გურამ ჯახუტაშვილი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
გურამ ჯახუტაშვილი
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 17:04 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზად მიხვალ,ლეგა ნაგაზი
მოგდევს და გელაქუცება.
გორიდან გიმზერ, გავბრაზდი
ამ ჩემს იღბალზე, უცება.

მე ვნატრობ: მიწყივ შენს ახლო
ყოფნას და შენთან მხარდამხარ
სვლას, მაგრამ ბედი - ეს ძაღლი -
მიყეფს და გვრიყავს ხანდახან...

მიდიხარ...
თქვენსკენ ვაფრინე
გული - გვემული ნაღვლითა...
ვაჰ, დედას მტრისას, გაბრიელ,
ბედით გჯობია ძაღლიცა!
 
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 17:57 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შინ შმაგი მოველ, ეგებადევთ დამიტორეს სხეული,
ნაგაზი ფეხქვეშ მეგება,
ჩემს მოფერებას ჩვეული
ჩავწიხლე ძაღლი და ბრაზით
ვბორგავ ვით შლეგი სასმელში,
თვალებით მკითხავს ნაგაზი:
“ჩემო პატრონო რას მერჩი?!”
ერდოზე დავჯექ,მჭირს წყლული,
გულზე დამშანთავს თაკარა,
ჩემთან შემოდის ძმისწული,
მეტიტინება პატარა
დავკივლე, მომწყდი თავიდან!
მოგსრავ, არ უნდა ფიცია!
ბალღი ტირილით წავიდა,
“რას მემართლები ბიძია?!”
შინ შეველ, შოთა რუსთველი,
დანტე და დიდი გოეთე,
მაწვევენ, გადაგვფურცლევი,
სიშმაგეს ეხსენ პოეტო!
ჰა, ხელნაწერიც აქვე ძევს,
თურმე ვთარგმნიდი ესენინს,
-დაგვამთავრე და დაგვხვეწე,
მეხვეწებიან ლექსები.
დაბლა ვანარცხებ ქაღალდებს,
თან ვფიქრობ შმაგი ფიქრითა,
ახ, შემაწვდინა მაღლა მზეს,
რომ ჩამომეგდო იქიდან.
ჩემთან შემოდის მშობელი,
_რა ეშმაკებმა აგრიეს,
რომ არ ხარ ჭკვათა მყოფელი,
რა გემართება გაბრიელ?!
-მზექალო, დედას რა ვუთხრა,
წყლულს რითი მოვიშუშებო?
იქნება ჯობდეს გავუტყდე,
რომ მე ვიწვები უშენოდ.
რომ ვერც დღეს გნახავ ვეღარც ხვალ,
რომ გულს მიბურავს ნაღველი,
რომ შენ აულში აღარ ხარ,
რომ შენ ქალაქში წახვედი.
რომ სამსალიან ზედაშეს
მასმევს იქედნე ბედიო
და ვეუბნები დედაჩემს,
დარდით ვილევი დედიო….
მე რომ სახატე ავიგე,
საც ლოცვა დამირხევია,
წუხელღამ ვიღაც ავის მქმნელს,
უღმერთოდ დაურბევია.
 
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 18:14 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ჭერქვეშ სტუმრობა ორ ქისტს და ერთ ხევსურსგვანიჭებს ხალისს და უნაზეს მოლოდინს,
თანაბრად გვიღიმი,სტუმრებს კი ესე გვსურს
ერთ ჩვენგანს საკუთრად მიენდო ბოლომდის.
დილაზე წამომდგართ ჭრელ ნოხებს დაგვიფენ
დავსხდებიტ რომ ვჭიმოთ ტრფიალის ჭაპანი,
უხდება ხუმრობა მეგობარ რაყიფებს
მეც ერთი ხევსური არა ვარ ჯაბანი.
ზოგჯერ კი გავალთ და მერნებით ჯიქითა
დავქრივართ,შენ გვიმზერღიმილის მხატავი,
ქისტები ნათქვამნი არიან ჯიგიტად
მაგრამ არც მე ვუჭერ ჩემ ლურჯას სადავეს.
როდესაც მნათობი შუა ცას დალახავს
შავ ნაბდებს გაშლიან მინდორზე ქისტები,
მოხრიან მუხლებს და შესთხოვენ _ალაჰო,
ამ ლამაზ ქალშავას შენს მონას მისცემდე.
ჩვენ ვრჩებით, ხვთის ნაცვლად ვარ შენზე მლოცველი
და აი,თანხმობით შეერთდნენ ბაგენი,
გონს როცა მოვედით თვალგანაოცები
ქისტები პირისპირ გვიმზერდნენ შმაგები..
ერთბაშდ შეიკრეს თავები ჩალმითა
შესხდნენ და გაქუსლეს,მერნები ქარული,
აწ,ნიავს ჩამოაქვს სოფელზე ჩავლითა
ალაჰის გმობა და ცხენების თქარუნი…
 
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 18:50 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მუდამ ხომ არ მაქვს თრობის სასმელი,ფურვა კი შენი უნახველობის
მე მარად მასმევს სევდის სამსალას
რომ არ დავღონდე უნაღველობით.
ჰოდა, როდესაც ღვინის ამქართან
ღრეობის აღმართს ავებღატები, _
რად გაიკვირვებ, _ თავგზა დავკარგო
და მიმავიწყდეს შენი ხატება?
მე რომ სათრობი მუდამდღე მაქვნდეს,
ალბათ აღარც კი მოგისურვებდი
და შენი ტანის უტურფეს ნაკვთებს
გადავშანთავდი სასმლის სხურვებით…
ათასში ერთხელ მომიწევს თრობა,
სხვა დროს კი შენთვის ნაღველი მთანგავს,
ასე შუღლობენ ღვინო და ტრფობა
და ერგებიან მგოსნის გულს ბანგად.
შენც რომ ყოველდღე პირისპირ მყავდე, _
შორს გავტყორცნიდი ღვინის თასს ალბათ,
ვესესხებოდი მეხოტბე შავთელს
და ვიმღერებდი შენს ხოტბას ყალბად, _
ჰო, დიახ, ყალბად!
რადგან მგოსნებმა
თუ გამოვკრიფეთ ნატვრის მაყვალი,
სულ სხვა, ახალ კერპს ვეძებთ ოცნებით,
რომ ახლა მათ ვცეთ სიტყვით თაყვანი.
მაგრამ სასმელი? _
ამგვარი კითხვა
არც დაესმება თრობის ხატებას; _
ვითაარ ლექსს
და ვითაარ სიტყვას,
მგოსნისგან ბანგს არ ეღალატება!



 
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 18:51 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დილაა, ბავშვივით უდარდელი...
ჭიკჭიკებს ეზო და აივანი...
სახეზე მეფერება რტო - ცაცხვისა,
ნაღამური და ნამიანი.
ეს ხმა, სიოსავით მომღერალი,
მზის ოქროს ფარჩის შრიალია...
ბავშვივით მახარებს ფრინველების
ჟღურტული, ნავარდი, რია-რია!
დასრულდა წვიმების ეპოპეა,
უკვე ცეცხლისფერი ივნისია...
ეს გული, გასკდომამდე ბედნიერი,
სიზმარში რომ ვნახე, იმისია!
მერცხლები შესევიან თვალსაწიერს...
დილა აფრიალებს ცისფერ მანდილს...
მზე ძირს ჩამოსულა ოქროს კიბით ,
ქუჩებში ბოშასავით ლაღად დადის.
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 19:31 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღრუბლიან დღეში გაიხსნა ზეცადა მზემ უეცრად გამოანათა;
ჩვენ მივდიოდით მინდორში ერთად
და შევისვენეთ გზაში, – ყანასთან…
მე გითხარ: ჩვენი დღე და სოფელი
ნათელია და ვარაყიანი,
როგორც ეს მზეი – მანათობელი,
როგორც ეს ყანა – ბარაქიანი…
შენ მხრებზე შალი გადაიკეცე
და გაიღიმე ისე ანაზდად, –
თითქოს ხელახლა გაიხსნა ზეცა
და მზემ უეცრად გამოანათა!
 
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 19:32 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ადრე შემოდგა წელს შემოდგომა,ტყე ვეღარ გასწვდა ნისლების მტკაველს,
მზემ ღრუბლის დგიმით ცა შემოდგიმა
და დაუსწრებლად დასტირის მთა–ველს.
რაღაც მაღალი სიჩუმე სუფევს –
მიწიდან ცამდის გადაცემული,
ღვრის მღვრიე ზეცა ცრემლების გუბეს–
ზაფხულზე გლოვით გატაცებული.
ყვინთავს არყის ტყე, თუ მიეძინა?!
თან ბილიკს ცრემლთა მანანით ნამავს.
სდუმს შავქარაფი–ყრუ მუეძინი
და სალი–მოლა ასრულებს ნამაზს.
 
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 19:57 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამემ შემხუთა…აღარ შემოდის
სარკმელში შუქი გარიჟრაჟული,
ბარბაცებს ბინდი, ვით ბეგემოტი,
არ ტყდება ზეცის კარი დახშული…
ხელის ცახცახით ვნახულობ ასანთს,
აი, ხანჯალიც – ფხამომახული.
წყეულო ღამევ, მე მოგცემ ლაზათს,
ავანთო გული – ნათლის მსახური!!!
 
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 20:01 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღალატით მოჰკალ ჩემი ახმედი,აგრემც ღალატი მოგიღებს ბოლოს…
ისემც ჩასჭკნები,
ისემც ჩახმები,
ვით რთვილის თვეში დამჭკნარი ღოლო…
გაგიტყდეს ხალხში ნამუსის ხიდი,
ოხრით ხვდებოდე მწუხრსა და სისხამს…
პირმოღიმარე ქალმა შეგხედოს
და ღიმი უმალ შესცვალოს ზიზღმა!..
 
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 20:33 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქისტის ქალების საუბარი

პირველიმე ისეთი ქმარი მინდა, ქალებო,
შავი ღამე დღენათელი ეგონოს,
ცხენი ჰყავდეს – მოპაექრე ქარების,
შვიდი მერნის გამძლეობის მექონი!
თოფი ჰქონდეს – ბეჭდის თვალსაც არ ასცდეს,
სატევარი – მტერს გულში განეწონოს,
მუხლი ჰქონდეს – შუაღამე ქარაფზე
მიდიოდეს და შარაგზა ეგონოს!
მე ისეთი ქმარი მინდა, ქალებო,
ღონით, მარტომ, ცხრა ვაჟკაცი შეკონოს,
ტანი ჰქონდეს – ჩამოსხმული ყალიბში,
შევხედო და… ჩვენი ციხე მეგონოს!

მეორე
მე კი, დებო, ქმარი მინდა ისეთი:
გული ჰქონდეს, შიში კი არ იცოდეს,
გარს რომ ერტყას მტერი, როგორც ნისლეთი,
იგი ხირიმს დამშვიდებით ისროდეს!
მე, ქალებო, ქმარი მინდა ისეთი:
თვალი ჰქონდეს, ბინდი კი არ იცოდეს,
ყური ჰქონდეს, ჩემგან თქმული: ,,ვის ეტრფი?’’
დღის სავალზე მიესმას და მიცნობდეს!
რიჟრაჟის ჟამს მომიტაცოს ჯიგიტმა,
მდევარს მარტო აბრუნებდეს ის ერთი;
მე შევხედო – შეკრთეს როგორც ჩვილი ყრმა,
ჰოი, დებო, ქმარი მინდა ისეთი!

მესამე
მე, ქალებო, ქმარი სულაც არ მინდა:
ის ჩემს ციალს მოევლება ღრუბლებად…
გიჟმაჟობა მომექცევა არმადა,
მომაკლდება ტკბილი თავისუფლება!
ჩემს სილაღეს გაჰყიდიან არბითად
და აბრაგი დამიმონებს ბოროტი…
მე, ქალებო, ქმარი სულაც არ მინდა,
ქალწულობა მირჩევნია ბოლომდის!..
მე, ქალებო, ქმარი სულაც არ მინდა,
და თუ მამა მაინც მიმცემს მეურვეს,
ვინატრებდი: ჩემი ქმარი, ამ დღიდან,
ძებნას აღარ დაუწყებდეს მეორეს!..
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость