ლექსები თბილისის ფორუმიდან - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 14
  • 15
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ლექსები თბილისის ფორუმიდან
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:16 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდის დღე, რომელიღაც ცის კიდედან,
მოიღვრის ნაღველს რომელიღაც ზღვისხელას.
ადრე მოდიოდა, კარის უკან ტყავს კიდებდა,
ახლა მოდის და ორი ხელით მადლს იწველავს.
თვეებს და წლებს გამოზრდის.
მოდის დღე, მოაგორებს გორახებს,
მიწას ყურს დაადებ და ფიქრობ - ახლოვდება განკითხვა.
ის მოდის, როგორც ცოცხალმკვდარი ძუ ლომი,
ღამეს გადარჩენილ ადამიანს აკითხავს.
ხელებს მოხვევს და სხეულში ჩაიძვრენს.
მოდის მარტო, როგორც თავმოკლული ადამიანის სული,
ნახევარ გზაზე გაგითრევს და გტოვებს.
მოდის, გგონია ძუძუებში რძეჩამდგარი მარჩენალი,
წუთები მიუსხდებიან და მადლის ნაცვლად ნაღველს წოვენ.
ეგენიც რომ დაიზრდებიან და წლებად იქცევიან...
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:17 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ მიენდობი, საწუთრო მტყუვანი არს და უპირო!
არ დაიჭირვის ხელშია, რაგინდ რომ ბჭალი უჭირო;
დღეს რომე ლხინი მოგაგოს, ხვალ ვერ მოურჩე უჭირო,
ამად სჯობს, ხორცი უვარჰყო, სულსა ულოცო, უწირო.

ნათობს და ბინდობს საწუთრო, ქცევადი მობრუნავია!
წამს მყუდრო ქარი აქროლის, წუთზე დამუსრის ნავია,
ყოველი ლხინი მუხთლისა კვლავ ისევ საჭმუნავია,
ერთი დრო გრძლად არ შეგრჩების, კარგი სთქვა, გინა ავია.

ვიცნობ, მეც ვიყავ სოფელსა განცხრომასა და შვებასა:
მიყვარდა, კარგად მიმაჩნდა, ვცდილობდი არ გაშვებასა.
ახლა თქვენც ხედავთ აწ ჩემსა მის გამო პირქუშებასა,
გული დაუწვავს სახმილით სულთქვნასა და უშებასა.

მოკლეა ესე სოფელი, კაცს არ შერჩების წამ ერთო,
რაც მომებოძა თავიდგან, ბოლო-ჟამ ისევ წამერთო!
მან დამიკვანძა მუხთალმა, მე რაცა მეხვეწა-მერთო,
მის გამო სევდით მე გული, ვით შეშა, ცეცხლზე წამერთო.

წყეულმან, ცრუვმან, მაცდურმან ფეხთ ქვეშ ილინჭა მომიგო:
პირველად მოყვრად მეჩვენა, ტკბილი რამ სიტყვა მომიგო,
გამეთამაშა, მაცდინა, საცხოვრებელი მომიგო,
რა წამახდინა, გამკიცხა: "რად ჰქენო“, ნიშნიც მომიგო!

ამად ვემდური საწუთროს, თორემ სხვა რა მაქვს სადაო?
სად მომიყვანა სად მყოფი, კიდევ მივყევარ სადაო!
მამა, დედა, ძმა თვალითა ვეღარა მხედავს, ა დაო,
ძეთა და ასულთაგანაც გამხადა უღირსადაო.

მე საწუთრომან მიმიღო, რაც საბადისი მებადა,
მისგან დარწყმული მახენი თავსა ზე გარდმომება და.
ორ-გზით კრულ შემქნა მტერთაგან, ხელთა საბელი მებადა,
მით ვსტირ, თვალთ ცრემლი მიბნელებს, დღენი მჩანს მე ღამებადა.

მშვილდს მომიწივა მუხთალმა, ისარი გულში მამასო,
არ მომცა ძე, არც ასული, არვინ მიძახის „მამასო“,
მან დამიჩაგრა გონება და მტერი თავსა მამასო.
დავჯექ და ლექსვა დავიწყე, ვსთქვი თუ: ვიშვილებ ამასო.

ამაზედ არის ჩემი და ცრუის საწუთროს ჩხუბია,
სად კაცს არ უნდა, წარიყვანს, ყელზე საბელი უბია;
მისთვის ვსტირ ცხელის ცრემლითა, სველი მაქვს კალთა-უბია.
მე მსურდა ერთი, არ მომცა, ვის არ სურს, მისცა ტყუბია.

სამ-ოთხ რიგად მუხანათმან გულს ლახვარი მამიღერა,
სულ მატირა ჩემი დღენი, არაოდეს არ მამღერა.
ვით ბოლოკი მქნა ავრეზი, ამოჩოყა, ამაღერა,
თესლ-აშრეტით გამახმო და უნაყოფოდ დამაბერა.

შემქნა უშრტო, უნაყოფო, ვით ხმელის ხისა გალია;
გულს დამასვა სამჭედურად ლახვრად სევდის საგალია;
ზდიან ცრემლნი თვალთა ჩემთა, სწვავს, ვით თევზთა საგალია.
ასე მიჩანს სრა სამყოფლად, ვითა მფრინველსა გალია.

ორგემაგე არს საწუთრო: ხან ნოტიობს, ხან კი გვალავს;
დღეს რომ კარგი წინ გიმძღვაროს, უკან მოგადევნებს ხვალ ავს.
ნუ ენდობი, მოგატყუებს, ისარს ისვრის, მშვილდს კი მალავს.
მას დავნატრი, ვინცა სწორედ სვლად საწუთროს გზას გაჰკვალავს.

ორს მიაგებს კაცს საწუთრო, არა ერთსა დანაჯერებს:
ხან მოაწყენს, აატირებს, ხან მოალხენს, ან ამღერებს.
ერთნაირად განატაროს, ასე არვის დანაბერებს.
ვით უქმნია მიწა ჭურჭლად, ისევ მიწად განამტვერებს.

მიდის-მოდის ეს სოფელი, ქარ-ტეხილთა ზღვისებრ ღელავს!
უკან დასდევს დრო და ჟამი, მის ნაქსელავს ქსოვს და სთელავს.
ის მჭლე კაცი ცელს რას აქნევს, რასა სთიბავს, რასა სცელავს?
ამად ვსწუნობ საწუთროსა, სულ ბნელია, რასაც ელავს!

ამისთვისა ვარ ფაციცად, ვითა თავს მტერ დანასხამი,
მისის ცეცხლით გული ჩემი ვალს ჭირის-ოფლ დანასხამი.
მოწყვეტილა მოსაგრილად წყლურზე წყალი დანასხამი;
გული ასე დაუკუწავს, ვით გალესილს დანას ხამი.

ნაღვლით დღენი შემიმოკლდა, აღარა მაქვს, დამელია;
ყველა მწარედ გარდამექცა, რაც რამ ტკბილად დამელია.
მძორთა ჩემთა შესაჭმელად მზას არს ტურა და მელია,
აწ წამოვალ მეც თქვენთანა, სად ძმა მიცდი, და მელია.

ვით თავს მივსცე მოსვენება, ვით მივაგო ამო მბროლსა?
სასიკვდილოდ მივსწურვილვარ, ყელში სული ამობოლსა.
ახალდაბას ნუღარ ხარო, მეძახიან, ამო ბოლსა!
აწ რომ მე იქ წამიყვანონ, ვინ გამიზრდის ამ ობოლსა?

მითხარ, მტერო, დავის თხოვნით დავითისგან მოიგე რა?
რად უყვედრე უშობელსა, ბერწობ, ვერა მოიგე-რა?
იმას შვილად ვერვინა სჯობს, დავით ვინც ძედ მოიგერა,
ვინც გამოთქვა, ის იშვილა, მტერი იმით მოიგერა.

მე რაც ვშობე, შვილად ვსჯერვარ, ეს თუ მზრდელმან გამიზარდა,
ვზრდი მომღერლად, მე თუ ჩემი სიმღერა არ გამიზარდა.
თუმცა ენა გასარეკლდა, გული მისთვის გამიზარდა,
მაგრამ მეფეთ სამსახურით ეს საზრდელად გამიზარდა.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:17 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ავსწიე ფარდა, და მაისში აკოცა მინას,
ვინც მე მიყვარდა ის ჩემთან არი და ჩემთან სძინავს,
ვაკოცებ ხელზე, როგორც წმინდანს მე დავკოცნი მას,
და სხვა სახელზე მე დავიწყებ მერე ოცნებას.
და მორიდებით კოცნას ვმალავ მე იმის თმაში
და ძვირფას ქვებით მომინდება მერე თამაში.
ზურმუხტს და ლალებს, მოვიფანტავ ტანზე ძვირფასათ,
დავხუჭავ თვალებს: მეყვარება მაისის მზგავსათ.
კოცნით გამთბარი, სიხარულში გავიწმინდები;
იღვიძებს ქმარი, რომ ჩამაცვას თეთრი წინდები.
ძვირფასი ქვები, ჩვენს საწოლში დაიფანტება...
მე კვდები, ვკვდები _ მისი ხელი მკერდს ელანდება.
შიშით ვიცანი: _ რომ მაისი გაგვითენდება
და ჩემი ტანი სიყვარულში დაითენდება.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:18 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კასრი

დაბერდა და
ღვინის ნაცვლად, წყლით ამოავსეს,
ის კი იცინის,
ჩაჟანგებული კბილების კრეჭვით:
როგორც ჩანს, ჯერაც თავში უდუღს
უკვე ჩავლილ დღეთა ბახუსი.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:38 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სოფელს მივიდოდი, მთებს ნისლი ეწვინა,
ღამის გასათევად ვესტუმრე მისახელთ,
ფეხონში დამიხვდნენ წიქა და ბეწინა,
შორითავ მიცნეს და “მშვიდობა” მიძახეს.

შემიძღვნენ ჭერხოში “ამ ტიალ წყალ-ჭალას,
ორნიღა შევრჩითო ერცხვაის სარჩენად,
ბეწინამ ტაბლაზე პურ-ერბო გაშალა,
წიქამ კი ნაპოხი ხირიმი მაჩვენა.

დიდისხან ვისხედით… ვსვამდით და ნიადე
ფიქრები მწარე წყალს თავ-აღმა მიყავდა,
მე, ყმაწვილს წამომცა რა ცეცხლშიც ვტრიალებ,
გამიწყრნენ: “აღარ თქვა თუ ვინამ გიყვარდა”

შემრცხვა და მცირე ხანს წიქაიც დაჩუმდა,
უაზროდ ავსებდა შავ ხმიადს ერბოთი,
სირცხვილი' იუბნო ხმამაღლა მიყვარდა
სირცხვილი’ იუბნო, ვის როგორ ეტრფოდი”…

შუაცეცხლს თავ-პირით ვესხედით სამივე,
მთელა ღამ წინაპართ გმირობებს ვისმენდი,
ვინ ჯვარმა დარისხა, ვინ ემტრო გაღმივნებს,
ჰყვებოდნენ ამბებს და თან ჭიქას მივსებდნენ…

დილისხან მწველი მზე თაღში რო შამაძვრა,
ბეწინამ: “ქვისაო, ქვა არი წამალი”,
დამსკდარი თითებით მწოლარეს შამასვა,
მე კიდევ სოფლამდე ერთი დღის სავალი

მქონდა და ნასვამმა მისახი დავტოვე,
წინადღეს ნათქვამ ლექსს ხმადაბლა მიქებდნენ,
სოფელს რო ამოვცდი, მუხლს ცოტა ვადროვე,
ქვემოთ კი იდგნენ და ხმელ ხელებს მიქნევდნენ.

გიორგი არაბული
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:39 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხმით მშვენიერით,
ტკბილის სიმღერით
ჰაეროვანო, სულს ელხინები;
თვალთ არონინებ,
გულს დააწყლულებ
და ღიმილითა ესალბუნები!
სადც ხარ, იმ არეს
მოჰფენ სიამეს, —
უშენოდ მოსცდეს მხიარულება!
შენის ენითა,
სავსე ლხენითა,
ვინ არა იგრძნოს გულკეთილობა!
მახსოვს სიამით,
ოდეს ტკბილის ხმით
ვარდსა და ბულბულსဪ მოელხინარე,
პირმცინარითა
სინარნარითა
მგოსნის ყარიბს გულს ესხივმფენარე!
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:40 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე რომ თქვენსას მოვედი, ჩემი დარდი გაგანდეთ,
მიმატოვეთ და ფლირტის სათამაშოდ გაქანდით.
როს გარდავთქვი ის დარდი ლექსად, მეტაფორებად,
ახლა თავს დამტრიალებთ, მივლით, მეამბორებით.

ჰაინრიხ ჰაინე
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:40 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ წვიმს, ისევ თოვს,
ჩვენ გრძნობებს არ ინდობს,
მიგვატოვა სადღაც შორს…

მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას
რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი?

შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს
და მაინც – მე შენს ტალღებში ვკვდები…
მე სულს მოგცემ ამ სიმღერით,
რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი?

შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს,
და მაინც – იძირება გემი…
მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას,
რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი?

შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს
და მაინც – მე შენს ტალღებში ვკვდები…
მე სულს მოგცემ ამ სიმღერით,
რა გახსოვს ჩემ სიყვარულზე მეტი?
შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს,
და მაინც – იძირება გემი…

ისევ წვიმს, ისევ თოვს
ისევ წლები მიაქვს დროს,
ჩვენ გრძნობებს არ ინდობს,
მიგვატოვა სადღაც შორს…

მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას
რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი
შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს,
და მაინც – მე შენს ტალღებში ვკვდები…

მე სულს მოგცემ, ამ სიმღერით…
რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი?
შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს,
და მაინც – იძირება გემი…

ირაკლი ჩარკვიანი ,,მეფე"
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:41 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდი, დღეს გავცდი წუთისოფლის ხაფანგს და მახეს,
ჩემს არსებაში არსებობით ვერავინ მამხელს.
თავად მოვკვეთე ჩემს არსებას ჩემი `მე~, მაგრამ
ვარც არსება და ვერც `მე~ ვპოვე...გლახ ის და გლახ ეს!
ვერ შევიცანი ჩემი `მე~ და ჰა ჩემმა სულმა
თავისგან თავად მომკვეთა და თვით ენდო დამხსნელს...
ვერ გამიგია, გულის ცეცხლი რა არსში ელავს,
ენა რით იწვის და ჩემს სათქმელს რა კვამლში ახვევს?!
ჩემს თავს ასობით სხვადასხვაგვარ სახეში ვჭვრეტდი
და ყოველ მათგანს ვუწოდებდი საკუთარ სახეს.
დაფანტული ვარ ას სახედ და ჩემად ვთვლი ყველას
და მაინც ვერ ვცნობ ჩემი არსის სახეს და სახელს.
ეს სახეები მგზავრებივით მოილტვიან და
მზედასიცხულებს წინ ვუხვედრებ მე ჩეროს და ხეს.

ჯალალ ედ–დინ რუმი
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:42 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიყვარს ნაბიჯი დარხეული და წარა–მარა,
მიყვარს ვარდები ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი.
და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი
შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად..
ტკივილით დავალ, შენი ლანდიც ბარბაცით დამსდევს
და სისხამისფრად იღებება, როგორც იარა..
ხო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებს
და შენს სახლის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად

მირზა გელოვანი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 14
  • 15
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость