ლექსები თბილისის ფორუმიდან - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ლექსები თბილისის ფორუმიდან
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 17:36 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მისტერიაა შენს თვალებში აალებული,
ჩემო თანმხლებო უკარება, მორცხვო ქალწულო,
არ ვიცი რაა-სიძულვილი თუ სიყვარული
ეგ შენი ცეცხლი იდუმალი და უსასრულო.
ერთად ვართ, სანამ ეს სხეული ჩრდილს დაატარებს,
სანამ ჩემს სანდლებს დასცვივდებათ ქვიშა აკრული,
რა ხარ ჩემს გზაზე-წყურვილი თუ ანკარა წყალი?
მითხარი,ჩემო უკარება, მორცხვო ქალწულო.

ანტონიო მაჩადო
/თარგმანი ნინო ჭინჭარაულის/.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 17:37 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქვის გაცოცხლება მარტოოდენ ცეცხლის ხვედრია,
და რაკი ცეცხლი შესაქმისა არ მთმობს აროდეს,
მწადს ქმნილებაში გაზაფხულად ამოწყაროვდეს,
რასაც ქვის გულში ზამთარივით ჩაუხედია.

რას იზამ, სულო, უმზეობა ჯოჯოხეთია,
სჯობს ქვად იქცე და ქვადქცეული მზის შუქს სწყალობდე,
ვიდრემდე მიწის საწყაოდან ცის საწყაომდე
შენც მოგიწყავდნენ ჯოჯოხეთურ წვას და ხეტიალს.

იწვის, კვლავ იწვის ანთებული ჩემი საყდარი
და ცაზე, როგორც უკვდავების ბაირახტარი,
ტრიალებს ჩემი ბედისწერის დაღლილი ეტლი.

გრძელდება ქვასთან პაექრობა, ისმის ხახუნი,
რომ ცეცხლით იშვას სიყვარული ჯერარნახული,
ვითარცა ჩემი ხელოვნების წილი და ხვედრი...

მიქელანჯელო ბუონაროტი
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 18:10 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერაფერი გამიგია,
ცხოვრებაში რა ხდება
ყველაფერი წამიგია-
მეგობრები მაკლდება.

ბრაუნინგით არ მომკვდარან,
ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,
არც ფანჯრიდან გადმომხტარან-
მშვენიერად არიან.

უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,
წვიმას ვნატრობ შხაპუნას:
შევსვათ! ყველა თავის წვრილმან
საზრუნავში ჩაფლულა!

ყველა თავის ნავში სხდება,
ყველამ სადღაც გაცურა,
ყველა კვდება, გული მწყდება-
წასულან და წასულან.

და დღეები გადის ზანტად,
ღამეები გროვდება,
ვიღაც უსაშველო ლანდად
მწუხრში მიახლოვდება...

მინდა მთაზე ავირბინო,
ზღვის მიქცევა ვიხილო,
თავში ხელი წავიშინო-
რაც მომხვდება, ვიყვირო.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 19:44 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის
მომაგონდები ამ ანანურთან.
შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის,
ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა.

არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
ისე გხატავდა თამარს ვრუბელი.
ხარ დანგრეული შენ „მოდი-ნახე",
ფეხ-მოტეხილი შენ ხარ ღრუბელი.

ისე ნაზია ეს მოგონება,
როგორც დემონის ფრთების შეხება,
სჯობს გაიხარონ სხვა გოგოებმა,
მოიბან შენი ირმის ფეხები.

დე! გაიხარონ იმათ მგოსნებმაც,
მათი ცხოვრება ხვალე იწყება,
ჩვენ მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას
დაფარავს მიწა და დავიწყება.

გაჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები,
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.

ასე კვდებოდა ალბათ ათასი
და მოწმედ ჰყავდათ ეს ანანური,
ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი
და თვითმკვლელობის იავნანური.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 19:49 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ მოხვალ ახლო, იყავი შორი,
სიშორის ორმოს ავავსებ სევდით,
მთელ ქვეყანაზე მარტო ვართ ორი,
ქვეყნის დასასრულს ორი შევხვდებით.

სად შემიყვარდი, რად შემიყვარდი?
მე არ ვკითხულობ, არ მსურს გაგება.
შენ გაუშლელი ტანჯვის ხარ ვარდი
და ჩემი სული ეკლად დაგება.

შენი სიშორის მიმაფრენს ქარი
და სურნელების წვიმა მაწვიმებს,
ანგელოზი ხარ თუ ჯადოქარი,
წაიღე სული, არ დაგამძიმებს.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 19:50 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჭრილობებს ძველი ძონძები უფარავთ, მზერას კი დახრილი თვალებით მალავენ,
იმედი, რომელიც დღეს უცებ უჩნდებათ, ნეტავ თუ ეყოფათ საცოდავთ ხვალამდე...
ზიზღსა და სირცხვილში ნარევი ცხოვრება, არაფრად აწუხებთ, არ დაეძებენ,
ხშირად ფულის და საჭმელის თხოვნის დროს, წყევლით და უარით რამდენჯერ უშვებენ...
წამწამებს ცრემლებიც აღარა სწყდებიან, თვალებში ნაღველი ბინდივით მოუჩანთ,
ჩვენ მათი წარსული არასდროს არ ვიცით, თუმცა კი ამრეზით ვუყურებთ შორიდან...
და ალბათ ყოველთვის არ არის სიკეთე, როდესაც ქუჩაში მათხოვარს ფულს ვაძლევთ,
მათდამი სითბო და გულთბილი მოპყრობა, ხანდახან მეტია უბრალო ხურდაზე...
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 19:58 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამე ისევ გაირინდა წამწამებში...
გულის ცემამ უშენობით მოიწყინა..
როგორ გშვენის დედოფალო ნაზ თვალებში ...
ფრესკასავით დახატული ნოსტალგია..

ისევ ფიქრთა აჩრდილები გამიტაცებს..
ტყვე ვარ ბაგის რომელიც რომ სხვისი გახდა...
ღმერთო ჩემო გევედრები მაპატიე...
მოკვდავი რომ უფალივით შემიყვარდა..

შენს ბაგეზე ცრემლებს ვამჩნევ მზითვალებავ...
იასამანის სურნელებას როცა გნატრობ...
როგორ მინდა დავიძინო შენს სარკმელთან ..
ვიყო ლოთი ცრემლიანი ამადეო ...

ზოგჯერ ალბათ სიხარულიც აღარ გყოფნის..
სიყვარულის ნამცეცები როცა გვიყვარს...
სანთლის შუქზე დაღვენთილი ცრემლი სუნი..
ნატკენ გულის უწმინდესი სურნელება..

ღამე ისევ გაირინდა წამწამებში...
გულის ცემამ უშენობით მოიწყინა..
როგორ გშვენის დედოფალო ნაზ თვალებში ...
ფრესკასავით დახატული ნოსტალგია..

//ზაზა ბეგალიშვილი//
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 19:59 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა მწარეა და მშვენიერი ზამთრის საღამოს
ცეცხლს შეჰყურებდე მოგიზგიზეს, ხარბს და ვნებიანს
და თან უსმენდე მოგონებებს-მკრთალს და საამოს,
ზარების ხმაზე ბინდ-ბუნდიდან როცა ჩნდებიან.
ო, რა კარგია, როცა ზარი ბებრულად მჭახე,
გადამალული შებინდების ლილისფერ ნისლში,
გარემოს ესვრის რელიგიურ იდუმალ ძახილს,
როგორც მოხუცი ჯარისკაცი, რომელიც ფხიზლობს.
და როცა ჩემს სულს-შეჭირვებულს-უზომოდ უნდა
აავსოს უცხო სიმღერებით ჰაერი სუფთა,
უცებ ბურუსში გაკრთებიან ბნელი თვალები,
და ყურში მწვდება იმ დაჭრილის ხმა უნუგეშო,
ველზე რომ დარჩა მკვდართა შორის სისხლის გუბეში
და კვდება მარტო, უსიტყვოდ და ნელი წვალებით.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 20:00 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთვარემ ღამე გაათია,კრთება შუქთა დინება
ღამის სამი საათია ,შენ კი არ გეძინება.

გავაცურეთ სადღაც ნავი სავსე ლურჯ ექსცესებით
შეგაყვარე კიდეც თავი ამ უბრალო ლექსებით.

ეფინება გზებს სიმებად ლალთა ცეცხლი, საყურე,
შენი კარგი გაღიმება მაინც დავიმსახურე.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 20:00 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ ბეწვის ხიდს,
ველურმა სურომ,
მთელი ცხოვრება შემოახვია.

არ გინდა მოხვიდე და ნახო
მარტოობა? მხოლოდ ერთი ფოთოლი
კირის ხიდან.

მთვარით გათანგულნო!
ამოისუნთქეთ!
ღრუბელი მოდის!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость