ლექსები თბილისის ფორუმიდან - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ლექსები თბილისის ფორუმიდან
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 20:58 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...გემით “დალანდი” მოვდიოდი სამშობლოსაკენ
და მთვარისაგან გაღვიძება გულს დარდად ჰქონდა;
მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ
და არ მახსოვდა: მქონდა იგი, თუ მომაგონდა?.."
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 20:58 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შროშანის ქათქათა კაბით
სამჭედლოს ეწვია მთვარე,
და ბიჭი უყურებს ჩუმად
და ვეღარ აშორებს თვალებს.
თეთრ მკლავებს იშიშვლებს ურცხვად
და ოდნავ ნისლიან ცაში
ავხორცი და წმინდა მთვარე
თითბერის ძუძუებს აჩენს.
- ო, მთვარევ, გაიქეც, თორემ
სულ მალე ბოშები მოვლენ
და გამოადნობენ შენგან
ბეჭდებს და საყურის რგოლებს.
- პატარავ მომეშვი ახლა,
მე მინდა ცეკვა და ლხინი,
ბოშები როდესაც მოვლენ,
შენ გრდემლზე გნახავენ მძინარს.

- ო, ჩქარა, გაიქეც მთვარევ,
არ გესმის ფლოქვების ექო?
_ უყუჩე პატარავ, კარგი,
კაბაზე ნუ მადგამ ფეხებს. . .
ველების შმაგ დოლზე უკრავს
ნალების ფიცხელი რკინა,
სამჭედლოს ვეება გრდემლზე
პატარას ნებივრად სძინავს.
მოჭუტულ თვალების ელვით
განათდა უეცრად შარა,
ბოშები გამოჩნდნენ გზაზე _
ბრინჯაოს ზმანებას გვანან.
ო, როგორ აკივლდა ჭოტი,
დაბურულ ჭალების მთვარეს
ხელჩაკიდებული მიჰყავს. . .
სამჭედლოს ეზოში ისმის
ბოშების ტირილის ზარი,
და ოდნავ ნისლიან ცაში
მიდიან ბიჭი და მთვარე.

ფედერიკო გარსია ლორკა.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 20:58 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დუმილი რეკავს,
დუმილი რეკავს
ჯვრით,
ალავერდით,
გელათით,
ტბეთით...
ხმა თუა ნეტავ,
ხმა თუა ნეტავ, _
ამ უხმო ხმაზე
რომაა მეტი!

დუმილი რეკავს,
დუმილი რეკავს
დუმილი რეკავს
თვით პეტრიწონით...
მკვდარიც კი თუა
ქართველი ნეტავ, _
ეს რეკვა მისთვის
როა ლიტონი!

დუმილი რეკავს,
დუმილი რეკავს
ზარზმით,
ოპიზით,
ოშკით,
ხახულით…
ხან ფერად შვინდი,
ხან ფერად ლეგა, _
რეკავს სამრეკლო _
ხმადაკარგული.
დუმილი რეკავს...

მუხრან მაჭავარიანი
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 20:59 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დგახარ ფანჯარასთან,
ისევ უძილო და ღამენათენები,
უკვე ოცდაექვსი წელი გადაფასდა,
სადღაც ულამაზოდ ჩანან ანტენები.

ბედი გამოსარჩევს თვითონ გამოარჩევს,

მიდი,
გაუჩხირე ფილტვებს სიგარეტი,

წერე,
ძარღვებიდან სისხლი ამოქაჩე.

მთელი თავის ყალბი სიგრძე-სიგანეთი
აგებს დედამიწა კედლებს გოდებიდან,
არ ღირს ეს ცხოვრება ყოფნად პურიტანულ,
ზურგზე აიკიდე შენი ცოდვები და
ერთიც არ გამოგრჩეს უფალს მიუტანე.

მიდი,
გაიშიშვლე სულის ნაწილები,
ძვლებზე ჭუჭყიანი ხორცი აიკეცე,
ახლა პატრონობენ მიწას ნაძირლები,
ვერ აგიტანენ და
ცაში გაიქეცი.

წერენ სირეგვნეებს ახლა არნახულებს,
გმეტობს პოეზიის ვიღაც ანთოლოგი,
შენ კი ძველებურად ნერვებს ამარხულებ,
სულით შეშლილი და სისხლით პათოლოგი.

ყველა თანაგრძნობა არის სისულელე,
როცა ტკივილისგან ცაა ნაცრისფერი,

გარეთ არ გამოვლენ სახლში მისულები,

მიდი,
ნუგეშია ახლა არაფერი.

მიდი,
წინააღმდეგ ყველა დინებისგან,
უნდა მოდიოდე,
წასვლის დრო თუ არის,
მიდი,
გაამტვრიე მკერდით მინები და
წითლად გადაღებე დაბლა ტროტუარი.

მიდი,
წერე შენი ყველა სიგიჟიდან,
ფეხზე დაიკიდე თუ არ გაღიარეს,

მიწა მიატოვე,
ცამ თუ მიგიზიდა,

წვიმა?

წვიმა ისევ მაგრად აგვიანებს.

ნიკა ჩერქეზიშვილი
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 22:41 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნ ეტავ, ის ნატვრა მანატრა,
ა უხდენელს,რომ ინატრებ,
ნ ეტავ ბორკილი ამყარა,
ახდეს,რაც გულით ვინატრე.
სველ სარკმელიდან მანახა,
ენად ართქმული ზღაპარი,
ლურჯ ციდან ჩამოანათა,
ერთი საჩემო ვარსკვლავი.
პატარა გული ამჩატდა,
აღწევს თავისით მიზნამდე,
ნატვრით სურვილი აცხადდა,
ოცნებით, სად არ ვიარე.
ვნატრობ, რაც სანატრელია,
ახდეს,რასაც კი ვინატრებ!

ნანა სელეპანოვა
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 22:41 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების,
სადაც რომ იმალება იაგუნდი, ლალები!
საიდუმლო მღერალი, კიდევ მრავალფერ ალით:
ასეთია მფარველი - საყვარელი თვალები!

საიდუმლო ალები! ისევ მომემალება
უმიზეზო წვალება და ლურჯი მწერვალები!
ვარსკვლავებით მწირველი, ლოცვა - გასაკვირველი,
ასეთია პირველი ტრფობის ინტერვალები!

სერაფიმთა ბაგეზე უნაზესი, ფაქიზი -
რაინდობად მაქეზებ შორით უმხურვალესი!
საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების,
სადაც რომ იმალება შორეულთა ალერსი!

ქრება ქარში შანდალი (ოცნება შარშანდელი),
და თამაშში მანდილის ჰქრიან თებერვალები!
საიდუმლო ალები! ისევ დამევალება
უმიზეზო წვალება და ლურჯი მწერვალები!

გალაკტიონ ტაბიძე
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 23:55 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები
და წავალ ქარში, როგორც მოცარტი
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.

დღეს ყველგან მზეა, ეხლა ამ ბაღებს
და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს,
მაისი ალით ააზამბახებს,
ვით შეყვარებულს და მეოცნებეს.

ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,
ლამაზი შუქთა მარადი ნთებით:
მე – მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,
მყინვარს – უმძიმეს იაგუნდებით.

ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე
მშვენიერების ლექსით მქებელი:
დღეს ყველგან მზეა და სილამაზე
სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი!

- გალაკტიონ ტაბიძე-
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 17:32 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიგარეტი, პურჭყი...
ნაგვიანი ქუჩა.
სიტყვაც ფერად ჭუჭყის,
ბოლო რომ არ უჩანს.

ასე მოსწონს ვანოს,
ასე ზრდიდნენ უჩას.
უხარია ანოს (და)
მზესუმზირას ჩურჩავს.
==
თემის გმართებს N (ენი) ლექსი
როდის გაანაღდებ ვექსილს?
თავს იმართლებ აბა როგორ
დაუძახებ პირად ვექილს?
========
ეს თემა ხომ ყველასია
ვისაც შეუძლია კაფვა
შენ მოხვედი, მთავარია
როგორც ხედავ, დღეს მეც აქ ვარ
===
მოვიდა ნისლი...
თემაში ცივა
და წვიმის ნაცვლად
რითმები ცვივა
==
უკვე შემოვედი
ფართოდ ვაღებ ფანჯრებს,
თემას COმოკლავს,
თუ არავინ ანჯღრევს.
მიეცემა ძილს და
ნელა გავა გაღმა..
ალბათ გახსოვს– ავი
ენით ხე რომ გახმა..

როცა ენას და გულს
ბოროტი და ავი
ასე სურს და უყვარს–
როგორ შევძლოთ ზავი?
==
თემა მიდის ნელა
დინჯად როგორც მტკვარი...
სოფლად? - ისევ ბნელა,
ვერ დამარხეს მკვტარი.
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 18:04 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლამის გალაკტიონოვიჩ! biggrin.gif
თემამ მოიმატა ციდა smile.gif
ამბობ, დროა ქალს მივხედოთ,
მე მზადა ვარ, ოღონდ თქვი და...
კიდევ ერთხელ სიძეს ვთხოვოთ
ეგებ ლექსპრომტ გავათხოვოთ ...
======
მარგალიტი ქალის პატრონს
სახვეწარი რა მაქვს ვეჟო?
ჯიპიან სასიძოს ვწუნობ,
მითუფრო თუ მართავს პეჟოს chest.gif
გასასაღებელი არ მყავს
ჩემი ქალი, ბროლ-ფიქალი,
სადაც ღირსებაა- ჩემი ლექსპრომ-
ტის ზე-სასი ძოც იქ არი.

-----
გადავწყვიტოთ მოდი ასე
კვერსაც დაგვიკრავენ სხვანი
დავუტოვოთ წმაწურკაცსა
თავისუფალ არჩევანი

თუ არ მოწონს ჩვენი ქებულ
ლექსპრომტ - თავში ვურტყათ ურო?!
საპატარძლოს მეტი რაა
ადრესზე: "უსათაურო"
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 18:35 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მართალი ხარ. დაძალებით
არ იქნება როგორც თქმულა
დაძალებას არასოდეს
არავისთვის მოაქვს ქულა.

ლექსპრომტი რომ დასრულდება
და ზაფხული შემოაღებს
კარს, ჩვენ უკვე კაფიაში
მოვრწყავთ ია-ვარდის ბაღებს
ჩვენ რომ ვლექსავთ აი ეგრე
შეუძლია ერთს (ორს) ათასში
ჩაგვიგდია წმაწურეთის
მოსახლეობა მანდრაჟში
==
სპორტსმენებმა წალეკეს
ხელოვნების აკვანი... biggrin.gif
დაუძახეთ პატარძალს
ქორწილს ელის მავანი.
==
იქით ოთახში ვერ დადგეს სტენკა
აქეთ გამართეს მათ ჟოპასტენკა.
ჰმოსავთ ფუთების მათ სპორტულები
ნაღდი Zvelman - ის ლექსპრომტულები.

აქ რომ ძუნძულებთ და თან ჰყრით ნაგავს!
აბა ვინ არის მათი ამკრები?
კალოში თელავს წმაწურთა ნარგავს
შიგ გაზიკი დგას სოფლის ნაკრების.
--
მოკლედ ბევრი ვეცადე,
ქსელი ვქსოვე ობების.
თუმც არავის ეწადა...
დროა დამშვიდობების!
==
მოშაყირე შემოსულა ლენ
რია-რია აუტეხავთ უზერთ
თქვენც დაწერეთ ერთი-ორი სტროფი
ჩემს კაფიებს კრიტიკით რომ უმზერთ
==
შემოვედი, ვნახე შედევრები
და მაღალი პოეზიით ვთვრები.
აქ ვერ ვნახე მე უზერთა კრება..
კოღო წუის..- რომ აუქშევ -ქრებ
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость