საშა გველესიანი - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
საშა გველესიანი
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:15 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//
ვაზი კოხტად შეჰყოლია
მაღალ ხარდანს,
ძმა შემხვდება და
სიზმარი მეორდება,
ბედნიერი მეკითხება,
- რავა ხარ და...
სახლთან კიდევ
მისი ნენე გველოდება.
ქარს ვასწრებ და გული ხელით
ციმციმ მიმაქვს,
დაღლილ სულში
მზის სხივები ჩამექარგა,
ყველა ნენეს
დედაჩემის თვალები აქვს,
ბავშვობაში
უკვალოდ რომ დამეკარგა.
დასიცხული,
ტკივილებით ნაისრალი,
იარებზე მოგიჩრდილებს
თავის ჩეროს,
გიყურებს და ისე წამხარ,
ლამის არი
ყველა მითი და
ზღაპარი დაიჯერო.
ყველაფერი თითქოს
სიზმრად ნანახია,
მონატრებულ ჩხავერს
თავი დავაკალით
და ჭიბონმაც ჰანგი
ისე ჩაახვია,
სისხლს ძარღვებში აერია
გზა და კვალი.
ნენე დილით შემოგვიდგამს
ძველ სამოვარს
და ვენახში
სამუშაოდ შევა ადრე,
მეც წავყვები...
საბანაოდ ვერ წამოვალ
ძმაო, შენს ზღვას
ჩემ სიშიშვლეს ვერ ვაკადრებ.
მიწამ მიცნო,
განა რამით გამიოცა,
გაეღვიძა ბავშვობას და
ნენე უნდა...
ჩამოხვალ და...
კუთხე-კუნჭულს დამილოცავ,
ჩამოვალ და...
გიდღეგრძელებ ღელე-ღურდანს.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:16 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
**
ზღვას არ ეტყობა
ღელვის სურვილი...
სარკის სიმშვიდეს
ვეღარ ვეჩვევი,
დუმს წიწამური
და ეს დუმილი
თანდათან მაწყვეტს
ნერვებს შერჩევით.
ვეძებ ქარიშხალს...
რომ ვერ იტანდა
სული უტყვ ღამეს
კლავდა ყივილით,
დასაბამიდან
შენ ხარ სიტყვა და
სიჩუმე, სავსე
ჩემი ტკივილით.
ჯაჭვი ვარ შენი,
შენი ჩაჩქანი,
რა გითხრა, რა ვქნა,
არ მაქვს სახელი...
ვარ გაზაფხულის
თეთრი ბატკანი
შენთვის რომ უნდა
გამოჭრან ყელი.
გზა წმინდა სისხლით
სად დაინამა
მახსოვს და შენი
ფიცი რაკი ვარ,
მე ვიცი, ახლა
სად არის მამა
და მამის საფლავს
ვიცი რა ტკივა.
მინდა რომ წვიმდეს,
გესმის, სულ მინდა
წვიმდეს და ღამე
მოკვდეს ღვინოში...
დუმს წიწამური...
მთვრალი სულიდან
ჩუმად დაღვრილი
ცრემლების დროში.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:16 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
**
დაღლილი სული
დაეძებს ბინას,
მობეზრდა ძებნა
სამყაროს კიდის,
ყოველი დღე ჰგავს
სასწორის პინას...
აწონილ ტკივილს
ტოვებს და მიდის.
ვდგავარ... ვაცილებ
წასულ ვაგონებს,
რა მჭლეა სული
ნაშიმშილები...
წვიმა მოხუცის
ცრემლებს მაგონებს,
არ შეარჩინეს
ვისაც შვილები.
არაფერს ვეძებ,
ვიცი ძნელია...
ვიცი ძნელია
ძებნა არაფრის,
ნისლები ნისლებს
მაინც ელიან
და ციცაბოა
ყველა ქარაფი.
ვუყვარვარ წვიმას...
მწყურვალე ტანის
ქუჩაში გასვლით
და გაშიშვლებით...
სულს დავატარებ
წვიმით ატანილს
სანამ კვალივით
არ წავიშლები.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:16 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//
ჩემთან გადმოსახლდნენ
შენი ბეღურები
ნუგო... მეც მლანძღავენ,
თუ არ დავუყარე
პურის ნამცეცები...
ვზივარ , ვეხუმრები,
მაგრამ არ ესმით და
თვალებს აცეცებენ.
შენი კი ესმოდათ...
ჰოდა ეს თავხედი
ზის და მემუქრება
კარგად შეხურებით...
ნუგო... მე კი ვხვდები...
ჩუმად რომ წახვედი
და მე დამიტოვე
შენი ბეღურები.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:17 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//

მოწყენილი ქუჩა...

მოწყენილი ქუჩა...
ჩამომჭკნარი ვარდით
მოწყენილი სახლი...
შექუჩებულ დარდით
ფანჯარაში დედა...
მინორული გამმის
ნერვიული ჟღერა
შედედებულ ღამის...
აჩრდილების წყება
ძოწეული ფერის
ამღერებულ ფერთა
შეწყობილი ჯერის...
ღამის ჩუმი ჩერო
ბავშვურად რომ მწამდა
შიშნეული განცდით
შეჩერებულ წამთა
სევდიანი ჯარი...
გაურჩებით ჟამის
გაათენეს ღამე
ალუჩებმა ლამის...
გადაღლილი ქარი
მივარდნილი ძილად
ესიზმრებათ ხეებს
ქარიშხლების დილა...
მონატრებად რჩება...
უცხოსა და უჩვევს
სადღაც მორცხვი ტუჩი
ეურჩება ტუჩებს.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:17 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
**

ჩიტის ჭიკჭიკი უთენია,
გესმოდა ქალო?
კარგი ამბავი ჩიტო-მეთქი,
ოქროს ნისკარტი...
რამე აჭამე სულელ ჩიტებს...
ხომ გესმის ქალო,
არ ჩუმდებიან, ადექი და
პური მიართვი.
გუშინ ეგ ძუძუ რად გტკიოდა,
ჰა, დედაკაცო?
რამ გაგაშტერა, რამემ ელდა
ხომ არ დაგცა და
რამ დაგამუნჯა...
როდის იყო რომ გებარბაცოს...
რა თქვი, რას ვგრძნობო? - რასა როშავ,
ან რამ დაგცადა.
ხედავ მეზობლებს, შემოაღეს
ჩვენი ჭიშკარი,
სტუმრად მოდიან... ეგ რა სახით
მოდიხართ ხალხო!
რა მოიტანეთ, ეს რა მოგაქვთ,
რამე მითხარით...
რა ამბავია... რას მიამბობთ,
ვინ უნდა ვნახო...
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:18 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ქალო მინახე ის პერანგი,
_ შავი-თქო ქალო...
შენც მოიძებნე ის ლეჩაქი
შე დღედამწვარო...
შვილი დაბრუნდა დედაკაცო,
თმა გაიშალე,
მოდი... ქალი ხარ, ცრემლები გაქვს
ბედის ნაცარო.
ელდამ გაყინა ხელი, შვილო
მოგეფერები
დასიცხულ მკერდზე, გაგიგრილებ
დამაშვრალ სახეს...
მამა მოგიკვდეთ, რამდენი ხართ...
შენც მებევრები...
კაცი ხარ შვილო... დღე დაიწვეს
მე რომ ჩამსახეს.

* * *
როცა მარაბდას ცხრა მომიკლეს,
სამასი – კრწანისს
არც მიტირია... ჩემი მიწის
წესი წესია...
სხვაგან, სხვის სახლში, წვეთი სისხლიც
არის სიმწარის...
მე ჩემს ეზოში ვიდექი და
მუმლი მესია.

* * *
ოქროს ნისკარტი, - მოდი ჩიტო,
დაგელოდები...
ხეებში ჩუმი და ფერმკრთალი
მზე იჭვრიტება...
სიმწრის სიბერეს აკითხავენ
ანგელოზები
და ლოდადქცეულ მოხუცებზე
სხედან ჩიტებად.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:18 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
/*

რისთვის და ვისთვის,
ან სად... და რატომ...
- პასუხი კითხვის
ვეძებო მარტომ!
რომ ჩემი სისხლის
საზღვარი გადის
აქ, ჩემს მიწაზე
და არა სხვაგან...
ამ ერთი მისხლის,
ცრემლის და დარდის,
ამ ჩემ წილ ცაზე,
ტკივილზე, რადგან
არ მდომებია არარა სხვისი.
წაიღოს წყალმა
რაც ომებია...
თუ მამამ შვილის
კუბო გათალოს
და დედის თვალმა
ცრემლებად თვალოს
შვილები, ვისაც
უზრდიდა მიწას...
საკუთარს, მისას
და არა სხვისას...
თვით ქართულ სიკვდილს
რცხვენია, ვფიცავ!
არაფრით და ვერ
ეწყობა რაღაც...
და ტყეებს მამა
საფიცრედ აპობს...
ვეძებ პასუხებს
იქ, სხვაგან, სადღაც,
სხვამ ჩემი სისხლი
როდემდე ყლაპოს?!

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:18 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//

გელიან შიშით და
ვერგაგებით
ცრემლები გზაზე
მონაპკურები...
ცივი ღამისგან
ნავერაგები
ლოცვად დამდგარან
მოლაღურები.
ნიშნად ჩემამდე
უჟამოდ სვლისა
სევდით ჩარაზულს
გავაღებ ბინებს,
თუმც არაფერი
გითქვამს მოსვლისას
და წასვლაც აღარ
გამაგებინე.
კვლავ მარტოობის
დავიდგამ უღელს,
ლოდინს ვისწავლი
ისევ ახლიდან,
სიბერე დილას
ფანჯარას უღებს
შეჩვეულ სიზმარს
უშვებს სახლიდან.
ჩუმად მიყვარხარ...
ჩუმად გწყალობენ
ფიქრები ნისლით
მონახურები...
მე ისევ აქ ვარ...
სადაც გალობენ
ლოცვად დამდგარი
მოლაღურები.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:32 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,... რაბამი ქვები არს
და რაბამი შენებულება..."
მეც, არაფრისგან ვაშენებდი
პატარა ხიდებს
შორისკენ, სადაც
დასაბამით შენ მეგულები,
რამეთუ მწამდი...
და რამეთუ აღარ წახვიდე.
უცხო და მშვიდი
თებერვალი... შეუსაბამო...
და ველურია სული ჩემი,
როგორც ენქიდუ,
შენ მაინც შორს ხარ...
უჩემოა შენი საღამო
და ხიდს ვაშენებ, უსაყრდენოს,
მზერით შეკიდულს.
წასულა შობის
არიელი და მარიელი...
დრომ რა ჯიუტად ჩაიარა,
სადღაც იჩქარის,
ცივია, ჩემი უნაპირო
სიცარიელე
და რა მძიმეა შენი ეზოს
თბილი ჭიშკარი.
ათოვს სიშორეს და ძველ ტაძარს,
შორით ახოვანს,
ლიბომორღვეულ სიმშვიდეში
როგორ აციებს
და შიშველ სულში ხიდს ვაშენებ,
კეთილთაღოვანს,
თითქოს სცენაზე ვდგამ
აბსურდის დეკორაციებს.
,,...და არა დაშთეს
ქვაი ქვასა ზედა, რომელი
არა დაირღუეს..."
- მაინც ვაგებ პატარა ხიდებს...
თვალები შენი
ველურია და მათრობელი
დასაბამიდან...
და რამეთუ აღარ წახვიდე...

საშა გველესიანი
 
ძებნა:

მოგესალმები Гость