ლექსები თბილისის ფორუმიდან - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ლექსები თბილისის ფორუმიდან
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 18:36 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახალი თემის შექმნის
მიზანი იყო რომა-
ჩაცხრომილიყო წინა
კაფიის ბრაზი-წყრომა.
გამიჯნულიყო დროით
უთავსებელთა ნება,
რომ არვის და არც თემას
ჰქონოდა ტკენა-ვნება.

კეთილშობილი ესე
ქმედება მოინათლა
როგორც ზნეობის რღვევა,
და უკანონო მართლა.

მათ ვერ გაიგეს ლექსპრომტს
რა ჰქონდა მოტივ-აზრად,
და ამის გამო ორივ
თემა გადიქცა ბაზრად.კეთილ საქმისთვის მუდამ
მომიდრეკია მუხლი.
მომავალ თემას უკვე
თავს აქედანვე ვუხრი.
მოვედი კეთილ ზრახვით
და თუმც კვლავ დამხვდნენ ავად-
სიკეთე გაიმარჯვებს!
შენ უკეთ უწყი, თავად.

love.gif
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 18:40 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩაშლას ვერ ვიტყვი.. ხშირად
განგება– ბედისწერა
კოჭს ალჩუზე სვამს საქმეს–
ჩვენ რომ ვუყურებთ ცერად smile.gif

არის პირუკუც– სადაც
დიდ წარმატებებს ველით
იქ მუხთლობს ბედი, გვტოვებს
მშრალ ხახით, თვალით სველით.

ილია ამბობს: ღვთაებრ–
მუდამ მრთელდება გული,
წუთისოფელი რჩება
ძვალივით გამოხრული.
---------
თადარიგი დავიჭიროთ ჯერე–
გრძნობებს ცრემლი დავადინოთ ღვარად
(როგორც ინდურ სერიალში), რომ თქვან–
კინკლაობა გვიღირდაო არად
==
დამოყვრება, სიყვარული
მეგობრობა გზად და ხიდად
თუკი მთავრად მიგაჩნია
არ დაეძებ საბაბს დიდად
88
ამ საქმეში თადარიგსა ვერვინ
ვერ დაიჭერს, არ ივარგებს გათვლა
ჩვენ ჯერ სიძე ვერ დავითანხმეთ და
ახალშობილის გვსურს უკვე ნათვლა

როგორ არა კაცო, აპოპტოსმა
აგერ, მითხრა– სურვილი კლავს სიძეს
მაგრამ მორცხვობს,ყმაწვილია, თუმცა,
მისი გული სატრფოსაკენ იწევს.

რა ნათლობა რის ნათლობა კაცო,
ჯერ თაფლობა, მერე კიდე 9 თვე
დააცადე მტრედებს, მერე ნათლე,
როს ბუდიდან იფრენს წყვილი მართვე rolleyes.gif
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 18:42 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მორცხვი სიძე როგორ შექმნის ოჯახს?
არც მის სიტყვას არ ექნება ფასი
თავს იფასებს წმაწურკაცი ისე
ლექსპრომტს უკვე მოეკიდა ხავსი

მე ბოდიში თუ ვცოდავ და ვარღვევ
მდუმარებას და თემის ძილს ათპირს,
თქვენ ილექსეთ (წინ წავიდა საქმე)
მე კი 6–ზე დავესწრები თათბირს.

წმაწურს უნდა დახმარება ახლა,
რომ იზარდოს, გახდეს უფრო მეტი,
დაიტიოს ის სილაღე, სითბო,
რაც კი მომადლებული აქვს ბედით.

წმაწურს უკვე დავეხმარეთ
34 გვერდზე ვართო
ჩვენაც კარგად ვმხიარულობთ
მკითხველებსაც მაგრად ვართობთ...
00

თითქოსდა ღობე გაურღვიეს
წმაწურის ედემს,
ფუჩეჩის ლექსით,
ყვავილებშიც რომ ღოლოს ეძებს..

წაიყვანეთ და მიათხოვეთ
ლექსპრომტი ჯონდოს,
გინდა ჯემალას,
თუ გინდათ ბონდოს.

პატრძალი კი - ცრუწმაწური,
რით ვანუგეშო?
მის ნაკვალებში
მოწყენილი თვლემდა გომბეშო.

წადი და სახლი შენი ისევ
ჩალით დახურე,
მერე აქ წერა რითმების ბრძოლით
დაიმსახურე.
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 18:45 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვხედავ ღმერთო როს სიწრფელეს აქ აქვს გზა მოკლე,
როს სიკეთის ქმნას ხაფანგს უდგმენ, როგორც დამოკლეს
როს სიმართლეს და გულწრფელობას ასხამენ ტალახს-
განლევადია. და სამართალს შენს, რა გამოლევს!

ორივ თემა თავის ბედის მორჩილია
დაუკარით, უპატარძლო ქორწილია!
==
ქორწილამდე ნიშნობაა ძმაკაცო,
არ გავმართოთ აქ ბაზარი ვერისა
ბოლო-ბოლო ამოღერღოს კაფიამ-
უნდა თუ არ უნდა შერთვა მერისა? biggrin.gif

მაისის თვე არ ვარგაო ჯვრისწერად
(მე რა ვიცი, გაიძახის ხალხია )spy.gif
ჩვენც ივნისში ვაქორწინოთ, ცხრა თვეში
გაუჩნდებათ ტყუპი - ლილე, ჩალხია biggrin.gif

მტრის ჯინაზე ლექსში მაინც გამრავლდეს
ქართველობა თორემ ჯავრი მინელებს
ეს მთავრობა რაღაც ფარულ გზებს ხლართავს
და სამშობლო რჩება მგონი ჩინელებს !
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 18:57 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ ვიცოდი მაგას მერი რომ ერქვა,
ეგ სახელი ცუდად არის დაცდილი,
უცებ წავა, ღამით სულ სხვას გაჰყვება.
გავთხოვდიო წერილს მისწერს სხვს დილით.

ნუ აჯანჯლებთ ერთ დღეს იყოს ნიშნობაც...
თუმცა დინჯად არას იმჩნევ სასიძო,
მე ხომ ვიცი კაცი დნება იშლება...
და მაყარიც დიდგორობს და ასპინძობს.
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 19:24 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ რა ვიცით, ეგრე მოხდა მართლა?
იმ მერიზე ჩვენ მოგვიყვა მითმა..
თუმც პატარძალს სულ არ ქვია მერი,
ღმერთო, რას არ გათქმევინებს რითმა biggrin.gif

ნიშნობაზე, როგორ წესი არის,
ქალის ოჯახს სტუმრობს სიძის მხარე : biggrin.gif
მაშ როდის ვქნათ, იქნებ ახლა დავთქვათ,
ალბათ, როცა გაივსება მთვარე?...?
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 19:28 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წადი ის ლომი მოძებნე...
აქ რას დაძრწიხარ ტურადა.
თემის გამყოფი მოენე
წმაწურს მაჰსულხარ სტუმრადა!

ხარი გყავ შესაწირავი
თემას მაეპყარ მტრულადა!
ეგ თავი გასაწილავი
ლექსპრომტ მაახმარ სრულადა!
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 19:36 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სათნოების და სიკეთის
მანდილი და კაბა გმოსავს, bis.gif
მაგრამ ყურძენს ვერ წვდები და
მის სანაცვლოდ ღობეს ყნოსავ biggrin.gif
* * *
nipponcaucasus
თავს ცუდად ნუ დატრიალებ
ბავშვებს, როგორც ქორი, ძერა,
ვაი თუ არ დაგპატიჟონ
იმ ქორწილში..თორე, მე რა,

==
თავის დროზე არ აკეთე
საშინაო დავალება
ალბათ ამიტომ გეშლება
გაყოფა და გამრავლება.

ნიპონ, სანამ შენ გაიგებ
ვინ მოყვარე– ვინ მტერია
იმედი მაქვს რომ მანამდე
გაბრწყინდება იბერია
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 20:21 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა უნდა გითხრა აბა,
ხახიდან მოგდის შხამი
ჯერ არ მინახავს მართლა, სხვა
შენნაირი ხამი.

არ გეკითხება ნაღდად
ჩემი მოსვლა და წასვლა
ბოღმების ნთხევას, იქნებ
სცადო ზრდილობის გასხვლა.

აღარ მომწერო მეტად
არ გიპასუხებ სულ რო
შემოეხვიო ჩემს ლექსს
როგორც ალვისხეს სურო!
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 20:23 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ არ იციან კაფვის
ძალა და მისი სტილი
გაბობღდებიან თავზე
ვითარცა ღორის ტილი

ვერა თოკავენ თავსა
ჭარბად ანთხევენ გესლსა
თვის აბდაუბდა აზრებს
მცდარად არქმევენ ლექსსა

პ.ს. ლექსპრომტმა დამაბარა
"უარი უთხარი მტკიცე
არ მივყვებიო ცოლად
თან ხოშიანად სტკიცე !
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость