ლექსები თბილისის ფორუმიდან - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ლექსები თბილისის ფორუმიდან
nukriaДата: სამ, 21.06.2016, 16:01 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიდრე წახვიდოდე, ერთი ამოსუნთქვაც,
უნდა მოვიპარო შენი ტუჩებიდან,
წვიმამ მონატრება ციდან ჩამოფურცლა,
ჩვენით გაჟღენთილი სველი ქუჩებია...
დღეს რომ მოსახვევებს უხმოდ აწყდებიან,
როგორც გაფანტული, ქარში, ხის ფოთლები
და ის ოცნებები, რაც ვერ დავიტიე,
ვმარცვლე, ვაჩურჩულე, სულის სიშორეში.

აღარ ღამდებიან ცაზე ვარსკვლავები,
მშვიდი თვალებიდან ვიწყებ გათენებას,
თუკი უსიტყვობით რამეს ვაშავებდი,
ახლა აღარ უნდათ გრძნობებს გაჩერება.
. . . ქარში ირევიან მოგონებები და
შენზე სურვილებიც ისევ ულევია,
ვიდრე წახვიდოდე, ერთი ამოსუნთქვაც,
უნდა მოვიპარო შენი ტუჩებიდან...











 
nukriaДата: სამ, 21.06.2016, 16:04 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხედავ? ეს ჩემი სახლია,
რომელსაც არა აქვს კედლები,
რომელშიც ვერ ნახავ ვერც ავეჯს,
სადაც ვერ დაითვლი ოთახებს,
მარტივი მიზეზით-არც ეს აქვს.
ხედავ? ეს ჩემი სახლია,
რომელსაც არა აქვს კარები,
რომელშიც არ არის ნივთები
ტელევიზორი, თუ რადიო,
მხოლოდ ცარიელი სივრცეა.
ხედავ? ეს ჩემი სახლია.
აქ სიცარიელის მედლები
კიდია, მისტიკას ავარჩევთ
და ჩვეულებრივი ოჯახის
ვერ ვიგრძნობთ უაზრო ფორიაქს.
კარგო, ეს ჩემი სახლია,
ჰაერის იდუმალ სარკეებს
აქვთ უსასრულობის ნაკვთები
კეთილი ლანდები დადიან
და ქარში ხესავით ირწევა.

სწორედ ეს ჩემი სახლია,
არ გინდა ამ სახლში ვიცხოვროთ?!
ზურგი ვუჩვენოთ ჩარჩოებს.
აქ ცეცხლში გავხვევთ ფითილებს
და უცხო ჩირაღდანს ავანთებთ.
ხედავ? ეს ჩემი სახლია,
აქედან ზეცა ხომ ახლოა
აქ ხელით მიწვდები ლაჟვარდებს,
შეეშვი იმ მხარეს უღმერთოს,
ან იმ თვითმარქვია მესიებს.
კარგო ეს ჩემი სახლია,
აქ ვნახავთ ჩვენ ქრისტე მაცხოვარს,
თორემ იქ თვალებში ჩაგვრჩება
ეს ავადმყოფური სიყვითლე.
მათ დეკორატიულ სავანეს
შეეშვი.ეს ჩვენი სახლია:
ჩვენ აქ მოვისვენებ დაღლილი.
აქ რწმენას არავინ აშარჟებს,
აქ ხომ ანგელოზებს უღვენთავთ
მზისფერი ცრემლები.ასეა...

ეს ჩემი ოცნების სახლია...











 
nukriaДата: სამ, 21.06.2016, 16:37 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიკვდილი კიდებს მიწის თვალებს უშენო ცაზე,
მინდა ვიყვირო,
მაგრამ ისევ უხმოდ ვყუჩდები,
ათას ტკივილად დაცემული მოყინულ გზაზე,
შენს მარადიულ სასთუმალთან სითბოდ ვქუჩდები.

მიდის ცხოვრება
და დღეები იკლავენ თავებს,
ადამიანებს არ რცხვენიათ განზე გადგომის,
ჩემს სისხლში მცურავ შენი ტანჯვით ავსებულ ნავებს,
მოჰყავთ იესო,
როგორც რწმენა მკვდრეთით აღდგომის.
 
nukriaДата: სამ, 21.06.2016, 16:41 | Сообщение # 114
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღვინოს ნეო, ღვინოს....
+ + +
"თუ დავიხრჩვები ღვინომ დამახრჩოს,
ვგავდე ყაყაჩოს სათისხალიანს....
ძლივს მობარბაცებს მთვრალი ყაყაჩო,
ომარ ხაიამ!

გული თელილი ბედის ფლოქვებით
მოკვდა,დადუმდა დიდი ხანია..
სულს მაინც შერჩა ღვინო დოქებით,
ომარ ხაიამ!

სურები შექმნეს შენი ტალახით,
ღვინო მოულხენს ყელმოხატულებს...
შენი სუნთქვაა ლურჯი ბალახი
ფეხს რომ უკოცნის ლამაზ ხათუნებს.

გულზე გაღვრიან ღვინოს ლოთები,
ხეებს შეარხევს ქარი ავყია...
ხეებიც სვამენ ღვინოს
ფოთლებით
და მთვრალ ყვავილებს გულზე გაყრიან...

ლოყაწითელი ვარდის ყვავილი
ფხიზლობს?!ჩურჩულებს,როგორც მისანი..
ვარდთ რომ დათოვეს მიწა ყამირი,
ბალღებრ ტიროდა თურმე ნიზამი...

ეს სურა შექმნეს შენი ტალახით,-
ქართულ მარანში დანახანია
ყელმოქარგული ლერწმის ტოტებით...
და,რა ხანია,
ამ სურით სვამენ ღვინოს ლოთები
ომარ ხაიამ!
 
nukriaДата: სამ, 21.06.2016, 16:49 | Сообщение # 115
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემო ძვირფასო, მე როგორც ვამჩნევ,
ახლა აქ მთვრალი მხოლოდ შენა ხარ,
რადგანაც გინდა ფხიზელი დარჩე
სუფრაზე, სადაც ფხიზელს ვერ ნახავ.
 
nukriaДата: სამ, 21.06.2016, 17:49 | Сообщение # 116
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ახლა ნახატს სასოებით,კრძალვით გიხატავ,,,
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად.....
მე შენ მიყვარხარ....
ცისფერი ფერით ვაფერადებ ნახატზე მეჩეთს,,,
და ტუშით ვაწერ ცისფერ ფერზე....
მაგიჟებ მე შენ......
გულს ვხატავ სისხლით და თუ რატომ,ამას მიხვდები,,,
ვწერ შავი ტუშით წითელ გულზე....
მე შენ მჭირდები....
ვდგევარ ნახატთან და ფიფქები თავზე მათოვენ,,,
თვალებში თხოვნა მიწერია...
ნუღარ დამტოვებ....
მე ახლა ნახატს სასოებით, კრძალვით გიხატავ,,,,
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად,,,
მე შენ მიყვარხარ....
 
nukriaДата: სამ, 21.06.2016, 18:07 | Сообщение # 117
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ მინდოდა,
როგორ მომინდა...
შენი ღიმილი მენახა ახლა...
ვერ მოვასწარი მოსვლა შორიდან,
შენი თვალების ხელახლა ნახვა...

ისევ დავეძებ,
წყალზე ნაბიჯებს...
ისევ ვიშუშებ ახლა იარებს,
ნაცნობი სევდა მე, გამაგიჟებს...
და მონატრება ამაღრიალებს...

ეხლა შორსა ხარ...
და ვეღარ გხედავ...
დღეც ისევ ცრემლებმორეულია,
შენზე ოცნებას ვერაფრით ვბედავ..
და შენზე ფიქრიც შორეულია...

მიყვარხარ ახლა,
როგორც არასდროს...
მაინც გეძახი, თუცა შორიდან...
შენ მენატრები, მაგრამ რაღა დროს...
არადა, შენი კოცნა მომინდა...

არ ვარ უგულო...
და არ ვარ მკაცრი...
და რაც ვარ, მაინც მუდამ ისა ვარ...
თუ სიყვარული გაფრენას მაცლის...
ისევ გაკოცებ, შენს თავს ვფიცავარ...

შენზე ფიქრები
სევდას ასველებს...
ისევ დაიწყო დილა მორიგი...
შენი ტუჩები კოცნას მახსენებს,
ვერ წარმოიდგენ, ისე მომინდი...
 
nukriaДата: სამ, 21.06.2016, 18:23 | Сообщение # 118
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა წარსული არის
აწმყოზე მძაფრი
და მომავალში რომ
ვერ პოულობ ადგილს,
როცა მზე წვეთავს,
წვეთავს,
წვეთავს და...
წვეთავს
და ცის ტატნობზე
მზე ტოვებს მხოლოდ
წრეხაზს...
როცა წარსული არის
აწმყოზე მძაფრი
და გსურს იყვირო:
ჰეი!ცხოვრებავ გაქრი!
მხოლოდ დუმხარ და
უკვე აღარც რა გინდა...
მზე რადგან დადნა....
და რადგან უკვე გრილა!-ლიკა
 
nukriaДата: სამ, 21.06.2016, 18:25 | Сообщение # 119
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დე, იცი...
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
დე, იცი...
მე მაჩუქეს, აპრილის კაბა
და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,
მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა
არ ვიცი,
მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
დე, იცი...
მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული,
ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,
საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული
რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
დე, იცი
აღარ მინდა დავხუჭო თვალი,
აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება,
უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი
და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.
დე,იცი...
დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ
და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას
ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს
მე...
გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
დე, იცი...
გაზაფხული მოვიდა მგონი..
* * *


შენი უფროსი პირველი ცოლი,
ჭრელ ფარდაგებზე გადაწოლილი ეწევა თრიაქს.
და აკვირდება, რიგში ჩამდგარ საცოლეებს
როგორ სცვივა თავზე ფანტელი შენს მოლოდინში.
შენი პირველი, მთავარი ცოლი,
დედოფალი,
გიწუნებს ხარჭას...
შურს -
კიდევ ცხრა თვე ვერ გიცეკვებს.
შურთ -
სასულთნოს დაატარებს ის ახლა მუცლით.
ამ დროს ღალატი თითქმის ომია.
ამ დროს დედოფლის წაფორხილება
მთელ სამფლობელოს აგიყირავებს.
მოასხი ფარჩა შენს დედოფალს.
ფერად-ფერადი სამკაულები -
მის მაჯებზე შემოსავლები,
მექარავნის ზიზილ-პიპილებს საკუთარი ხელით აართვი.
იყავი ხარბი...
და დედოფალი,
ასეთი მწიფე,
აბრეშუმით თვალახვეული,
წინ ჩაუტარე ბერწ ჰარამხანას.
ხოლო ნადიმზე,
ყველა წესის გადაბიჯებით
მისი სამშობლოს ღვინო მიართვი.
გაანებივრე სანამ დროა.
ის,
დედოფალი,
დღემდე გიმალავს თავის ხელისგულს,
იქ ერთი ხაზი, ოდნავ დამრეცი
ისე მოკლეა...
ამ ერთადერთ საიდუმლოზე ბორძიკობს ახლა შენი სასულთნო.
 
nukriaДата: სამ, 21.06.2016, 18:30 | Сообщение # 120
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გიყურებ, მოგყვები და სული დამემშა,
და ჭამენ როიალს კვლავ შენი თითები,
და დევნი თვალებში დამწყვდეულ კაეშანს,
და უფრო მოგყვები, და უფრო მჭირდები.

მაგრამ შენ სხვა ხარ და სხვა ხმებთან საუბრობ,
ვერ გწვდები, შორი ხარ, ამემღვრა გუმანი,
და უფრო, და უფრო, და უფრო, და უფრო,
მეხება, მედება, მერევა შუმანი.

და არ შემიძლია არ მოგყვე – დაგეხსნა,
და არ შემიძლია არ ვიყო ყაჩაღი,
ორივე მაჯაზე ვენები დამეხსნა
და სისხლმა ოთახში მინები გაჯანღა.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость