ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: ორ, 09.05.2016, 18:14 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავხუჭე თვალი, გულის სიღრმეში
რომ დამენახა რამე ნათელი
და მოვიგონე ნეტარნი დღენი
და გაზაფხული უკანასკნელი.

რა ადრე მოკვდა. რა ადრე მოკვდა!
ახლა ღამეა... ქვითინებს ქარი,
რომ გამახსენოს ტკბილი წარსული
და მოგონების სახე ნეტარი.

მაგრამ ვის ველი. ან რად ვღონდები,
განა არა მაქვს წინ მომავალი?
რად ჩავიგონო გზის უმიზნობა.
რად ავარიდო სიცოცხლეს თვალი?

ვის შევუშინდე? რას შევუშინდე?
დავიწყებული სად არის ჩრდილი?
დაბრკოლებები? - უამისოდ ხომ
არც გმირობას აქვს ქვეყნად ადგილი?

წავალ, გავყვები ამ სევდიან გზას.
ზღვათა ქუხილით. წყალთა ლიკლიკით...
და დავამკვიდრებ დაღლილ სიცოცხლეს
შორს, სხვა ედემში! შორს, ჩემს ბედს იქით!
 
nukriaДата: ორ, 09.05.2016, 20:50 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შევდივართ სასახლეში.
წმინდაო, დამიცევ! სუროში, საშიშრად მივარდნილ კედლებით
ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:
აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის ეტლებით,
ჰაერი სიკვდილით დაფარეს...
განდეგილ ცხოვრებით დღეგრძელი მოხუცი
ცხოვრობდა აქ ერთ დროს,
ვინ იყო? სახელი არავინ იცოდა.
ათასგვარ წამლით და შელოცვით ეძებდა ბედნიერ სამკვიდროს
და მუდამ ფარული ღელვებით იწვოდა...
მის თვალწინ ქარივით დგებოდნენ ყოველღამ ფერმკრთალი ქალები.
სანთლების, წიგნების წყევლა და ვედრება!
ისინი ტიროდნენ, ისინი რეკავდნენ თვალების რკალებით.
რისხვა! ამხედრება!
აქ ხშირად ვხედავდი საყვარელ აჩრდილებს:

უეცარი გახელა, საოცარი შენობა,
როგორ მოვანდომინო.
მესმის უცხო სახელი, მტანჯავს მე უშენობა,
იდუმალი დომინო!
არაფერი ეშველა: ნიღაბები წითელი,
ნიღაბები ათასი!
მაგრამ მე მომეჩვენა ჩემი ცა უწინდელი
უფრო უდიადესი.
ლანდად სჩანდა ხელები და გეძებდი თვალებით,
დაღალული თვალებით!
რეკდნენ ცისარტყელები ფერის ჩუმი ცვალებით
და მძაფრი გამალებით.

წმინდაო, დამიცევ! სუროში საშიშრად მივრადნილ კედლებით
ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:
აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის ეტლებით,
რომელთაც ჰაერი სიკვდილით დაფარეს.

თეთრი კვამლი ზღაპრების,
ამართული კანკელი.
მესმის ამ გამძაფრების
წამწამების კანკალი.
ქალთა ხმაში ფარული
ყვავილები სუროთი,
თოვლის ფერ-უმარული -
გაფითრების სურათი!
და თვალების წყვდიადი
და სიცილის ფერება -
როგორც ყრუ ბაიათი -
ფიფქით დამემტერება.
ოჰ! ვიცი: სიცივიდან
ტერფამდე ვარ დიდება!
მასთან ალებს მივიტან,
ვეტყვი... არდარიდება!
ვიცი: ფრთასაც ვერ ახებს
იდუმალად ბეჯითი,
თითების გრძელ ზამბახებს
დაჩრდილული ბეჭედი.
ლანდივით მაქვს ნახული
ბეჭდის თვალში მოლები,
მოტეხილი ზაფხული
და ოხვრის პაროლები.

წმინდაო, დამიცევ! სუროში საშიშრად მივარდნილ კედლებით
ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:
აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის ეტლებით,
რომელთაც ჰაერი სიკვდილით დაფარეს.
დარბაზში ისმოდა:
დომინო!
დომინო!
გამოჩნდა დომინო.
 
nukriaДата: ორ, 09.05.2016, 21:21 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე.
განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,
ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.
ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,
უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.
ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,
სახე მწუხარებით მიუმწუთხებია...
სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ გაბედო, - რომ შენ დაიღალე.
 
nukriaДата: ორ, 09.05.2016, 22:54 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა -
უცხო სამოთხეები?
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?
მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი სადა ხარ
და რომელსა მხარესა.
 
nukriaДата: ორ, 09.05.2016, 23:09 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აჩრდილი ჩუმი და მოთარეშე,
უცნობი მზისთვის,
ყოველი ქვეყნის და დროის გარეშე
ცხოვრობს თავისთვის

საღამო მშვიდი აძინებს მხეცებს
ეხლა თავიდან
აჩრდილი მზიან ადგილებს ეძებს,
მზე კი ჩავიდა.
 
nukriaДата: ორ, 09.05.2016, 23:17 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ატირებული ქარი ლამობდა კარის გაღებას . . .
შემეშინდა და გადავრაზე
რა უნდა ქარს სახლში?!
ქარის ადგილი ოკეანესთანაა, წავიდეს და იბანაოს!
მეზღვაურებსაც რომ არ უყვართ ქარი?!
მერე ვინანე და შემოვუშვი
მთელი დღე ბუხართან იჯდა და მიყვებოდა ზღაპრებს . . .
 
nukriaДата: ორ, 09.05.2016, 23:20 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სილაჟვარდე მთვარის ჩუმის
მოჰფენია ცისფერ კუმისს,
ტბას დასცქერის მდუმარე ტყე
მოდარაჯე ჩამიჩუმის.

დაფიქრების, პირმოკუმვის
მოჩრდილება უვლის კუმისს,
ღელავს ფერი ხავერდისა
და სილბილე აბრეშუმის.

უეცრად შორს არღვევს ღუმილს
ხსოვნა ცეცხლის და სამუმის,
და ხმა ოძელაშვილისა
სიმშვიდეშიც აკრთობს კუმისს.
 
nukriaДата: ორ, 09.05.2016, 23:22 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შორს, ზურმუხტისფერ სივრცის იქით, სანთლები სჩანდა,
დასასვენებლად მიიწევდა იქ მეზღვაური.
ერთხელ ზღვა გაწყრა, აირია, გაჟინიანდა-
ტალღებმა შექმნეს ვაი-ვიშით აურზაური...
და გემს უმიზნოდ, საუკუნოდ დააგვიანდა.

მას აქეთია იალქანი ზღვაზე მიფრინავს,
მისთვის ერთია, სად დახუჭავს ოცნება თვალებს,
მიუწვდომელი სანთლები კი ბრწყინავს და ბრწყინავს...
როგორ მაგონებს ის სანთლები ჩემს იდეალებს..
 
nukriaДата: ორ, 09.05.2016, 23:28 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ირიბად დავალ, ჩემი ლანდი ბარბაცით დამდევს.
ცა სისხლისფაერად შეიღება, როგორც იარა.
ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლისფერ ვარდებს
და შენს სახლის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად...
 
nukriaДата: ორ, 09.05.2016, 23:32 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე
მახვილს ვფერავდი,
შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი
ფერად-ფერადი.
მიყვარს ამ ხმის გაგონება,
რადგან ვერრათი -
ვერ წავშალე მოგონება
ფერად-ფერადი.
შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი
ბედისწერამდი,
სად არ დამდევს მისი ჩრდილი
ფერად-ფერადი.
იყოს ისე, როგორც დარჩა,
ამიერამდი,
ჩემთვის-ძონძი, შენთვის-ფარჩა
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость