ლექსები თბილისის ფორუმიდან - Page 9 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ლექსები თბილისის ფორუმიდან
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 22:05 | Сообщение # 81
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცოტა ფილო–სოფიურად
გიპასუხო უნდა:
ეს ცხოვრება, ჩემო ოხუნ,
არ ჰგავს თოვლის გუნდას:

მისით ვერც კი ითამაშებ,
ვერც გაისვრი სადმე,
თოვლი კიდევ, წავა.. მოვა..
კიდევ ბევრჯერ დადებს smile.gif))

ეს ცხოვრება რინგს უფრო ჰგავს,
შრომას, ბრძოლას ითხოვს,
ცოტა თუ არ შეერკინე,
ქე დაგაგდებს თვითონ.

ჰოდა, მეც ვერ–კინებოდი,
საქმეებში ვეფალ,
თქვენ კი ამასობაში
გაგიშლიათ სეფა
---
მზეს
და
ამინდს ცოფიანს
გაზაფხული აზავებს..
რაის ფილოსოფია,
სითბო გადმოაზვავე! biggrin.gif

თუ
- როგორც თქვეს -
ეს ''ლიბერთი''
ეკასი და მაკასია,
არ იდარდო,
ჩვენც გვაქვს ერთი
თემის მდივნის ვაკანსია..
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 22:06 | Сообщение # 82
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სადღა წახვედით, აქაც არიან
ბაძაღუა და მაქაცარია..
გაბაშვილი და ზალკალიანი,
წვრილ თვალება და შავკანიანი..
კვანჭიანი და არღვლიანები,
უდარდელი და ნაღვლიანები..
ჩქარეული და ყიფიანები,
გალეული და ღიპიანები..
აქ არის თორღვა, ზეზვა, ბეთქილა..
ლექსი, თქვენთვის რომ ამოხეთქილა.. biggrin.gif

დაასრულეთ სტროფი:

რით ვერ გაიძღე შადიმან
ეგ ჩასახეთქი მუცელი..
ქეიფი ეხლა დავიწყე,
ყანწს მაწვდის თანასუფრელი.
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 22:11 | Сообщение # 83
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვით ჭეშმარიტი "ნეკ(ა)ნი"
ვარ ფაკულტეტის დეკანი
ან "ჩაგითვლი" და ან არა
მა რა გეგონა? ეგ არი!
==
ვერტყვიჭალადან თბილისში
ჩამოსულიყო დეკანი.
გაზში ჩაუქრა ვილისი
მოუხდა კუდის ბზეკანი.

ვერტყვიჭალელი ნიპონა
დაღლილა მიწის ბეგარით
თბილისს ჩასულა ნივით და
ხიბლავს შაყირას სედანი

მაშინ გაიგებ რომ ჩათვლილია
როცა ჩაგავლებ ლომივით მე ტორს...
ნუ გავიწყდება ჩემო ლილია
ესაუბრები გამოცდილ რექტორს.

რა გითხრა?! მაგაზე კარგი
ვერ გიპოვია სედანი!
მანქანის მცოდნე ისე ხარ
როგორც ქალების ცვედანი.

რაა მანქანა?- საჭე და
ორი ან სამი პედალი...
ადამიანი - ღირსება
და არა მამალ-დედალი...

პ.ს.წავედი ისევ ლექსპრომტში
იქა ავიღო მედალი...

ჰო ლექსპრომტში უნდა გაცრა
მოშაირე მხედარი,
კიდევ კარგი რომ არ გასძვრა
შენს ველიკას პედალი...

პოსტებში კი გამასწარი,
მაგ სედანით დაქრიხარ?
თუ ამოხვალ კიდევ ჩვენსკენ,
შეგბოჭავ და ჩაგგრიხავ!
--

მშვიდობა თქვენს დაბრუნებას,
ბრძოლაში მარცხის მიუჩვევს.
ბნელია მდაბლის ბუნება..
სფინქსაც ზარბაზანს მიუშვერს.smile.gif

***

უცნაურია ცხოვრება,
მსოფლიო უსმენს პან გი მუნს.
როგორ გვაბოლებს ოცნება?!
თან სუფრას ვუშლით მაიმუნს.

ნიპონავ ჩემო, კაცი ხარ,
ვერ მოგისყიდეს გროშებით,
თუ კვლავ მიმიღებთ ნაციხარს,
დავპოსტავ დრო გამოშვებით..

რას ამბობ? თემა გაზს ჰკარგავს smile.gif
ოხუნჯს თუ არ აქვს სათქმელი.
არც თავის გზას არ დაჰკარგავს
საკმეველი და სანთელი.
თუ თემა რამით დავღალე,
წავალ, მოვიდეს ვინც უნდა..
ბოროტს მოვუწყობ ავღანეთს,
კეთილს დახვდება პიცუნდა..
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 22:26 | Сообщение # 84
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვეღარ მოხვედით, აგებნათ გზა და
გადაიღალეთ შორიდან მოვლით..
მეც, სანამ წერის გამიქრა მადა,
მომილოცია თბილისში თოვლი.
იმნაირად ბარდნის –
ოცნებები ახდება,
ცხრა სიხარულს ასწრებ
სანამ ატალახდება.
ახალ წელს თითქოს ზამთარი
მთებს დაურიგდა პენსიად.
ქალაქს სველი აქ ფაფარი,
დახტის თოვლ-ჭყაპის წვენშია.smile.gif

მიდის მიხოხავს საბრალოდ,
ზაფხულში მკვირცხლი ბენცია.
ჩესტი ამიღე კაპრალო,
საბურავი მაქ მხეცია!
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 22:30 | Сообщение # 85
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დგანან ვიტრინასთან ბავშვები:
- აი მოკბეჩილი ვაშლები!
ადებენ ვიტრინას თითებს,
თხზავენ ლეგენდებს და მითებს.

ჩემს კლასელს აქვს ასეთი,
ჩემს კლასელსაც აქვს მასეთი..
ყინვა მიწვავს გულს და თითებს,
ვთხზავდი ლეგენდებს და მითებს.
----------
გამოთბა, აღარა ჰყინავს,
მაგრამ ქარია ტიალი,
მოველ და ჩემმა სალამმა
დაე გაიღოს ციალი
00000
დროა, გამორთოთ ''კარმები'',
გამოთბა, დღემაც იმატა..
ჩვენ ყველას მივესალმებით,
ვინც მოვა ენაკვიმატად.. biggrin.gif

ვერა და ვერა,
არა და არა..
მახსოვს, ლექსები
რომ ძოვდნენ ფარად,
მოჩანჩქარებდნენ
დიდ ნიაგარად,
ახლა ღრუბელი
მზეს მოეფარა..
არა და არა,
ვერა და ვერა..
სხვისი რა გითხრათ,
მე მაინც მჯერა,
რომ ჩვენ ბუხარსაც
აუვა კვამლი,
ზეცას გააპობს
ყივილი მამლის.. biggrin.gif

===
ხმა ქალისა გამიხარდა,
ეკა ვარო მესხი,
- კარგი გადამხდელი ხართ და
დაგიმტკიცდათ სესხი..

დაგირეკავს ვიღაც ეკა,
გაბამს ღონემიხდილს,
თუ აიღე იპოთეკა,
ჯამში ორმაგს იხდი..

ვისაც ბანკის ''კონცერტიდან''
სესხზე ხელი ეხლო,
ხმარობს მათი პროცენტი და
საპირგასამტეხლო..
---
მე არ მირეკავს არავინ! sad.gif
რას ამბობ ბედი გქონია.
ბანკი სმს-ს აგზავნის
მესხს ჩემად არ რჯის მგონია.

ეგება იმის ხმაზედა,
ძალად დავიდო სესხია.
გადასული ვარ სმაზედა,
აღარ გადამდის ხემსია.

მაუშვი გადმამირეკოს
მულ ეყოლება სეხნია
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 23:20 | Сообщение # 86
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეგზეკუცია
ეგ შეკითხვა რომ დაგისვი
შენ მომიშვირე პასპორტი...
ეხლა თავს საცხი წაისვი,
დაქალებს სთხოვე საპორტი.

უკვე არა ჰგავს შენი ლოლები,
გამარჯვებული კაცის მუქარას.
უსუსურ იყო შენი ტროლები,
თავად იდეაც ჰგავდა ფუფალას.

ეხლა აქ გეტყვი, რაც სათქმელია:
ბოღმა ჭამე და ტვინს ეც დარობა!
კაფვა მიჩვენე რისი მქმნელია,
ვიცი გამოგდის პროზანდარობა.

* * *
იცოცხლე ვაჟას სულო!
მიეც შენს მტრებს ვნება,
უვიცთ რომ ჰგონიხარ,
მხოლოდ პიროვნება.
* * *
კიდევ ვამბობ რომ ეს თემა
არის ლექსის პროსპექტი
სხვა - ჭინთვა და მუცლის გვრემა,
გინდ მოხუცის ხორცმეტი.

მოადუღეთ ბანძი ყავა
ჩაუჯექით ქარადაის.
ჩვენ აქ დავლევთ ლატეს ყავას
ვუცქერთ ფიქჩერ პარადაიზს.
 
nukriaДата: შაბ, 21.05.2016, 23:58 | Сообщение # 87
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყოველ დილით ნიავს მოაქვს სურნელება შენი,
მეფერება შუბლზე ნაზად ანგელოზის კოცნად,
შენი გულის მხურვალება სხეულს მითბობს დედი,
გზას მინათებს და მიფარავს შენი წმინდა ლოცვა.

როცა რაღაც ამტკივდება უფრო გიხმობს გული,
და სიშორე უმკაცრესი განაჩენი ხდება,
მინდა ჩემთან მოხვიდე და მომიშინჯო შუბლი,
შეიცხადო-სიცხე გაქვსო,გენაცვალოს დედა!

მიყვარს ჩემი სიხარულის შენს თვალებში განცდა,
დაფარული მზრუნველობა გაბრაზების შემდეგ,
ისე როგორ გავიზარდე,ვერ შეგნიშნე დაღლა?!
მალე მოვალ დედიკო და დაგიკოცნი ხელებს!

როცა ფეხი დამიცდება შენ ამიყვან ხელში,
მომედები ტკივილებზე ვით მალამო შვებად,
ისევ ცხოვრობს ჯიუტი და ცელქი ბავშვი ჩემში,
წავიქცევი მოგიხმობ და ველოდები შველას!

გადამღალა მერცხალივით აქეთ-იქეთ ფრენამ,
არა,ვეღარ გადავიტან ამ სიშორეს აწი!
ოცნებები მეძახიან,მომიხმობენ შენთან,
ფრთებს გავშლი და სამუდამოდ დავბრუნდები სახლში!

თეონა კიკვაძე
 
nukriaДата: კვ, 22.05.2016, 00:04 | Сообщение # 88
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რის მაქნისია გზა, რომელიც უფალთან არა...
უფალთან არა და სრულიად სხვა მხარეს მიდის?!
რის მაქნისია, ის მოყვარე, რომელიც მამას,
სხვისას კი არა! სხვისას არა! - თავისას ყიდის...

რის მაქნისია, გაზაფხული, თუკი ყვავილი,
ერთი კი არა, ყველა ერთად ასკდება ფიცარს?!
რის მაქნისია ის სიცოცხლე, თუკი ვეღარ გრძნობ,
მკერდში გულსა და ფეხქვეშ კიდევ მშობლიურ მიწას..

რის მაქნისია, ის სიცოცხლე, როცა არ იბრძვი?!
მკვდარი თევზივით გადაჰყვები ტალღებს ნელიად...
მერე მოხვალ და "საართქმულო" არაკად იტყვი,
რომ ეს ცა, მიწა, ზღვა-ხმელეთი ისევ შენია...

რის მაქნისია - ფიქრი, აზრი, დუმილი, სიტყვა...
თუ არ გაჟღერდა, არ იქუხა, თუ არცკი ითქვა?!
რის მაქნისია, გზა, რომელსაც ღმერთთან კი არა,
კაცი სხვა მხარეს, სულ სხვა გზით და სხვა ფიქრით მიჰყავს?!...

ნინო ახალაშვილი
 
nukriaДата: კვ, 22.05.2016, 01:13 | Сообщение # 89
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აბორგებული სტიქიონის მკერდზე მატროსებს,
როცა შეიპყრობს ნაღველი და გართობა უნდათ,
იჭერენ ხოლმე ზღვის ფრინველებს, დიდ ალბატროსებს,
რომელნიც ხომალდს მოწყენილნი მისდევენ გუნდად.

მსხვერპლი უხეშად დაგდებული აწყდება გემბანს,
ლაჟვარდის მეფე, მოწყვეტილი ცას და სინათლეს,
მოუქნელი და შერცხვენილი უმწეოდ კვდება
და ფრთებს ვეება ნიჩბებივით ძლივსღა მიათრევს.

ახლახან ცაში ადიოდა ჩვეულ სისხარტით,
ახლა უმზერენ უსიცოცხლოს, ტლანქს და საძაგელს,
ხარხარით სჩრიან აბოლებულ ჩიბუხს ნისკარტში
და ხტუნვა-ხტუნვით დაკოჭლებულ ფრთოსანს ბაძავენ.

ასე პოეტი მშვილდოსანთა უძლებს დაცინვას,
ღრუბლებს ბრძანებლობს და გრიგალთან ღამეს ათენებს,
მაგრამ მიწაზე, სადაც კაცთა დგას ღრიანცელი,
რომ გაიაროს, ფრთები უშლის გოლიათური.
 
nukriaДата: კვ, 22.05.2016, 01:15 | Сообщение # 90
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მთის კალთები ავიარე ნაბიჯით ნელით,
დიდი ქალაქის ძირს მოჩანდა ამაოება,
ლაზარეთების, პრიტონების სალხინებელი,

სად ყვავილივით გაშლილიყო უსაზღვროება.
ჰოი, სატანავ, კაეშნისა ჩემის მპყრობელო,
შენ უწყი, ცრემლი ვით მადინა ავმა დროებამ,

ვეება მეძავს (იგულისხმება პარიზი) ვეტრფი ვნებით ატაცებული,
მრუში ბერიკაცი ვით მიელტვის საყვარელს მიხრწნილს,
და ვინათლები ჯოჯოხეთურ ცეცხლში ვნებული.

გარინდებულხარ, განთიადის ხმები გიფრთხობს ძილს,
ნისლში ოხრავ და იზმორები უცხო ზმანებით,
მიმწუხრის ჟამს კი ტოგას იცვამ კვლავ ოქროქსოვილს;

ცოდვის ქალაქო, სანუკვარო! კურტიზანები
და ყაჩაღები გვანიჭებენ სიამეს რამდენს,
რომელს ვერასდროს ვერ შეიცნობთ თქვენ, პროფანები.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость