პოეტი პოეტიშვილი - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ორ, 11.09.2017, 00:04 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვალთა ელვარების სხივი
ისე შეეწონა მირაჟს,
წარსულს რა ამაოდ ვჩივი,
აწმყო მილაწუნებს სილას.

გზიდან ახვეტილი ბუღი
დილის სიკამკამეს ებრძვის,
ისევ ბუტაფორებს ვუფრთხი,
ისევ მიცივდება ნერწყვი.

ჰოდა, ამ ნეკერჩხლის ფოთლებს
ისე აუყვითლდათ ღაწვი,
ო, ამ გაუტანელ სოფელს
ღვარძლის ხვაშიადი აწვიმს!

ეკატერინე ციცქიშვილი
 
nukriaДата: ორ, 11.09.2017, 00:08 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვეღარ ავიტან, ბედო მე შენს, უკუღმა გნიასს!..
დავუბრუნდები, სამუდამოდ, ჩემს მშობელ წიაღს!

იქ დავბრუნდები, სადაც უკვე, თითქოს ამკუწეს!..
თუმცა სინდისი, მათ თავისი, ლაფში გაწუწეს!

რამდენიც გინდა, მასხა ბედო, გულში ნაღველი!..
მართალი კაცის, კვლავ დადგება, მაინც საშველი!

შენთვის სასურველს, ბოროტებას, არ ვიზამ ბედო!..
ის ცოდვა მყოფნის, მე სასჯელად, რაც ადრე მედო!

ახლაც გულს მდაღავს, საკმარისად, რომ ვერ ვივარგე!..
და ყოველ ავკაცს, საკადრისად, რომ არ მივარგე!

თავს არ ვიმართლებ, თუმცა იყო ამის მიზეზი!..
კუშტად დაფარეს, ავ-ღრუბლებმა, სხივები მზესი!

იმ ავ-ღრუბელთა გაფანტვა კი, ხდება ერთობით!..
ჩვენ კი ცალ-ცალკე, ვიპრანჭებით, მანჭვით ვერთობით!

ერთი ვერ იზამს, სასურველი, გვედოს შედეგი!..
იქ, ჩემთან ერთად, ვინ ბრუნდებით?.. ვინ ხართ შემდეგი?!

მხოლოდ ერთობით, შეგვიძლია, ამბობს უფალი!..
ავბედისაგან ყველა ვიყოთ თავისუფალი!

ჯერ კი სატანა, ყველას ცალ-ცალკე, გვიგრიხავს კისერს!..
და ვემონებით, ბედს უკუღმართს, სატანის დიდ "სერს"!!

... თუ ჩვენ, ქართველებს, ქართველური, არ გვექნა ჟინი!..
ვერას გვიშველის, ჩვენ რობოტთა, უტვინო ტვინი!!!

/ ამირან თოდუა /
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 20:22 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საყვედურიც არ დაგცდება საყვედურიც უცრემლოდ
ჩემი ბედის მეინახე
ჩემო ვარდის ფურცელო

ვერ გიამე იარებზე
გული მოგგლეჯ უცელოდ
ბევრი ჭირი გივარამე
შენ კი მაინც უცვლელობ

ღამე ტკივილს შეგახიზნე დილას ცვრიანს უმზეოს
შენ კი მაინც მეღიმილე
შენ კი მაინც სულ მზეობ

ჩემი სულის სამყუდელო
ჩემი ჭირის უღელო
ჩემო ბედის მეინახევ
ჩემო დარდის ფურცელო
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 20:46 | Сообщение # 114
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღრუბლები გათოვებას აჩვენებს თერმომეტრი
სიტყვები უმიზეზოდ განცდებმა მოიპარეს,
ლოდინით გადაღლილი სარკმლებთან ველოდებით
უმანკო ყველაზე თეთრ ფიფქების კორიანტელს
სიჩუმემ ლოდინმა და თამბაქოს ნაფაზებმა
იანვრის ოცდაექვსი მოტეხეს კალენდრიდან მინებზე
სტრიქონებად დავწერეთ აღსარება ათასჯერ დაწერილი
ართქმული მამებისთვის
გათოვდა ფანჯრის მინებს წარსული ეტმასნება
ამ ღა მ ით გეფიცები ღამემაც აურიათოვს რაღაც
აბსურდულად ურიტმო ეტაპებად ამ ღამით ლექსის
წერაც ვფიქრობ რომ აბსურ დია თო ვს რაღაც ულოგიკო
ფიფქების პროგრესიით შემდეგი თოვლის ფიფქი იქნება მამაშენი
თოვს რაღაც ულოგიკო ფიფქების პროგრე სიითშემდეგი თოვლის ფიფქი
იქნება მამაჩემი ოთახში მოგონებებს დუმილი გაემიჯნადუმილი უსაშველო განცდათა მომეტე ბი თდა ასე იშვიათად ჩარაზულ ფანჯრებიდან სახლებში ბრუნდებიან მამები პოეტების
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 22:18 | Сообщение # 115
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოეტიშვილი ვინმეს ტოლია,
რომ რითმებს მითვლი ისევ "ტიციან"
გალაკტიონი ინვესტორია,
რომ ჩემში ჩადო ინვესტიცია.

/პოეტ გალაკტიონიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 22:23 | Сообщение # 116
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გამოგირჩებულებს

წიწვებსა და ყველა გირჩებს,
ჯარში წადით ამას გირჩევთ .

/პ.პ/

მაინც იყვნენ გირჩები,
ცარიელი სირჩები.
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 22:27 | Сообщение # 117
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პარლამენტარებს როცა ადუმებს,
მაშინ ეს კაცი მაგრად "ადუმებს"

/პ.პ/
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 22:29 | Сообщение # 118
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მუზამ პოეტს პირი ნეტა,
შენ თუ იცი რით მობანა?
მოდი ჩემთან ირინეტა,
ვითამაშოთ რითმობანა.

/პ.პ/
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 22:34 | Сообщение # 119
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა "პოეტური" სუნი აზიდა,
პოსტმოდერნისტულ უნიტაზიდან!
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 22:41 | Сообщение # 120
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი"
/ტერენტი გრანელი/

სამი იყოს ივნისის და არ იყოს ცამეტი.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость