რაფიელ ერისთავი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » რაფიელ ერისთავი
რაფიელ ერისთავი
nukriaДата: ოთხ, 25.05.2016, 17:18 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამშობლო ხევსურისა

სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის,
სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის,
იქ მიშობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,
სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,
არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა
 
nukriaДата: ოთხ, 25.05.2016, 17:31 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შუაღამე გადავიდა,
ასტყდა, ასტყდა ზარის რეკა,
დიდი ზარიც ბოხს ხმას აძლევს,
ზარბაზანმაც დაიჭექა!..
ადექ გიგო, ადე, ადე!
ხალხი მიდის საყრდისკენა,
ადე ჩქარა, ტანთ ჩავიცოთ,
დავგვიანდით მარტო ჩვენა...
ყველა ახლით მოკაზმულა,
ხელთ უჭირავთ კელაპტრები;
ადე, ბიჭო, ტანთ ჩაიცვი,
მაგ საბანში რაღას ძვრები?!
აგერ ზარებს მოუხშირეს,
ხალხი იყრის მეტანიას,
საყდრები სულ ლაპლაპებენ,
გარს უვლიან ლიტანიას!..
მოვიკაზმეთ და გავსწიეთ,
ეკლესია მხიარულობს,
ყველას ტუჩზედ ღიმი უქრის,
მღვდელი გალობს და ლოცულობს!..
აგერ მღვდელმა შეიძახა:
,,ქრისტე აღდგა!” და ჩვენც ცქვიტად
ვუპასუხეთ სუყველამა:
,,ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!..”
ქრისტე აღდგა!_ მიყვარს ეს დღე_
მიყვარს, მიყვარს, მიყვარს დიდად;
მოდი, გიგო, გადაგკოცნო!
,,ქრისტე აღდგა!”_,,ჭეშმარიტად!..”
მოდი, კვერცხი კვერცხსა დავკრათ,
მაგრა იყავ და კირკიტად...
,,ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!”_
,,ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!..”
 
nukriaДата: ოთხ, 25.05.2016, 17:34 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარილზედ მივლენ ბიჭები,
დარდი არა აქვთ გულშია,
ურემი მისდევს ურემსა,
შოლტების ტყლაშა-ტყლუშია!..
ნაცადი ბიჭი მიუძღვის,
ტკბილად დამღერის ხარებსა,
ჰფიქრობს, მოივლის აღზევანს
და ცოლ-შვილს გაახარებსა.
“აღზევანს წავალ მარილზედ,
მარილს მოვიტან ბროლსაო,
გაუწი, შინდავ გიშერას,
რადა ღალატობ ტოლსაო?
გაუწი, ქედის ჭირიმე,
გიშერა ცოდო ხარია,
უშველე, ნურას ცუღლუტობ,
ტოლს დაუჭირე მხარია...
ურემი, ჩემი ურემი,
გამყოლი არის ხარისა,
არ ეფიქრება კლდე-ღრისა...
აღზევნის მთა და ბარისა...
ღერძი უდგია წიფლისა,
გასაპნულ-გაპოხილია,
ზედ თვლები ნიგვზის მორგვებით
გახეშილ-გაჭედილია;
უბე გავაწყე ლართხებით,
დანდლებით გადაბმულია,
ისე გაუძლებს ასს ქვასა,
არსად დასჭირდეს ცულია.
თვლები დავკვერცხე, რა თვლები,
გრგოლივით ჩამოსხმულია,
ჯაგ-რცხილის ფესვებს მოვკიდე
სოლებად იფნის გულია...
გინდ გავატარებ თოკზედა,
არ მოკვდეს ჩემი თავია!..
გაუწი, შინდავ, გიშერას,
ნუ სცრუობ, ნუ ხარ ავია!..
აღზევანს მივალთ მე და შენ,
როგორ არ გაგვიხარდება,
ლოკე და ლოკე მარილი,
არავინ გაგიჯავრდება...
შენ რაღას ხვნეში, ნიკორავ?
ღონე თუ გამოგლევია?
ეშმაკობ თორემ ჯერ ირმას
შენთვის არ დაუძლევია!..

აღზევანს წავალ მარილზედ,
მარილს მოვიტან ბროლსაო,
ჯერ დედას გადავეხვევი,
მერე შვილსა და ცოლსაო!”
 
nukriaДата: ოთხ, 25.05.2016, 17:51 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბაჩანას პასუხად

გადმახალისა, ძმობილო,
შენგან ნასროლმა იამა,
შენი ფანდურის ჟღერაი
მოხუცს გულს მეტად იამა!..
ყური დავუგდე სიმებსა:
დამიტკბეს ბერი სულია,
გადამახედეს ფშაველში,
მთლად ამიჩქროლეს გულია!.
მასმინა შენმა ფანდურმა
მთის ყვავილების ქებანი,
“ფშაური ქალის ტირილი”
და “ტყვის სიმღერით” შვებანი...
ბაასი ბებერ “მუხასთან”
ალმასებრ ლექსით მსმენია,
დავღონებულვარ ბეჩავი,
ცრემლი ვერ დამითმენია!..
შენ დამანახვე, ძმობილო,
“მგზავრის საღამო მთებშია”, —
ფრთები დავუშვი მე დაბლა,
ვეღარ მოგყვები ფრთებშია:
შენ ყმაწვილი ხარ, მე — ბერი,
ღმერთმა გიკურთხოს ჩანგია!
მაწაფე, მოძმევ ახალო,
ბერსა ახალი ჰანგია!
 
nukriaДата: ოთხ, 25.05.2016, 17:57 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ე როგორ არი, ვერ მივხვდი,
როგორი განაჩენია?
მიწა სხვისაა, ვქირაობ,
შრომა კი მარტო ჩემია…
როცა მღალატობს მზე_წვიმა,
და მომიცდება ყანები,
უფლის ნებაა, რა ვუყო,
მე იმას ვეთაყვანები!…
მაგრამ რომ ღალა მიწისა
არ ასცილდება მთესველსა?
სად რა ვიშოვო საბრალომ,
ვინ მომაქვავებს ბედშავსა?
ე შავი მიწა მაინც რომ
სასყიდლად არა მქონოდა,
შავ სამარემდინ _ რა ვიცი,
მე რაღა დამაღონებდა?
 
nukriaДата: ოთხ, 25.05.2016, 18:27 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დათვი და ცხვრები

ცხვრებს დაეხოცათ მწყემსები,
ძაღლებიც, მცველნი ფარისა,
დარჩნენ ოხრად და ტრიალად,
მტრისგანაც შესაწყალისად…
მოგეხსენებათ, მტრადა ჰყავთ
მხეცებიმრავალ გვარისა:
მგლები, აფთრები, ფოცხვრები,
მქონენი მახვილ ბრჭყალისა.
ავნი და შავნი…
ცხვარნი და კრავნი
რა დარჩნენ მარტოდ
და უპატრონოდ,
დიდხანს იხტუნეს,
უნავარდეს მზეს…
არ ახლდათ კაცი…
გაუძღვათ ვაცი
და მიიყვანა ერთს დაბურულსტყეს,
აქ დაბინავდნენ და დაისვენეს…
უცებ, შეხედეს, გამოჩნდნენ მგლები
და მოცუნცულდნენ პლუტი მელები,
მსურველნი_დასჭრან კრავებს ყელები!
ამ დროს გამოდგა დათვი მთაზედა,
ბღავის,
იძახის:
,,ნუ გეშინიათ, მოგეშველებით!..”
რა იცნეს იგი ბოხსა ხმაზედა,
მგლები შეცვივდნენ იქვე ტყეშია,
მელები შეცვივდნენ სოროებშია…
მობრძანდა დათვი…
არ იცის ხლართი,
როგორც მელიამ,_
მრუდის და მართლის პირში მთქმელია…
მოიხმო ვაცი და უთხრა
გულითა მტკივნეულითა:
გავიგე, დაობლებურხართ,
ამისთვინ ვწუხვარ სულითა;
ნუ გეფიქრებათ მტრისაგან,
მანამ მე გყავართ ცოცხალი,_
ჩემს კალთას ქვეშე იზრდება
ბევრი ბედკრული, საწყალი”…
,,თქვენს მფარველობას ჩვენ რა ღირსნი ვართ”, _
მიუგო ვაცმამჩხავანის ხმითა:_
თუ გვიპატრონებ, ჩვენ რაღა გვიჭირს,
მყუდროდ ვიცხოვრებთ თქვენით და ღვთითა”
ამ გვარის თქმისთვის, მორჩილებისთვის,
დათვი, გრძნობისგან თვალცრემლიანი,
თხას ჰპირდებოდა ჯილდოდ მრავალსა
და მთაც უბოძა მას თრიმლიანი…
დათვი დაბრძანდა ერთის ხის ძირსა,
ჰფლობს და პატრონობს ცხვრისა ფარასა,
ვინ გაუბედავს კრავი მოსტაცოს,
ვინ გაუბედავს ან მოპარვასა,
მაგრამ ყოველდღე_თითო აკლდება,
თუმცა ვიცით კი, რომ არ უკვდება!..
თურმე ბატონი, ეს ჩვენი დათვი,
ყოველდღე კრავებს ეთამაშება,
ხან გააგორებს, გამოაგორებს,
ასე აწვალებს, არ აძლევს შვებას,
ამდენსა სჯიჯგნის, რომ მიამკვდაროს,
შემდეგ დაჰბეჟავს, დაადებს ყურსა
და, ამნაირად, თითო ბატკანსა
ყოველდღე ჩაქნთქავს, როგორც კი ჰსურსა…
 
nukriaДата: ოთხ, 25.05.2016, 18:41 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რას მირბი, ქალავ, სად მირბი,
როგორც დამფთხვალი შველია,
საით იჩქარი, დობილო,
მოდი, მომკიდე ხელია,
დაკოდილი ვარ მძიმედა,
ჩემი ადგომა ძნელია,
რაღასა შიშობ, უსჯულო
დაფრთხა და შამოგველია…

შენი დედ-მამის ლხენასა,
მო, მომიბრუნე გულია.
გულის ჭირიმე, დობილო,
მოდი, მომბანე წყლულია”…
შედგა გოგონა, შეჩერდა,
მწყერივით განაბულია,
ჩახედა ხევში, ბიჭი წევს,
სჩანს სისხლის ნაკადულია.

ჩაიჭრა გოგო დარცხვენით,
თითქო შეუკრთა ფერია,
დაკოდილს ხელი მოუსო,
მისთვის შეიქნა ფერია,
ბუერით წყალი შეასო,
წაჰხივა მანდილს წვერია,
მოჰბანა წყლული დაკოდილს,
შეუკრა მონაჭერია…

გაბრუნდა მტერი, გაიბნა,
გაფრინდა წელიწადია.
დაკოდილს წყლული მოურჩა,
მანდილის ყიდვა სწადია.
გოგოც უაზროდ არ არის,
ეკლესიაში შადიან,
ექნებათ ტკბილი ცხოვრება
და ერთი ლუკმა მჭადია!..
 
nukriaДата: ოთხ, 25.05.2016, 18:59 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დედაბრის მოთქმა

ნეტა რას სტირი, ბებერო,
ვისზედ ჩაგიცვამს შავები?…
რას მოსთქვამ გულამოსკვნილი,
გაგიწეწია კავები?

_რას მეკითხები, ბატონო,
რას აქნევ ჩემსა დარდებსა?
შვილი მომიკვდა სიყმისა,
დავტირი ჩემსა შავბედსა!…

დავმარხე დედის ერთაი,
ოცდაერთი წლის ბიჭია…
რაღას ვარგივარ უმისოდ,
მოხრილი, როგორც ღიჭია?..

დავკარგე ჩემი სესია,
კარგი მეურმე, მომკალი!…
თუ გებრალები, ღვთიანო,
მოდი, ჩამქოლე, მომკალი!..

ვინღა მომხედავს ბედკრულსა,
ვინღა მომაწვდის მე ჯერსა,
ვინღა დამარჩენს უძლურსა,
გადაყრუებულ ბებერსა?..

ვეღარც ვმუშაობ, ვკანკალებ,_
ნეტა ვის შავებრალები?_
ვეღარც დავართავ ჯარასა,_
ცრემლმა ამომწვა თვალები!..

ნუ მეკითხები, ღვთიანო!
რას აქნევ ჩემსა დარდებსა?..
შვილი მომიკვდა სიყმისა,
დავტირი ჩემსა შავბედსა!..
 
nukriaДата: ოთხ, 25.05.2016, 19:01 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღვთისგან გაჩენილს ყოველს სულიერს,
ორფეხს თუ ოთხფეხს, სუსტსა თუ ძლიერს,
მცურავს თუ ფრინველს, მღილსა მიწიერს,
ფუმფულას თუ მწერს, მძრომსა ბიწიერს,
მის-მისდა გვარად ებოძა სმენა,
ებოძა ღვთისგან მათ მათი ენა.

რომელი როგორ ხმარობს ენასა,
როგორ გვამხილებს თვისსა ლხენასა,
ან მწუხარებას, ჭირს და წყენასა,
ვაებას, ჩივილს, გულის ტკენასა, -
გამგებელია ამისი ზენა.
ვინც გვიწყალობა ჩვენ დედაენა…

ეს ვიცით მხოლოდ, რომ ღვთის ნებასა
ვინც კი გადავა, - შეჰხვდეს ვნებასა…
ვერც ვუღალატებთ ჩვენ ბუნებასა,
მისსა კანონსა, განჩინებასა…
მაშ რას გვარგია იმისი წყენა,
რომელმაც მოგვცა ჩვენ დედაენა?..

მტრედი ვერ შესძლებს კატის ჩხავილსა,
ბულბული-ყროყინს, თევზი-კნავილსა,
კრავი უმანკო-მელის ხავილსა,
გვრიტი-ჭიხვინსა, ბუზი-ბღავილსა!…
ამ წესსა ვხედავთ ღვთიურსა ჩვენა,
აქ სჩანს ბუნება და დედაენა!..
მიყვარს მე ენა ჩემის მშობლისა,
რომლითაც,,ნანას” მეტყოდა ისა,
ალერსს მაგონებს დედისას ტკბილსა,
ჩემის ტოლების მღერა-ჟღივილსა!…
ენით ვხცოცხლვარ, მით მიყვარს ლხენა,
მიყვარს სამშობლოს მე დედაენა!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » რაფიელ ერისთავი
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:

მოგესალმები Гость