შოთა იათაშვილი - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
შოთა იათაშვილი
nukriaДата: პარ, 27.01.2017, 03:16 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დალახვროს ეშმაკმა , წუხელაც ყმუოდა,
წუხელაც გულამდე გადმომდო სათქმელი,
რომ მგელი იყო და კეთილს ვერ გუობდა,
რომ ყელში უჭერდა გვარ-ჯიშის საბელი.

დალახვროს ეშმაკმა მგელსაც კი სტკიოდა,
რომ ბევრ კრავს ჩაუქრო სიცოცხლის სანთელი.
რომ მგელი იყო და გენები ითხოვდა,
ლეკვებმა ითხოვა ნასისხლი საჭმელი.

თავს ისე ასწევდა, ისე შეყმუვლებდა,
მუქარად მიიღო ბრიყვებმა სათქმელი.
როცა ყველა ბგერამ სულში ჩააღწია,
ყმუილს "აღსარება" დავარქვი სახელი.

იქნებ მგელს რომ ვკითხოთ, ჩვენ უფრო მხეცი ვართ,
ჩვენ მეტი ჩავაქრეთ სიცოცხლის სანთელი.
იქნებ ყოველ ღამით მგელივით, არ შეგვრცხვეს,
საჯაროდ ვიყვიროთ: შევცოდე უფალო, შემინდე სათქმელი.

ალეკო მიშელაშვილი
 
nukriaДата: პარ, 27.01.2017, 13:48 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თმებში გამოწნილი ჯვარით,
ქართლის მომქცეველო ნინო,
კერპებს ფარნავაზთა გვარის,
სისხლად შეაგებე ღვინო.

სიტყვის მომცემელო უფლის,
ზვარაკ შეეწირე როცა,
ახლაც საქართველოს უვლის,
შენი მოტანილი ლოცვა.

ღვთისკენ ივერიის დედავ,
მეოხ მარიამი მიწის.
ლოცვად გევედრები, ვბედავ,
ხატთან დამდებელი ფიცის.

წმინდა მოციქულთა კვალად,
პურის მომცემელო, ვაზის.
ერთი სიცოცხლე მაქვს ვალად,
მხარზე ანგელოზი მაზის.

წმინდად დავიტიე გულში,
ნინოს მოტანილი სიტყვა,
ხორბალს მივაბარებ ხნულში,
ქრისტე სახარებით ითქვა.

ანტონ გაგუა
 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა:

მოგესალმები Гость