ჩვენი საყვარელი ლექსები - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ჩვენი საყვარელი ლექსები
nukriaДата: ოთხ, 18.04.2012, 04:26 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
დილას,
ცვარ-ნისლებით შენათოვებს,
ღრუბლის
ლურჯი კალთა შეუმსხვილდა.
ვისვრი
უკანასკნელ მეტაფორებს
შენით
ცარიელი სხეულიდან.

წარბზე
დამთამაშებს არითმია.
ახლა,
სულ ცოტაც და... ავფეთქდები,
ჩემი
წილი სუნთქვა დამითვლია
მუჭში
მომწყვდეული საფეთქლებით.

ბაგე
ამიცრემლდა გაქცეული
მარილ-წილ-ნაყარი ამბორებით,
წავალ,
ნაბიჯებით კვლავ ჩვეული,
ქუჩას
გამართული გავუყვები.

სათქმელს
თუ მოვასწრებ ჯერ არ ვიცი.
მარტივ
მამრავლებად დავიშალე.
სიტყვას
ერთ ღიმილზე გადაგიცვლით,
თვალებს,
კი ფურცელზე შევიმშრალებ.

ხანძარ
წართმეული ცეცხლივით ვარ
სუნთქვა-
დანაცრული კალაპოტი,
თქვენთან
ახირება გამივიდა,
ლექსის ავიჩემე ეშაფოტი...

კატო ჯავახიშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 18.04.2012, 21:33 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
სულში სინატიფე გრძნობით იხატება,
დაწვა სიცხადეში მკრთალი სენტიმენტი,
მზერა სიყვარულის ნაზი ბზინვარება,
თვალებს ეფინება, სუნთქვა ზეციერი.

სახე რძისფერი და გულის ამარკორდი,
აწვიმს ყვავილების წვიმად გამალებით,
მახსოვს სულიერად სულთან ბაასობდი,
როცა გააგორე მზესთან კამათელი.

სალომე ბრეგვაძე
 
nukriaДата: ხუთ, 19.04.2012, 02:32 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაცემული ანგელოზები

ყოფნა უფრო გალახულ ილუზიას გაგონებს,
მტარვალივით, გწყურია თავის დასახიჩრება,
სამ სართულის სიკვდილთან დგახარ, მოჩანს გაზონი
უკანასკნელ მიზანის...
და თანდათან იჭრები,
რომ საკუთარ ცხოვრებას დაამატო სქოლიო.
შენ ვცხოვრობდი მზის ქვეშ და ყველა სხივით გციოდა.
ახლა, უფრო, საკუთარ გულის ფეთქვას ქოლავენ,
ბნელეთს დაატარებენ,
სინათლე აქვთ მცირედი...
შენ ყველა ტვინს, ტკივილით, გამოიღებ ძვლებიდან,
ვიდრე ცოცხალი ხარ და მაინც გქვია ტუსაღი,
ისე გინდა საკუთარ არსებაში ძვრებოდე,
რომ არაფრით ზოგავ და თვითმკვლელობას უსაღებ.
ზეცამ ტანზე, ღრუბელის, შემოიცვა ქლამიდი,
დღე ისეთი მოკლეა, მოიშორებ სახადად,
შენ რაფაზე ირწევი...
აქ დგახარ
და აქ...
გინდა
დედამიწას ჰაერის ყველა გარსი ახადო...
და იცი, რომ მუღამი მარტო ბოლო წამია,
ძველებური სიმაღლე ეკარგება მოაჯირს.
ვიდრე ცოცხალი ხარ და არსებობით გწამლავენ,
სისხლი აღწევს საფეთქლებს და გონებას მოუჭერს.
ხედავ ბედის გამზირზე გაღიმებულ ნაბიჭვრებს,
არის მთელი პროსპექტი ჯოჯოხეთის მაკეტი,
შენ წევხარ და თავზე მდგარ კახპებს სულში აბიჯებ,
უკანასკნელ სუნთქვებით მოძრაობას აკეთებ.
ხვალ ქალაქში თავისმკვლელ ბიჭზე ისაუბრებენ
და ვერავინ შეიგრძნობს უკანასკნელ რიტუალს,
ისევ ახმაურდება ხალხით სავსე უბნები,
ხვდები...
გინდა არყოფნა შენში შემოატიო,
დარჩე მთელ სამყაროსთან მოგებული არესი,
გვამი ბალდახინებით გაიტანონ მორგიდან.
აქ არასდროს,
არავის,
არცერთი გზით არ ესმის,
რომ დაჭიმულ ნერვების დაწყვეტამდე მოგინდა
მოიშორო სხეული, მხოლოდ სულით იარო.
ფრთადალეწილ ანგელოზს ხელს გაუწვდი მიწიდან,
სიკვდილის წინ გაწუხებთ ერთმანეთის იარა,
დაცემის დროს გახსნილი...
ჩვეულებრივ იწვიმა.

თორნიკე ჭელიძე
 
nukriaДата: შაბ, 21.04.2012, 00:16 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მეფიქრებით


თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს.
ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!..
უბრალოდ ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც,
მოფარებული, სანთლის შუქზე რომ შემეჩვევა
ჩემს ყველა სიტყვას ჩუმად უხსნის სანთლების ლავას.
დავალ…
ოთახი დაჭრიალებს, ვერ იტევს სხეულს,
ჩემს გადახუნძლულ ნაფაზებში ეწვის ფანჯრები,
ეწვის მაგიდა სანთლის წვეთებზე შემოხვეულს,
ეულს ვერ მიძლებს რითმიანი სიტყვების რეწვით.

ო, როგორ მომწონს, რომ იცოდეთ თქვენი თითები,
უცხო სხეულის ჩაორთქლილი შეგრძნება ჩემში
და მოფრთხილება დავიწყებულს როგორც ფიფქები,
შემოგადნებით მაგ ფარული ფერებით ხელში.

ვიცი, მიხილავთ მოსეირნეს უაზროდ ფიქრში
და ნუ იფიქრებთ, რომ სიტყვები ჩამაშრა ყელში…
ახლა ღამეა… თამამად გეტყვით, რომ მეფიქრებით…
და, თუ ბოლოა…
ეგ ბოლო სიტყვა დამახალეთ მე საფეთქელში!

გიორგი ბოგველი
 
nukriaДата: შაბ, 21.04.2012, 03:22 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ახლა რაღა დროს შეცვლაა ჩემი,
რა ძალამ უნდა შემცვალოს ახლა,-
ეს კია,ვიცი მოყვარე-მტერი,-
ცხოვრების ცოდნა იმგვარი მახლავს.
და თუკი მაინც ვტყუვდები ხშირად,
ძალიან ხშირად ვტყუვდები თუკი,-
ეს ყველაფერი არ მიჩანს ჩირად
და შეცდომებიც ნურავის უკვირს.
მე ვიცი,ვდგავარ უფსკრულის პირას,-
ფართოდ,რომ ვაღებ ყველასთვის კარებს,
და მოვტყუვდები კიდევაც ხშირად
და ადრინდელზე უფრორე მწარედ:
არა იმიტომ,ჭკუა მყავს მტერად,
გონების თვალი მიბჟუტავს ანდა,-
მხოლოდ იმიტომ.რომ მიტევების
და თმენის ნიჭი მებიძა ჭარბად,
მხოლოდ იმიტომ,-ადამიანში
მაინცდამაინც სიკეთეს ვეძებ…
და ჩემი შეცვლა არის გვიანი,-
მინდოდეს კიდეც,ვერაფრით შევძლებ!
---------------
ბელა შალვაშვილი
 
nukriaДата: შაბ, 21.04.2012, 03:23 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

წყენა,დაშორება,მიტევება,
ხილვა,სულთქმა-უშით ხადილი...
თავზე დატეხილი მისტერია,
ხელები ვედრებად გაწვდილი...
ჩვეულებრივი ისტორია,-
არაჩვეულებრივად განცდილი.
ყოფა გარდასულის მოგონებით
არცათუ მთლად ვარდის ფერია...
მარტო გარდასულის მოგონებით
ყოფა მეტისმეტად ძნელია,
თუმცა...რა ხდება და რასა ჰკვდები,
ეს "არ ახალია,ძველია".
ტკენა,დაშორება გისვენია,
ჰგონებ-ჩათავდი და მოისრე...
დგახარ-დაწვრილებით იხსენებ,
ზიხარ მოსაგონარს მოისევ...
ბევრი ამდაგვარი გისმენია,
ბევრსაც ამნაირსაც მოისმენ:
თავზე დატეხილი მისტერია,
ხელები-ვედრებად გაწვდილი...
ჩვეულებრივი ისტორია,-
მაინც შენეულად განცდილი.
-----------------
ბელა შალვაშვილი
 
nukriaДата: შაბ, 21.04.2012, 03:24 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

მე გეძახოდით... ცხრა მთას გადაღმა,
ვინ მოგაწვდინათ ეს ხმა ნეტავი...
კი მოგიხმობდით, მაგრამ ხმადაბლა,
ხმამაღლა როგორ გაგიბედავდით?
იქნებ სულები მართლაც დაჰქრიან,
იდუმალი და სწრაფი მარხილით
და თვით უწყიან, უფრო ადრიან,
ვის მიაწვდინონ ვისი ძახილი.
თორემ სხვა, აბა რას დავაბრალო,
ჩემი ხმა როგორ მოგწვდათ ნეტავი...
გეძახდით, მაგრამ ჩემთვის, ხმადაბლა,
ხმამაღლა ვერც კი გაგიბედავდით!...

----------------=====
ბელა შალვაშვილი
 
nukriaДата: ორ, 23.04.2012, 16:16 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე იასამნებს ისევ მოგიტან

შენ სხვას ამბობ და ფიქრობ სხვა რამეს,
ბაგე გიცინის ტირიხარ გულში.
კვლავ გაზაფხული გაგვიღებს კარებს
და გიჩურჩულებს იმედებს ყურში.

მოვალ, მოგიტან შენს იასამანს,
ნაირფერებად ოთახს მოგირთავ,
არ გითხოვია, თუმც ასე ლამაზს,
მე იასამანს მაინც მოგიტან.

მაინც მოგიტან შენეულ ღიმილს,
სუფთა ოცნებებს და ფერად ფიქრებს,
გადაგავიწყებ დარდსა და ტკივილს,
რომ სიყვარულზეც იფიქრო იქნებ.

მოვალ ისეთი, როგორც მჩვევია,
ბევრი სათქმელით, უთქმელი სიტყვით,
ეს უთქმელობაც მარტო ჩვენია,
ჩვენია, იგი რასაც არ ვიტყვით.

იასამანი აიყრის ტოტებს,
მწარე ტკივილებს ყლორტებში ჩაკლავს
ჩვენც დავწერთ ახალ ცხოვრების ნოტებს
და კარს გავუღებთ გაზაფხულს ახალს.

ნანა მეფარიშვილი
 
nukriaДата: ორ, 23.04.2012, 16:42 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხევსურს მოუტაცავს ქისტი ქალი...

ხევსურს მოუტაცავს ქისტი ქალი...
მიჭენობს მიქრის , იმსხვრევა ნალი...
თოფის ხმა ისმის, მოსდევთ მდევარი...
მანდილს ჩასჭიდებია მრისხანე ქარი...
მთა გადაიარეს , ზედ იდო ცვარი...
თოფის ხმა ისმის , მოსდევთ მდევარი...
შეჩერდა ცხენი, აჰკივლდა ქალი...
გადმოვარდა ძირს, სიძე მკვდარი...
მოვიდა უცებ მცირე ლაშქარი...
ჭიხვინებს ცხენი და მიჰყავთ ქალი...
პატარძლეს მამამ იშიშვლა ხმალი...
და თხრიდა მიწას, არ ჰქონდა ბარი...
საფლავში ჩაფლა ხევსური მკვდარი...
დაუსო ქისტმა, მას თავთან ჯვარი...
ხევსურს მოუტაცავს ქისტი ქალი...
მაგრამ არ იყო ის მისი გვარი...

გიორგი გაგა მიქელაშვილი
 
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 00:30 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

საღამო იძენს მოლურჯო ფერებს,
ო,გრძელდებოდა ეს დღე რა დიდხანს!
რაღაცა მინდა....
ცოტა ხნის მერე გაგანდო,
რადგან...
ჯერაც არ მითქვამს.
ლექსები მიყვარს!
ვერ დამაჯერებ,
რომ სხვა რაღაცა უკეთესია...
ლექსებს ვწერ,როცა დავეძებ ფერებს,
და.......საერთოდაც....
თვითონ ლექსი ვარ!

დარინა
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ძებნა:

მოგესალმები Гость