ლექსები თბილისის ფორუმიდან - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ლექსები თბილისის ფორუმიდან
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 20:01 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"...სურს ოფელიას პირველობა და ძვირფასობა,
ქალწულ სურვილებს შენ გიმხელს, შენ დაგენდობა,
და თუ მხოლოდ შენ გეკუთვნებოდა ეს დარბაზობა,
აღარ სჭირდება ოფელიას ცოდვის შენდობა.
და ეს შეხვედრა კიდევ ხშირად რომ გამეორდეს,
რომ მის მადლობით ამაყობდეს პოეტის მკერდი,
შემოგთავაზებს ოფელია საკუთარ ორდენს,
რომ იყო მისი კავალერი შენ ერთად-ერთი."
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 20:13 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი, მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა.
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს, რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა!

შენი ლამაზი სახის დახატვა ვერ შევძელ, რადგან ვერ ვნახე ფერი.
რომელიც ტუჩებს მოგიხატავდა, და იქნებოდა თვალთ შესაფერი!

შენი ლამაზი ხმის ჰარმონია, ყურში ჩამესმის მე გამუდმებით.
შენი სახელის ყრუ მელოდია, გულის სიღრმიდან ლხენად მომესმის...

და აღარ შემწევს იმისი ძალა, რომ კვლავ წარმოვთქვა შენი სახელი.
მე ვეღარ შევძლებ ამის დამალვას, და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს!

მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი, მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა.
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს, რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა!
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 20:15 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ხარ ღატაკი, უპოვარი, უბრალო ქვა ხარ,
რომელსაც არსად გაგაჩნია ადგილი შენი,
ეჟვანშებმული კეთროვანის ჟღარუნით დახვალ,
ვისთვისაც მარად დახშულია ქალაქის ბჭენი.

შენ ხარ ქარივით შიშველი და არაფრისმქონე,
და თვით სახელსაც ვეღარ ირგებ შენუნებურად,
საყოველდღეო ციცქნა კაბა ობოლ გოგონებს
უფრო საკუთრად აცვიათ და უფრო მეფურად.

ხარ ღატაკი და უქონელი ისე, ვით ძალა
ჩანასახისა, ქალიშვილის შინაგანს რომ თუთქავს,
რომელსაც იგი წელშეკრული კუმშავს და მალავს,
რათა მოგუდოს ორსულობის პირველი სუნთქვა.

შენ გაზაფხულის წვიმასავით ხარ უპოვარი,
სახურავებზე რომ ეშვება ლაღი წკარუნით,
საკანში მყოფთა სურვილი ხარ მსასოოვარი,
რასაც მარადის განიცდიან უსამყარონი.
შენ ხარ სნეულის გვერდის შეცვლა, შვება ოდნავი,
ვით ყვავილები ნაურმალში, ნავალ-ნადაგი,
ქვითინი ხელებსჩატირული, გულდამკოდავი,
იმ ხელებივით არასმქონე, ღარიბ-ღატაკი.

შენს უმწეობას არაფერი უკვე აღარ ჰგავს,
რა არის ჩიტი გაყინული, მშიერი ძაღლი,
ან დამწყვდეული ცხოველები, მზირალნი ნაღვლით,
აღარავინ რომ არ იხსენებს ტყვეობით დაღლილთ.

ანდა რა არის საკუთარი თავის დაკარგვა?
ვერ შეედრება შენს სისაპყრეს, დილაადრიან
მათხოვრები რომ აითრევენ ცარიელ აბგას,
წისქვილნი არა, სულ პატარა ქვები არიან,
მაგრამ ისინი მაინც ფქვავენ ერთ მუჭა საფქვავს.

შენ კი უღრმესად უსახსრო ხარ და უპოვარი,
სახედაფარულად მოგლახავე, მარად მთხოვარი;
ვარდად გაშლილი სიღატაკე,
მარად მლმობელი
და ოქროების მზის სხივებად გადამდნობელი.

ხარ უსამშობლოდ დარჩენილი ისე, ვით ქარი.
გახველ გარეთ და გაიხურე სამყაროს კარი:
ესოდენ მძიმე ყველასათვის, დამქცევ-დამნგრევი.
გრიგალში გრგვინავ. შენ ხარ თითქოს გრძნეული ქნარი,
რომლის სიმებსაც შემოემსხვრა ყველა დამკვრელი.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 20:16 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბარიკადებზე, შუა ქუჩაში, სადაც სიკვდილმა უმძვინვარესმა
ცოდვილი სისხლი ხალხის სპეტაკი და უცოდველი სისხლით წარეცხა,
კომუნარების გვერდით შეიპყრეს პატარა ბიჭი ალბათ თორმეტის.
-შენც ამათთან ხარ? - მან უპასუხა: -დიახ მე ამათ ვერ მოვშორდები.
-შენ ჯერს მოუცდი. ყველას დაგხვრეტენ. - ასეთი იყო სიტყვა ოფიცრის.
და იდგა ბავშვი ტყვიის კაშკაშში რომ გაემართა მზერა თოფისთვის.
ის შეჰყურებდა, თუ კომუნარებს როგორ ხოცავდნენ სახლის კედლებთან.
იმ ოფიცერთან მიიჭრა ბავშვი და მის თვალებში იყო ვედრება
უთხრა: - გამიშვით თუ შეიძლება, მე აქვე საათს დედას მივუტან.
-გაქცევა გინდა?.. - მე დავბრუნდები... -იმეორებდა ბავშვი ჯიუტად.
-ხომ არ შეშინდი? სად ცხოვრობ ლეკვო? -აქვე შადრევნის წინ რომ სახლია.
გთხოვთ, კაპიტანო, მე დავბრუნდები... -ჯარისკაცები სიცილს აყრიან.
-წადი ჯანდაბას!.. - თქვა კაპიტანმა - ჯილდო გეკუთვნის ეშმაკობისთვის!..
და მთელ მიდამოს ეფინებოდა ხარხარი რაზმის და იმ ოფიცრის.
ის ირეოდა კაცთა ხროტინში და იცინოდა თითქოს სიკვდილი,
მაგრამ უეცრად შეწყდა ხარხარი, ბავშვი ამაყი და ფერმიხდილი
კვლავ აღიმართა მოულოდნელად, უკვე არავინ ელოდა რადგან,
აი მოვედი...- უთხრა კაპიტანს და ქედმაღალი კედელთან დადგა.
მაშინ კი შერცხვა უგუნურ სიკვდილს და ოფიცერმა ბიჭი დაინდო
ამ ქვეყანაზე სადაც გრიგალი ასე მძვინვარებს, ბავშვო რაინდო,
და ერთმანეთში ურევს ყველაფერს- გმირსა და ყაჩაღს, ბოროტს და კეთილს
შენ ვით ჩაები ორთაბრძოლაში და რამ გიბიძგა მითხარი ერთი.
ეგ შენი სული იყო უმწიკვლო, ამაღლებული აფრქვევდა ნათელს,
შენ უყოყმანოდ მოხველ მამაცი და ჩაბნელებულ უფსკრულთან დადექ.
დედისკენ წარსდგი ერთი ნაბიჯი და მეორეთი სიკვდილს მიუხველ.
კაცს გაუღვიძა ქენჯნა სინდისის კეთილშობილი სულის სიუხვემ.
რომ ეღალატა შენთვის მხნეობას, ქვეყნად ვერავინ გაგამტყუნებდა,
მაგრამ შენ იყავ ბავშვი ამაყი და ქედმაღალი გქონდა ბუნება.
სიცოცხლეს დილას, ბავშვებთან თამაშს, გაზაფხულს, სულში რომ იხედება,
შენ ამჯობინე, მეგობრებს გვერდით ამოსდგომოდი პირქუშ კედელტან.
შენ გეამბორა შუბლზე დიდება და მარადიულ სინორჩეს ოდა
უმღერა ასე ძველ საბერძნეთში, სად სიმამაცით გულები თრთოდა,
სახელგანთქმული არგოსის კართან ელინთა ყრმანი შენი ასაკის
ქალაქის კედლებს იცავდნენ მკერდით და სცადიოდნენ საქმეს გასაკვირს.
ყრმავ პირნათელო, შენი ადგილი არის ღმერთების საბრძანებელში,
ასეთი იყო პატივი გმირთა გინდ მესენეში გინდა თებეში.
შენ მათ ეკუთვნი, ვინც თავგანწირვით ადამიანთა მოდგმას აოცებს
და ელინები ვის სახეებსაც ჭრიდნენ თითბერზე და ბრინჯაოზე.
შენ თავი უნდა იქ მოიდრიკო სადაც ტირიფი დგას დაქანცული
და იმის ჩრდილში მოსული ჭასთან დოქს გადმოიღებს მხრიდან ქალწული,
ის დაგინახავს და ვერ შეამჩნევს თუ როგორ იკლავს წყურვილს კამეჩი
და ფიქრიანი გამოგაყოლებს მზერას საღამოს სიკამკამეში.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 20:21 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩირაღდნებით გავაშუქე სევდიანი ჩემი ბინა…
იუნონავ,შენ გელოდი და მიტომ არ დამეძინა.
დავდიოდი წინ და უკან და ჩირაღდნის შუქზე ვთრთოდი,
და სიჩუმეს ყურს ვუგდებდი, და სიჩუმით გავძახოდი.

გეძახოდა ჩემი სული,გეძახოდა ჩემი ვნება…
მე მომწყურდა ახალი წლის შენთან ერთად მიგებება,
ჩირაღდნებით მიტომ მოვრთე ,და ავანთე ჩემი ბინა,
და მომწყინდა მარტოობა ,და უშენოდ მომეწყინა.

კვირა ძალის თაფლის სანთელთ ალი გაკრთა,როგორც გველი.
სურნელოვან ნელსაცხებლით მოვასხურე სარეცელი,
ახალ წელთან შენ გელოდი და ველოდი ყოფნას ახალს,
და ვეძებდი განახლებას,და ვეძებდი აღდგომის კვალს.

ხომლი მოკვდა,დაიბინდა; აიღველფა ცის ეთერი,
ცის ნათელი გადაევლო სევდიანი, მტრედისფერი,
შენ არ სჩანდი…დავიკვნესე და სიჩუმემ მომცა ბანი,
და დაყრუვდა ჩემი ბინა, და ჩავაქრე ჩირაღდანი.

დიდი ხნიდან ვურიგდები ჩემს წამებას, მოძმეთა შურს,
ცხოვრებასაც აღარ ვებრძვი და ცხოვრებაც აღარა მსურს…
დიდი ხნიდან ბედს მივენდე ,და იმისი მსხვერპლი ვხდები,
და მომწყურდა ყველაფერი, და ყველაფერს ვურიგდები.

მაგრამ ამ ჩემს მარტოობას, სიჩუმეო, ყური მიგდე,
ჩემს უსაზღვრო მარტოობას მე არ ძალმიძს შევურიგდე.
სახსნელი გზა კი არსად სჩანს,და ამაოდ ველი მშველელს…
და ამაოდ დღე დღეს მისდევს, და ამაოდ ცვლის წელი წელს.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 20:22 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რად აგიჩემე არ ვიცი ,
რად გამიმწარე საწუთრო..
არც მემეტები დაგკარგო,
არც მინდა დაგისაკუთრო..

არ მინდა, რადგან ვაი თუ
სულ გავიწირო ბედისგან,
ჩვეულებრივი გახდე და
ვერც გაგარჩიო სხვებისგან..

ამიტომ ისევ ჯობია
ასე შორიდან გხედავდე,
მთელი სიცოცხლე ვიფრინო,
ვერ მოვაღწიო შენამდე..

რუზველტ (რევაზ) მარცვალაშვილი
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 20:22 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძვირფასო მარიამ, როგორ ბრძანდებით?
არ მოგიწერიათ რამდენი ხანია,
თბილისსში აპრილი დაგვიდგა თავდებით,
და როგორც ქუჩაში, სულშიც წვიმს მარიამ.

ელვაა ზეცაში, ჭექა და ქუხილი,
თბილისი წვიმების სურნელით მთვრალია,
მე თქვენი დაკარგვის მომაწვა წუხილი,
ამიტომ მოგწერეთ ძვირფასო მარიამ.

ჩემს თავს საოცრად უცნობი რამ ხდება,
გარეთ წვიმს, ოთახში ტკივილის ქარია,
დილით კი თქვენი თმა საწოლზე არ მხვდება,
არც თქვენი სიცილი არ მესმის მარიამ.

რამდენჯერ სიკვდილის სუდარა ვითხოვე,
ეს ალბათ ბავშური სისუსტის ბრალია,
ყოველღამ თვითმკვლელი ფიქრები მიხმობენ
ყოველღამ ვკვდები და ვცოცხლდები მარიამ!

დამღალეს ქალებმა, გარბიან უკვალოდ,
დამღალეს ძალიან, ძალიან, ძალიან!
გადაწყდა დღეიდან ვიქნები უქალოდ,
გზა დამილოცია ძვირფასო მარიამ.

წვიმს, როგორც იმ ღამით, ჩუმად, რომ გითხარით,
ჩურჩულით - მიყვარხარ, ძვირფასო მარიამ,
მერე თქვენ წახვედით, დასრულდა სიზმარი,
მე ქუჩას გავყევი, სველსა და ქარიანს.

ძვირფასო მარიამ, თქვენს მანდილს ვინახავ,
ნიავს არ ვაკარებ, სულ თავზე ვევლები,
ნუ დარდობთ, ტკივილი მე ბევრი მინახავს,
წვიმს, როგორც იმ ღამით გეგონათ ცრემლები.

მერწმუნეთ არ ვტირი, არ ვტირი მარიამ,
ჩემი ხსნა ქრისტეა და მისი ჯვარია!

/თორრნიკე ნაროზაული/
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 20:37 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა ძილმკვდარი მთვარე რომ ჩაქრეს,
ღამეს ალბათ სახელს შევუცვლი,
ფიქრები ქარებმა მომტაცეს...
ფიქრისთვის მე ვეღარ მოვიცლი -

ახლა თუ გამაფრენს თოლია,
ზეცისას ჩამოვწყვეტ საყურეს,
მთვარესაც თვალები ჰქონია,
მშორდება და ბრაზით დამყურებს.

\"ან ღმერთს გიწოდებენ, ან კიდევ სატანას\"
უნდა შეეგუო, ვით ჭირისუფალი.
მრავალი სიყალბის მოგიწევს ატანა...
მაგრამ მთავარია,
ხარ თავისუფალი.

მაშ, თავისუფლება, ჯონათან,
სიმართლეს ზეცაზე გავაფენ,
სამყაროს ამ ღამით მოვნათლავ,
სამყაროს შენს სახელს დავარქმევ.
\"მაშ, არავითარი საზღვარი ჯონათან...\"
(არც ლექსში).

მე ფრთებით გავივლი ჰაერში,
მივფრინავ, მივყვები მარათონს,
სამყოფლის მზე მიდგას თვალებში.

ახლა,
ძილმომკვდარი მთვარე რომ დაბნელდეს,
სამყოფელს შენს სახელს დავარქმევ,
ჯონათან.

გიორგი არაბული


Сообщение отредактировал nukria - შაბ, 14.05.2016, 20:44
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 20:44 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზე ამოვიდა!მზე, რომელიც ჩემშივე სახლობს,
მზე არა სადღაც მეცხრე ცაზე,არამედ გულთან!
და მე მოვდივარ შენს ხელებთან,რადგანაც მახსოვს,
რომ შენს ხელებში უკეთესად ვფიქრობდი მუდამ!
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 20:57 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ შენ არ გიკვირს,
ზღვას ეოცება
ჩემი შენდამი
ღრმა სიყვარული,
დროს უკვირს
ჩემი მწველი ოცნება
და ცეცხლს - ეს ცეცხლი,
გულს მიფარული.
დაე, სულ ენთოს
ჩემს სიხარულში,
არც იყოს მისი
დამაქრობელი;
ჩაკეტილი ვარ
ჩემს სიყვარულში
და ჩემს გულში ვარ
გამაგრებული...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость