ლექსები თბილისის ფორუმიდან - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ლექსები თბილისის ფორუმიდან
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:47 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ ვიცი სად ხარ შატილს, ბარისახოს
ფეხით შემოვივლი ფხოვს,
აუცილებლად უნდა გნახო
დღეს ისე ლამაზად თოვს.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:50 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ისევ აფრინდნენ
დედულეთის ნახნავებიდან
ლურჯი ყვავები,
ნისლიანი სივრცეებით გაბეზრებულნი.

დამეხსენი, დამეხსენი, გემუდარები.

სუყველა მაღლა იყურება
მწყალობელ მზისკენ,
ჩვენ კი, ჩვენ ორნი, აქ იმიტომ ვართ,
რომ არ მოკვდეს, არ დაიკარგოს
ნუგეშის სიტყვა მოყვასისთვის:
”შე ჩემთავმკვდარო”.

სუყველა მაღლა იყურება
მწყალობელ მზისკენ.

ჩვენ კი, ჩვენ ორნი,
ვდგავართ ხოლმე ხიდის ყურესთან,
დავდივართ ხოლმე მოედნებზე,
სავსე ქუჩებში
და ვდუდუნებთ: შე ჩემთავმკვდარო,
შე ჩემთავმკვდარო,
შე ჩემთავმკვდარო...

მე ვარ მამალი,
შენი ჭრელი ფგარდაგიდან გადმოხვეწილი."
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 15:52 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი ოცნება მოიხარშა გოიას ქვაბში,
აღარ სცილდები დაბნელებულ ძველ ესკურიალს.
მწარეთ გაწამებს ბალახვანი, როგორც გურიელს,
ღამის მხედარო, ანთებულო ღამეთა წვაში.

შენ შეიყვარე ოფელია, აღარ სცვლი სხვაში.
ვიცი, რომ უფრთხი გაგიჟების სხვა ქარის ტრიალს,
მაგრამ სადავე შენი ლექსის დახრის დარიალს,
ახლოა მოსე, პოეზიის მეწამულ ზღვაში.

დუელში მოკლულ ორეულთა დადევი გორი,
ლოტრეამონის მაინც გებრძვის შენ მალდარორი,
მეც შენთანა ვარ ამ ბრძოლაში, ვინ დამაკავებს?

უკანასკნელი დაისების ცეცხლში ალდები,
მეც თავს დამნათის ჩემ ქალდეას ცეცხლის კალთები,
მაგრამ სახელი პოეტების უფრო გვაბრმავებს.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 16:01 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს,
გულსა დავიწვავ დასანაცრებელს,
და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს,
შევსწირავ სატრფოს, ჩემსა სალოცველს!
მისთ თვალთა ხარობს სამოთხე ჩემი,
მისი ღიმია შვების მომცემი,
ჩემი წარმწყმედი, მაცხონებელი,
განმაბრძნობელი, გამხელებელი!
ვით არ ვადიდო სიტურფის ღმერთა!
ყოვლნი კეთილნი მან შეიერთა,
სულსა მოჰბერა ცის ნიჭნი ქვეყნად
და თავის მკობად ქმნა იგი მგოსნად!

ნიკოლოზ ბარათაშვილი
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 16:02 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღსასრულისკენ სამყარო მიქრის, ვით
პატრონმკვდარი ველზე ქურანი...
ღმერთო,მასწავლე მოთოკვა ფიქრის, ანდა წამართვი ფიქრის უნარი.
ფიქრისგან ფიქრი ჩნდება,
ჭავლივით. არ წყდება მტანჯველ ფიქრთა ნაკადი,
თითქოს ათასჯერ უკვე ჩავლილი და
ვერჩავლილი მაინც აქამდის.
გზა კი იგივე რჩება მიზნამდი და ახლა გულშიც ვერ
მითქვამს შიშით: ფიქრი მაწრთობდა
ცხოვრებისათვის, თუ დავემალე ცხოვრებას
ფიქრში...
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 16:08 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ძლიერი ხართ შურდულებრ
ფიქრებო ქვეყანაზედა,
ჰაერის ლურჯო სიმაღლევ,
უზენაესო ჭკვაზედა,
ფიქრი იმასაც სცილდება,
სად შენი ბოლო თავდება.
დაენატრება გონებას
ის უხილავი არსება,
რაიც აბრუნებს ფიქრებსა,
სრულ რომ არის და სავსება...
ღრუბელთა ზედან ტრიალებს
უმწვერვალესი განგება,
იქ არ არსებობს სალხინო,
არც არა დაიტანჯება,
არც ნათელია, არც ბნელი,
არ უნდა სანთლის ანთება,
არცა მზე ათბობს, არც მთვარე -
ამოვა, ანდა ჩახდება,
იქ არც თენდება დილითა,
არც საღამოთი ღამდება,
თუმც არის მიუწვდომელი
ფიქრი მაინცა წვავდება.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 16:09 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თამბაქოს კვამლი ამოჭამს ჰაერს.
ოთახი –
თავი – კრუჩენიხის ჯოჯოხეთიდან.
ამ ფანჯარასთან,
გაიხსენე,
მე მეჭირა შენი ხელი და -
მონუსხული ვეფერებოდი.
დღეს ზიხარ აქვე,
გულში – ფოლადი,
გინდა გამაგდო
და აუგი სიტყვით მახელო,
მღვრიე წინკარში ხელისკანკალით
ძლივსღა მოძებნის ხელი სახელოს.
გამოვვარდები,
რომ ქუჩის ურდოს,
გვამი მივუგდო – შენით შეშლილი!
მოდი, არ გვინდა,
ძვირფასო,
კარგო,
მოდი, ახლავე დავსვათ წერტილი.
ხომ სულ ერთია –
გინდ გაექცე – ვერ მოიცილებ!
ყელზე გკიდია სიყვარული – როგორც სიმძიმე,
მოდი, სიმწრისგან
ბოლო საყვედურად ამოგიყვირო!

როცა ხარს ჯაფა გაქანცავს –
წავა,
ცივ მდინარეში წვება საწყალი.
ამ სიყვარულის გარდა სხვა წყალი –
მე არ მაქვს,
არა!
და საშველი მისგან – არ არი!
როცა ინებებს დაღლილი სპილო–
მეფურად წვება.
ვარვარებს ქვიშა.
ჩემს სიყვარულს კი–
სხვა მზე და სითბო
არ აქვს!
არც ვიცი,
სად ხარ ან ვისთან!
როცა პოეტებს
სიყვარული ასე აწამებთ,
მას დიდებაზე ან ფულზე ცვლიან.
მე კი –
არ ვადრი არც ერთ სიხარულს,
უსაყვარლესი სახელის წკრიალს.
რა გადმოხტომა?
რის მწარე შხამი?
ან საფეთქელთან ჩახმახზე ხელი,
ეგ გამოხედვა არის ჩემს ყელზე –
ყველაზე ბასრი სამართებელი!
ხვალ დაივიწყებ მაგ გვირგვინსაც,
მე რომ დაგადგი,
რომ სიყვარულით დავიშანთე სული – ნათელი.
და მხიარული დღეების წყება
დატოვებს ჩემს წიგნს – ფეხქვეშ გათელილს!
ან ჩემი სიტყვა,
მსუნთქავი ძლივსღა
რას დაგაკავებს! – ფოთოლი, ხმელი.
მაცალე,
თუნდაც ბოლო სინაზით,
დავფინო –
ჩემგან მიმავალი
ნაბიჯი შენი.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 16:10 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...სადღაც კი გიჟი შეჰყურებს კედელს,
მერე ნელ–ნელა იხვევს თვალებს
და მთელი ძალით გარბის კედლისკენ
და თან საკუთარ თავსაც აჯერებს,
რომ იქ კედელი აღარ დახვდება –
თუნდაც იმიტომ, რომ გაბედა ეს ყველაფერი
და საკუთარ თავს
ეს ზღაპარი რომ დააჯერა...
და გარბის გიჟი თავგამეტებით
და თან არ სტოვებს ერთი შეკითხვა:
იქნება უკვე გასცდა ბარიერს?
ან იქნებ უკვე გადალახა საკუთარი უსუსურობა?
ჩერდება გიჟი, თვალებს იხსნის
და ძველებურად შეჰყურებს კედელს...
მერე ისევ ხუჭავს თვალებს
და იცინის დარწმუნებული,
რომ მან იმაზე მეტი შესძლო,
ვიდრე უნდოდა, –
რომ შეეშინდა კედელს მისი
და დაიხია თავადვე უკან...
მე კი მოვდივარ თვალახელილი
და ვხედავ, როგორ გიახლოვდები...
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 16:35 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ დამიბერდი, მუხლიც დაბერდა,
ვეღარ იტყუებ თავს, რომ „იცხოვრებ”.
ეხლა ვდგავარ და გადასახედთან
შენი ცხოვრებით გზას მე ვისწორებ.
…………………………………
ეხლა ვდგავარ და ვენდობი მიწას,
გინდ უცოდველი გულივით გასკდეს,
ვერ დაგაკრავენ კუბოზე ფიცარს,
ვერ გადაგწევენ უბრალოდ განზე!
რადგან წუხილი ასე დიდია..
საოცარია მართლაც აღდგომა.
შენი დაცემის მეშვიდე წამზე,
ჩვენ ვიზეიმეთ შობის დადგომა. )
დაგემსგავსება ხვალე აისი,
ან სამწუხარო მოლოდინია.
არ შემეკითხო „განა რაიცი”,
რომ „სამოთხეში აღარ მიდიან”.
……………………..
ვერ გადარია ამოღროფებამ
ჩვილი ბავშვივით ნისლებს, რომ ბადებს.
ხვალ დედამიწა ფულივით დაგვთვლის
და მილიონებს იღბალზე დადებს.

ირაკლი ჭინჭარაული
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 17:32 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ დამიბერდი, მუხლიც დაბერდა,
ვეღარ იტყუებ თავს, რომ „იცხოვრებ”.
ეხლა ვდგავარ და გადასახედთან
შენი ცხოვრებით გზას მე ვისწორებ.
…………………………………
ეხლა ვდგავარ და ვენდობი მიწას,
გინდ უცოდველი გულივით გასკდეს,
ვერ დაგაკრავენ კუბოზე ფიცარს,
ვერ გადაგწევენ უბრალოდ განზე!
რადგან წუხილი ასე დიდია..
საოცარია მართლაც აღდგომა.
შენი დაცემის მეშვიდე წამზე,
ჩვენ ვიზეიმეთ შობის დადგომა. )
დაგემსგავსება ხვალე აისი,
ან სამწუხარო მოლოდინია.
არ შემეკითხო „განა რაიცი”,
რომ „სამოთხეში აღარ მიდიან”.
……………………..
ვერ გადარია ამოღროფებამ
ჩვილი ბავშვივით ნისლებს, რომ ბადებს.
ხვალ დედამიწა ფულივით დაგვთვლის
და მილიონებს იღბალზე დადებს.


ირაკლი ჭინჭარაული
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость