ლექსები თბილისის ფორუმიდან - Page 10 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ლექსები თბილისის ფორუმიდან
nukriaДата: კვ, 22.05.2016, 02:16 | Сообщение # 91
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორც ალავერდი,
როგორც ვარდის ალი,
კიბე ბაგეები,
ისე ნაგებია.
როგორც ლაჟვარდები,
როგორც მლაშე წყალი,
ლელი თვალეები,
ზღვებით ნაღებია.

სხვაგან არსად არის,
არსის მწყობრი ნახვა,
ისე არსობრივი,
როგორც რა მზეშია..
სხვაგან არსად არის,
საზღვრის გარდასახვა,
როგორც შენშია და,
როგორც ბრამსეშია...

საით გადაცურავს,
ზეცა უცნაური,
ნეტა საით წავა,
გული და საცავი...
ვისაც დაგიბურავს,
ტანი ზღვა ზღვაურით,
და ბაგე ვარსკვლავთა
ნათელით მთასავით.

z.k 22.05.2016 02:37
 
nukriaДата: კვ, 22.05.2016, 03:06 | Сообщение # 92
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მკერდზე დამადე თავი, ყრუ და სასტიკო სულო,
დამადე, ვეფხვო საყვარელო, ეგ მშვიდი სახე,
მე მსურს, ხანგრძლივად ეს თითები მთრთოლ-მოცახცახე
მძიმე ფაფარში ღრმად ჩაგიყო და ვაფათურო.

მსურს, ქვედაწელში, თვით შენივე სუნით რომ ფშვინავს,
ჩაგიდო თავი, დამძიმებულ-ანატკივარი,
და ვისუნთქო და ვყნოსო, როგორც ყვავილი მჭკნარი,
ტრფობა, რომელსაც სამუდამო ძილქუშით სძინავს.

მეც ძილი მინდა! სიცოცხლეზე მეტად მსურს ძილი!
მსურს, დამეუფლოს სიკვდილივით უძირო თვლემა
და ასეთ ძილში დაგიფარონ კოცნებმა ჩემმა
ტანი, რვალივით მბზინავი და ქანდაკებრ თლილი.

რათა ვუწამლო სულს, უხმოდ რომ ექვითინება,
ყველაფერს მიჯობს მაგ საწოლის უძიროება,
შენს ბაგეებზე დავიწყების ბურუსი წვება
და შენს კოცნებში ლეთას წყალი მოედინება.

ჩემს ბედისწერას ამიერით ჩემსავე ლხენას,
მე ქედს მოვუხრი: ის ხვედრია ჩემი და წილი,
მორჩილი მსხვერპლი, უცოდველი სიკვდილმისჯილი,
ვინც სიბეჯითით ზრდის საკუთარ სასჯელს და ტკენას,

- მე გამოგწუწნი, რომ ეს ბოღმა ჩავიკლა, კრული,
უცხო ბალახთა მძლავმოქმედი წვენების დარ წვენს,
შენ საამოდ აბურცული მკერდიდან ნადენს,
რომელსაც ჯერ არ დაუპყრია არავის გული.
 
nukriaДата: კვ, 22.05.2016, 03:15 | Сообщение # 93
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქება და ხოტბა შენ, სატანავ, სივრცეებში,
სადაც მეფობდი, და ქვესკნელის უღრმეს შრეებში,
სადაც დუმილში აწ ოცნებობ, დამარცხებული!
ჰქმენ, რომ მყობადის ხეზე შენთან, ეს ჩემი სული
განისვენებდეს, როს მის რტოთა ამონაყარი
შუბლს დაგიქსელავს, ვით ახალი ღმერთის ტაძარი!
 
nukriaДата: ორ, 23.05.2016, 01:46 | Сообщение # 94
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღმერთო,
ერთს გთხოვ,
ეს მილამბული ღიმილი ჩამომხსენი,
მერე თუ გინდა მოვკვდე,
დაე, მეტყობოდეს ჭრილობები,
არ მინდა მკვდარი ვიღიმოდე,
ვინმეს არ ეგონოს
ბედნიერი ვიცხოვრე.

ეს მიკერებული ღიმილი ჩამომხსენი,
ღმერთო !
 
nukriaДата: ორ, 23.05.2016, 01:47 | Сообщение # 95
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმამ საწვიმარი მაძებნინა,
შენთვის შიშველ მხრებზე მოსახურად...
მთვარემ გამომხედა ნაძვებიდან,
ნისკარტდასველებულ მოლაღურად....
ჩიტსაც ვინ მოუშლის ჩვეულებას,
წვიმის საცქერლად რომ განაბულა...
მალე ალუჩასაც შეუჩნდება,
ჩემზე რა გკითხაო ნაკადულმა?!...
ისიც აგორდება მგონი ჭორად,
ქარს რომ შევეფეთე გზად ჩავლილი...
ზეცამ ღრუბელი რომ მოიშორა,
თმაზე დაცურებულ თავშალივით...
.........................................................
ის რაც, ათას ფიქრად აბალახდა,
სულაც, ერთიანად მოცელილა,
ოღონდ ალიონი დამანახა,
მწიფე, მაგ თვალების მოცვებიდან...
 
nukriaДата: ორ, 23.05.2016, 15:36 | Сообщение # 96
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცვალებადობით ვგავდით უფრო მარტის ამინდებს,
ვწერდი,მიყვარდი,ვოცნებობდი,ასე ვბორგავდი,
მერე უბრალოდ შენი ხელი მკერდზე დავიდე,
და მივხვდი შიგნით,გულზე მეტად შენ მიტოკავდი.

მერე რა მოხდა,აღარ ვიცი,ანდა რა იყო,
ან რატომ იწვა შიშველი მზე ჩაცმულ ღრუბლებთან,
ვისხედით ერთად,შემდეგ წვიმამ რომ გადაიღო,
მე ავდექი და შემიყვარდი გადაუღებლად...
 
nukriaДата: ორ, 23.05.2016, 19:00 | Сообщение # 97
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
„მე ვარ ჭექა-ქუხილი
წვიმის დამღვრელი,
მე მოვდივარ როგორც გრიგალი
და ჩემი გაელვებანი ცას ანათებს!
შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ,
მაგრამ მალე მოკვდები!
მე არ ავიყვან ტყვეებს,
მე არ დავინდობ არავის სიცოცხლეს,
და წინაც ვერავინ აღმიდგება!
მე მოვიპოვე ჩემი ზარები
და მე წაგიყვან შენ ჯოჯოხეთში!
მე მოგიპოვებ შენ!
ჯოჯოხეთის ზარები,
დიახ,
ჯოჯოხეთის ზარები!“
 
nukriaДата: ორ, 23.05.2016, 21:18 | Сообщение # 98
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ცხოვრების კიბეზე,
სულ აღმა – დაღმა დავალ
და თავი ჩემი ვერ რჩება
საკუთარ თავთან დავას.
ვერაფრით შევაგნებინე,
იყოს, რაც იყო, იყო.
წარსულს ვერ მოატრიალებ
შენ ჩემო თავო ბრიყვო!
როდემდე უნდა მოუნდე
უკვე განვლილის ქილიკს,
საით მიყავხარ, ის კითხე
კლდეებზე გაბმულ ბილიკს.
იქნებ აროდეს შემცდარხარ,
იქნებ კიდევაც შეცდი,
ბედის მორჩილი ხომ არ ხარ,
ცდება ის, ვინაც ბედს ცდის.
 
nukriaДата: ორ, 23.05.2016, 21:38 | Сообщение # 99
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზეწვია მზესთან მაწვევს და
ცასწავალა ცად მპატიჟებს,
ჩიტებო რამ გადაგრიათ,
ან რად გსურთ რომ მე გავგიჟდე?
არ იცით,რომ ვერ ვიცხოვრებ
საცა არ გავჩნდი, იმ ბუდით,
სად წამომსვლელი მე მნახეთ,
მიწას ვარ ჯაჭვით მიბმული.
იფრინეთ ფრთახატულებო,
იწივწივეთ და ცას წადით,
მე კი მადლობა ჩიტებო,
რომ მინახულეთ წასვლამდის.
 
nukriaДата: ორ, 23.05.2016, 21:46 | Сообщение # 100
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არაგვის პირზე ნისლებიცხვრის ფარასავით დაყრილან,
მთების უბეში შეყუჟულს თქვენი ღიმილი მაკლია.ცისკარი ცერზე დავისვი, ღამე ბეჭებით მიჭირავს, თქვენს უნახაობას ვჩივი, თორემ სხვა არა მიჭირს რა.ნეტავ ისე მამამაცა,მზეს ჩრ დილი არ ავაფაროგადაწვა მთელი ქვეყანა შავქმნათ ახალი სამყარო
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость