ჩვენი საყვარელი ლექსები - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 449
  • 450
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ჩვენი საყვარელი ლექსები
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 16:42 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
სვანური მოტივებიდან


სადღაც მწვერვალებს აუტეხავთ დავა ერთ-ურთში,

სადღაც სისველით დანაბინდებ ნისლებს ელიან

და რომ შევცურო თარაშივით ახლა ენგურში,

ნეტავ ღმერთები ჩემს სიგიჟეს რას უშველიან?!

სადღაც სასმისებს გადადიან ხელიდან ხელში,

სადღაც ირაო შემოხაზა არწივმა ცაზე,

მოსწყდნენ ზვავები, მყინვარიდან დაეშვნენ ხევში,

სვანური ეშხით დანაჭექებ "ლილეოს" ხმაზე.

სადღაც ვაჟკაცი ისე უცქერს, თითქოს ემდურის,

ქალიშვილს ვინმეს, მზეთუნახავს, ბროლის ყელიანს,

სადღაც დაჭრილი ცხოველივით ბღავის ენგური,

მთებში ტყეები საუცხოო ჰანგებს მღერიან.

და ვდგავარ ასე, მოზღვავებულ გრძნობებით გულში -

მთელი სვანეთის სათქმელს ვეტყვი ლექსს მეშველიანს -

და რომ შევცურო თარაშივით ახლა ენგურში,

აბა ღმერთები მე უბედურს რას მიშველიან?!

გიო საჯაია
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 18:03 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ჩუმად ვიპარები

საათის წიკწიკი და ნიავი სარკმლებიდან,
შენი სუნთქვის რიტმებს გასდევს მსუბუქ ფონად,
ახლა მარტოობაც უხმოდ გამერიდა,
მასაც მოვაბეზრე თავი უთუოდ და...

ჩვენი სამოსელიც ითხოვს დანაპირებს,
ბოროტად გვიცქერის,
ყავისფერ სკამებიდან,
შენს თავს ბალიშიდან ფრთხილად გადავიღებ,
მკლავზე მოვითავსებ,
ქრება სანთლებიც და...

ახლა ძველებურად, ისევ გავუცხოვდით,
ახლა ფილტვებს ისევ ვავსებ ნიკოტინით...
ზეწარს შევატოვეთ წუთი ალუბლობის,
ახლა გამხმარ ფოთლებს ჩუმად მიმოვისვრით,

ანუ შემოდგომა გრძნობებს მოეძალათ,
სანამ დაზამთრებაც წყალს სვამს ჩაილურის,
გტოვებ ბრძოლის ველზე, მოპოვებულ ნადავლს,
წვეთიც აღარ რჩება ჩემში რაინდული.

უკვე ტრადიციად იქცა შუბლზე კოცნა,
ვეღარ აჟღერებენ სიმებს გიტარები...
უკვე მერამდენედ ვიცვამ უგულოდ და
ასე სამარცხვინოდ,
ჩუმად ვიპარები...

გურამ შეროზია
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 18:10 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

ჩვენს გვერდით ცხოვრობენ,
მეც ვიცნობ, შენც იცნობ
და სანამ შეიცნობ
უსალმოდ გაცდები
და როცა შეიცნობ,
იმწამსვე შეიგრძნობ
რა ტკივილებით და
როგორი განცდებით,
მომავლის არქონით,
წარსულში დაცემით,
კითხვებზე არასდროს პასუხის გაცემით,
უცეცხლო თვალებით
თუ რატომ ცხოვრობენ
ბედისგან ძაღლივით ნაცემი კაცები.

ლევან ქერდიყოშვილი
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 18:48 | Сообщение # 4
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

სულ რაღაც ერთი ნაბიჯი კიდევ და მოგვადგება კარზე ზამთარი,

შორს მოლოდონით გათანგულ ხეებს წაჰკიდებიათ ფერი ზაფრანის.

მე ვფიქრობ თქვენზე, დიდი ხნის შემდეგ, ჩუმად ვიხსენებ გამქრალ თარიღებს,

გთხოვთ მაპატიოთ, რომ ვერაფერი, ვერ ავასრულე, რაც დამარიგეთ…

ამბოხებული დაცხრნენ ვნებები, მუქდება ღამე ჩაქრა დაისი.

გვიანღა მივხვდი, ამ ქვეყნად ყველას, რომ ბედისწერა უცდის თავისი…

თავისი წილი მზე და იმედი, თავისი წილი ცა და ოცნება.

სიცოცხლე ერთი წამია მაგრამ, უნდა ყველაფრის შესძლო მოსწრება.

მე კი ბევრი რამ გამომრჩა, რადგან ვერ ავიყოლე სული ნაგვემი.

ბედნიერება ჩემი წილხვედრი, კუზიანია, როგორც აქლემი…

მე როგორც წესი, გაშლილ სუფრასთან, ვიგვიანებდი თითქმის ყოველთვის

და გზად ამოსულ ყველა ეკალზე ჩემი სხეულის ნაწილს ვტოვებდი.

მაინც გადავრჩი, ესა ვარ რაც ვარ, მაინც მოვედი აგერ თქვენამდე,

ზამთარი მიდის, გთხოვთ შემიფაროთ, პირველ მერცხლების შემოფრენამდე…

მე მოგიყვებით, საით მატარეს ამდენი ხანი ფრთებით ლექსებმა.

სხვაგან ვერ წავალ, თქვენს გარდა ახლა მე, ალბათ არსად არ მიმესვლება…

თქვენ ერთადერთი იყავით ქვეყნად, ვინც არ ელოდით ჩემგან არაფერს,

მეც არაფერი არ მინდა თქვენგან, ოღონდ წარსულზე მალაპააკეთ…

მაგრამ სხვებივით თუ მომიძულეთ, თუ დაივიწყეთ ჩემი პროფილი,

მე დავბრუნდები კლავ ნირვანაში, როგორც ციხეში – უარყოფილი.

შევურიგდები ჩემს ბედს, თუმც ზოგჯერ მაინც დანისლავს თვალებს სისველე,

რადგან თქვენს შემდეგ მე ამ ქალაქში, ვიცი არავინ არ გამიხსენებს….

ენვერ ნიჟარაძე
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 21:04 | Сообщение # 5
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

ბრმად მლოცველებმა
ამაყი რწმენის ალესილ ფრჩხილებით
თავისუფალთა ღირსება დაკაწრეს
და მონათლული შობისას შვილები
სამგლოვიარო თავშლებში აღზარდეს,
მოინანიეს ისეთი ცოდვები,
რომ ღვთის წყალობა დალიეს ბოლომდე,
მარმარილოთი,რკინებით,ბროლებით,
ცათა შეწევნით სამყოფელს გლოვობენ.
მბრძანებელთათვის მონობენ მონები,
მაგრამ მეფენი მონათათვის კი არ მეფობენ...
თქვენ ბრმად მლოცველნო,სიწმინდე გაცდენთ
თაყვანის ღირსი,
რადგან არ იცით,რომ ცოდვილთათვის აგებენ ტაძრებს
და არა ღვთისთვის.

თემურ ელიავა
 
verikolatariaДата: ორ, 05.03.2012, 16:04 | Сообщение # 6
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
წამო რა,
წვიმაში გავიაროთ,
ქუჩას, ჩვენს ბავშვობას რომ გვახსენებს
ცრემლი ჩასდგომია ტროტუართან
ალბათ ისიც წლებმა მიატოვეს.
გუშინ
წვრილთვალება კაცუნებმა
ჩემი საგანძური ამოთხარეს,
ახლაც იმ ამომშრალ ჭასთან ვდგავარ
ნესტს რომ სიმშრალეთი ასაფლავებს.
იცი
რამდენი რამ შეიცვალა
ფიქრებს უსიცოცხლო სუნთქვით სძინავთ,
დილაც "დაბოლილი" შეიშალა,
ზეცას ამიტომაც სთხოვა წვიმა.
წამო,
აღარ ვითხოვ მოწყალებას
ყალბი სინანულის ნარჩენისთვის,
წვიმას გაზაფხული დაუტბორავს
მარტის უკანონოდ გაჩენისთვის.
წამო რა,
წვიმაში გავიაროთ,
ქალაქს სევდის ტბები გასჩენია,
ქუჩას შევეყუდოთ ნაკვალევად
ჩვენი ბავშვობა, რომ დარჩენია.

თეკლა ბატონიშვილი
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 00:01 | Сообщение # 7
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
თვალების სევდა
.......

სევდისფერ თვალებს არ ელის შვება,
დარდები ათოვს დახრილ წამწამებს,
ჩამომხვრჩალ ფიქრთა ურიცხვი წყება
აკვდება სულის სარკეს ნაწამებს,

როცა მრისხანებს კაენის მოდგმა,
სიმართლე ვერსად ვერ აღებს კარებს,
მთელი სამყაროს შური და ბოღმა
როცა ეღვრება თაფლისფერ თვალებს...

და მათი ფერი სევდამ შენისლა,
ახლა რა არის? ეს თვალებია?!
სასაოფლაოა ოცნებების და
უწყლო, უძირო ცრემლის ტბებია.

აქ ყველა კარგავს საკუთარ სინდისს,
აქ მოხვედრილი ძმა ძმის მკვლელია,
ჩუმი ქირქილით ღირსებას იხდის
და სიყვარულის გამყიდველია.

ტყუილს გაუდგამს ფსკერამდე ფესვი
და ორგულობა კაცის ხიბლია,
აქ ყველა ხდება ეშმაკის კერძი,
აქ ყველა, ყველა ცოდვის შვილია!!!

სევდისფერ თვალებს არ ელის შვება
დარდები ათოვს დახრილ წამწამებს....

ნინო ალადაშვილი
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 02:37 | Сообщение # 8
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

ვისხამ თეთრ ფინჯანში შენზე მონატრებას...
ვისხამ თეთრ ფინჯანში შენზე მონატრებას,
როგორც უნალექსო (ცოტა შაქრით) ყავას,
შენი გაღიმების მახსოვს მომენტები,
მერე უშენობით ღამეც აზრებს კარგავს.

ჰო, ვთქვი უშენობით, თუმცა ჩემი ხარ და
ჩემი უშენობა მხოლოდ მანძილია,
ახლა არა მინდა შენი კოცნის გარდა
და ვგრძნობ ამ სურვილმა როგორ ამირია

რითმა, ახლა უფრო არის ფერით მწვანე
შენი თვალების და დააქვს ამბიცია,
გარეთ ვარსკვლავები ცაზე ისე წვანან,
მთვარეს ეზედმეტა თავი, გაიწია.

ახლა უშენობა მხოლოდ საათია,
შენზე მონატრებას ღია კარები აქვს,
ამინდს სიცხეების დაყვა აპათია
შენ კი ხელით მასმევ ყავას ნალექიანს.

ლევან მაისურაძე
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 15:14 | Сообщение # 9
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
"კონტრაბანდა"

ჯოჯოხეთში არ მიშვებენ:
ყოველ ჯერზე _ ოკეანე შემაქვს კოლბით,

როიალის კლავიშები _ ჯიბით შემაქვს;
არ მიშვებენ: პოეტური ეშმაკობით _

რას ვაჯობებ ეშმაკობას;
და სამკბილა იასამნის ციცქნა მარცვლებს _

ფრჩხილებიდან მაცლიან და არ მაცდიან _
კოცონისკენ _ თაღებს გავცდე;

კოცნა შემაქვს. არ მიშვებენ _ სამოთხეშიც:
თითო ტკივილს თან ვიტოვებ ყოველ ჯერზე;

და როდესაც პოულობენ, _
შერცხვენილი _ პოეტობას ვიმიზეზებ.

ლელა სამნიაშვილი
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 15:15 | Сообщение # 10
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
"კრისტალიდან"

სიცხეში - გამთბარი - რა დასალევია -
წყალი, თუ ყინულის კვნიტი არ წკრიალებს -
გრძნობაში, რომელიც გადასარევია.
სამშობლოს ოხშივარს ვისუნთქავ კი არა -
უკვე სასულეში გადამცდა. ავყრიდი -
გრძნობიდან - ქვაფენილს. ვიცი, რომ გამიგებ.
და აეროპორტში ბოლო წუთს ნაყიდი
ქართული ღვინო რომ გაფრენის განრიგებს
და ცას გადავასხი და რკინის ფასკუნჯებს -
ამაზე გიამბობ მშობლიურ კაფეში.
და მიკვირს, ეს ღელვა რატომ არ მამუნჯებს
და ვიცი, ფიქრობ, რომ არ უნდა გაგეშვი -
სხვა მონატრებისკენ. რა დასალევია -
სიცხეში - გამთბარი წყალი. და ამიტომ
ამ გრძნობას, რომელიც გადასარევია -
მე ისევ ყინულის კრისტალში ჩაგიტოვ.

ლელა სამნიაშვილი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 449
  • 450
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость