გიორგი ლობჟანიძე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
გიორგი ლობჟანიძე
nukriaДата: ოთხ, 24.10.2012, 23:45 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ირინეს

ერთხელ მითხარი, ტელეფონით,
შენ თუ არა,
თვითონ ჩამოვალ,
...ჩამოგაკითხავ
შენს უცნაურ ზღაპრულ ქალაქში
და მერე ერთად, სამუდამოდ ერთად ვიქნებით...
მე გამეცინა,
მაგრამ არა სამუდამო ერთად ყოფნაზე,
უფრო იმაზე,
რომ შენ - ბავშვი -
ვერასოდეს მოახერხებდი,
ვიზის აღებას
და ჩამოსვლას უცხო ქალაქში,
რომელიც მაშინ ასე ჟღერდა:
თეირანშიც კი გამოგყვები...

შენ გამომყევი,
მაგრამ არა თეირანში,
სადაც ერთხელ,
ერთხელაც კი ვერ წაგიყვანე,
არამედ ცოლად
გამომყევი
და ამით თითქოს
პოეზიას აქციე ზურგი,
რადგან ცოლისთვის მიძღვნილი ლექსი
ვერ იქნება
ისეთი მძაფრი,
თავი ნამდვილ პოეზიად შემოგვასაღოს...

ცოლქმრობაში რაღაც იწყება -
წარმოუდგენლად მომქანცველი,
როგორც ბავშვის ავადმყოფობა -
ერთდროულად სახიფათოც და უმნიშვნელოც,
რაღაც გროვდება წვეთ-წვეთობით
სიძულვილივით,
რომელიც ერთხელ ისეთ ზაფრას დაგცემს,
თითქოსდა,
სნეული ბავშვის სასთუმალთან
წამით ჩათვლემილს გამოგაღვიძებს,
ჯერ ბავშვს დახედავ,
დარწმუნდები,
რომ კარგად არის,
მერე მზერას ჩემკენ ფრთხილად გადმოანაცვლებ და
მზერით მეტყვი:
ხომ წამოგყევი,
ახლა მიდი,
ფანჯარაში გადაიხედე:

გარეთ ქალაქი,

ეს ქალაქი
თეირანია

და ეს ჩვენი ცხრაწლიანი თანაცხოვრებაც
ყველაზე ყოფით რამეებსაც
ყველაზე ღრმა პოეზიად შემოაბრუნებს...
 
nukriaДата: შაბ, 27.10.2012, 17:15 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გიორგი ლობჟანიძე
* * *
ისევ მოედება ამ ტყეს შემოდგომით
კუნელის შეშლილი ხანძარი,
და ნისლი, კვამლივით მძიმედ წამომდგარი,
მთელ ღელეს დაივლის ბანცალით.
ღმერთმა თუ მაცალა,
და მეც ამ ტყესავით,
თუკი ძალა მომცა გაძლების,
ვიცი, რომ უკვალოდ არ იფერფლებიან
კუნელის ღუდღუდა ხანძრები
 
nukriaДата: ხუთ, 01.11.2012, 01:08 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნოემბერი ჩუმად და თავისთვის ტირის
ჩანაცრული ზეცის ჩამუქებულ ირისს,
მეგობარმა ისე ჩამომტეხა მხარი,
თითქოს კვრნჩხის ტოტებს შეამტვრია წკირი...
 
nukriaДата: ხუთ, 13.12.2012, 22:10 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვირი

თუმც კახელი არ გახლავართ,
მაგრამ სიმარტოვის კართან,
რა მაქვს თქვენთან დასამალი:
ერთი ვირი შემიყვარდა!
ყურპანტურა საოცარი
სიჯიუტით მატერორებს,
თითქოს ვირი კი არა და,
ხიმენესის პლატეროა.
უჰ, რამდენი ქალი დადის:
კეკე,
თამრო,
თუნდაც მართა,
მე კი ეს რა დამემართა,
რაღა ვირი შემიყვარდა?
ზოგს მღვდლის ცოლი,
ზოგსც კიდევ მღვდელი უყვარს
ალთა-ბალთა,
მე კი ეს რა დამემართა:
ერთი ვირი შემიყვარდა!
თქვენ რა გიჭირთ, ქართველებო,
ღვთისმშობლის რომ გფარავთ კალთა,
სულ სხვა არის...
მე კი ცოდვილს,
ხომ იცით, რაც დამემართა.
იდგა ჩყპყ წელი,
ვარდობისა ანუ ვარდთა
ყვავილობის მიწურილი,
როცა ვირი შემიყვარდა!
რა უნდა ქნას იმ საბრალომ,
როგორ იყოს, რაც არაა? _
ვირად ვირი კარგი არი,
მშვენიერი ნაცარაა.
აღმა-დაღმა დაბაკუნობს,
ცხრაგან უდევს გზა და ბინა,
მე რომ ბანი ბან დავეძებ,
იმას ბაღჩის ბოლოს სძინავს,
სულ ტრამლ და ტრამალ დავდევ
(მაგას ჩემმა მტერმა სდია!)
მცხეთას საკეტურებს ვუმტვრევ,
ტაძრებს ვლეწავ კელაპტრიანს.
ვეუბნები: უმიჯნუროდ
მზეც არ სუფევს კამარაზე,
შენ კი გულის ყველა კარი
ასე როგორ გამორაზე!
მართლაც ბრმაა სიყვარული,
ვერვინ იტყვის უფრო მართალს,
ამ დორულ კაცს რაღა ვირი...
ეს რა სნება დამემართა!
თან სულ უფრო მეტად მიყვარს,
რაც კი გადის დრო და ხანი,
და ნეტავ დრო მაინც მქონდეს
შმაგი თავის მოსაფხანი!
არც მცალია, არცა ყმა ვარ,
არც ლამაზი არცა უხვი,
არც ბრძენი ვარ და მაკლია
ზნეობრივი ფახიფუხიც.
,,სიყვარული აღგვამაღლებს!" _
ეჟვანივით ვჟღერ და ვტირი,
რომ რაც უნდა შიყვარო,
მაინც ...
ვირად რჩება ვირი!
 
nukriaДата: კვ, 23.06.2013, 22:05 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნიმა იუშიჯი

ხალხო!

ხალხო, ნაპირზე რომ დამსხდარხართ და ლხენა გავსებთ,
ამასობაში, ვიღაც კაცი იხრჩობა წყალში...
ვიღაც, ხელ-ფეხს რომ აფათხალებს გაუჩერებლივ,
თვითონ რომ იცით, ისეთ ბნელ და მღელვარე ზღვაში...
როცა დამთვრალხართ იმით, თითქოს ხელთ გეგდოთ მტერი,
როცა ტყუილად ფიქრობთ, მაშინ _
რომ შეუძლებელს ჩასჭიდეთ ხელი,
რათა უკეთ გამოჰკვეთოთ შესაძლებელი,
როს წელზე ვიწროდ იჭერთ ქამრებს,
ვითარცა ნიღაბს,
მე როგორ გითხრათ,
ამ დროს,
წყალში ფართხალებს ვიღაც...
ხალხო, ნაპირზე რომ გაგიშლიათ საამო სუფრა,
სუფრაზე _ პური, ტანზე კარგი სამოსი გშვენით,
ვიღაცა გიხმობთ წყლიდან
და წყლით სავსე აქვს ყელი...
უმძიმეს ტალღებს გადაღლილი ხელებით ურტყამს...
პირს აღებს, შიშით დაფლეთვია ორივე თვალი,
თქვენს ლანდებს ხედავს შორით...
წყალმა მორევში შთანთქა,
ყოველწამიერ სულ უღონოდ აგრძელებს ფართქალს...
და უღონობა უჩენს წყლიდან
ხან ფეხს და
ხან თავს...
ხალხო, შორით კვლავ ეჭიდება ის ამ ქვეყანას,
ყვირის და შველის იმედი აქვს,
თქვენ, ვინც ნაპირზე ჩამომსხდარნი,
ზღვას გასცქერთ მშვიდად...
მდუმარე ნაპირს ეხლება ტალღა,
და მთვრალივით ენარცხება გაშლილ ალაგას,
გონდაკარგული ისევ უკან მიდის ღრიალ-ღრიალით,
შორით კი ,,ხალხო!“ _ კვლავ მოისმის საშველად ხმობა
და ქარის ხმაც ყოველწამიერ
სულ უფრო გულის დამდაგველად მოშარიშურობს...
ქარის გუგუნშიც, სულ უფრო შორს, მისი ძახილიც,
თითქოსდა, შორიახლო წყლების
სიბნელეს ალხობს,
წკრიალებს ყურში განწირული:
,,მიშველეთ, ხალხო!“
 
nukriaДата: ორ, 18.11.2013, 01:16 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
დამმალე,
როგორც თივაში ცეცხლი,

ხალთაში შუბი...
გადამაფარე გულგრილობის
ნისლი -
მთასავით,
დამმარხე,
როგორც
ოქროს ზოდი,
ძვირფასი მკვდარი,
ვისაც მატლივით ასევია
მოგონებები
შენი წარსულის,
ანდა შენი მომავლის
უფრო...
გადამაფინე,
როგორც გზისპირს
გაშლილი სუფრა
და თქვი,
რომ მხოლოდ
ღვინისათვის
ვარგივარ და
პურმარილისთვის...
ჩემით დალიე
სადღეგრძელო
იმ ქალებისა,
პირში რომ ძუძუს მოგვცემენ
და გზის პირისკენ გაიხედავენ
ვითომ სიფრთხილით,
სინამდვილეში
ახალ-ახალი ხიფათისთვის ასწრაფებულნი...
გემუდარები:
ნუ გამამხელ,
დამმალე,
როგორც სიყვარული,
სოფელში რომ ყველამ იცის,
მაგრამ
ჯერ კიდევ ქმრის ყურამდე
რომ არ მისულა.
 
nukriaДата: შაბ, 07.12.2013, 19:24 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხედავ, მომავლის იმედები,
როგორ მაბრწყინებს
,
თითქოს ჩვიდმეტი წლისა ვარ და
ყველაფრის მჯერა.

ლიანდაგებზე ვწევარ,
სახეს სხივი მინათებს:
გვირაბიდან
მატარებლის შუქი მეცემა...
 
nukriaДата: ოთხ, 26.02.2014, 22:19 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სასაცილოა ეს სიყვარული —
სანთლის კიდეზე აკრული ღვენთი...
დღეს მეც მომინდა გულწრფელად გითხრა,
რაც არასოდეს არ მითქვამს შენთვის.
მე ბრბოს კაცი ვარ
და ბრბოს ფუსფუსი
რა ცხადად მოჩანს, ალბათ, მანდედან,
თუმც, კიდევ კარგი,
რომ წმინდანივით
შუქი არ მადგას შარავანდედად.
და შემიძლია — მიყვარდე ჩუმად,
ჩემო ზღუდევ და ჩემო ჯებირო,
მთელი ცხოვრება ისე გიკითხო,
რომ არასოდეს დაგიზეპირო
და არ მომბეზრდე
ან შენგან წყენა
გულში არ დამრჩეს პატარა ხინჯად...
ასე უბრალოდ და გამეტებით
ყორე თუ უყვარს სუსხიან ჭინჭარს;
მე ჭინჭარი ვარ...
ვაზივით მკერდზე
ვერ დაგესხმები
მაღალ მტევნებად...
ვნების კვირაა
და უფალს, ალბათ, არა სცალია —
ჩვენთვის —

ევნება...
შენ ტირი...
მე კი ვერ ამიჩვილებ
ასე უბრალოდ გულს:
ბრბოს კაცი ვარ...
ისიც არ ვიცი:
ტირი თუ შენი
მწვანე თვალების ფერფლი მაცვივა..
 
nukriaДата: კვ, 16.03.2014, 14:31 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ სეფეჰრი

ქაშანურის ვარდი

ნათლის წვიმა,
უსასრულო ტალანის ცხაურიდან რომ იღვრებოდა,
ქაშანურით მოკირწყლულ კედელზე
ვარდს რეცხავდა.
ამ ვარდის ღეროს შავი გველი
ცოცხალი იყო
ლბილ, საამო როკვაში,
თითქოსდა, როკვის ბნელი არსი
ამ შავი გველის ყელში ჩაწრეტილაო,
ცოცხალი იყო ქაშანურის ვარდი
იდუმალებით მოცულ სამყაროში,
ფსკერუწვდენელი ცისფერის სამყაროში.

ბავშვობაში,
აივანთა ჭერის დაქანებაზე,
ფანჯარათა ფერადი შუშების შიგნით,
კედლების ლაქათა შორის,
ყველგან სადაც ჩემი თვალები, თავისდაუნებურად, შეუცნობელისაკენ მიიწევდნენ,
ამ ქაშანურის ვარდის მსგავსს ვხედავდი.
და ყოველ ჯერზე, როცა კი მოსაწყვეტად წავეტანე,
ხილვის ყვავილიდან ფურცლები ჩამომცვივდა.

ჩემი მზერა
ვარდის შავი ღეროს ქსოვილს მიეწება
და მისი ძარღვების მხურვალება იგრძნო.
მთელი ჩემი ცხოვრება ქაშანურის ვარდის ყელში ჩაიწრიტა,
ქაშანურის ვარდს კი სხვა ცხოვრება ჰქონდა.
ნუთუ ეს ვარდი,
რომელიც მთელი ჩემი ზმანებების ნიადაგზე გადაშლილიყო,
იცნობდა ძველ ბავშვს ჩემში,
თუ მხოლოდ მე ვიყავი,
მასში რომ ჩავიღვარე და ჩავიწრიტე?

ჩემი მზერა ღეროს ჩამწყდარ ქსოვილს მიწებებულა.
მხოლოდ მის ღეროზე შეიძლებოდა მოჭიდება.
როგორ უნდა მოგეწყვიტა ვარდი,
რომელსაც აჭკნობდა წარმოსახვა?
ჩემი ჩრდილის ხელი
ზემოთ აცოცდა და
ქაშანურის ფილათა გული აცახცახდა.
ნათლის წვიმა შეწყდა.
ჩემს წარმოსახვას ყვავილივით დასცვივდა ფურცლები.

სპარსულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ
 
nukriaДата: კვ, 06.04.2014, 11:33 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კი უყურებ ალმოდოვარს
და ფრანსუა ოზონს,

მაინც არაფერი გესმის,
ოფშკვითელო ბოზო.
ამიტომაც ცხარობ ისევ
ჩვენს არეულ დროზე:
,,მე ბოზს უნდა მეძახდნენ და
ამათ-გენიოსებს?!"
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость