ლექსები თბილისის ფორუმიდან - Page 8 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ლექსები თბილისის ფორუმიდან
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 21:43 | Сообщение # 71
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გული არ გითმენს, ჩქარობ
რომ სიტყვა მითხრა მწარე )
რა გბოღმავს როცა ქვეყნად
ყვავილობს არე-მარე? biggrin.gif
კაფიის კარზე მოსულს
რომ მისაფრდები ეგრე
მალულად, მოფარებით
როგორც მუსიე მეგრე biggrin.gif

მოვედი შუაკაცი-
ჯვარი დავწეროთ თემებს bis.gif
დღეს თუ არ მეტყვით პასუხს
ღამეს რა გაათენებს?
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 21:44 | Сообщение # 72
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სახლში, თაროზე ბარათმა,
აშალა მძიმე ტალღები.
მერე ლექსპრომტ-ფაღარათმა,
მოფინა იალაღაები.

გახარებულა სოფელი,
წყალს აღარ უჭერს დევია,
საწყალი ლექსის მშობელი
ჰაი რომ მართლა ბევრია!
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 21:48 | Сообщение # 73
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უგნური ლექსად ამბობდა
-მივქრივარ ცხენსაღარათი.
ცხენჯოხით ლექსპრომტ გარბოდა
მხედრად ალხან-ჩალხანათი.

პირტიტლიკანა სად მიხმობს
პირვერცხლს ზედ წვერჭაღარათი?
მერე რატომღა უგნურობ?
ვერცხლით იხეხავ კბილებსა?! biggrin.gif
რად სწერ, შე კაცო, ამდენსა
ლექსსა ჩვენასატირებსა?

სხვის თვალში ბეწვის ძებნასა
შენსას მიხედე დირესა
ლექსპრომტი კიდევ მრავალჯერ
უშენოდ მაილხინებსა! kiss
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 21:50 | Сообщение # 74
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ მესმის. ნეტავ სად ატყობ
ლექსპრომტსა მასალხინებსა?!
წააგავს ჯონდოს ანაწყობ
მასკვიჩსა ნარიხინებსა.
ოცდათერთმტი გვერდია
სადაა დიად მიზანი
იქ თუ მასკვიჩით ვრიხინობთ
აქ გაგიფუჭდათ ნისანი?!
ეგ კოჭებამდე ხალათი,
გიხდება, თივთიკისანი,
ზე მიჭყეტს 2 სალდათი.
რეზინის კალოშისანი.

თუ გამიფუჭდა ნისანი
ახალს მიყიდის ქისანი,
გაიქე აქ არ დამირჩე
მარშუტკა გიცდის ისანში.
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 21:51 | Сообщение # 75
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეგ სიტყვა ქართულ ლექსიკონს
რად შეამატე, ძვირფასო? biggrin.gif
ისანის ხაზზე მოძრაობ?
დიზელი ისევ ძვირს ფასობს?
ჩემი ბენზინზე მუშაობს,
დიზელიც ალბათ ტოლს ფასობს.
ლექსპრომტ-პროპანის შაირი
წმაწურთან ვერა ტოლფასობს.

ნუ ეჭიდები ხავსებს და
ნუ ბოლავ შაქროს ჭრაქივით,
სანამ გაგიღე წმაწურში
ბარბარიზმების არქივი.
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 21:52 | Сообщение # 76
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ "რითმის" "აღმოჩენაში"
დაგხმარებია ენტერი biggrin.gif
ეს სარეველა რითმები
გქონია ერთი ცენტნერი
რა კვანტებს მიდებ რა გინდა
სად სპეისი სად ენტერი?
დილაადრიან საბნიდან
ამისთვის შემობენტერდი?

მიხოს წააგავ პატარას
ქვევრს ლანძღავს როს მოძახილით!
რა ბანძი რითმაც ჩამძახე
იგივე ამოძახილით.
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 21:53 | Сообщение # 77
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ხშირად ურევ ასოებს
იქნებ ბრალია ყანწისა
დაგიწერია "ბანძია"
მაგივრად სიტყვა "განძისა"...

მაგრამ აქ ქვევრი არაფერ
შუაშია, სხვაა საქმეო -
არ გამოგივა კაფია
თუ ბოღმა არა დაგმეო!
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 21:54 | Сообщение # 78
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზემ მანათებდა სახეზე
სიყვარულს ფქვავდა აპრილი
მერცხალი გეჯდა ცალხელზე
უცქერდი შენც თავჩახრილი.

მახარებს ორი წერტილი
მეგობრად რომ ჰყავს ფიფქია,
იმ ფქვილით გამოძერწილი
შეგირიგდები - მითქვია.
მანამდეც დაგიხატავდი
წერტილ-ფიფქს, თუკი გწყუროდა
შეგირიგდები - ასე თქვი
შე კაცო, ვინ გემდუროდა?
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 21:54 | Сообщение # 79
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფუტკარო ნუ გეშინია ,
მე შენთვის ვწურავ კაქტუსის ნექტარს gigi.gif
წაიღე გული შენია...
ვეღარ გიყურებ ცივსა და ფერმკრთალს.

არ იფიქრო, რომ მკვდრებს მიგაწერე... givi.gif
უბრალოდ, გაცივდი და ფერიც აღარ გაქვს...
წამო გავიდეთ სუფთა ჰაერზე...
თან კოხტად შეგიცვლი მაგ შავ-თეთრ ავატარ
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 22:03 | Сообщение # 80
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შევეცდები თბილი ვიყო,
სიკეთე არ დავივიწყო.

გაზაფხულიც მოსულა,
კვირტნი დააორსულა..

გაზაფხული გიყვარს?
მისი მოსვლა გიხარს?

მოლოცვისთვის მადლობა,
გაგიმარჯოს ოხუნ–ჯი,
პლანტაცია რომ მქონდეს,
თხილს მოგცემდი ორ ხურჯინს
---
სად ქეიფობ ნიპო?
ბუნებაში?
რესტორანში?
დათვი სადმე ხომ არ ჩანს,
თაფლი თუ აქვს თათში?

ბუნებობის დროა,
გარეთ მწვანე როა.. smile.gif
00
სად ქეიფობ ნიპო?
ბუნებაში?
რესტორანში?
დათვი სადმე ხომ არ ჩანს,
თაფლი თუ აქვს თათში?

ბუნებობის დროა,
გარეთ მწვანე როა.. smile.gif

--
შენ პოსტს კითხულობს მუჯირი,
დათო კი არა, თამუნა..
თხილი რომ მქონდეს ხურჯინით,
გადავიქცევი ხრამუნად..
00
აბა, რა გითხრა
სემირამიდა,
შენ მე ისეთი
ცილი დამწამე,
რა ჩემი ბრალი,
თემის მამიდა,
თუ სხვაგან ბრაზით
იგლეჯს წამწამებს..
დიაცებს ვიწვევ
თემის გახსნიდან,
ლექსები მათზე
ცხელ ფიქრში ვრეცხე,
დამთავრდა ''მარხვა'',
უკვე გახსნილდა
და ველოდები
ჭიკჭიკა მერცხლებს.. biggrin.gif

დაცლილი სწრაფად
ივსება კათხა,
დარდებს ქაფქაფა
ცივ ლუდში ვგუდავ,
შენ კი ძამიკო
აქამდე სად ხარ,
რად არ გაუხსენ
შენ ლექსებს გუდა?

---
უცნაურია.. სწორედ ამ წამს ,
როცა ძებნას დავწკაპე თითი,
თქვენ გამახსენდით! მკაფველები.
მართალს ვამბობ, არა ვარ ფლიდი smile.gif

ჰოდა, ძებნამ - რას ვხედავ,
მოგიპოვათ თქვენ,
შემოვედი, დავწერე,
გამონათდა დღე smile.gif)

პ.ს.
ამინდია გარეთ მძაფრი,
გაზაფხული ბოლავს..
გაუმარჯოს აყვავებულ
ცაცხვს, ატამს და ბჟოლას

==
იუწყება მოამბე...
იუწყება პალიტრა...
თერგი კლდეებს მოანგრევს...
მგზავრული ცად გაიჭრა...

ახმაურდნენ სახლები....
თავს იწონებს გზად ბაღჩა...
დააქვს ნიავს ამბებად:
ტიტუუუუ თემა გადარჩა!
შემოსულა ნარნარით
თმაგაშლილი მარიკო,
თითქოს თბილი სხივების
აბლაბუდას გავები,
გაყინული ხალისი
უკვე გამომდნარიყო,
გზებზე ლამპიონებსაც
დაეხარათ თავები.
==
შემოსულა ნარნარით
თმაგაშლილი მარიკო,
თითქოს თბილი სხივების
აბლაბუდას გავები,
გაყინული ხალისი
უკვე გამომდნარიყო,
გზებზე ლამპიონებსაც
დაეხარათ თავები.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость