღებავს ივნისს
და ბილიკებზე თავთავებით დავიჩხვლიტები,
მე - მეოცნებე ატირებულ ბალახში ვივლი
და შუბლს ბურუსში გამიგრილებს ქარის თითები.

არც არაფერზე არ ვიფიქრებ და ჩემს ვნებათა
სულში სიყვარულს უზენაესს დავუნთებ სანთლად
და შორს ვიქნები, ბოშასავით, შორს ბუნებასთან
კვლავ ბედნიერი ისე, როგორც საყვარელ ქალთან.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 01:36 | Сообщение # 229
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აივანი

დიასახლისო და დედაო მოგონებათა,
ო,შენ ხარ ჩემი სიხარული!რაც სულს უყვარდა,
რის გახსენებაც დღევანდლამდე ჩემს სულს ემართა
კვლავ გამოიხმე,რომ საღამო თრთოდეს ბუხართან,
დიასახლისო და დედაო მოგონებათა.

საღამოების ნაკვერჩხლების შუქზე გიზგიზი
და სიზმარივით ვარდისფერი ნისლი აივნის.
გული კეთილი და შიშველი მკერდის კისკისი!
კიდევ სიტყვები,უგზო-უკვლოდ რომ არ ჩაივლის,
საღამოების ნაკვერჩხლების შუქზე გიზგიზი.

რა შეედრება მზის დაისებს,ასე ზღაპრულებს!
ცა რა ღრმა არის!შენ გეკუთვნის,არავისია!
შენსკენ გადმოხრილს,დედოფალო,მე რომ მაბრუებს
დამათრობელი სურნელებით,შენი სისხლია!
რა შეედრება მზის დაისებს,ასე ზღაპრულებს!

ირგვლივ წყვდიადი იდგა ღამის,როგორც ტიხარი,
გეძებდა თვალი,გაურბოდა მზერა ობლობას,
მე თითქოს ვსვამდი შენი სუნთქვის შხამს და სიხარულს,
ჩემი ხელები შენს ფეხებთან კვლავ მეგობრობდა
ირგვლივ წყვდიადი იდგა ღამის,როგორც ტიხარი.

მე შემიძლია აღვადგინო ის დრო თავიდან,
დღე ბედნიერი,რომ გართხმულა შენს თეთრ მუხლებთან,
მშვენიერების საძებნელად სადღა წავიდე,
ის შენს სულში და სხეულშია კვლავ ხელუხლებლად!
მე შემიძლია აღვადგინო ის დრო თავიდან...

ო,ის სურნელი,ან ის ფიცი,ან ის ალერსი
ნუთუ ამოვა,ჩაძირული ფსკერზე ლოტივით,
როგორც ამოდის განბანილი ოკეანეში
მზე მორევიდან სიხარულით და მოლოდინით?
ო,ის სურნელი,ან ის ფიცი,ან ის ალერსი!...
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 01:37 | Сообщение # 230
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბოდლერი - თამაში

ისხდნენ ბებერი მეძავები ძველ სავარძლებში,
ისროდნენ, წამწამშეღებილნი, დათაფლულ მზერებს,
იტყლარჭებოდნენ და ურევდნენ სხვა მრავალ ხმებში
საყურეების ჟღარუნს - ქვის და ლითონის ბგერებს.

მწვანე ტბლებთან მრავლად ჩანდა უტუჩო სახე,
უფერო ტუჩი და უკბილო ყბები უხეში;
ჩხრეკდნენ თითები, დაკრუნჩხული და მოცახცახე,
ფულებს ცარიელ უბეებში და მთრთოლავ უბეში;

მქრალი ჭაღები და ვეება ლამპები ზეთის
მტვრიანი ჭერის ქვეშ აღვრიდნენ სხივებს დამღლელად
კუნაპეტ შუბლებს სახელგანთქმულ მრავალ პოეტის,
ვინც მოსულიყო სისხლნარევი ოფლის საღვრელად.

აი ის ბნელი სურათები, ზმანებამ მძიმემ
ჩემს ნათელმხილველ მზერას ღამით რომ მოუტანა.
მეც იქ ვიჯექი, - შემიფარა უცხო რამ მღვიმემ,-
იდაყვდაყრდნობით, ცივი, მუნჯი, მოშურნე თანაც...

მოშურნე, რადგან ვჭვრეტდი ვნებას, უდრეკს ვით რკინას,
ძველი კახპების სიცილ-ხარხარს, შავბნელს და მარტივს,
ყველას მოლხენით საქონელი გამოეფინა:
ეს - სილამაზეს ჰყიდდა, ის კი - თავის ძველ პატივს.

... და გულს დაზაფრულს იმ საწ***ბის აწ აღარ შურდა,
ვისაც ხრამისკენ მიარბენდა ველური გზნება
და ვისაც ბოლოს, თვისივ სისხლით მთვრალს, მაინც სურდა
ქვესკნელი, გვემა, - არ სიკვდილი და გაქანება!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость