nukria | Дата: ოთხ, 08.03.2017, 14:35 | Сообщение # 11 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უსიყვარულოდ სხვა სიკეთეც ვერვინ იხილა, წუთისოფელში ღმერთმა იცის, ვინ რას ცოდვილობს... მე ის მაოცებს, გულყვითელა, თეთრი გვირილა, თუ როგორ ცდილობს, სველი კაბით წვიმაც მოხიბლოს... თუ ერთხელ მაინც არ გიგრძვნია წვიმის სიკეთე და რომ სიკეთე, ხორბალივით მარცვლის ტოლია... ან ეს მარცვალი, მზეს თავთავად რისთვის იკეთებს, – თუკი ვერ მიხვდი, არ ყოფილხარ.... არ გიცხოვრია!...
ბადრი სულაძე
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 08.03.2017, 14:38 | Сообщение # 12 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აივნიდან მზესავით რომ მიღიმოდი და სიმორცხვით ედრებოდი მიმოზებს, წირვა იდგა, სალოცავად მივდიოდი, შევჩერდი და შენს თვალებზე ვილოცე... სიო ისე დაცურავდა წამწამებზე, ალბათ შენ ხარ, ვინც მზესავით უქიათ და რაც ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის გავაღმერთე მაგ თვალების თაფლისფერი შუქია... მე არ ვიცი, იქნებ, ცოდვაც ჩავიდინე, ან სხვაგვარად როგორ უნდა მოგმართო,- ოღონდ ერთხელ, კიდევ ერთხელ გამიღიმე, მერე თუნდაც, ცოდვიანად მომნათლონ...
ბადრი სულაძე
|
|
|
|