ლექსები თბილისის ფორუმიდან - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 14
  • 15
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ლექსები თბილისის ფორუმიდან
nukriaДата: კვ, 08.05.2016, 20:20 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე თებერვალზე ვწერ,
ნაცრისფერ თებერვალზე.
კვირტებთან დამარცხებულ თებერვალზე.
სიცარიელის სიმძიმეზე ვწერ,
ნაცრისფერ სიცარიელეზე.
ქარებით სავსე სიცარიელეზე.
ერთ სევდიან დამშვიდობებაზე ვწერ,
სევდიან შემოხედვაზე ამ დამშვიდობებისას და
ათას მზერაზე ერთ შემოხედვაში.
თვალებზე ვწერ,
ღია თვალებზე და
გრძელ დერეფნებზე ამ თვალებში.
მე თებერვალზე ვწერ,
დაუძლურებულ,
ნაცრისფერ თებერვალზე.
კვირტებთან დამარცხებულ თებერვალზე.

ირაკლი კაკაბაძე
 
nukriaДата: კვ, 08.05.2016, 20:20 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამე სულივით
მიმყვა დილამდი,
ჩაიწვა მერე -ცოდვის კარავი...
იყო სასახლე
სავსე ვივალდით,
და ქალი იყო-
როგორც არავინ...

გარეთ იცდიდა ჰავა ნოტიო,
და მრუმე ცაზე უფრო მკაცრი ცა,
წავიდა ქალი
და მელოდიამ
შიშველი ნერვის სიმი გაცრიცა;

და პიჩიკატოს
აკენკილ ანბანს
შეაშრა ცრემლის
მლაშე ცდუნება...
და ის გზა დარჩა,
რომლითაც, ალბათ,
არც წასვლა ღირდა,
არც - დაბრუნება...-ვასილ ბესელია
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 14:48 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიტყვით დაიქარგა – სიყვარული,
კოცნა – ტაეპებით მოგიწანი,
მიყვარს – უაზრო სიარული,
(ერთხელ პანთეონთან მომისწარი…).
სიტყვა ავიხირე – სევდიანი,
სევდაც – მილეული, დახეული,
რიცხვი – რა თქმა უნდა შვიდიანი,
ფიქრი – სიყვარულში გახვეული.
რითმა – გაცვეთილი, ბანალური,
ასე – დახეული-გახვეული
გვარი – რა თქმა უნდა არაბული,
თმები – რა თქმა უნდა დახვეული.
თვალი – ზოგჯერ მწვანეც, თაფლისფერიც,
წარბი – ერთი წარბი შრამიანი,
ლექსი – რა თქმა უნდა ატმისფერი,
ცოტა მოლუდო და შარიანიც.

ბოლოს – ალბათ ისევ თარიღი და
ალბათ ისევ – გიო არაბული,
მისამართი – ჩემი სამყოფლიდან,
რითმა – რითმა ისევ ბანალური.

გიორგი არაბული
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:03 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დედა რომ კაბას ატარებდა,
მეგონა მზით იყო მორთული...
შვილებს ანგელოზებს ადარებდა,...
თვითონ ანგელოზად მოსული...

დედის გული ლამაზ ღიღილოს გავს,
ხან მზე რომ ათბობს და ხან აწვიმს...
ქუჩაში ბევრი ქალი მიღიმოდა,
მაგრამ დედასავით არავინ...

თვალებით უფრო ხშირად მზე დაჰქონდა,
თუმცა წვიმაც ჩანდა ცრემლივით,
ისეთი საყვარელი მზერა ჰქონდა,
იმ მზერით მთელ სამყაროს შეცვლიდი...

დედა რომ კაბას ატარებდა,
მეგონა მზით იყო მორთული...
შვილებს ანგელოზებს ადარებდა,
თვითონ ანგელოზად მოსული...

ბადრი სულაძე
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:03 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შვიდი საოცრება
დედა პირველი საოცრება,
დედაჩემო-გულია შენი.
მეორე საოცრება-სითბოა შენი.
მესამე საოცრება- შენი ღიმილია,
მეოთხე საოცრება-ცრემლია შენი.
მეხუთე საოცრება-რწმენაა.
მეექვსე საოცრება-ლოცვააა...
მეშვიდე საოცრება-
სულია შენი!
მორის ფოცხიშვილი
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:12 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"აქ ერთ დროს რეკავდნენ ზარები თამამი
და თითქოს დიდებას ამბობდნენ ღმერთების,
აქ ერთ დროს ილოცდნენ წმინდანი მამანი
და ბოლოს დასტოვეს მონასტრის კედლები.

და ბოლოს დასტოვეს მონასტრის არენი _
სიკვდილის ჟამმა თუ დარეკა,
ქარსა და ქვიშაზე უმიზნოდ ნარენი,
ქარმა და ქვიშამვე წალეკა.

დაინგრა მონასტრის ზეცა და გუმბათი,
დაინგრა კარები აღსავლის,
დადუმდნენ ზარები და დუმილს უმატეს
და ხმა არ ისმოდა არსაით.

წავიდა წვიმა და მოვიდნენ ქარები,
წვიმები, ქარები მეასედ,
ციოდა მარიამს და დედის მკლავებში
ციოდა პატარა იესოს."
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:14 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოვა დრო, უზარმაზარნი
მთანიცა შეინძრევიან,
ქარი დაჰქროლებს მედგარი,
ღრუბელნი განიმქრევიან,
ზევით ცა ლაჟვარდოვანი,
ქვეშ მიწა შეირყევიან,
აწ გულნი, ოდნავ მფეთქავნი
ლომ-ვეფხვსაც მოერევიან
მოვა დრო, დაჩაგრულები
მამაცად მოიქცევიან,
ერთის წადილით შეკრულნი,
ერთ ნდომად გადიქცევიან;
გრგვინვად ასტყდება ყიჟინა,
მშიშარნი გაიქცევიან,
ქვიტკირნი, შედუღებულნი
ჩაინგრევ-ჩაიქცევიან.
მოვა დრო, ნანგრევთა შორის
მდელონი აყვავდებიან,
მშობლისგან თავის ნაშობი
მშობლურად აღიზრდებიან;
ფრინველნი ბარტყებს დასჩეკენ,
ჭიკჭიკით დაფრინდებიან,
ქვეყნის ნუგეშად მნათობნი
ლაჟვარდში გაბრწყინდებიან.
მოვა დრო ძლევა-მოსილი,
ქართველთა შორის ამიერ
კიდით-კიდემდე გაისმის
კახური მრავალჟამიერ!
იტყვიან: გამხიარულდი.
ქართველო, ყოველ წამიერ,
გული ფოლადად ნაწრთობი,
იცოცხლებს მრავალჟამიერ!

ალექსანდრე ყაზბეგი
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:14 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფერებს იცვლიან ცისარტყელები და
ცა მეტია ფერებზე მეტი...
მზიან ლოლოებს მოვეფერებით ..
ჩვენს ფანჯარასთან რომ წასკდა წვეთი....
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან...
სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს,
ჭადარი ტოტებს იფხანს
ტილიანსკვირტებსაც ცამეტს გვპირდება..
ცა მეტს..
მარტი ახლოა,
წვიმაზე ახლოიებიც ადრე მოვიდნენ,
ადრე დღეს მომენატრე
და ჩემში სახლობდღეს მომენატრე..
.მთვრალი ვარ.
გზებზე ისევ რეტია..
.ფეხი მე არა, - ქუჩას ერევა.
შენთან მოვიდვარ დღეს ცა მეტია,
მარტის 13 და მემღერება
.აპრილში ისევ დაიწყო თოვა,
ღრუბელმა არა - გათოვდა ვაშლი
ხვალ-ზეგ მაისის 13 მოვა
და იასამნის ლოგინსაც გავშლი.
ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს,
ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი,
აგვისტოს, ზღვა მეტს გვპირდება ალერსს
საღამოს, მზე მყავს ორსული ნავში.
სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ
- კვირით თარსს დღეს შევრიგდით რატომღაც.....
ცამეტს კვლავ გამეღვიძა შენ თმაში
დილით მელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ წამებს.
ნოემბრის სისხამს დახვრიტეს წვიმით
დეკემბრის ცამეტს შეგცივდა მახსოვს
და ჩვენს ქუჩაში ტრამვაის სიმი
თეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს.
შენ მიხვდები, რომ დღეს იანვრის ცა მეტია,
ვიდრე ადამიანთა ცრურწმენა რომ თარსი რიცხვია 13.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:15 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ო. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, თორემ,
არ გვიფრთხილდება არც ერთს ცხოვრება,
იმას გავწირავთ და იმას ვტოვებთ,
ვინც არასოდეს მიგვატოვებდა...

ო, გავუფრთხილდეთ სიყვარულს, სანამ,
ცხოვრება მიდის, როგორც მზე შინა,
თორემ ერთხელაც ის ქალიც წავა,
რომელიც ქვეყნად ყველას გერჩიათ.

ო, გავუფრთხილდეთ წუთებს და წამებს,
სანამ გვამშვენებს ეშხი და რიხი,
არ დაბრუნდება, არ დაბრუნდება
წამი, რომელიც სიცოცხლედ გვიღირს.

ო, გავუფრთხილდეთ სიტყვებს, სიტყვაა,
ის, რითაც გული კვდება და ფეთქავს,
სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება,
რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა...

ვერ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, რადგან,
არ გვიფრთხილდება თვითონ ცხოვრება,
სწორედ მას ვტოვებთ, სწორედ მას ვკარგავთ,
ვინც არასოდეს მიგვატოვებდა!

დ. ბედიანიძე
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:15 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სხვას ვის ვუმღერო? აქ შენს გარდა არავის ვიცნობ,
სხვას ვის ველოდო, მე შენს შემდეგ არავის ველი.
ვინა ვარ? შენ ვარ. ჩემი გულის ოთახი ვიწრო
სავსეა შენით სიყვარულო, სავსეა შენით.

ამ სიმღერასაც შენ მამღერებ და უკვე აღარ
მენაღვლება, რომ დავთმე შენთვის მთელი სამყარო,
რამ დამანაღვლოს, როცა მკერდში გულივით მყავხარ,
ამ სიხარულზე უფრო მეტად რამ გამახაროს.

რა უნდა მერქვას, კედლებს შორის მომწყვდეულს, მაშინ,
როცა შენ გქვია ეს ტუჩები, თმები, კისერი,
მეც ხომ შენსავით ვცხოვრობ მიწით ნაშენებ სახლში,
გულაღმა ვწევარ იატაკზე და შენ გიმღერი.

გიმღერი ჩუმად სიყვარულო, გიმღერი მოკლედ,
ჩურჩულით ჩემო სიხარულო და პატარძალო
ვინ უნდა შემხვდეს, ან ისეთი რა უნდა მოვკვდე,
რომ ეს სიმღერა სიყვარულის სხვაზე გავცვალო

რომ დავივიწყო ეს სიმღერა და გაგეყარო
რომ დავივიწყო ეს სიმღერა და გაგეყარო
რომ დავივიწყო ეს სიმღერა და გაგეყარო

შალვა ბაკურაძე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 14
  • 15
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость