ლექსები თბილისის ფორუმიდან - Page 14 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ლექსები თბილისის ფორუმიდან
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 00:18 | Сообщение # 131
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფეხაკრეფით.
როგორც თოვლი თებერვალში
გადაკვეთავს ქარის სეზონს.
ტალახიანს, სუბსარქისი მიასრისავს მთის ძირებთან.
როგორც ბოლო მგზავრი ბაქანს
მოფრიალე ცხვირსახოცით,
გვიან მატარებელს ატანს
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 00:20 | Сообщение # 132
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აჰა,ეს დღეც მიითვალე საწუთროო ჩემგან,
დღევანდელი წილი ჩემი არსებისა
ჩაიბარე...
ხვალ?
ხვალ ხვალის წილს გიზღავ...
უსასრულო ცაო,განფენა ვარ ვარ შენში,
მე ვერა მგრძნობ?
კარგი...
შეიგრძენი მიწა!
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 00:20 | Сообщение # 133
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სურნელს მუსიკის
და იწყებ შოპენს,
მკრთალი თითებით,
ღია კლავიშებს
ეხები მეტად, უფრო სწარფი სვლით
ჰაერს ვისუნთქავ,
უკრავ, მანიშნებ,
რომ ჯერ ადრეა
აპოკალიპსი
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 00:21 | Сообщение # 134
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა ჩემთან კედლებია ოთხკუთხედ,
მუქი ფარდა აეფარა კარადას.
ჩემს ოთახში უშენობას მოვუღე
ბოლო ვერ და, ჰოდა, სანამ ჭაღარა
შემოვიდა მოდი კარი გააღე.

თითქოს ცივა, სუსხია აქ, არადა,
გარეთ მზეა, ისე ცხელა ქუჩაში
გაზაფხული აკაკუნებს კარდაკარ,
ზამთარს თეთრი გაუთავდა გუაში.
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 00:22 | Сообщение # 135
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფიქრს მინდა გავექცე არაფრის დიდებით
და ყველა მოვლენა მეჩვენოს სულერთი
ხმაური მიყვარდეს? არაფერისდიდებით
სიჩუმემე დამღალოს? ხომ არ გასულელედი?!

მე დამღლის მუდმივი გრძნობების გამოცდა,
განწყობა – ფერი რომ არასდროს ეცვლება,
ტანჯვა, თუ შემთხვევით, რაიმე წამომცდა
და დილა, რომლისაც რატომღაც შემრცხვება.
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 00:22 | Сообщение # 136
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უფალს მიწა რისთვის შეუქმნია
იქნებ ლამაზ ზღაპრად მომიყვე...
ხელი აღარავის დავუქნიოთ
აღარ ვიმარტოვოთ... ორივემ...

ვიდრე ატომებად დავიშლებით,
გინდა? - რომელიმე მოცლილ დროს
შენი ოთახი და ბალიშები
ჩემი ღიმილებით მოგირთო?

ჰოდა, არასოდეს დამეკარგო,
სითბო ვატრიალოთ მორევად...
ერთად არაფერზე არ ვიდარდოთ,
მარტო აღარ ვიყოთ... ორივე.
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 00:23 | Сообщение # 137
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სევდიან ჰანგზე
კვლავ ქვითინებს ჩემი მაესტრო,
შავი ნიღბებით დაიღალა
თეთრი კაბარე.
ძმობის მეჯლისებს რადგან ბვრი ყალბად დაესწრო,
მოგონებასაც
ლეთას ტალღა გადავაფარე.

ახლანდელ ღმერთებს
ვერ მივანდე რწმენა ახალი,
მარაქათაგან ბევრი გაქრა, ბევრიც... დამიწდა.
ვინც გადაკეთდა,
აღარ შერჩა გული ალალი,
ვის კიდევ, ძმობის თბილი მადლიც გადაავიწყდა.

იაფ ღიმილში
ჩაშლილია თმასავით შური,
მხრებსღა ვიჩეჩავ...
ნუთუ მართლა დადგა დრო ცხარი...
ნაცნობ სახეებს გადაჰკვრიათ პოზა ბითური...
მადლობა უფალს,
გაოცება მრჩება ცოცხალი
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 00:25 | Сообщение # 138
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბოლო აკორდია ემოიცია
და მეც უშენობით დაღდასმული
ვფურცლავ უფრო მეტი გატაცებით
ჰესეს ,ყავა რომ აქვს გადასხმული.
ვახებ ტუჩებს როგორც მეტეორიტს
ქემელს, შენგან უფრო სამახსოვროდ
ჭიქა ამარეტოს დაგისხამ და
მოგთხოვ რომ თვალები ამაშორო.
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 00:26 | Сообщение # 139
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იცი,
არასდროს მყვარებია გეომეტრია,
არც ფიგურების გამოყვანა
ხისფერ დაფაზე.
დღეს ჩემი სისხლით დაგიხატავ
მარტივ სამკუთხედს,
რომლის ალესილ კუთხეებად
ჩვენ განვლაგდებით.
იცი, შემცივდა..
მოგონილი ქალაქის მტვერი
თამბაქოს მსგავსად მიიჩვიეს
ჩემმა ფილტვებმა.
და რა ხანია გამითავდა
ფერადი ცარცი,
შენ რომ მაჩუქე მოსახატად აკვილონების.
იმ დღეს
სიზმრებმა ჩრდილოეთი ჩამომიტანეს,
ენით ვიგრძენი გაცრეცილი კლიმატის გემო..
ჩვენ ასკეტურად სამნი ვდგავართ
მარტივ წვერებზე,
ასე მარტივად
დღის რუტინას მაინც ვღალატობთ.
ჩამომიწვეთე
შენითავი ყავის ჭიქაში,
რომ გადამექცე უძილობის ნერვიულ ჩვევად,
შეუხორცებლად მიგიჩვიო შეხორცებამდე..
ჩემი კუთხიდან
გალაქტიკაც დახაზული ჩანს..
თითქოს როგორი ადვილია განმარტოება,
როცა დაფაზე სამი ხაზი
უნდა გაავლო..
და არც კი იცი
თუ რომელი მხარეა შენი,
(თუმცა არასდროს მყვარებია გეომეტრია).
სამკუთხედს ვხატავ შენს ფეხებთან
ჩემივე სისხლით..
იცი,
ის ცარციც გამითავდა შენ რომ მაჩუქე
ჩვენ კუთხეებად გავიშლებით
ბასრ ფიგურაში
და გამოვიცნობ ,
რომ მესამე კუთხე ჩემია..
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 00:27 | Сообщение # 140
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტრაგიკოსია და კლოუნად გამოჰყავთ მუდამ,
პარიკიც უგავს ცხენის ჯიდაოს,
"კაცო, ნუ ხარო უმადური, - ათასჯერ უთქვამთ,
ამაზე მეტი ტრაგედია რაღა გინდაო".

ზოგი მიფრინავს, უკან რჩება ჟამი და სივრცე,
ზოგი მიჩოჩავს, სიმწრის ოფლი გასდის კბილებში,
მაგრამ ქომაგი იშველიებს ანტიკურ სიბრძნეს:
"ვერ დაეწევა, ბატონებო, კუს აქილევსი".

ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით
და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს,
ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები,
ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость