ირაკლი კირკიტაძე
|
|
nukria | Дата: ხუთ, 01.12.2016, 07:40 | Сообщение # 31 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დედა ისევ დაგიკრეფ ლურჯთვალა იებს, თუმც აღარ მყავხარ გვერდით კეთილ შვილს, ისევ დაგიკრეფ ლურჯთვალა იებს და ხელს ამაში დროც ვერ შემიშლის. როს გვერდით მყავდი - გულშიც თბილოდა, დიდხანს მყოლოდი ამქვეყნად ნეტავ, რომ უფრო ხშირად გეთქვა ''შვილო'' და... რომ უფრო ხშირად მეც მეთქვა ''დედა''. ოთარ რურუა
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 01.12.2016, 07:41 | Сообщение # 32 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კინოს კარებთან წარწერა ამოიკითხა ბებიამ: ’’დღეს თექვსმეტ წლამდე ბავშვები ფილმზე არ დაიშვებიან’’. ტელევიზორში სხვა ფილმი ნახეს და ეს თქვა ბებიამ: დღეს თექვსმეტ წლამდე ბაღნები სახლშიც არ შეიშვებიან... ოთარ მამფორია
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 01.12.2016, 07:42 | Сообщение # 33 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ო, რა ძნელია,როცა წარსულს ისევ მისტირი, როცა საშინლად,მომავალი ისევ გიყვირის. ფერად ოცნებებს დამიმსხვრევენ ავი ფიქრები, ალბათ მოგბეზრდი,მაგრამ მაინც შენთან ვიქნები. მეგონა უკვე დაგივიწყე,აღარ მახსოვდი, მაგრამ ჩუმჩუმად გულში თურმე მაინც გნატრობდი. დიდი ხანია დარაჯი ვარ მე ბნელი ღამის, სხეულთან ერთად გულიც უკვე გაცივდეს ლამის. ღმერთო მომეცი გთხოვ გაძლება მე ამ ცხოვრების და მომივლინე დასი ფრთიან ანგელოზების. მთვარიან ღამეს მარტო ყოფნა იცი?! ძნელია, ფიქრებში წასულს არაერთხელ გული მტკენია. ო, რა ძნელია,როცა გული კვლავ გიცემს მკერდში, როცა ცრემლი გდის და მის სურათს იკუჭავ ხელში... (უცნობი ავტორი)
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 01.12.2016, 07:43 | Сообщение # 34 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ...ნუ მოგენატრება, ნუ... ნუ... ნუ... გსურდეს სხვა! ჩემი თეთრი სხეულის ლურჯი ხმა... როცა იკლაკნებიან, ტანზე ძარღვები, თითქოს ვნების ლექსს წერენ, როცა გაყვები... ნუ მოგენატრება, ნუ... ნუ... ნუ... გსურდეს სხვა! თუ ვარდისფერ კლავიშებს აღარ რთავ.... თუკი დადუმებულა უკვე რითმები... თუკი ჩემი სხეული ვეღარ გიმღერის... ნუ მოგენატრება, ნუ... ნუ... ნუ... გსურდეს სხვა! თუ არ გახრჩობს ჩემს თვალთა ცრემლის ზღვა... თუკი თავბრუს არ გახვევს ჩემი მორევი... თუკი დანაპერწლებას აღარ მოელი... თუკი ვეღარ გაგონებ მე სხეულის ხმას, ნუ მოგენატრები... ნუ... ნუ... ნუ... გსურდეს სხვა!-ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 01.12.2016, 07:51 | Сообщение # 35 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე მაშინ გწერდი,რომ ,,გაზაფხული ვერ მოგიყვანე შემოდგომის სანაპიროზე...'' ახლა კი თავად თავზე მათოვს შემოდგომა ყვითელ ფთილებად... ჩვენ მუდამ ვწუხვართ, და ასაკიც–დიდიც,პატარაც, გარემოების ჭირხლით ხშირად დაითთრთვილება! მე მაშინ გწედი,რომ ,,გაზაფხული ვერ მოგიყვანე შემოდგომის სანაპიროზე...'' და მაწუხებდა ჩემი სინორჩე, მერე ასაკი მეწვია და... როს ვიყავ დიდი, მე ის ზღაპარი შენთვის ვეღარ გამოვიგონე!–ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 01.12.2016, 07:57 | Сообщение # 36 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვაზს შევხდი უცხო მიწაზე, ხმის ამოღებას ცდილობდა, ო... როგორ ვერ მოვისაზრე, კლავდა ქართული ჭრილობა. ვამტვრევდი ენას უცხოურს, ვხარჯე მარაგი რაც მქონდა, არადა, თურმე ბეჩავი, ქართულად ლაპარაკობდა. ვარ უცხოეთს და ვქვითინებ, თითქოსდა ქრისტე მენახოს, შენი ცრემლების ჭირიმე, ჯვარზე გაკრულო ვენახო.......
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 01.12.2016, 08:03 | Сообщение # 37 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჰყავდა ბაღდადს ხა ლიფა ვერ გაექცა კა ეშანს სასახლიდანფუ ნდუკში ღვთის გლახ ად გადაეშვამისიშთა მომავალნისხვაგან სხ ვა გზით მიდიან სახელი იმ რა ინდისჰარუნ ალრაშიდია უკვდა ვებას ჩაბარდასიკვდილთან არ დაშინდა ძმობის მადლი კაცობამიხვდა იყო რაშიდაც
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 01.12.2016, 08:08 | Сообщение # 38 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სულის სიხარულს დაღვრის იებად არარაობა წმინდა. არავითარი არც პატიება, არც გახსენება მინდა... ვოვა მაჩაიძე
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 01.12.2016, 11:29 | Сообщение # 39 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი სიყვარული ამაყია დაჭრილ მგელივით და შეწყალებას არა თხოულობს. ყველა სიზმარი, რომელშიაც შენ გაგროვებდი, დამეფანტა და ქარებმა ხეზე გაჰკიდეს. მე ვიმახსოვრებ შენს ღიმილს და თიხისფერ მუხლებს, როგორც ხიდს, რომელზედაც ვერ გადიან აუღელვებლად. მე შემიძლია, აგარიდო ათასჯერ მზერა, მაგრამ მახსოვდე. ამაყია ჩემი სიყვარული, როგორც მდინარე წყალუხვობით გულმოცემული. ნუ მოუყვები მას ტკივილზე და განსაცდელზე. იქნებ გგონია, გააკვირვო ღამისთევებით? - დიდი ხანია, შეეჩვია ყველაფერ ამას, როგორც ტყე - ფრინველს და მინდორი - თავთავებს. მიდის თავის გზით და ჭრილობას ენით ილოკავს არა იმიტომ, რომ ტკივილი უცხოა მისთვის, - არ უნდა გეში რომ აუღონ დაქცეულ სისხლზე და მიუსწრონ ღონეგამოცლილს... ამაყია ჩემი სიყვარული. *** მხრები - ღმერთების ციხის ფასადი, გავლა ბალახზე, შენ რომ ინებე... საღამოები ისე უზადო და უცოდველი ფერით ბრწყინავენ, რომ არ დაგტოვებ, გტოვებდი როგორც - დღეებმა დღეებს ბევრჯერ უგანეს. შენ... სექტემბერი... კოცონი მტკვარზე, მთვარე - შიშველი იატაგანი... *** იტბორებიან ჩემი სიზმრები თოვლისფერი საღამოებით. როცა მზე ჩადის და ყველაფერს ერთმევა ფერი, მე შენ დაგტოვე. ასე ჩრდილები ტოვებენ საგნებს და იმ მხარეს ეშურებიან, სადაც არაფერს იმეორებენ. ჩემს დუმილსაც თუ დუმილი ჰქვია, თოვლს რაღა ჰქვია (შემოგაცვდა მეტაფორები). ოთხი კარია შენს ოთახში, როცა გადიხარ და მოსვლისას ერთია მხოლოდ. *** რა უნდა მითხრათ იმაზე მეტი, რასაც თოვლი მეუბნება ყოველ მოსვლაზე... *** როცა წყალზე ავ ანგელოზს ერევა რული, როცა მთვარეც იმდენია, რამდენიც გუბე და სიზმრები უკუღმართი გზებით დადიან - აღარ ვინძრევი, რომ ჩრდილებმა არ იცახცახონ. *** განა მდინარე იძინებს ღამით, ის სუნთქვას იკრავს, რათა არ დაფრთხენე ვარსკვლავები - უფლის კრავები, მდინარეზე რომ გადიან, როცა ღამდება, ისე, რომ წყალში ფეხისგულებს არ ისველებენ. *** როცა თენდება... და დახვრეტილი სიჩუმის ხლება ააცახცახებს სახლებს და ხიდებს, როცა ხეებს იმედივით ერთმევათ ჩრდილი და სიმხურვალე ეძლევა ვნებას - გავდივარ გარეთ... იქნებ ლურჯად აყვავდეს თოვლი.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 01.12.2016, 11:30 | Сообщение # 40 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზამთარია სიცივეა, შემოდგომა მიდის, მეშინია სიცივისა, ზამთარში რომ მოდის .. შარშან უფრო საშინელი, ცივი ქარი ქროდა, მაგრამ მაშინ ჩემთან იყავ, სულ არ მეშინოდა ნუთუ მართლა შეგეშინდა ზამთრის სიცივისა, მაშინ რატომ მიმატოვე, ვის მივმართო ვისა? ვინ გაგითბო, ვინ გაგითბო,გაყინული გული, ან მე რად მაქვს, ჩემო კარგო,ასე თბილი გული გაზაფხულდა დამიბრუნდი,დამიბრუნე გული, გაზაფხულო დამიბრუნე,ძველი სიყვარული... ზამთარია სიცივეა, შემოდგომა მიდის.
|
|
|
|