ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 21:07 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-პირიმზე, რისთვის ჩაფიქრებულხარ, პირიმზე, ჩრდილი რაზე გფენია?
მტკვარო, შენ მაინც მითხარ, რას სწუხარ, შენ მაინც რაზე მოგიწყენია?
ნუთუ გგონიათ, რომ ჩემი გული ეხლა სავსეა მწამვლელ გრძნობებით,
რომ ვერასდროს კვლავ ვეღარ გიხილავთ და სამუდამოდ გემშვიდობებით?
დამშვიდდით! მუდამ თქვენთან იქნება ჩემი სიმღერა და წრფელი ნანა,
შემოგწირავდით ერთად ყველაფერს, მაგრამ სხვა რაა სიმღერისთანა?!"
 
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 21:08 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცამეტი წლის ხარ

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.
 
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 21:54 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საქართველოში წინათ მრავალი
ისტორიულად არწარმავალი,
გესლით მავალი ვიდოდა მტრობა
და სისინებდა ქვეწარმავალი.
მისგან სიბნელე არეს ჰფენია,
შეხედეთ; გესლი რაოდენია!
ის ანადგურებს ვეფხისტყაოსანს
რომ რუსთაველის ჩაკლას გენია.
ის შხამავს ასე უბრალოდ მზიანს
ვაჟა-ფშაველას დეკას და ღვიას,
ის წიწამურთან ილიას ხვდება
და მზიურ შუბლში უმიზნებს ტყვიას.
ყოველი კარგის წინააღმდეგი,
მშვენიერი დღის როს არს დამდეგი,
მშობლიურ მიწას სწყვეტს ბარათაშვილს
და სიგიჟემდე მიჰყავს ყაზბეგი.
 
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 22:00 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაგრამ იწყება. ასწიეს ფარდა.
მის წინ კარპიის არის ცხედარი.
ქალის თვალები იფეთქებს ვარდად,
გრძნობათა ცეცხლით გაუბედარი.
იდგა მუხლმოყრით და ცრემლებს ღვრიდა
სასოწარკვეთა და გრძნობა ძველი,
იყო ოცნება - ხან მარგარიტა,
ხან კლეოპატრა, ნილოსის გველი.
რა ფერებია! თვალთა სეირად
ათასნაირი ელავს კანდელი,
ხატავს ჯორდანო და რიგიერა:
მწვანე ფერების კორიანტელი.
შიპრის სურნელი, იები პარმის
თითქო ათასი არის ზმანება,
მოეფინება სამუმად დარბაზს
ოვააციის ატორტმანება.
აჰ, გრიმი, გრიმი, ლევკოებს ისე
აღარ აღელვებს გრძნობათა ქარი,
ელეონორა, ნინო ჩხეიძე,
სარა ბერნარი.
 
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 22:02 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...ქალნი ზღვის პირას იფენდნენ კდემებს
ზღვას გასცქეროდნენ
ზღვას გასცქეროდნენ, ელოდნენ გემებს
და თან მღეროდნენ
მზევ ჩამალო, რიდეებს შვენი
ნაზი დობილი
გიყვარდეს მარად ოცნება ჩვენი
გულგაპობილი.......
 
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 22:15 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ ცოდვილს,
ლუციფერს ჩემს სულში ავობით მძბინვარეს,
ლუციფერს მრისხანე ვეფხვივით დაკოდილს
და ეხლა მძინარეს.
შეუნდე, შეუნდე ჯოჯოხეთს_ჩემს თვალებს
შეუნდე ჩემს ხელებს ბოროტად დადაღულს
მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს,
მე ველი სასწაულს.
 
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 22:18 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველა შანდალში ჩაჰქრა სანთელი,
ვინ იწყევლება და იკრულება?
მე, ის, დემონი, შენ, ჟრუანტელი,
ჩვენ სისხლით დავდეთ ხელშეკრულება.

ყველა შანდალში ჩაჰქრა სანთელი
და სიბნელეა გადარუხილი,
გავარდა მეხი, ხარობს ქუხილი
და დემონების კორიანტელი.

ქალაქი ხმათა, კვეთა-ცელვათა,
ის, დღევანდელი და წინანდელი...
და როს დაწყნარდა ქარი ღელვათა,
უცებ აენთო ყველა შანდალი.
 
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 22:21 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ მრავალია ცისფერი ფერი!
ეს ფერი მარად თვალს ეყვარება,
როგორც ქალწულის სახელი_მერი
არის ცისფერი და მწუხარება.
გახედე შორს მთებს!გახედე სერებს,
გახედე ტალღებს ჩაქსოვილს ტბაში,
ცისფერი ისე უცხოდ იფერებს
სამოსელს დღეთა ელვარებაში.
სული ეძახის იმ უჩინარ ტყვეს,
ვისაც სიზმრებში უხსნიან ბაგეს,
იისთვის ეძებს იისფერ სიტყვებს
და ცისფერ სიტყვით ეძებს ციაგებს.....''
 
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 22:23 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი
ზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი,
ზოგს ოქრომკერდით მონაქსოვარი,
სურათი რამე კარგზე მგლოვარი,
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

ბარათი, სისხლის ცრემლ-ნატბოვარი,
ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი,
საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი -
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

თმა, როგორც განძი ძნელ საშოვარი,
წიგნი რამ ომით მონაპოვარი,
საფერფლე მამის დანატოვარი-
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

სამშობლოვ, მარად მსასოოვარი,
ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი,
ჰა, ჩემი გულიც, რადგან მგზოვარი -
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი
 
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 22:44 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მცხეთიდან
სვეტიცხოველში ხვალ იქნება დიდი მცხეთობა,
მაგრამ, შეხედე, სად დამდგარა ძველი დიდება.
ვინ ააშენა იმ სიმაღლეს? რა პოეტობა
შესძლებს გადმოსცეს იმა დღეთა გაბედითება?

ახლა ვიღაცა გულმოდგინედ იქ გზას აკეთებს,
გამოქვაბული ქალაქები რომ ისევ ნახოს.
ქვევით კი, ქალი ახალგაზრდა, როგორც ნაკვეთებს,
შავით მოსილი, მწუხარებით მიჰყვება ახოს.

ჩვენ გავიარეთ შიო მღვიმის ვრცელი ბაქანი,
მტკვარზე შორიდან დავინახეთ, მიდის ტივები,
და ისევ მთები... მეჩეთია ეს თუ საკანი?
თუ მოგონებათ დაკარგული ნეგატივები?

ასულა კორდი, როგორც ქუდი რუსთაველისა,
მე შევაჩვიე კიდეც თვალი აქაურობას,
მატარებელში თვალს რომ ხუჭავ, გრძნობა ველისა,
ასე გგონია, თითქო ისმენ ზღვის ხმაურობას.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость