სანებლიძე თამაზ - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 13
  • 14
  • »
სანებლიძე თამაზ
nukriaДата: ოთხ, 08.06.2016, 19:01 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვახტანგის ადგილს იჭერს ხეჩუა,
გვეცლება ქართლი თვალდახელშუა !
მუხრანი
 
nukriaДата: ოთხ, 08.06.2016, 19:22 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქნებ, გავარკვიოთ ბოლო-ბოლო,არ ვართ რა ხანია პატარები...
კიდევ ერთ სიგარეტს გავაბოლებ,
- დიდხანს გავჩერდებით ნატანებთან?
- არა, მალე გავალთ, არ ჩახვიდეთ...
(- წიგნი შეიძინეთ სამადლოზე...)
ტალღით გავსებული ჩიჩახვიდან
მთვარე გამოსჩრიათ ალბატროსებს...
მე სხვა ნაპირიდან მოვდიოდი,
დინჯი პალმების და... კოწახურის...
ქარი ამოიჭრა ნოტიო და...
მოდი, ჩემი „კურტკა“ მოგახურო,
ახლა რომ ჩურჩულებ მომეტებით:
წამო, წავიდეთო კართაგენში,
მართლა დავიჯერე, მონეტები
ზღვისკენ ვისროლე და გადავეშვი
ცისფერ ლაგუნაში... ადრე უფრო
ვნახე დამსხვრეული ქალაქები,
ამინდს რომ ელიან სადრეიფოს,
ყოველ მიქცევაზე ალაგებენ
წყალში მისადგომებს ფიცრებიანს...
(ფერი მარჯნისა აქვთ, გემო - ლილის...)
მერე სისხლისაგან იცლებიან
უკვე დამშრალნი და გამოცლილნი.
ჩვენი კართაგენი როგორია,
ანდა საითაა, რომელ მხარეს?
თავი დაანებე ბეგონიას,
მოდი, მომხედე და მომეხმარე,
იქნებ გავარკვიოთ... (გავაბოლოთ!..)
მოდი, ამ სიკეთეს თუ იზამ და...
ან რა მანძილია ბოლო-ბოლო
იმ მზით გადახრუკულ ტუნისამდე?
რომ ვერ ჩავაღწიეთ მწყურვალებმა,
(სულ მთლად დავიბენით ბეღურები...)
ქვიშის არ მაშინებს მხურვალება,
რადგან მიყვარხარ და მეგულები...
- სად ვართ?.. - უკაცრავად, გამატარეთ...
- კიდევ სამიოდე გაჩერება...
მესხი ნამეტნავად ავად არი, -
სულში ცისფერ ტალღებს აჭენებენ...
შენ კი, ალბათ, ახლა ქოთნის ყვავილს
თითქმის გამხმარ ფესვებს უგრილებ და...
თავი დაანებე ბეგონიას,
თავი დაანებე ბეგონიას,
თავი დაანებე ბეგონიას,
ერთხელ მეც შემასვი წყურგილედან...
 
nukriaДата: ოთხ, 08.06.2016, 20:40 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუკრი

მომიკლეს დედა...და მთისხელა სევდა - საგზალი
დამაქვს თვალებით...
ცივია ზეცა...
მთვარე სამსალით
სავსე სინია...
მოულოდნელად გადამიწვეს ტყე და სათიბი,
თებერვალია, დაიწინწკლა ჩემი ქათიბი
და... მეშინია.
 
nukriaДата: ოთხ, 08.06.2016, 20:41 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე თუ არა ვთქვი,
შენ თუ არა თქვი,
არა თქვა იმან,
ან ვართ ყრუები,ბატონებო,
ან კიდევ გვძინავს...
ეს რომ ასეა,
ამიტომ გვაქვს თავში საცემი,
სამშობლო - ცნება
რომ გვგონია მზა ტანსაცმელი,
ვისაც სად გვინდა,
როგორც გვინდა,ისე მოვირგოთ,
მტერს ნურა კარგი,
თუ ამ ყოფით რამე მოვიგოთ.
ახლა ხომ მიხვდით, რაც მოგვწია,
რაც ქნა სიყრუემ,
ვით არშემდგარ ერს
არშემდგარი ერი გვიყურებს.
რა ლოდს ვახალო,სად წავიღო
თავი საწყალი,
ყველა სულელი მე მარიგებს,
ჭკუას მასწავლის.
 
nukriaДата: ხუთ, 09.06.2016, 00:18 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ველი ყვავილებს! ყვავილებს ველი!
სამარის თავზე, ველი სამანებს,
მალარმე მელის, ღიმილით მელის,
და პოეზია პოს ასამარებს. არ არის უფრო, ხმა უფრო ქუფრი,
ვიდრე ქარაფის, ყელში ქაფების
დახრჩობა ავი ტალღების კუპრით,
და მინავლება შავი ლაფებით. მზადება სადა... სუდარა სადა,
იყო მირონი და ირონია...
ახლა სასახლე! უფრო მანსარდა,
და გული სამი სამირონეა. თვალი ლოდები, ჩუმი ლოდებით,
შეღიმებია მიწა ჰორიზონტს,
გარეშე წვეთი მრუში გოდების,
და ელოდება ეტლებსა და შფოთს.
 
nukriaДата: ხუთ, 09.06.2016, 00:36 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვერი მოვუშვი,დღის და ღამის მონაცვლეობა...
გვიან შევნიშნე, -
ბევრი ღამე გამთეთრებია,
თითო ღერი - თითო ლექსია,
წვერი - კრებული.
 
nukriaДата: ხუთ, 09.06.2016, 00:50 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი ნაკლებობა იწვევს:ოიდდეფიციტს,
სისხლძარღვების გათხელებას,
ძვლების სიმყიფეს,
მჟავე-ტუტის ბალანსის დარღვევას,
ნერვული ქსოვილების ციებას,
სისხლის წარმოქმნის შეფერხებას,
გლუკოზის დონის დაცემას,
კანის ჭკნობას, ანუ სიბერეს...
მოკლედ, შენ ჩემი იოდი ხარ,
კალციუმი, კალიუმი და ნატრიუმი ხარ,
მაგნიუმი, რკინა და ქრომი ხარ,
სელენი და სელენა ხარ,
თუთია და თათია ხარ და
ნუ წახვალ და ნუ იზამ, თორემ
მოვკვდები.
 
nukriaДата: ხუთ, 09.06.2016, 00:56 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰო,ვერ ჩაგხედე თვალებში და...
მქონდა საბაბი...
არცა რა მითქვამს,
სისულელეა...
ერთ დროს ამ კაკლის ფილთაქვაში
წყალსაც ვნაყავდი,
გულსაც,
ნერვებსაც...
დაჭმული ფრჩხილით ვფხოჭნიდი კედლებს...
ცა იყო ნედლი,
როგორც სიმინდი მკათათვეში,
როგორც ქვირითი,
მდინარის თავში რომ დაყრიან ორაგულები...
სად მეგულები, არც ეგ ვიცი ახლა და მაინც
ნიჟარის ნატეხს წავაწერე შენი სახელი.
თითქოს ამ ტალღას მიგაბარე,
დაინდობს-მეთქი, - გავიფიქრე,
უშველის-მეთქი...
მაგრამ არა! -
წაგლეკა მაინც...
 
nukriaДата: ხუთ, 09.06.2016, 01:05 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯერ ამ სურნელით გაგაბრუებ,მერე გეტყვი,
რომ „არარაი არს დაფარული“,
რომ ეს სიმშვიდე დედაჩემის კალთიდან ამყვა
და შევინახე.

აქვე ცხოვრობდა დედაჩემი,
ამ მთის ქარაფზე,
დალილა ერქვა.
ყოველ ცისმარე,
ოქროს ნაწნავებს რომ იშლიდა სამხრეთის ქარში,
უსმენდა ქარი...

უსმენდა ქარი დამტვრეული ტალღების ტყლაშუნს
და ფითრდებოდა...

დედა თევზებმა გაასვენეს,
დელფინებმა იტირეს მოთქმით,
ფარავდა კუბოს მედუზების თეთრი სუდარა...

მე ვიჯექი გადახსნილ ეტლში
და ხელს ვუქნევდი ”ნაუტილუსს” - კონცხზე გარიყულს.

ახლა ჩემს ქოხში
დგას ყვითელი ფურცლების სუნი,
გამომწვარი კრამიტის სუნი
და ნიჟარების...
 
nukriaДата: ხუთ, 09.06.2016, 01:05 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეონის შუქით მეგებება ჩემი ქალაქი,ზათქით...
ღრჭიალით...
კატის კნავილი -
ამოვარდნილი სენტიმენტი ამ ყველაფრიდან -
წვიმის სადინარს ეხიზნება
და ცისკენ მიდის...
რამდენი წელი მოვაგროვე ხურდა ფულივით,
რომ მერე ერთად,
ხელუკუღმა გადამეყარა
შენს არყოფნაში...
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 13
  • 14
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость